განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002491373
№1/130-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ლე--- ხა----–---–ის
ადვოკატ - ლა-–- ჩა---–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ლე--- ხა----–---–ი
მამის სახელი: თე------
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მშ----------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მშ----------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
კვალიფიკაცია: ლე--- ხა----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 23 ნოემბერს, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--- დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით მეუღლეს ელ----- ოლ--------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში მცხოვრები ლე--- ხა----–---–ი და ელ----- ოლ--------ა 18 წელია იმყოფებიან ქორწინებაში. 2014 წლიდან ლე--- ხა----–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლე--- ხა----–---–ი, თავისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ელ----- ოლ--------ას და მამის - თე----- ხა----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ლე--- ხა----–---–ის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის შემოდგომაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ავადმყოფ, მძინარე მამას - თე----- ხა----–---–ს სანთებელა დაადო სახეზე და განზრახ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მოტეხა ორი კბილი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
4. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ელ----- ოლ--------ას ესროლა წიგნი, რომელიც მას მოხვდა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
5. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა არასრულწლოვანი შვილების: 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, დედას - ნუ--- ხა----–---–ს ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ლე--- ხა----–---–ი 2018 წლის 26 აპრილს 17:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 23 ნოემბერს, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--- დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით მეუღლეს ელ----- ოლ--------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში მცხოვრები ლე--- ხა----–---–ი და ელ----- ოლ--------ა 18 წელია იმყოფებიან ქორწინებაში. 2014 წლიდან ლე--- ხა----–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლე--- ხა----–---–ი, თავისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ელ----- ოლ--------ას და მამის - თე----- ხა----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ლე--- ხა----–---–ის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
3. 2017 წლის შემოდგომაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ავადმყოფ, მძინარე მამას - თე----- ხა----–---–ს სანთებელა დაადო სახეზე და განზრახ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მოტეხა ორი კბილი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
4. 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ელ----- ოლ--------ას ესროლა წიგნი, რომელიც მას მოხვდა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
5. 2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლე--- ხა----–---–მა არასრულწლოვანი შვილების: 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, დედას - ნუ--- ხა----–---–ს ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
(2017 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ელ----- ოლ--------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 18 წელია, რაც ლე--- ხა----–---–ის მეუღლეა. ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. 2017 წლის 23 ნოემბერს, მათ სახლში სტუმრად მე---, ირ--- და მე-–---- ოლ--------ები იყვნენ. ლე--- ხა----–---–ს სტუმრების მისვლა არ ესიამოვნა. ჩხუბი და ლანძღვა დაუწყო ელ----- ოლ--------ას, რის შემდეგაც სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. ელ----- ოლ--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მათი შვილები 14 წლის ნა---- და 10 წლის ელ--- ხა----–---–ებიც ოთახში იყვნენ და შეესწრნენ დარტყმის ფაქტს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მე--- ოლ--------ას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლე--- ხა----–---–ი მისი შვილის ქმარია. 2017 წლის 23 ნოემბერს სტუმრად იყო მის სახლში მისული. სუფრასთან ისხდნენ, ლე--- ხა----–---–მა რამდენიმე ჭიქა დალია. ელ----- ოლ--------ას ლანძღვა დაუწყო და სახეში ხელი გაარტყა. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.
იგივე დაადასტურა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ირ--- ოლ--------ამ.
გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - მე-–---- ოლ--------ას, პა---- ქვ-----–---–ის, გი------ ორ---------ის, მა-–---- სპ--------–---–ის, და---- კა-----ის, მა-–---- მა-----–---–ის, მე--–---- ღა---–--ის, ნა---- ხა----–---–ის, ელ--- ხა----–---–ის, ნუ--- ხა----–---–ის, თე----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ლე--- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--- დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით მეუღლეს ელ----- ოლ--------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი).
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ელ----- ოლ--------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 18 წელია, რაც ლე--- ხა----–---–ის მეუღლეა. ლე--- ხა----–---–თან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს, იგი ხშირად სვამდა და სისტემატიურად აგინებდა მეუღლეს და ავადმყოფ მამას. ლე--- ხა----–---–ი მას დამამცირებელი სიტყვებით ხშირად მიმართავდა. აღნიშნული სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად ელ----- ოლ--------ა დამცირებულად გრძნობდა თავს და განიცდიდა ტანჯვას. ლე--- ხა----–---–ი ელ----- ოლ--------ას და თე----- ხა----–---–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას არასრულწლოვანი შვილების ელ--- და ნა---- ხა----–---–ების თანდასწრებით აყენებდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მე--- ოლ--------ას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ხშირად შესწრებია ლე--- ხა----–---–ის მხრიდან ელ----- ოლ--------ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თე----- ხა----–---–ის გადმოცემით იცის, რომ მასაც სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
იგივე დაადასტურა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ირ--- ოლ--------ამ, რომელმაც განმარტა, რომ ლე--- ხა----–---–ი ელ----- ოლ--------ას მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, სისტემატიურად უწოდებდა მას დებილს.
გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ თე----- ხა----–---–ის, მოწმეების - მე-–---- ოლ--------ას, ნა---- ხა----–---–ის, ელ--- ხა----–---–ის, ნუ--- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2014 წლიდან ლე--- ხა----–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლე--- ხა----–---–ი, თავისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ელ----- ოლ--------ას და მამის - თე----- ხა----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ლე--- ხა----–---–ის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა მოიაზრება სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატიური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ასევე ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ, კონკრეტულ შემთხვევაში სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩადენილია ოჯახის ორი წევრის - თე----- ხა----–---–ის და ელ----- ოლ--------ას მიმართ.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ
(თე----- ხა----–---–ის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ელ----- ოლ--------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ თე----- ხა----–---–ი მისი მეუღლის მამაა. მას გადატანილი აქვს ინსულტი, დაახლოებით 4 წელია იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. ლე--- ხა----–---–ი ხშირად აწვალებდა მას. 2017 წლის შემოდგომაზე, ლე--- ხა----–---–მა მას სახეზე სანთებელა დაადო და მუშტი ჩაარტყა. რის შედეგადაც თე----- ხა----–---–ს კბილები მოტყდა და სისხლი წამოუვიდა.
გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ნა---- ხა----–---–ის, ელ--- ხა----–---–ის, ნუ--- ხა----–---–ის, თე----- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სტომატოლოგის ცნობით, სამედიცინო ისტორიით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის შემოდგომაზე, ლე--- ხა----–---–მა, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ავადმყოფ, მძინარე მამას - თე----- ხა----–---–ს სანთებელა დაადო სახეზე და განზრახ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მოტეხა ორი კბილი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული იყოს უმწეო მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ თე----- ხა----–---–ს გადატანილი აქვს ინსულტი, იგი დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს და იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში, სხეულის ნახევარი პარალიზებული აქვს და არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და თავი დაცვა.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ.
4. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
(2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ელ----- ოლ--------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 18 წელია, რაც ლე--- ხა----–---–ის მეუღლეა. ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მათ შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, ლე--- ხა----–---–ი ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 24 აპრილს, ლე--- ხა----–---–თან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან წიგნი ესროლა. ელ----- ოლ--------ას წიგნი სახეში მოხვდა, კბილიდან სისხლი წამოუვიდა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.
გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ნა---- ხა----–---–ის, ელ--- ხა----–---–ის, ნუ--- ხა----–---–ის, თე----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ლე--- ხა----–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ელ----- ოლ--------ას ესროლა წიგნი, რომელიც მას მოხვდა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი).
5. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
(ნუ--- ხა----–---–ის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ელ----- ოლ--------ას მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლე--- ხა----–---–მა 2018 წლის აპრილის თვეში, შელაპარაკებისას, დედას - ნუ--- ხა----–---–ს კისერზე მოუჭირა ხელი. ნუ--- ხა----–---–ი ტიროდა კისერი მტკივაო. ამ დროს მისი არასრულწლოვანი შვილები ნა---- და ელ--- ხა----–---–ები ოთახში იყვნენ და შეესწრნენ ძალადობის ფაქტს.
გარდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ნა---- ხა----–---–ის, ელ--- ხა----–---–ის, ნუ--- ხა----–---–ის, თე----- ხა----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ხა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ლე--- ხა----–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--- დაბადებული ნა---- ხა----–---–ის და 2----–-–------------- დაბადებული ელ--- ხა----–---–ის თანდასწრებით დედას - ნუ--- ხა----–---–ს ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ნუ--- ხა----–---–ის ეპიზოდი).
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ხა----–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლე--- ხა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ასევე ის გარემოება, რომ იგი შეზღუდული შერაცხადია. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ლე--- ხა----–---–ის მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ლე--- ხა----–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაულის ხუთი ეპიზოდი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლე--- ხა----–---–ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყურადღებას მიაქცევს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N004275618 დასკვნას, რომლის თანახმადაც, ლე--- ხა----–---–ს „ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).“ აქედან გამომდინარე, ლე--- ხა----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლე--- ხა----–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული. იგი არ არის ნასამართლევი. ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით დადგენილი შეღავათების გამოყენება.
ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე--- ხა----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში, რომელიც მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ლე--- ხა----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლე--- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
ლე--- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
ლე--- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
ლე--- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
ლე--- ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნუ--- ხა----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ლე--- ხა----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
ლე--- ხა----–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 აპრილის 17:10 საათიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი