განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002626831
# 1/81-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე
პრო-ურორი - გუ---- ჭყ-----ე,დაცვის მხარე
ბრალდებული - ხა–-- ვა----–--ის ძე ტო--------ი (დაბადებული 198- წლის 3- ნო------ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ნი---–-----ა, სოფელი ფო-ა, პირადი № 3----------);
ადვო-ატი - კა------ ას-----ე
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2018 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნი---–-----ის რაიონის სოფელ ფო--–ი, ხა–-- ტო--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გა-–----- მკ--------ს, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხა–-- ტო--------მა ხელი დაარტყა თავში გა-–----- მკ--------ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა და წაქცეულზე ხა–-- ტო--------მა ხელი და ფეხი კვლავ დაარტყა გა-–----- მკ--------ს თავში. ხა–-- ტო--------ის ქმედებების შედეგად გა-–----- მკ--------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მისი ხანგრძლივი მოშლის გამო.
ხა–-- ტო--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გა-–----- მკ--------ის, რა----- თო--------ის, ლე---- მკ--------ის, არ------ ოვ------ისა და ზა--- მკ--------ის გამო-ითხის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გა-–----- მკ--------ის მიმართ, ხა–-- ტო--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამო-ვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამო-ვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ხა–-- ტო--------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.
2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.
2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში ბრალდებულმა მოითხოვა მის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, იგი ითხოვს, რომ მას შეეფარდოს 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.
2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხა–-- ტო--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა–-- ტო--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ხა–-- ტო--------ის ბრალეულობას.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3.3. 2018 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნი---–-----ის რაიონის სოფელ ფო--–ი, ხა–-- ტო--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გა-–----- მკ--------ს, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხა–-- ტო--------მა ხელი დაარტყა თავში გა-–----- მკ--------ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა და წაქცეულზე ხა–-- ტო--------მა ხელი და ფეხი კვლავ დაარტყა გა-–----- მკ--------ს თავში. ხა–-- ტო--------ის ქმედებების შედეგად გა-–----- მკ--------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მისი ხანგრძლივი მოშლის გამო.
ხა–-- ტო--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადელი ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო ხა–-- ტო--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ ხა–-- ტო--------მა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ლახავს საზოგადოებაში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საზოგადოების წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე, მსგავსი ხასიათის დანაშაულს გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს გამასწორებელი სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ხა–-- ტო--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა–-- ტო--------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
ბრალდებულ ხა–-- ტო--------ის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ ხა–-- ტო--------ს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
ხა–-- ტო--------ის მიმართ 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
1. დ ა ა დ გ ი ნ ა:
2. ხა–-- ტო--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
3. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. ხა–-- ტო--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქები, რომლებიც ინახება შსს ნი---–-----ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
7. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე