განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/140-2018
№ 038270618002
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი-–-- ო-----ის ძე ტ-------ე, დაბადებული 1986 წლის 03 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღლესი განათლებით, სს“საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ექსპერტი, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ხა–----–----–-------- ქ.N15-ში.
ადვოკატი - ვალერიან სამსონიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ი-–-- ტ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ივნისს დაახლოებით 01:30 საათზე ქ.ხაშურში, გ.ლეონიძის ქ.N15-ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, ი-–-- ტ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა დედის ქ------- ტ-------ის მიმართ. ტანის არეში დედას ორჯერ დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. ი-–-- ტ-------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ი-–-- ტ-------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქ------- ტ-------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ო----- ტ-------ის, მაკა ტ-------ის, მიხეილ ნაზღაიძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ი-–-- ტ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ი-–-- ტ-------ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის, დედის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ი-–-- ტ-------ეს.
3.3 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ი-–-- ტ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ი-–-- ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. აღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ სხვა დროს ანალოგიური ქმედების ჩადენას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მოცემული დანაშაული ჩაიდინა შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-–-- ტ-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი-–-- ტ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი.
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ი-–-- ტ-------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გაუქმდეს ი-–-- ტ-------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
4 ი-–-- ტ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი