განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
190100118002550598
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს--------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ბადრი ოთ---აშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ან----------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - გე-–--–----ე და ლე-–--–----ე.

 

ბრალდებული - ო------–-------------------------------–-------–-–---------------------------------------------------------------–-----------------------------–----------–-------–----–----------–---------------------–---------------------–---------------------------–--------------------–----------------------------------–------------------------------------------–--------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ბრალდებული - ლ----------------------------------–-------–-–-------------------------------------------------------–----------------------------–----------–-------–----–----------–----------------------–---------------------–---------------------------–--------------------–----------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-----------–------–-----------------ში და------------------–--ის საცხოვრებელ სახლში ოთ--------მა ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მეუღლეს - და------------------–--ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი ჰკრა წააქცია დივანზე და შემდეგ მარცხენა მხარეს თვალბუდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, ასევე მარჯვენა მხარეს ასევე თვალბუდის არეში ექვსჯერ დაარტყა მუშტი, რითაც და------------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამ ქმედებისთვის ოთ--------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ----------–------–----------------ში, და------------------–--ის საცხოვრებელ სახლში, ლუ-------სა და ბი-------------–---–ს შორის არსებული კონფლიქტის დროს, ნა----------------ი ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც ლუ-------მა მას გამიზნულად დაარტყა ხელი მარჯვენა მხარეს მკერდის არეში, რა დროსაც ნა------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამ ქმედებისთვის ლუ-------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ოთ--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ლუ-------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 11 ივნისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ ან---------–--ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 09 ივნისს ქ-----------–------–--------------------ში მცხოვრებ, 1971 წელს დაბადებულ და------------------–--ეს, მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მეუღლემ 1976 წელს დაბადებულმა ოთ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ოთ---------ის დის შვილმა ლუ-------მა მის ქალიშვილს 1998 წელს დაბადებულ ნა----------------ს და სიძეს ბა-------------–---–ს მიაყენა დაზიანებები. (ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 11 ივნისის და------------------–--ის მიერ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის ვე-----------ის სახელზე დაწერილი განცხადების თანახმად 2018 წლის 09 ივნისს იგი იმყოფებოდა ქ-----------–------–--------------------ში მდებარე სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდნენ მისი მეუღლე ოთ--------ი და ოთ--------ის დისშვილი ლუ-------ი. ოთ--------მა მას, ხოლო ლუ-------მა მის ქალიშვილს ნა----------------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც და------------------–--ემ მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. (ტ.1. ს.ფ. 2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული და------------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-----------–-----–--------------------ში მეუღლესთან ოთ--------თან, შვილთან - ნანა არზუმანინთან და სიძესთან - ბი-------------–---–თან ერთად. ის და ოთ--------ი სამი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და არ ჰყავთ საერთო შვილები. 2018 წლის მარტიდან მუშაობს ქ.თბილისში მ--------–---–-----------------------------------------------–-- მიმტანად.

 

მოწმის განმარტებით 2018 წლის 09 ივნისს დილით, ბურნდებოდა რა სამსახურიდან ქ. რუსთავში შარტავას გამზირზე დახვდა მისი მეუღლე ოთ---------ი, მასთან ერთად მაღაზიაში იყიდა პროდუქტები და ავიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით იმ დღეს დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის სახლში დაბრუნდნენ მისი ქალიშვილი ნა----------------ი და სიძე ბი-------------–---–ი. მოწმის განმარტებით, მან ოჯახის წევრს თხოვა მისი FACEBOOK გვერდის გადამოწმება, ვინაიდან ელოდებოდა მისი ძმის ცოლის წერილს. გადამოწმებისას მისი სოციალური ქსელის გვერდზე მესენჯერში აღმოჩნდა უცნობი მამაკაცის (ვინმე ნემსაძის) წერილი შემდეგი შინაარსით ,,როგორ ხარ“, რაზეც მას ჰკითხეს თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება. და------------------–--ემ ვერ შეძლო წერილის ავტორის ვინაობის გახსენება, მაგრამ განაცხადა, რომ შესაძლოა წერილის ავტორი ყოფილიყო მისი ნათესავი ქობულეთიდან, ვინაიდან, ნემსაძეები უმეტესად ქობულეთიდან არაიან წარმოშობით და მას ძალიან ბევრი ნათესავები ჰყავს ქობულეთში. ამის შემდეგ წერილის ავტორის ვინაობის დადგენის მიზნით აღნიშნულ პიროვნებასთან მესენჯერის საშუალებით გადარეკა ბი-------------–---–მა, თავი გააცნო, როგორც და------------------–--ის შვილი და ჰკითხა თუ ვინ იყო, აღნიშნულმა პიროვნებამ უპასუხა, რომ იყო და------------------–--ის ნათესავი, ბაბუის მხრიდან. მოწმის განმარტებით ეს ფაქტი არ მოეწონა ოთ--------ს, იეჭვიანა და უცენზურო სიტყვებით მიმართა და------------------–--ეს. თავის მხრივ და------------------–--ემ სიტუაციის განმუხტვის მიზნით დატოვა სახლი და დაახლოებით 15 წუთი გაატარა კორპუსის წინ არსებულ სკვერში იმ მოლოდინით, რომ ოთ--------ს გაბრაზება გადაუვლიდა და კონფლიქტი არ გაგრძელდებოდა, თუმცა სახლში ასვლისას ოთ--------ი სახლში არ დახვდა. შვილის-ნა----------------ის გადმოცემით ოთ--------ი წავიდა მის დასთან - ირ--------თან. მოწმის განმარტებით, სახლში ასვლიდან მალევე ტელეფონზე დაურეკა ოთ--------მა და უთხრა ,, მომიშორე სახლიდან და აპირებ ურეკში ჩასვლას, სადაც გელოდებიან კაცებიო“, რაზედაც და------------------–--ემ უპასუხა ,, როგორც შენს დას ჰყავს კაცები ისე მეც მყავსო“, რამაც გააღიზიანა ოთ--------ი, მაგრამ კონფლიქტის უფრო გამწვავების თავიდან არიდების მიზნით და------------------–--ემ გათიშა ტელეფონი. დაახლოებით 5 წუთში მას მობილურ ტელეფონზე დურეკა ოთ--------ის დამ - ირ--------მა და უთხრა ,,შენ იცი რას გიზავ“? ... მოწმემ არ დაამთავრებინა საუბარი და გაუთიშა ტელეფონი. მოწმის განმარტებით დაახლოებით ნახევარ საათში მათთან სახლში შემოსასვლელ კარზე გაისმა კაკუნის ხმა, მისმა ქალიშვილმა-ნა----------------მა გააღო კარი და სახლში შემოვიდნენ ლუ-- და ოთ--------ები. ამ დროს ბი-------------–---–მა ლუ--ს უთხრა ,, რაა ლუ-- მოხვედი? გამარჯობა მაინც მითხარიო“. მოწმის განმარტებით ამ დროს ლუ--ს ხმა არ ამოუღია, თუმცა ძალიან აგრესიული სახე ჰქონდა (ისეთი სახე კაცს მოსაკლავად რომ გაიმეტებდა). ამ დროს ოთ--------ი მივიდა და------------------–--ესთან და უთხრა, ,,ხვალე ხომ მორიგე ხარ სამსახურში, წამოიღე შენი ფორმა, ჩაიცვი, წავიდეთ ჩემს დასთან და ბოდში მოუხადე და თუ ვერ დაამტკიცებ იმას რომ ჩემს დას კაცები ჰყავს ყელს გამოგჭრიო“. მოწმის განმარტებით მან უპასუხა, რომ არავისთან არ ჰქონდა ბოდიში მოსახდელი და გაყვებოდა, ვინიადან, უნდოდა სიტუაციის განმუხტვა დააპირა გაყოლა, რათა სახლში მყოფ მამაკაცებს შორის არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება. სწორედ ამ დროს ბი-------------–---–მა მიმართა ოთ--------ს - „როგორ გგონია ადამიანს ეუბნები ყელს გამოგჭრიო და მე მას გაგაყოლებ? თუ სალაპარაკოა გარეთ გავიდეთ და ვილაპარაკოთ ქალები სახლში დარჩებიანო“. ამ დროს ლუ-------მა მოუწოდა ოთ--------ს ,,რას ალაპარაკებ ამდენს დაუშვიო“ და ლუ-------მა პირველმა დაარტყა ბი-------------–---–ს, რის შემდეგაც მათ შორის დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. მისი ქალიშვილი ნა----------------ი ყვიროდა მიშველეთ ქმარს მიკლავენო და ცდილობდა მათ გაშველებას. მოწმის განმარტებით ამ დროს ოთ--------მა იხელთა დრო დააგდო ის დივანზე, სხეულზე ზემოდან გადააჯდა და გამიზნულად, ორივე თვალის არეში დაუწყო მუშტების დარტყმები, რის შედეგადაც და------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით მის საშველად მივიდა მისი ქალიშვილი ნა----------------ი, რომელმაც ოთ--------ს ზურგის არეში ჩაარტყა ბამბუკის ჯოხი და თან ყვირილით მიმართავდა დედა არ მომიკლაო. ლუ-------მა დაინახა რა ნა----------------ი, რომ ჯოხს ურტყამდა ოთ--------ს, შეწყვიტა ბი-------------–---–ის ცემა და ნა----------------ს მკერდის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნა----------------მა რამდენიმე წამით დაკარგა გონება. შემთხვევის ადგილზე ნა----------------ის ყვირილის და შველის თხოვნის შედეგად მოსულები იყვნენ მეზობელი მამაკაცები, რომელთა სახელები და გვარი არ იცის, ვინაიდან არ იცნობდა. სახლში შესული მეზობლების დანახვასა და ნა----------------ის მოთხოვნაზე სასწრაფოდ დაერეკათ პოლიციაში ლუ-------მა და ოთ--------მა დატოვეს შემთხვევის ადგილი.

 

მოწმის განმარტებით შემთხვევის დღესვე აპირებდა პოლიციაში დარეკვას, მაგრამ სიძემ- ბი-------------–---–მა გადააფიქრებინა, ვინაიდან უთხრა, რომ ნუ დარეკავ ოჯახური კონფლიქტია და იქნებ ერთმანეთში მორიგდეთო.

 

პროკურორის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მან სიტუაციის განმუხტვის მიზნით მეორე დღესვე სცადა ოთ--------თან დარეკვა, მაგრამ ოთ--------ი არ პასუხობდა. ასევე განმარტა, რომ მეორე დღესაც არ დაურეკავს პოლიციაში, ვინაიდან, შეეცოდა ოთ--------ი.

 

მოწმემ დამატებით კითხვაზე განმარტა, რომ მართალია არ გამორიცხავს, შესაძლებლობას ბი-------------–---–სა და ლუ-------ს შორის მიმდინარე ჩხუბისას შემთხვევით მოხვედროდა ბი-------------–---–ის ხელი, თუმცა კატეგორიულად დაადასტურა, რომ თვალბუდის არეში არსებული დაზიანებები მიაყენა უშუალოდ ოთ--------მა ზემოთ აღნიშნულ გარემოებებში და ხოლო ნა----------------ს მკერდის არეში ხელი დაარტყა ლუ-------მა, რასაც ხედავდა გვერდიდან, თუმცა რომელი ხელი დაარტყა ლუ--მ არ ახსოვს.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 10 ივნისს დილით ბი-------------–---–ი სავარაუდოდ ოთ--------ისთვის და ლუ-------ისთვის საკადრისი პასუხის გაცემის მიზნით გავიდა სახლიდან და გარედან ჩაკეტა ის და ნა----------------ი, რომელთაც ტელეფონიც არ ჰქონდათ. იმავე დღეს საღამოს საათებში ბი-------------–---–ი სახლში დაბრუნდა აშკარად ნაჩხუბარი და მათ უთხრა, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით ისინი უნდა წასულიყვნენ მის მეგობართან, რაზეც დათანხმდნენ და იმავე საღამოს წავიდნენ რუსთავიდან, თუმცა სად წავიდნენ ვერ აკონკრეტებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ოთ--------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობა პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ მას არავისთან არ განუცხადებია, ვინაიდან, ოთ--------ი ემუქრებოდა შვილების გამწარებით. მოწმემ ასევე გაიხსენა 2018 წლის 09 ივნისამდე, ორი კვირით ადრე მომხდარი ფაქტი, კერძოდ, როდესაც ის იმყოფებოდა ირ--------ის ოჯახში მისი ნივთების წამოსაღებად, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ლუ-------ი და ირ--------ი რის შესახებაც არ განუცხადებია პოლიციაში ოთ--------ის გამო. (ტ.2.ს.ფ 126-131 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ნა----------------ი, რომლმაც განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბი---ა (ბ-----) მე------–---–თან. რაც შეეხება დედას - და------------------–--ეს და მამინაცვალს-ოთ--------ს ისინი დაახლოებით სამი წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ქორწინებიდან ორი წლის განმავლობაში ისინი თურქეთში ცხოვრობდნენ და დედას - და------ სე---------–--ეს ოთ--------თან ცხოვრების გამო არ ელაპარაკებოდა, სანამ მას თურქეთიდან არ დაურეკა მისთვის უცნობმა ქალბატონმა და არ შეატყობინა, რომ და------------------–--ეს მისი მეუღლე ოთ--------ი ცემდა და ამყოფებდა მუდმივ სტრესში. მოწმის განმარტებით ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სოციალურ ქსელში დაიმატა დედამისი-და------------------–--ე და ჰკითხა შეესაბამებოდა, თუ არა სიმართლეს უცნობი ქალბატონისგან მიღებული ინფორმაცია, მაგრამ და------------------–--ემ უარყო ოთ--------ის მხრიდან ძალადობის ფაქტი. ამის შემდეგ დედასთან და ოთ--------თან სოციალური ქსელის მეშვეობით ჰქონდა კონტაქტი. ოთ--------ი და და------------------–--ე მას თურქეთიდან საჩუქრებსაც უგზავნიდნენ. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ოთ--------ი და და------------------–--ე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. ვინაიდან, მუშაობით მარტო დედამისი მუშაობდა ისინი განიცდიდნენ ეკონომიკურ პრობლემას, რის გამოც ნა----------------მა მეუღლესთან-ბი-------------–---–თან ერთად გადაწყვიტა, დედამისი და ოთ--------ი საცხოვრებლად მათთან გადმოეყვანათ და 2018 წლის მარტის თვიდან ისინი (და------------------–--ე, ოთ--------ი, ბი-------------–---–ი და ნა----------------ი) ცხოვრობდნენ ერთად ქ. რუსთავში საქმეში მითითებულ მისამართზე. მოწმის განმარტებით ოთ--------ი არ მუშაობდა და იყო და------------------–--ეს კმაყოფაზე, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისში, მ--------–---–-----------------------------------------------–-- მიმტანად.

 

2018 წლის 09 ივნისს ის და მისი მეუღლე ბი-------------–---–ი სამსახურიდან სახლში დაბრუნდნენ დაახლოებით 19:30 საათისთვის, სახლში მათ დახვდნენ და------------------–--ე და ოთ--------ი. ვახშმობის შემდეგ და------------------–--ემ ითხოვა შესულიყვნენ მის FACEBOOK გვერდზე და შეემოწმებინათ შეტყობინებები, რაზეც ნა----------------ი დათანხმდა და მესენჯერში შესვლისას ნახა ვინმე ჯანბულ ნემსაძის წერილი, რაც უთხრა და------------------–--ეს და თან ჰკითხა, თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, რაზეც და------------------–--ემ უპასუხა, რომ არ ახსენდებოდა ასეთი სახელითა და გვარით არავინ, მაგრამ შესაძლოა ქობულეთიდან ყოფილიყო, ვინაიდან ნემსაძეები უმეტესად ქობულეთში ცხოვრობენ. ამის შემდეგ მესენჯერის საშუალებით მისმა მეუღლემ - ბი-------------–---–მა დარეკა აღნიშნულ პიროვნებასთან და ჰკითხა თუ ვინ იყო, რაზეც უცნობმა უპასუხა, რომ იყო და------------------–--ის ნათესავი. აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა ოთ--------ი, რის გამოც და------------------–--ეს დაუწყო ჩხუბი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. და------------------–--ე სიტუაციის განმუხტვის მიზნით გავიდა სახლიდან და დაახლოებით ნახევარ საათში მიბრუნდა უ--ნ, თუმცა ოთ--------ი უკვე წასული იყო მის დასთან ირ--------თან. მოწმის განმარტებით დედის სახლში შესვლიდან მალევე ტელეფონზე დაურეკა ოთ--------მა და კვლავ დაუწყო გინება, ოთ--------ი იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ მისი ხმა ნა----------------ს კარგად ესმოდა. ლაპარაკის დროს ოთ--------ს და------------------–--ემ უთხრა, ,,როგორც შენ დას ჰყავს კაცები ისე მყავს მეცო‘’ და გაუთიშა ტელეფონი. ტელეფონის გათიშვიდან მალევე ოთ--------ი, დის შვილთან - ლუ-------თან ერთად მივიდა მათთან სახლში. მოწმის განმარტებით კარები მან გაუღო, ამ დროს და------------------–--ე იჯდა მისაღებ ოთახში სავარძელზე, კარების გაღებისთანავე ოთ--------ი შევიდა სახლში მივიდა მისაღებ ოთახში სადაც და------------------–--ე იჯდა და სტაცა მხრებზე ხელები და უთხრა: ადექი, წამოდი, ჩაიცვი ტანსაცმელი ირ--------თან უნდა მივიდეთ (ოთ----ს და) და დაამტკიცე თუ ვინ კაცები ჰყავს, თუ ვერ დაამტკიცებ ყელს გამოგჭრიო, რაზეც და------------------–--ე წამოდგა და აპირებდა გაყოლას, მაგრამ ამ დროს მათ წინ გადაუდგა მისი მეუღლე ბი-------------–---–ი, რომელმაც ოთ--------ს უთხრა ,,როგორ ფიქრობ ქალის წაყვანა გინდა და თან ეუბნები ყელი უნდა გამოგჭრაო შენი აზრით გაგატანო? თუ რამე სალაპარაკო გაქვს გარეთ კაცები გავიდეთ და ვილაპარაკოთ ქალები კი სახლში დარჩებიანო“, ამის შემდეგ იქვე მდგომმა ლუ-------მა თქვა რას უსმენ ამათ, შეიგინა მათი მისამართით და ბი-------------–---–ს დაარტყა ხელი. ნა----------------ი აპირებდა მათ გაშველებას, ხოლო ოთ--------ი მივარდა და------------------–--ეს ჰკრა ხელი, დააგდო სავარძელზე და შემოაჯდა ზევიდან, რის შემდეგაც და------------------–--ეს დაუწყო ცემა სახეში. მოწმის განმარტებით ის კარგად ხედავდა თუ როგორ ურტყამდა ოთ--------ი და------------------–--ეს, რის გამოც დააპირა დედის დახმარება, აიღო შემოსასვლელი კარების კუთხეში დადებული ბამბუკის ჯოხი და ოთ--------ს საჯდომის არეში დაარტყა, სწორედ ამ დროს ბი-------------–---–სა და ლუ--------ს შორისაც ჩხუბი მიმდინარეობდა, ლუ-------მა დაინახა რა ის ფაქტი, რომ მან ბამბუკის ჯოხი ჩაარტყა ოთ--------ს მიანება ბი-------------–---–ის ცემა, მივარდა მას და ძლიერად დაარტყა ხელი მარჯვენა მკერდის არეში (რომელი ხელი ვერ იხსენებს), რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ მოვლენების პარალელურად ნა----------------ი საშველად უხმობდა მეზობლებს და ითხოვდა მათგან პოლიციის გამოძახებას, თუმცა პოლიცია არავის გამოუძახია, მეზობლების სახლში შემოსვლისთანავე ლუ-------ი გაერიდა მას გავიდა გარეთ ფოიეში და გაჩერდა მეზობლებს შორის.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მას პოლიციაში არ დაურეკავს. მომდევნო დღეს, 2018 წლის 10 ივნისს, მისი მეუღლე დილით გავიდა სახლიდან, რათა საკადრისი პასუხი გაეცა ლუ-- და ოთ--------ებისთვის წინა დღეს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო იმ მიზნით, რომ ქალები არ ჩარეულიყვნენ კაცების საქმეში გარედან ჩაუკეტა სახლის კარები და ტელეფონებიც გამოართვა. იმავე დღეს დაახლოებით ღამის 23:00 საათზე მისი მეუღლე ბ----- (ბი---ა) მე------–---–ი დაბრუნდა სახლში, რომელიც იტკივებდა გვერდებს, მოწმემ მიიჩნია, რომ ბი---ა დაჭრილი იყო, ვინაიდან მას ხელი ჰქონდა სისხლიანი. ბი-------------–---–მა სახლში მისვლისას ნა----------------ს და და------------------–--ეს მოსთხოვა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციიდან მათი განრიდების მიზნით დროებით გადასულიყვნენ მის მეგობართან დი-----------------თან, თვითონ კი მეორე დღეს უნდა მისულიყო პოლიციაში და განეცხადებინა იმ დღეს (2018 წლის 10 ივნისს) მისი მხრიდან ოთ--- და ლუ-------ებთან მომხდარი ჩხუბის შესახებ. ისინი დათანხმდნენ ბი---ას და იმავე დღეს გაემგზავრნენ ჯერ ქ. თბილისში ფონიჭალაში ბი---ას მეგობართან და შემდეგ კი კუმისში, კუმისში რომ მივიდნენ იყო უკვე 2018 წლის 11 ივნისის დაახლოებით 02:00 საათი, რა დროსაც მათთან სახლში მივიდა საპატრულო პოლიცია და ქ. რუსთავში შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში წაიყვანეს ის, მისი ძმა, მისი მეუღლე-ბი-------------–---–ი და მათი მეგობარი დი-----------------ი. მოწმის განმარტებით სწორედ ამ დროს განაცხადა მან პოლიციაში 2018 წლის 09 ივნისს მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მეუღლეს 2018 წლის 09 ივნისს არსებულ კონფლიქტის დროს არც მისთვის და არც მისი დედისთვის და------------------–--ისთვის არ დაურტყამს. მას ლუ-------მა განზრახ გამიზნულად დაარტყა ხელი მკერდის არეში რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო დედამისს და------------------–--ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოთ--------მა. (ტ.2.ს.ფ 106-113 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბი-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნანა არზუმანინთან. და------------------–--ე არის მისი სიდედრი, ოთ--------ი არის და------------------–--ის მეუღლე, რომლებიც ცხოვრობდნენ მასთან ერთად საქმეში მითითებულ მისამართზე, რაც შეეხება ლუ-------ს ის არის ოთ--------ის დის შვილი.

 

მოწმის განმარტებით 2018 წლის 09 ივნისს, საღამოს საათებში ის მის მეუღლესთან - ნა----------------თან ერთად დაბრუნდა სამსხურიდან სახლში, სადაც დახვდნენ და------------------–--ე და ოთ--------ი. ვახშმობის შემდეგ მისმა სიდედრმა - და------------------–--ემ ნა----------------ს სთხოვა მისი facebooke გვერდის გადამოწმება, ვინაიდან ელოდებოდა შეტყობინებას. ნა----------------მა გადაამოწმა და------ს Facebook გვერდი სადაც მას შეტყობინება ჰქონდა უცხო მამაკაცისგან შინაარსით ,,როგორ ხარ?“ ეს ფაქტი ოთ--------ს არ მოეწონა და მოუვიდა სიტყვიერი კამათი და------------------–--ესთან. ისინი ერთმანეთს გაერიდნენ და------ გავიდა ეზოში, ხოლო ოთ--------ი სადღაც წავიდა. დაახლოებით ნახევრ საათში და------------------–--ე მიბრუნდა სახლში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკა სავარაუდოდ ოთ--------მა, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ არ იცის... ტელეფონზე საუბრიდან ნახევარ საათში მათი სახლის შესასვლელ კარზე გაისმა კაკუნის ხმა. კარი გააღო ნა----------------მა და სახლში შევიდნენ ლუ-- და ოთ--------ები. მოწმის განმარტებით ლუ-------ი სახლში შემოსვლისას მას არ მიესალმა, კერძოდ, ხელი არ ჩამოართვა, რის გამოც ისინი შეკამათდნენ და მან დაარტყა ჯერ ლუ-------ს და შემდეგ ოთ--------ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხუბის დროს მათ აშველებდნენ და------------------–--ე და ნა----------------ი, რა დროსაც მათ მოხვდათ მხოლოდ მისი მოქნეული ხელები.

 

მოწმემ დამატებით განმარტა რომ ოთ--------ს და------------------–--ისთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ლუ-------ს მიუყენებია ნა----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევიდან მეორე დღეს 2018 წლის 10 ივნისს ის კვლავ შეხვდა ლუ-- და ოთ--------ებს რა დროსაც მოუვიდა მათთან ჩხუბი, ჩხუბის დროს მან დანის გამოყენებით მიაყენე ჭრილობები ოთ--------ს და ლუ-------ს.

(ტ.2.ს.ფ 92-96 )

 

მოწმე ბი-------------–---–ის ჩვენება, იმ ნაწილში, სადაც ეს უ--ნასკნელი მიუთითებს, რომ 2018 წლის 9 ივნისს ოთ--- და ლუ-------ებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მისი ინიციატივით და ამასთან დაზიანებები და------------------–--ეს და ნა----------------ს მიაყენა თვითონ არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით ამგვარი ქმედებით ბი-------------–---–ი იმყოფება რა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 2018 წლის 10 ივნისს ოთ--- და ლუ-------ებისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე, ცდილობს ოთ--- და ლუ-------ებს თავიდან აარიდოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მათ შორის არსებული კონფლიქტი კვლავ გახადოს გარკვევის საგნად სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა ე.წ. დანაშაულებრივი სამყაროსთვის მისაღები ფორმით და წესებით. სასამართლოს ამგვარი მოსაზრების საფუძველს წარმოედგენს ის გარემოება, რომ ბი-------------–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია და------------------–--ის და ნა----------------ის ჩვენებებთან, ამასთან ბი-------------–---–ის მხრიდან ჩვენების მიცემისას გამოხატული ქცევები აშკარად მიუთითებს მის მიდრეკილებაზე სადაო საკითხები გადაწყვეტილ იქნას არა სამართლებრივი და კანონიერი გზებით არამედ დანაშაულებრივი სამყაროსთვის დამახასიათებელი წეს ჩვეულებებით. ამასვე ადასტურებს მისი უშედეგო მცდელობა ახსნას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციასა და სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებას შორის არსებული განსხვავებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ან---------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივნისს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებას მიმართა და------------------–--ემ რომელმაც განცხადა, რომ მას ქ-----------–-----–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისმა მეუღლემ ოთ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ქალიშვილს ნა----------------ს ლუ-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება ოთ--------ის მიმართ ოჯახური ძალადობის, ხოლო ლუ-------ის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქმის ირგვლივ გამომძიებელმა გამოკითხა განცხადების ავტორი და------------------–--ე , დანიშნა მის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმის სახით გამოკითხა: ნა----------------ი და ბი-------------–---–ი, ნა----------------ის მიმართ დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ნა----------------ს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე მისი, როგორც დაზარალებულს უფლებები და გამოკითხა, როგორც დაზარალებული, მოწმის სახით გამოკითხა ლუ-------ი, ლუ-------ს გააცნო დადგენილება მისი ბრალდებულად ცნობის შესახებ და გამოკითხა, როგორც ბრალდებული. ადვოკატ ლე-–--–----ეს გაუცვალა იმ დროისთვის მის ხელთ არსებული ყველა მასალა. გამომძიებელმა ან---------–--ემ მის მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.(ტ.2.ს.ფ 123-126 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გი----------------ე,რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივნისს, რუსთავის საქალაქო შს სამმართველოს პირველ განყოფილებას მიმართა და------------------–--ემ, რომელმაც განცხადა, რომ მას ქ-----------–-----–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისმა ყოფილმა მეუღლემ ოთ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება ოთ--------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინების საფუძველზე მოწმემ მოახდინა ბრალდებულ ოთ--------ის დაკავება 2018 წლის 15 ივნისს, ქ. რუსთავში რუსთაველის ქუჩა N---ა მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებისას ოთ--------ს განემარტა ბრალდებულის უფლებები და თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკავებული. დაკავებისას ოთ--------ს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით ვიზუალური დათვალიერებით ოთ--------ს აღენიშნებოდა დაზიანებები თვალის არეში და თავზე უ--ნა მხარეს, რის თაობაზეც შესაბამისი შენიშვნა შეტანილი იქნა დაკავების ოქმში. დაკავების შემდეგ ოთ--------ს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი და გადაყვანილ იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც შეთავაზეს უფასო სამედიცინო შემოწმება, რაზეც მან უარი განაცხადა, ასევე მოხდა ოთ--------ის დაკავების ფაქტის შეტყობინება მისი დისთვის-ირ--------ისთვის. მოწმის განმარტებით მის მიერ მოხდა ოთ--------ის გამოკითხვა. გამომძიებელმა გი----------------ემ სასამართლო პროცესზე მის მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.(ტ.2.ს.ფ 90-92 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი აკ-------–-----–---–ი, რომელმაც სრულად დაადასტურა მოწმე გი----------------ის ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ დაკავებისას ოთ--------ს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას გადაადგილება უჭირდა. გამომძიებელმა აკ-------–-----–---–მა სასამართლო პროცესზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2.ს.ფ 60-66 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა გამომძიებელმა მი----–----------–---–მა სრულად დაადასტურა გამომძიებლების: გი----------------ის და აკ-------–-----–---–ის ჩვენებები და დამატებით განმარტა , რომ გარდა ბრალდებულ ოთ--------ის დაკავებისა, მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულ და------------------–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ფოტოების გადაღებას ახორციელებდა კრიმინალისტი და--------–--ე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ არფერი ამოუღიათ.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ოთ--------ს უჭირდა გადაადგილება, თუ რატომ უჭირდა გადაადგილება მისთვის უცნობია. დაკავებისას ოთ--------ი იყო ადეკვატური დასმულ ყველა შეკითხვებზე სცემდა პასუხს. დაკავებისას ოთ--------ს რა ეცვა ზუსტად არ ახსოვს.

