განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
340100118002614372
დავის ტიპი
126 (1) 1 , 120
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002614372

N1/191-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - თა---- მა--–-–---–ის

ადვოკატ - ლო-–- ტუ--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: თა---- მა--–-–---–ი

მამის სახელი: ომ----

დაბადებული: 1----–-–-------------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ბა-----–---

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ბა-----–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: თა---- მა--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა

 

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში, თა---- მა--–-–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში სახეში ხელი ერთხელ გაარტყა. აღნიშნულის შედეგად მზ-- მა--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და---ანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თა---- მა--–-–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, სახის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც აღნიშნულის შედეგად მოსტყდა კბილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი და---ანება.

 

თა----ი მა--–-–---–ი 2018 წლის 12 აგვისტოს 00:25 საათზე დააკავეს და 2018 წლის 13 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). თა---- მა--–-–---–ს 2018 წლის 31 აგვისტოს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2014 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში, თა---- მა--–-–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში სახეში ხელი ერთხელ გაარტყა. აღნიშნულის შედეგად მზ-- მა--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თა---- მა--–-–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, სახის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც აღნიშნულის შედეგად მოსტყდა კბილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი და---ანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და---ანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მზ-- მა--–-–---–ის, მოწმეების - მარიამ სა------–---–ის, გი------ მა--–-–---–ის, ნა------ მა--–-–---–ის, ნა--- მა--–-–---–ის, თავად ბრალდებულ თა---- მა--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სტომატოლოგის მიერ გაცემულიცნობით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა---- მა--–-–---–მა, სახის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც აღნიშნულის შედეგად მოსტყდა კბილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი და---ანება.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და---ანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა---- თა---- მა--–-–---–მა, სახის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც აღნიშნულის შედეგად მოსტყდა კბილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი და---ანება.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მზ-- მა--–-–---–ის, მოწმეების - მარიამ სა------–---–ის, გი------ მა--–-–---–ის, ნა------ მა--–-–---–ის, ნა--- მა--–-–---–ის, თავად ბრალდებულ თა---- მა--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სტომატოლოგის მიერ გაცემულიცნობით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2014 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში, თა---- მა--–-–---–ი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მზ-- მა--–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში სახეში ხელი ერთხელ გაარტყა. აღნიშნულის შედეგად მზ-- მა--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნული ქმედება 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს სისტემატიური ხასიათი და გამოიწვევს დაზარალებულის ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა---- მა--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თა---- მა--–-–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და---ანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით. თა----ი მა--–-–---–მა ასევე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თა---- მა--–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

თა---- მა--–-–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თა---- მა--–-–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თა---- მა--–-–---–ი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

თა---- მა--–-–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თა---- მა--–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. თა---- მა--–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. 2018 წლის 19 სექტემბერს, წინასასმართლო სხდომაზე, თა---- მა--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. თა---- მა--–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თა---- მა--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

თა---- მა--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ თა---- მა--–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

თა---- მა--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 აგვისტოს 00:25 საათიდან 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ თა---- მა--–-–---–ის მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი