განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002619440
№ 1/261-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
26 სექტემბერი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ-------- ჭ--------–---–ი
ბრალდებული: ჯ------ ნ-----ი
მამის სახელი: გ----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: არ აქვს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ .
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თარჯიმანი: ე-–------ ს---–--------ი
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 04 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, თ---------- მ-–---------–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ------ ნ-----მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა თავისი პაპის თ---------- მ-–---------–ის მიმართ. კერძოდ, ჯ------ ნ-----ი მის ხელში არსებული ორი დანით მისდევდა პაპას, თ---------- მ-–---------–ის ქუჩაში და ემუქრებოდა მოკვლით, ხოლო როდესაც დაეწია ხელში არსებული დანა განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით დაარტყა თ---------- მ-–---------–ის გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ---------- მ-–---------–იმ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
მუქარის ეპიზოდი:
2. 2018 წლის 04 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, თ---------- მ-–---------–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ------ ნ-----მა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ბებიის შ--------- ნ----------ის მიმართ. კერძოდ, ჯ------ ნ-----ს ორი დანა ეჭირა ხელში და მისდევდა ქუჩაში ბებიას შ--------- ნ----------ის და პაპას, თ---------- მ-–---------–ის ქუჩაში, რა დროსაც შ--------- ნ----------ის ემუქრებოდა მოკვლით. შ--------- ნ----------იმ მის მიმართ განხორციელებული მუქარა ჯ------ ნ-----ის ქმედებების ფონზე აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ძალადობის ეპიზოდი:
3. 2018 წლის 04 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, თ---------- მ-–---------–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ------ ნ-----მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა თავისი ბებიის შ--------- ნ----------ის მიმართ. კერძოდ, ჯ------ ნ-----მა ხელი ჰკრა შ--------- ნ----------ის მკერდის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ჯ------ ნ-----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
5. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------ ნ-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
6. მან ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
7. მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. სასამართლოს ბრალდებულ ჯ------ ნ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
9. ჯ------ ნ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ჯ------ ნ-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახეები, რომელთა ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. სახელდობრ, იგი აღიარებს დანაშაულს, დაზარალებულები შერიგებულები არიან მასთან და სასამართლოს მისაჩნია გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელი, რაც არ უკავშირდება თავისუფლების აღკვეთას, მაღალი ჯარიმა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
12. ჯ------ ნ-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარი.
13. ჯ------ ნ-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
14. ჯ------ ნ-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ჯ------ ნ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის -ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნოს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარი.
17. ჯ------ ნ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვლებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
18. ჯ------ ნ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 2500(ორი ათას ხუთასი) ლარი.
19. ნივთიერი მტკიცებულება - ჯ------ ნ-----ის ტანსაცმელი, მაისური და მოკლე შარვალი, დალუქული ერთ ფუთად, თ---------- მ-–---------–ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, შ--------- ნ----------ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, ტელევიზორი და ავტომანქანა „ვაზ 21140“, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
20. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული კენჭები, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული სამ ფუთად, ასევე ერთი ცალი ქვა, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ლალუქული; ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის ბერკეტის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები, თ---------- მ-–---------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი დანა, დალუქული ორ ფუთად, ჯ------ ნ-----ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, თ---------- მ-–---------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, შ--------- ნ----------ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
21. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური