გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002568634
# 2/302-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.09.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ქ------- ყ----–-–---–ი
მოპასუხე: გ------- ტ--–----ე
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით და ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილებისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ქ------- ყ----–-–---–მა (პ.ნ.3----------) მოპასუხე - გ------- ტ--–----ის (პ.ნ.3----------) მიმართ, ქორწინების განქორწინებით შეწყვეტის და არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე გ------- ტ--–----ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი _ ლ---- ტ--–----ე დაბადებული 2010 წლის 18 მაისს ( პ/ნ. 3----------) და ნ--- ტ--–----ე დაბადებული 2012 წლის 8 თებერვალს (პ/ნ.3----------). მოსარჩელის განმარტებით მას და მოპასუხეს შორის არაერთხელ მომხდარა კონფლიქტი ხასიათების შეუთავსებლობის გამო, ერთად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხესთან შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას შეუძლებლად მიიჩნევს. მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში გამოცხადებაზე რათა ნებაყოფლობით განხორციელდეს განქორწინების რეგისტრაცია მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლოს წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში _ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შესაბამისად, ვინაიდან შეთანხმების გზით ვერ მოხერხდა განქორწინება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომელზედაც ზრუნავ მხოლოდ მოსარჩელე, მოპასუხე საერთოდ არ ზრუნავს თავის მცირეწლოვან შვილებზე.
მოსარჩელის განმარტებით, ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ მამამაც მიიღოს მათ რჩენაში მონაწილეობა. მოპასუხე მუშაობს დროებით სამუშაოებზე, კერძოდ დასაქმებულია მშენებლობებზე და მუდმივად აქვს შემოსავალი. ხელფასს იღებს ხელზე რის გამოც არ უფიქსირდება ოფიციალური შემოსავალი, მიუხედავად ამისა, ის არ ზრუნავს თავის შვილებზე. ამიტომ იძულებული გავხდი მიმემართა სასამართლოსთვის და მომეთხოვა ალიმენტის დაკისრება თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვს ბავშვების რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან თავისი არასრულწლოვანი შვილები. ასევე ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
სარჩელის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის მიხედვით შეადგენს მოხდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით და მოპასუხე - გ------- ტ--–----ეს დაეკისროს
ალიმენტი თავისი არასრულწლოვანი შვილების - ლ---- ტ--–----ის დაბადებული 2010 წლის 18 მაისს ( პ/ნ. 3----------) და ნ--- ტ--–----ის დაბადებული 2012 წლის 8 თებერვალს (პ/ნ.3----------). სასარგებლოდ ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარი თითოეულ ბავშვის სასარგებლოდ სულ ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარი სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა თითოეულ ბავშვზე 80-80 ლარის სულ თვეში 160 ლარის დაკისრება სარჩელის შემოტანის დღიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის მიერ მოცემულ სარჩელზე შემოტანილი აქვს შესაგებელი, რომელშიდაც მიუთითებს, რომ სარჩელს ცნობს., თუმცა მოპასუხემ არც მოსამზადებელ სხდომაზე და არც მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. დადგენილია, რომ ქ------- ყ----–-–---–ი (პ.ნ.3----------) და გ------- ტ--–----ე (პ.ნ.3----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2008 წლის 12 მარტიდან, რაც დასტურდება ქორწინების მოწმობით. ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნომერია მნ N0130572
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა სერია მნ № 0130572 (ს.ფ.13)
- დაბადების მოწმობები (ს.ფ.14-15);
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2010 წლის 18 მაისს დაბადებული ლ---- ტ--–----ე (პ.ნ.3----------) და ნ--- ტ--–----ე (პ.ნ.3----------) დაბადებული 2012 წლის 8 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დაბადების მოწმობები (ს.ფ.14-15);
3.2.3. დადგენილია, რომ ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს შვილებთან ერთად მათზე ზრუნვას ახორციელებს მხოლოდ ის. საცხოვრებელი და საკუთარი თავშესაფარი არ აქვს დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ქ.საჩხერეში დ-----------–-----–-ს ქუჩა 14-ში. მოპასუხე ადასტურებს, რომ დასაქმებულია კერძო სამუშაოებზე და მუდმივად აქვს შემოსავალი. მოპასუხე არის ჯანმრთელი ასევე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ---------ში, აღნიშნულ მისამართზე მას გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.5. დადგენილია, რომ ქ------- ყ----–-–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესაბამის შემწეობას, მათთვის მინიჭებული მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 55600-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარ:31.07.2018 წელი) (ს.ფ.16);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს ქ------- ყ----–-–---–სა (პ.ნ.3----------) და გ------- ტ--–----ეს (პ.ნ.3----------) შორის არსებული რეგისტრირებულ ქორწინება (2008 წლის 12 მარტი, ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნომერი მნ N0130572)განქორწინებით.
გ------- ტ--–----ეს (პ.ნ.3----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 31 ივლისიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ლ---- ტ--–----ის (პ.ნ.3---------- 2010 წლის 18 მაისს დაბადებული) და ნ--- ტ--–----ის(პ.ნ.3---------- დაბადებული 2012 წლის 8 თებერვალს) სარჩენად ქ------- ყ----–-–---–ის (პ.ნ.3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის, ჯამში 160(ასსამოცი) ლარის გადახდა, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214-ე ,1122-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის1106 მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სამოქალაქო კოდექსის1122-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
სამოქალაქო კოდექსის1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მოსარჩელე ითხოვს შეწყდეს ქორწინება განქორწინებით. აღნიშნულის წინააღმდეგია მოპასუხე. მოცემული გარემოება დადგენილია სასამართლოს სხდომაზე.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
6.6. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ნაქირავებ ბინაში, დედას დასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავალი. მათ დანიშნული აქვთ სოციალური დახმარება. მოცემულ შემთხვევაში მამა კერძო სამუშაოებზე, მაგრამ არის ჯანმრთელი, საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ---------ში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოსაზრებით თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არის 80 ლარი (ჯამში - 160 ლარი), რომელიც უნდა გადაიხადოს მამამ. სასამართლო თვლის , რომ ამ რაოდენობით ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლო ასევე მიუთითებს , რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მეტი მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
6.7.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.8. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად და გ------- ტ--–----ეს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი თვეში 160 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის უნდა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - `იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .~.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 ქვეპუნქტის შესაბამისად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ქ------- ყ----–-–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შესაბამის შემწეობას. მოპასუხე განთავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან და ამ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადასახდელად ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი , კერძოდ ორმოცდაათი ლარი განქორწინების ნაწილში და ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცი თეთრი ალიმენტის ნაწილში. მოპასუხე სარჩელს არ ცნობდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ქ------- ყ----–-–---–ის სარჩელი გ------- ტ--–----ის მიმართ დაკმაყოფილდეს, 1.1.შეწყდეს ქ------- ყ----–-–---–სა (პ.ნ. 3----------) და გ------- ტ--–----ეს (პ.ნ. 3----------) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2008 წლის 12 მარტს
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი მნ. N0130572) განქორწინებით.
1.1. გ------- ტ--–----ეს (პ.ნ. 3----------)სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 31 ივლისიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ლ---- ტ--–----ის (პ.ნ.3----------; დაბ: 18.05.2010 წ) და ნ--- ტ--–----ის (პ.ნ.3----------; დაბ: 08.02.2012 წ.) სარჩენად ქ------- ყ----–-–---–ის (პ.ნ. 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის, ჯამში 160 (ასსამოცი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
3. გ------- ტ--–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 107 ლარისა და 60 თეთრის გადახდა (50 ლარი განქორწინების და 57 ლარი და 60 თეთრი კი ალიმენტის)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5(ხუთი) დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი