გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
120210118002472889
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2472889-2/423-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2018 წ. ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - მ-----ე ლ-----ე

წარმომადგენელი - დ----- მ----–--ე

მოპასუხე - ნ------- ბ----–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ---- ჭ----–--ე

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა და საკუთრების უფლების აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მ-----ე ლ-----ე ცნობილი იქნას დაკავებული საცხოვრებელი სადგომის - ქ. ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ. #20–ში მდებარე ფართის - 51.4 კვ.მ. (ს.კ. 64.23.03.111.01.5--) მესაკუთრედ.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გარდაცვლილი ვ----– ა-----–---–ი და მისი ოჯახი, მათ შორის მოსარჩელე 1953 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ფლობს და სარგებლობს ქ. ბ---------ში, 9 ა-----–ის (ყოფილი ო-----------ის) ქუჩა N20-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის დაკავებული – 51.4 კვ.მ ფართით, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რეგისტრირებულნი არიან მითითებულ მისამართზე და დღემდე შეუზღუდავად სარგებლობენ აღნიშნული ფართით.

 

დღეის მდგომარეობით დავის საგნის - ქ. ბ---------ში, 9 ა-----–ის (ყოფილი ო-----------ის) ქუჩა N20- ში მდებარე - 112 კვ.მ, რაც თავის მხრივ მოიცავს სადავო - 51.4 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი: 64.23.03·111.01·5--), მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე ნ------- ბ----–-–---–ი, ხოლო რეალურ მფლობელსა და მოსარგებლეს 1953 წლიდან წარმოადგენენ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები.

 

მოპასუხე ნ------- ბ----–-–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება მდებარე ქ ბ---------ი, 9 ა-----–ის ქ. (ყოფილი ო-----------ის) ქ.N20–ში (საკადასტრო კოდი: 64.23.03.111.01·5--) საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის ე-–--ე ჩ------ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ამ უკანასკნელს მითითებული - სადავო ქონება საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა ბ---------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

მოსარჩელე მ-----ე ლ-----ე წარმოადგენს ვ----– ა-----–---–ის უფლებამონაცვლეს-მემკვიდრეს.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის ექსპერტიზის N00--72418 დასკვნის თანახმად, შეფასებულ იქნა მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის/დავის საგნის საბაზრო ღირებულება, რომელის შესაბამისად - ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ. N 20–ში (ს/კ 64.23.03·111.01.5--) მ-----ე ლ-----ის მიერ დაკავებული 51,4 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 57,054 ლარს.

 

მ-----ე ლ-----ის მიერ 2018 წლის 27 ა-----–ს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის - ნ------- ბ----–-–---–ის სასარგებლოდ განთავსებულ იქნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 14,263.50 ლარის ოდენობით.

 

მ-----ე ლ-----ე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით სპეციალურად მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერობის სუბიექტს, კერძოდ - საცხოვრებელი სადგომის 30 წლის განმავლობაში უწყვეტად არსებულ მფლობელს/მოსარგებლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ნ------- ბ----–-–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მ-----ე ლ-----ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი კანონის საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე არ არის კეთილსინდისიერი მოსარგებლე რამეთუ მხარეებს შორის მუდმივად იყო დავა და ნ------- ბ----–-–---–ი მუდმივად ითხოვდა მ-----ა ლ-----ის გამოსახლებას როგორც უკანონო მფლობელის. ამდენად სამოქალაქო კოდექსის 159 მუხლის თანახმად მ-----ა ლ-----ე ვერ იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი რადგან ნივთს ფლობს უკანონოდ, არამართლზომიერად და შესაბამისად ნ------- ბ----–-–---–ის მიერ მის მიმართ დათმობა, გარიგება არ წარმოშობილა.

3. ფაქტობრვი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ.ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ.N20-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 512 კვ.მ., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი სახლი, სართული 1, ფართი 112,5 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 64.23.03.111.01·5--; ნაკვეთის წინა ნომერი: 64.03.10.0--), წარმოადგენს ნ------- ბ----–-–---–ის საკუთრებას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.42-43) 3.1.2. ნ------- ბ----–-–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ---------ი, 9 ა-----–ის ქ. (ყოფილი ო-----------ის) ქ.N20–ში (საკადასტრო კოდი: 64.23.03.111.01·5--) საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის ე-–--ე ჩ------ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ხელშეკრულება (ს.ფ.44-45) - სანოტარო აქტი ( ს.ფ.46-49) 3.1.3. ქ.ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ.N20-ში (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 512 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 64.03.10.0--) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა თანასაკუთრების ობიექტს, რომლის თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ: ნ------- ბ----–-–---–ი - სართული 1; 112,50 კვ.მ.; ს----ო ქ----------–---–ი - სართული 1; 56,90 კვ.მ.; აწ გარდაცვლილი ვ----– ა-----–---–ი - სართული 1; 61,60 კვ.მ. ამ უკანასკნელის მემკვიდრეა მისი მეუღლე - მოსარჩელე მ-----ე ლ-----ე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 76-86) - სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 41) 3.1.4. ნ------- ბ----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ქ.ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ.N20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 112,5 კვ.მ-დან 51.4 კვ.მ. ფართს 1953 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს ვ----– ა-----–---–ი და მისი ოჯახი, მათ შორის მოსარჩელე მ-----ე ლ-----ე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ. სხდომის ოქმი 24.08.2018წ., 06.09.2018წ.) - მოწმეთა ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი 24.08.2018წ.) 3.1.5. მ-----ე ლ-----ე 1991 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ქ.ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ.N20-ში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ. სხდომის ოქმი 24.08.2018წ., 06.09.2018წ.) - 20.03.2018წ. საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 23-24) 3.1.6. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის დასკვნის მიხედვით ქ.ბ---------ში, 9 ა-----–ის ქ.N20-ში (ს.კ.64.23.03.111.01.5--) მ-----ე ლ-----ის მიერ დაკავებული 51.4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 57 054 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა N00--72418 (ს.ფ.25-37) 3.1.7. მ-----ე ლ-----ის მიერ 2018 წლის 27 ა-----–ს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის - ნ------- ბ----–-–---–ის სასარგებლოდ განთავსებულ იქნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 14 263,50 ლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სანოტარო აქტი (ს.ფ. 38-40) 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მხარეთა შორის არ არსებობს იმგვარი შეთანხმება სარგებლობის უფლებით ვ----– ა-----–---–ისათვის ან მ-----ე ლ-----ისათვის სადავო 51,4 კვ.მ. დათმობის შესახებ, რომელიც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის რეგულირების რეჟიმში მოექცეოდა. მოსარჩელის განმარტებით იგი მის საკუთრებაში არსებული ფართის გარდა დამატებით სარგებლობის უფლებით ფლობს 51,4 კვ.მ-ს, რომელიც მას, როგორც მოსარგებლეს ისე ეკუთვნის. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს იმისათვის, რომ მფლობელი, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მოსარგებლის სტატუსის მატარებლად იქნეს აღიარებული, აუცილებელია სარგებლობის დათმობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვ----– ა-----–---–ის ოჯახმა სადავო ფართზე სარგებლობის უფლება მოიპოვა არა ე-–--ე ჩ------ას ან ნ------- ბ----–-–---–ისაგან, არამედ თავდაპირველი მესაკუთრისაგან. თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა აღნიშნული მესაკუთრის ვინაობა, ამასთან დაკავშირებით საქმეში არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ასეთ გარემოებას, ასევე რამდენად უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა სარგებლობის უფლების დათმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ----– ა-----–---–ი და მისი მემკვიდრე მ-----ე ლ-----ე ცხოვრობდნენ და სარგებლობდნენ სადავო ქონებით, არ ანიჭებს მოსარჩელეს სადავო ფართზე მოსარგებლის სტატუსს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ხოლო მითითებულ მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაცია პირდაპირ უკავშირდება მისი მესაკუთრის სტატუსს, რომელიც მას ამავე მისამართზე მდებარე 61,60 კვ.მ. ფართთან დაკავშირებით გააჩნია. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელ ფაქტს წარმოადგენს დათმობის შესახებ გარიგების დასადგენად. ამასთანავე, სასამართლო მიაქცევს ყურადღებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არაერთი დავა სადავო ფართის მ-----ე ლ-----ის და მისი მამკვიდრებლის ვ----– ა-----–---–ის მიერ უკანონო მფლობელობასთან დაკავშირებით, რაც ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მ-----ე ლ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, თავისი შინაარსით, არატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ. ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც. მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა, ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახით.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელსაც მესაკუთრემ „დაუთმო“ საცხოვრებელი სადგომი. ამასთან, ამგვარი „დათმობა“ უნდა დასტუდებოდეს ან წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით ან ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებენ საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მ-----ე ლ-----ე რეგისტრირებულია აღნიშნულ სახლთმფლობელობაში, თუმცა არ დგინდება საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება – მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელისათვის დათმობის ფაქტი გარიგებით ან რაიმე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. გარდა ამისა არ დგინდება მოსარჩელის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა.

 

სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებით არ დადგინდა საცხოვრებელი სადგომის დათმობის ფაქტი, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ------- ბ----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ---------ი, 9 ა-----–ის ქ. N20 (ს.კ.64.23.03.111.01.5--), გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან მ-----ე ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-----ე ლ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ------- ბ----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ---------ი, 9 ა-----–ის ქ. N20 (ს.კ.64.23.03.111.01.5--), გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა.

 

3. მ-----ე ლ-----ეს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 ა-----–ს ნოტარიუს თ----–ა გ-------–---–ის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 14 263,50 (თოთხმეტი ათას ორას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი (თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი: სალაროს შემოსავლის ორდერი N309688096, თარიღი 27.04.2018წ., სს ,,ვითიბი ბანკი").

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა