განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
060100118002495298
დავის ტიპი
126 (1) 1 , 18 - 120
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/88-18

№0610060518001

 

26 ივნისი , 2018 წელი ქ.სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა---------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ხ-------–-------------------------------------–--------–-–--------------------------------------------–--------------------------------–--------

 

ადვოკატი: გე-----------–-ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 120-ე მუხლით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ხ-----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ხ-----------ა იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის, სოფელ გ---–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც მეგობრის დაბადების დღიდან დაბრუნდნენ მისი არ-------––-–-------–---–------------------–--–--------------–-----------------------------------–--–--------------–-----------------. სახლში დაგვიანებით მოსვლის გამო, მათ ხ-----------ა გაუბრაზდა და იძალადა ფიზიკურად. კერძოდ, გი-----ი რუ---ს სახის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, ხოლო და---- რუ---ს მარცხენა ფეხის არეში დაარტყა ცულის ხის ტარი. აღნიშნულის შედეგად, გი-----ი რუ---მ და და---- რუ---მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ორივე არასრულწლოვანი შეესწრო ერთმანეთის მიმართ მამის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

ხ-----------ამ ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 08 საათზე, ხ-----------ამ სამტრედიის რაიონის სოფელ გ---–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბიძას - მ------------ას წინა დღით შვილების ცემის გამო მიცემული შენიშვნით გამოწვეული განაწყენების ნიადაგზე, დანის გულმკერდის არეში დარტყმის შედეგად მიაყენა დაზიანება წინა გულმკერდის არეში, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.სასამართლოს დასკვნა ხ-----------ას მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

ბრალდებულ ხ-----------ას გამოკითვის ოქმს, დაზარალებულების მ---- რუ---ს, გი-----ი რუ---სა და და---- რუ---ს გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების გი-----ი თევდორაძის, სა-–---- რუ---ს, ინ------ რუ---ს, მ---- რუ---ს, მა-- წუ-–-------ის, გო-- რუ---ს და ინ-- წუ-–-------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებიო ექსპერიმენტის ოქმს და ამოღებულ ნივთებს, ამოღების ოქმებს, განჩინებებს საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების თაობაზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ხ-----------ას მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ხ-----------ას ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ; აგრეთვე ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ხ-----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ; ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ხ-----------ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ხ-----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ხ-----------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;

 

ხ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ხ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ხ-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ხ-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

მსჯავრდებულ ხ-----------ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 06 მაისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - მ---- რუ---ს სისხლის ნიმუში განადგურდეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მ---- რუ---ს კუთვნილი მაისური, ხ----- რუ---საგან ამოღებული შარვალი და მაისური, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ცული, და დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე და---- სვანაძე