განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
120100118002624549
დავის ტიპი
151
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002624549-1/358-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ა---––---

 

ახ--––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გრ-----–---------ე;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – თა---------------------------–--ლი, დაბადებული 1--- წლის 0---------------- პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი: ა---––--- რ---------–---------------------

 

ადვოკატი - ნო-------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 13 ივლისს თა---------------–---–მა საღამოს დაახლოებით 23:00 საათზე ქ. ა---––---ში, რ---------–-------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მისულ მდგმურ სა--------–---ას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურეცხყოფა, რის შემდგომ სპორტული დანიშნულების, სას-----–ო-სასტარტო იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც სა--------–---ასგაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წარდგენილი ბრალდება:

 

2018 წლის 31 ივლისს თა---------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება:

 

2018 წლის 01 აგვისტოს თა---------------–---–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

სა--------–----ს ჩვენება, რომლის თანახმად ცხოვრობს ქალაქ მ--------–ში, მ-----–---–---------, ჰყავს ერთი შვილი და--------------ი, იგი 8 წელია ოფიციალურად გაცილებულია ია–-------------ს. მისი შვილი არის ავადმყოფი, ამის გამო მას ურჩიეს და----- აბ---------ში ეტარებინა, ბასეინებზე, რის გამოც სა----ს დასჭირდა ბინის დაქირავება. მან შემთხვევით გაიცნო ქ. ა---––---ში რუ-------–----------ე მცხოვრები თა--------------–---–ი,რომელიც აქირავებდა ბინას. სა--------–---ა შეუთანხმდა თა---------------–---–ს ბინის დაქირავებაზე და წინასწარ სამი თვის ფულიც გადაუხადა, სამი თვის გასვლის შემდეგ თა----ი დაუკავშირდა სა----ს და მოსთხოვა წინასწარ ქირის გადახდა. სა----მ უთხრა, რომ რაზეც შეთანხმდნენ იმას შეასრულებდა, თანხას თვის ბოლოს გადაიხდიდა და სთხოვა,რომ სხვისთვის არ მიექირავებინა ბინა. სწორედ ამის შემდეგ თა---------------–---–მა ბინას საკეტი გამოუცვალა და ხშირად ურეკავდა სა----ს მობილურზე, აგინებდა და ემუქრებოდა. ა---––---ში ჩამოსვლისას სა---- პა–---ი მივიდა თა---------------–---–ის მეზობელ ჟუ–--------ნ, სადაც უნდა დარჩენილოყო. სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, რის გამოც თა----ის გინების ხმა სა----ს მიმართ ჟუ–----ს სახლშიც ისმოდა, რაც ვერ მოითმინა სა----მ და შევიდა თა----ის სახლში. თა----ი საცვალით დახვდა, რომელიიც ნასვამ მდგომარეობაში იყო და რუსულად აგინებდა სა----ს, ამის შემდეგ მან გამოიტანა შავი ფერის პატარა ზომის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომლითაც ემუქრებოდა სა----ს, რომ მოკლავდა თუ არ წავიდოდა სახლიდან, მაშინ შეშინებული სა---- დაემორჩილა თა----ის გარეთ გავიდა, ამის შემდეგ სა----მ დარეკა 112-ის ცხელ ხაზზე და სთხოვა პოლიციას დახმარება.

 

იხ. ს.ფ. 26-30;

ჟ--------–-–--–---ს ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ქ. ა---––---ში რ---------–-----------ში ნაქირავებ ბინაში, აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა სა---- პა–---ა, რომელსაც ნაქირავები ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თა---------------–---–ისგან. 2018 წლის 13 ივლისს საღამოს მასთან სტუმრად მივიდა სა---- მის არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, რომელმაც ითხოვა ერთი რამით დარჩენა, ვინაიდან მეორე დღეს მიემგზავრებოდა, რაზეც ჟ--------–-ც--–--ე დათანხმდა. მოგვიანების სა---- გავიდა მაღაზიაში, როდესაც შეაგვიანდა მოსვლა გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ სა---- ყვიროდა და ითხოვდა პოლიციის მოსვლას, პოლიცია როდესაც მოვიდა მანქანაში ჩასვეს თა---------------–---–ი და წაიყვანეს, ხოლო სა---- კი თავის შვილთან ერთად წავიდა სახლიდან.

იხ. ს.ფ. 48-49;

 

ახ--––--ის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–-ს 30.07.2018 წლის დადგენლებით სა--------–---ა ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

იხ. ს.ფ. 73-74;

 

2018 წლის 14 ივლისს ქ. ა---––--- შ.რ---------–----------ში თა---------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შავი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ორი ცალი, მეტალის ნაკეთობის და პლასტმასის პისტოლეტის ფორმის ნაკეთობა წარწერით „И----“ მეორე გვერძე „ს-----–“, ხოლო მეორე ნაკეთობას კორპუსის ქვედა მხარეს წარწერით „В----Р“. აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთ სპეც პაკეტში ლუქის ნომრით F--------. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებულ ვერ იქნა. ამოღებული ნივთები დაფიქსირდა და გადაღებულ იქნა ფოტოსურათები ექსპერტის მიერ.

იხ. ს.ფ. 11-15;

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თა---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თა---------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

თა---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თა---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმა.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

- „И----“ მოდელის სპორტული დანიშნულების სასტარტო იარაღი საქარხნო ნომრით P----, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს შესაბამის ორგანოს.

 

- ნაკეთობა კორპუსის ქვედა მხარეს წარწერით „В----Р“, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თა---------------–---–ი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით;

 

2. თა---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას და--------–-–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3700 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე ახ--––--ის რაიონი, სოფელი ჭვ----ა, ს.კ. 6----------1.

 

3. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება

- „И----“ მოდელის სპორტული დანიშნულების სასტარტო იარაღი საქარხნო ნომრით P----, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს შესაბამის ორგანოს.

 

- ნაკეთობა კორპუსის ქვედა მხარეს წარწერით „В----Р“, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ;

 

4. არასაპატიმრო სასჯლელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ თა---------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე