გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210018002547465
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21466 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - მ------------–---–ი

მოპასუხე - ლ--------------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ლ--------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - თ---------------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს), სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

მოსარჩელე მ------------–---–ი და მოპასუხე ლ--------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–---------------დან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს, შეეძინათ შვილი, თ---------------ე. მოპასუხე ლ--------------ე არ იღებს სათანადოდ მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. მოსარჩელე მხარეს დამოუკიდებლად უწევს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაღება. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. ისინი განქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. არასრულწლოვან თ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც, ხშირად საჭიროებს ექიმთან ვიზიტს და ასევე, სტაციონალურ მკურნალობას. ბავშვის დიაგნოზია - ,,ჰიპოთირეოზი“, რის გამოც, მცირე ასაკიდან დღემდე ღებულობს მედიკამენტებს და საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს. მოპასუხე დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი და იგი ვალდებულია, ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და რეგულარულად იღებდეს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდაში.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, თ---------------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს), სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეს არ სურდა მოსარჩელესთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტა და მისი სურვილი იყო, შვილთან ჰქონოდა ყოველდღიური ურთიერთობა, მასზე ეზრუნა, თუმცა მოსარჩელემ ამის საშუალება არ მისცა. მოპასუხეს ერიცხება სხვადასხვა საბანკო დავალიანება, რის გამოც ვერ შესძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------------–---–ი და ლ--------------ე დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს, შეეძინათ შვილი, თ---------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს ქ. თბილისის N3 ქორწინების სახლის მიერ 2----–-–---------------ს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 8---------- (ს.ფ. 15);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16).

 

3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ------------–---–ი და ლ--------------ე განქორწინდნენ 2----–-–-----------------ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17).

 

3.1.3. არასრულწლოვანი თ---------------ე ცხოვრობს დედასთან, მ------------–---–თან ერთად. არასრულწლოვანი სუსტი ჯანმრთელობის გამო არ დადის საბავშვო ბაღში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან მ------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1300 ლარს, თებერვლის თვეში - 1285 ლარს, მარტის თვეში - 1342.5 ლარს, აპრილის თვეში - 1462.5 ლარს, მაისის თვეში - 1351,25 ლარს, ივნისის თვეში - 1401.25 ლარს, ივლისის თვეში - 2810.91 ლარს, აგვისტოს თვეში - 588.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 761.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1332.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 1382.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 1843 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1277.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1210 ლარს, მარტის თვეში - 1297.5 ლარს, აპრილის თვეში - 1630 ლარს, მაისის თვეში - 1252.5 ლარს, ივნისის თვეში - 1487.5 ლარს;

მ------------–---–ის დამსაქმებლებს წარმოადგენს შპს ,,ი------------------–----------------------------–-------“ და ქ. თბილისის 1---- საბავშვო ბაგა-ბაღი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის მიმართვა N2----------- დანართი (ს.ფ. 36-42);

 

3.2.2. მოსარჩელე მ------------–---–ს სს ,,თ------------“ წინაშე ერიცხება შემდეგი დავალიანება: N2-------------- იპოთეკური სესხიდან გამომდინარე - 16171.50 აშშ დოლარი და N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 970 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,თ------------“ მიერ 07.07.2018 წელს გაცემული დავალიანების ცნობა N3--------- (ს.ფ. 18);

- სს ,,თ------------“ ამონაწერი მ------------–---–ის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 19-27).

 

3.2.3. არასრულწლოვანი თ---------------ე სარგებლობს სს ,,ს----------------------------------“ ჯანმრთელობის დაზღვევით, რომლის დამზღვევი არის მოქალაქე მ------------–---–ი (დამზღვევი), პერიოდი: 06.12.2017 წლიდან 06.12.2018 წლამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,ს----------------------------------“ მიერ 04.07.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 28);

 

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ლ--------------ეს 2017 წლის 01 იანვრიდან ხელფასის სახით უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი - 2017 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარი, თებერვლის თვეში - 920 ლარი, მარტის თვეში - 1280 ლარი, აპრილის თვეში - 2100 ლარი, მაისის თვეში - 1100 ლარი, ივნისის თვეში - 1100 ლარი, ივლისის თვეში - 1100 ლარი, აგვისტოს თვეში - 900 ლარი, სექტემბრის თვეში - 1300 ლარი, ნოემბრის თვეში - 1100 ლარი, დეკემბრის თვეში - 2400 ლარი, 2018 წლის იანვრის თვეში - 1300 ლარი, თებერვლის თვეში - 1300 ლარი, მარტის თვეში - 1300 ლარი, აპრილის თვეში - 1300 ლარი, მაისის თვეში - 1400 ლარი, ივნისის თვეში - 1400 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის მიმართვა N2----------- დანართი (ს.ფ. 36, 43-44);

 

3.2.5. ლ--------------ეს 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სს ,,ტ----------“ წინაშე ერიცხება დავალიანება: N 3------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 9570.06 ლარი და პროცენტი - 97.53 ლარი, ,,ოვერდრაფტზე“ ძირითადი თანხა - 462.92 ლარი, პროცენტი - 0.66 ლარი, ხოლო საკრედიტო ბარათზე ძირითადი თანხა - 2394.43 ლარი და პროცენტი - 39.39 ლარი;

ლ--------------ის დავალიანება სს ,,ს----------–----------“ წინაშე 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1500 ლარს;

მოპასუხე ლ--------------ეს სს ,,თ------------“ წინაშე ერიცხება შემდეგი საკრედიტო დავალიანება: N3-------------- სწრაფი სამომხარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2116.92 ლარი, N3-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 170.77 ლარი, N3-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 257.25 ლარი, ხოლო ,,თ---------------“ – 1000 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,ტ----------“ მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობა, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 61-64);

- სს ,,ს----------–----------“ მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 65);

- სს ,,თ------------“ მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული დავალიანების ცნობა, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 66-70).

 

3.2.6. არასრულწლოვან თ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი, რის გამოც დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. ბავშვი ხშირად ავადობს, მას რეგულარულად ესაჭიროება ექიმთან ვიზიტი, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური მკურნალობა. არასრულწლოვანს კონკრეტული პერიოდულობით უტარდება სხვადასხვა სახის სამედიცინო კვლევები და ენიშნება შესაბამისი მკურნალობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,კ-----–---ს“ 09.12.2015 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, ,,ბ--–---------–----–-----ს“ მიერ 04.02.2016 წელს, 04.08.2016 წელს, 02.05.2017 წელს, 18.05.2017 წელს, 18.11.2017 წელს, 18.04.2018 წელს გაცემული დანიშნულებები, ანალიზის შედეგები, სამედიცინო ცენტრი ,,ჯ---------–----------–-ს“ მიერ 13.08.2018 წელს გაცემული ანალიზის შედეგები, ,,ი---------–-----ს“ მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგები, შპს ,,ჯ-------------–-------------–-----–-------ს“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სისხლის საერთო ანალიზის შედეგები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პ----------ს“ სამედიცინო ბარათები, ექიმის დანიშნულებები, სამედიცინო ცენტრი ,,ჯ---------–----------–ში“ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ულტრაბგერითი კვლევის დასკვნა, ,,თ--------–------------–------------------------------------–----ის“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სხვადასხვა სამედიცინო კვლევის შედეგები, დანიშნულება (ს.ფ. 85-162).

 

3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ლ--------------ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მხარეთა განქორწინების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვიდან სტაბილურად ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს, ყიდულობდა მისთვის ტანსაცმელს, საჭირო მედიკამენტებს და ასევე, აძლევდა თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე უარყოფს აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ლ--------------ე მხოლოდ სამჯერ დაეხმარა არასრულწლოვანს და გადასცა სამივეჯერ 100 (ასი) ლარი. მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე არასრულწლოვანისათვის საჭირო სამედიცინო მედიკამენტებს არ ყიდულობდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მ------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-----------------ს დაბადებული, თ---------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.

 

განსახილველ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მ------------–---–ი და ლ--------------ე დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------------ს, შეეძინათ შვილი, თ---------------ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ------------–---–ი და ლ--------------ე განქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. არასრულწლოვანი თ---------------ე ცხოვრობს დედასთან, მ------------–---–თან ერთად. არასრულწლოვანი სუსტი ჯანმრთელობის გამო არ დადის საბავშვო ბაღში.

 

მოსარჩელე მ------------–---–ი დასაქმებულია შპს ,,ი------------------–----------------------------–------–-“ და ასევე, ქ. თბილისის 1---- საბავშვო ბაგა-ბაღში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მ------------–---–ს უფიქსრდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორც თავადაც მიუთითებს, მას აქვს საკრედიტო დავალიანება და ყოველთვიურად იხდის თანხას 240 (ორას ორმოცი) აშშ დოლარის ოდენობით, იპოთეკის სესხის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეს სს ,,თ------------“ წინაშე ერიცხება შემდეგი დავალიანება: N2-------------- იპოთეკური სესხიდან გამომდინარე - 16171.50 აშშ დოლარი და N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 970 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. დადგენილია, რომ მოპასუხე ლ--------------ე მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურის ს-----------------------------------------------–-. წარმოდგენილი საქმის მასალებით, ლ--------------ეს 2017 წლის 01 იანვრიდან ხელფასის სახით უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი - 2017 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარი, თებერვლის თვეში - 920 ლარს, მარტის თვეში - 1280 ლარს, აპრილის თვეში - 2100 ლარს, მაისის თვეში - 1100 ლარს, ივნისის თვეში - 1100 ლარს, ივლისის თვეში - 1100 ლარს, აგვისტოს თვეში - 900 ლარს, სექტემბრის თვეში - 1300 ლარს, ნოემბრის თვეში - 1100 ლარს, დეკემბრის თვეში - 2400 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1300 ლარს, თებერვლის თვეში - 1300 ლარს, მარტის თვეში - 1300 ლარს, აპრილის თვეში - 1300 ლარს, მაისის თვეში - 1400 ლარს, ივნისის თვეში - 1400 ლარს. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი და მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი თ---------------ისა, სხვა პირი არ იმყოფება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. არასრულწლოვან თ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი, რის გამოც დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. ბავშვი ხშირად ავადობს, მას რეგულარულად ესაჭიროება ექიმთან ვიზიტი, როგორც ამბოლატორიული, ისე სტაციონალური მკურნალობა. არასრულწლოვანს კონკრეტული პერიოდულობით უტარდება სხვადასხვა სახის სამედიცინო კვლევები და ენიშნება შესაბამისი მკურნალობა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი თ---------------ე სარგებლობს სს ,,ს----------------------------------“ ჯანმრთელობის დაზღვევით, რომლის დამზღვევი არის მ------------–---–ი (დამზღვევი პირი), პერიოდი: 06.12.2017 წლიდან 06.12.2018 წლამდე. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანისათვის დასმული დიაგნოზიდან (ჰიპოთირეოზი) გამომდინარე, დანიშნული მედიკამენტოზური, სტაციონალური მკურნალობისა თუ სხვა სამედიცინო კვლევის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ხდება. შესაბამისად, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მისი მუდმივი კონტროლი, ექიმთან ვიზიტი, სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან. მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი მხარეთა განქორწინების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვიდან სტაბილურად ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს, ყიდულობდა მისთვის ტანსაცმელს, საჭირო მედიკამენტებს და ასევე, აძლევდა თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს, ხოლო თავად მოსარჩელე უარყოფს აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ლ--------------ე მხოლოდ სამჯერ დაეხმარა არასრულწლოვანს და გადასცა სამივეჯერ 100 (ასი) ლარი.

 

მოპასუხე ლ--------------ე მიუთითებს მის მიმართ არსებული საბანკო დავალიანებების თაობაზე. მას 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: სს ,,ტ----------“ წინაშე N 3------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 9570.06 ლარი და პროცენტი - 97.53 ლარი, ,,ოვერდრაფტზე“ ძირითადი თანხა - 462.92 ლარი, პროცენტი - 0.66 ლარი, ხოლო საკრედიტო ბარათზე ძირითადი თანხა - 2394.43 ლარი და პროცენტი - 39.39 ლარი, სს ,,ს----------–----------“ წინაშე - 1500 ლარი, ხოლო სს ,,თ------------“ მიმართ, N3-------------- სწრაფი სამომხარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2116.92 ლარი, N3-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 170.77 ლარი, N3-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 257.25 ლარი, ხოლო ,,თ---------------“ – 1000 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის და არასრულწლოვანის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.

 

მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი თ---------------ის სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარი. მშობლის უპირველესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური კეთილდღეობა ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი ვალდებულია არასრულწლოვანი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის გარემოება, რომ არასრულწლოვანს სამედიცინო კვლევებისა თუ დანიშნული მკურნალობისათვის მუდმივად ესაჭიროება გარკვეული თანხა. მშობლის სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და ასევე, ხელს შეუწყობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულ კონტროლს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობასთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის, თ---------------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ლ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 63 (სამოცდასამი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ლ--------------ეს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - თ---------------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. ლ--------------ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 63 (სამოცდასამი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა