განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
130100118002516091
დავის ტიპი
273
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/120-2018

№038130618002

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.06. 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული ო----- გ-------–ის ძე ფ-----ე, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 5----------, დაბადებული 1983 წლის 24 მაისს, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ხ-–------------------------.

ადვოკატი - გიორგი ჯეირანაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ო----- ფ-----ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა: ო----- ფ-----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ო----- ფ-----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანას“, წონით 74,82 გრამს, რაც 2018 წლის 13 ივნისს, ქ.ხაშურში, კ----–------------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ო----- ფ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად.

 

1.2. ე.ი. ო----- ფ-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ო----- ფ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: დავით მაჭარაშვილის, გიორგი ლომიძის, ალექსანდრე ციცქიშვილის, თენგიზ ბერუაშვილის, ლევან ცხაკაიას გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის N16/სქ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ო----- ფ-----ეს შორის, ადვოკატ გიორგი ჯეირანაშვილის მონაწილეობით.

პროკურორმა თ---------ემ 2018 წლის 27 ივნისს სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ო----- ფ-----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ო----- ფ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად 03 (სამი)წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5(ხუთი) წლის ვადით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

პროკურორმა თ---------ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ო----- ფ-----ე და მისი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ო----- ფ-----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა

 

პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ თ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ო----- ფ-----ეს შორის 2018 წლის 27 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ო----- ფ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5(ხუთი) წლის ვადით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

4. ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება ნედლი „მარიხუანა“ წონით 74,82 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრების ვადა და წესი:

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

 

§ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ. გიგიტაშვილი