(ტ.2.ს.ფ 52-60 )

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულ ოთ--------ის დაკავების ოქმით: 2018 წლის 15 ივნისს 12:15 საათზე, შსს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ გი----------------ის მიერ, ქ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩა N--ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა - ოთ--------ი, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე განყოფილების გამომძიებლები აკ-------–-----–---–ი და მი----–----------–---–ი. ოთ--------ის დაკავების ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე და გადაყვანილ იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 55-60)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი და--------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, მოწმის განმარტებით აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 11 ივნისს ქ. რუსთავში, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან, საქმის გამომძიებელი იყო ან---------–--ე, დაზარალებული ქალბატონის მითითებით (რომლის სახელიც არ ახსოვს) ისინი გაემართნენ ტაშკენტის ქუჩაზე (ნომერი არ ახსოვს) მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც იყო კორპუსის მესამე სართულზე, ქალბატონის განმარტებით აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მისმა მეუღლემ მას, ხოლო მეორე პირმა (ვინაობას ვერ ასახელებს) მის ქალიშვილს და სიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დღის განათების პირობებში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა მის მიერ ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით სურათების გადაღება, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არაფერი არ ყოფილა ამოღებული. საგამოძიებო მოქმედებას მის გარდა ესწრებოდნენ გამომძიებლები: ან---------–--ე და მი----–----------–---–ი, ასევე დაზარალებული ქალბატონი (რომლის სახელიც არ ახსოვს). (ტ.2. ს.ფ.79-80. )

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. რუსთავი, ტაშკენტის ქუჩა N----. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2018 წლის 11 ივნისის 18:10 საათი და დამთავრების დროა 2018 წლის 11 ივნისის 18:45 საათი, ოქმი შედგენილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ან---------–--ის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ და------------------–--ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მი----–----------–---–ი და ექსპერტ-კრიმინალისტი და--------–--ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოყენებულ იქნა ფოტო აპარატი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დღის შუქზე, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, ნებაყოფლობით, მშვიდ, წყნარ ვით---ებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, დაზარალებული და------------------–--ე, ექსპერტი და--------–--ე და გამომძიებლები ან---------–--ე და მი----–----------–---–ი. (ტ. 1. ს.ფ.11-21. )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი და------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივნისს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში და------------------–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის განმარტებით მან გააცნო დაზარალებულ და------------------–--ეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, გამოკითხა მოწმის სახით, როგორც დაზარალებული, ასევე მან ბრალდებულ ოთ--------ს გააცნო ბრალდების დადგენილება, გამოკითხა როგორც ბრალდებული და დაცვის მხარეს გაუცვალა იმ დროისთვის მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2. ს.ფ.105-106. )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მი-------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის17 ივნისის გაცემული N004911918 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე და რომლის თანახმადაც და------------------–--ის პირადი გასინჯვით და შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკის საავადმყოფო ფორმა N100 რეგისტრაციის N------- მონაცემებით 11 - 14.06.18 წ აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის მიდამოში, ტრამვული სისხლჩაქცევა მარჯვენა სკლერაზე. აღნიშნული დაზიანებები განვით---ებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთიანობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თ----ღს. (ტ.1. ს.ფ. 113-115)

 

ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ და------------------–--ის მიმართ მიყენებული დაზიანებები არ არის ერთჯერადი, მას აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვს მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ასევე განმარტა, რომ მკვრივ ბლაგვ საგნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მუშტი. (ტ.2. ს.ფ.77-78. )

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის14 ივნისის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: (ექსპერტი ბე------------–--ე) ნა----------------ს ობიექტური შემოწმებით (12.06.2018) სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ. 43-45)

 

ბრალდებულებმა ოთ--------მა და ლუ-------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. ოთ--------ის ეპიზოდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .

„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.

 

შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ოთ--------მა ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მეუღლეს - და------------------–--ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი ჰკრა წააქცია დივანზე და შემდეგ მარცხენა მხარეს თვალბუდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, ასევე მარჯვენა მხარეს ასევე თვალბუდის არეში ექვსჯერ დაარტყა მუშტი, რითაც და------------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ოთ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.2. ლუ-------ის ეპიზოდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რაც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.

 

ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთ---- თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვით---ებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საკუთ---- სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათაშორისი ძალადობა და კოლექტიური ძალადობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ----------–------–----------------ში, და------------------–--ის საცხოვრებელ სახლში, ლუ-------სა და ბი-------------–---–ს შორის არსებული კონფლიქტის დროს, ნა----------------ი ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც ლუ-------მა მას გამიზნულად დაარტყა ხელი მარჯვენა მხარეს მკერდის არეში, რა დროსაც ნა------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლუ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლოს მოსაზრებით დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებულ პოზიცია, რომ დაზარალებული ნა----------------ი არის დაინტერესებული პირი მოახდინოს ოთ--- და ლუ-------ების სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება, რათა მიაღწიოს ოთ--------ის და და------------------–--ის განქორწინება, არ უნდა იქნას გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია ნა----------------მა მოწმედ დაკითხვისას მიუთითა, რომ ნამდვილად გააჩნდა სურვილი დედამისი და------------------–--ე დაშორებოდა ოთ--------ს და შეეწყვიტათ ერთობლივი თანაცხოვრება, თუმცა იმ პირობებში, როცა სახეზეა და------------------–--ის და ნა----------------ის მიერ სასამართლოს წინაშე ფიცის დადების შემდეგ მიცემული ძირითად ნაწილში თანხვედრილი ჩვენებები, და------------------–--ის სხეულის დაზიანებებზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენება სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიზნად ისახავს ბრალდებულებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

 

სასამართლო ასევე მსჯელობს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში მითითებულ პოზიციაზე, რომ ნა----------------ის და და------------------–--ის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებები არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან მათ ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, კერძოდ, და------------------–--ე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ ლუ-------ის მიერ ხელის დარტყმის შედეგად ნა----------------მა გარკვეული დროით დაკარგა გონება, რაც თავის ჩვენებაში არ მიუთითებია თვითონ ნა----------------ს. სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა გონება დაკარგა ნა----------------მა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ამ უ--ნასკნელს არ ახსოვდეს აღნიშნულის შესახებ, ვინაიდან გონება დაკარგა და შესაბამისად მისი ამგვარ მდგომარეობაში ყოფნის აღქმა შეეძლო მხოლოდ სხვა პირს და არა თვითონ ნა----------------ს. უფრო მეტიც საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 20 ივლისის N117აპ-18 განაჩენში უთითებს: “ საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით, ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია, პირიქით, სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მათ მიმართ. საქმე ისაა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის დაზარალებულიც და მოწმეც, ინდივიდს წარმოადგენს, რომელიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს, იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც სუბიექტური ფაქტორი, ისე-გარე ობიექტური გარემოებები, ანუ მოვლენის ადეკვატური აღქმისთვის საჭირო პირობები და სხვა, მაგალითად, როგორიცაა დროის ხანგრძლივობა მომხდარ შემთხვევასა და ჩვენების მიცემის მომენტს შორის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება ყველა დეტალში იყოს ერთმანეთთან სრულად თავსებადი.“

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულებს ოთ-------- და ლუ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უ--ვშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ოთ--------თან მიმართებით საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ოთ--------ის მიმართ შერაცხული ბრალდება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი), ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო ლუ-------ის მიმართ შეფარდებული ბრალდება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირელი ნაწილი) ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდებულ ოთ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, კერძოდ, ძალადობა განახორციელა რაიმე არსებითი მიზეზის გარეშე წყენიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), მიღწევა შესაძლებელი იქნება სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, ხოლო ბრალდებულ ლუ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათს, კერძოდ, ძალადობა განახორციელა ნა----------------ის მიმართ, რომელიც ცდილობდა აღეკვეთა ოთ--------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა დედაზე და------------------–--ეზე, ჩადენილი დაზარალებულების საცხოვრებელ ბინაში. სასამართლოს მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა ბრალდებულის ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიცია, რომ ლუ-------ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და მიმდინარეობს ინვალიდობის ხარისხის განსაზღვრის პროცესი, რაც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა ბრალდებულ ლუ-------თან მიმართებაში შესაძლებელი იქნება სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ოთ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;

 

2. ოთ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 15 ივნისის 12:15 საათიდან;

 

3. ოთ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. ლუ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. ლუ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე