განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/20-18
(გამოძიების № 0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - და---------------------–------ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–------------ს, პირადი #2----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული და მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მა–----ში.
ადვოკატი - მაკა რევია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 14 აპრილის ზა--------–------თან დაკავშირებული ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 15 აპრილის ზა--------–------თან დაკავშირებული ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ბა-------------–-----ის ეპიზოდი); სსკ-ის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მა–----ში, აფ–--------ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, და--------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა თავისი მამის, ზა--------–------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მა–----ში, აფ–--------ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან და--------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა თავისი მამის, ზა--------–------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მა–----ში, აფ–--------ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, და--------–------ი მოკვლით დაემუქრა მამას - ზა--------–------ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მა–----ში, აფ–--------ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, და--------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა ბა-------------–-----ის მიმართ, რომელთანაც ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა და--------–------ის მიერ 2018 წლის 14 და 15 აპრილს ოჯახის წევრებზე - ზა--------–------სა და ბა-------------–-----ზე ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე ზა--------–------ზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით 2018 წლის 19 აპრილის # 5--------- და 2018 წლის 22 აპრილის 5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.)ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს (ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.). დაცვის მხარემ ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი ხსენებული მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ასევე არ დაკიტხულა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი, თუმცა ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა და--------–------ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.
3.4. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მამა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას), ერთი მხრივ, ზა--------–------ი და ბა-------------–-----ი, ხოლო, მეორე მხრივ, და--------–------ი არიან ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.
3.5. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა და--------–------მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო მოწმე მა---------------ემ უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.6. დაზარალებულმა ზა--------–------მა, რომელიც ბრალდებულის მამაა დაადასტურა, რომ 3 წელზე მეტია, რაც ბა-------------–-----ი ცხოვრობს მათთან, რომელიც მისი ძმის ცოლის ძმაა. 2018 წლის 14 აპრილს და----ი შევიდა ოთახში და უთხრა გარეთ დაელიათ, რადგან ეძინებოდა, იმ მომენტისთვის საშუალოდ მთვრალი იყო. და----მა ბოთლი ააცალა და გარეთ გაიტანა და კარი დაუკეტა, მა-----–-----იც გამოყვა გარეთ. დარტყმას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ხელი მოჰკიდა მკლავზე და გამოუშვა გარეთ, მხოლოდ მას მოჰკიდა ხელი, და----ს არასდროს უძალადია მისი ან ბა-------------–-----ის მიმართ. ეზოში რომ გამოვიდნენ განაგრძეს დალევა, დაახლოებით საათნახევარი სვავდნენ. მანვე განმარტა, რომ ის და ბა-------------–-----ი იყვნენ მთვრალები და ასეთ მდგომარეობაში მოხდა მათი დაკითხვა, არ იცოდა რას ამბობდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ჩვენების მიცემისას მთვრალები იყვნენ, თავიდან ალკოტესტი არ ჩაუტარეს და მხოლოდ ბოლოს შეამოწმეს. სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა ბა-------------–-----მაც, რომელმაც დაადასტურა და--------–------ის ოჯახში 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, ასევე აღნიშნა, რომ ის და ზ------ უზომოდ ნასვამები იყვნენ, გადამთვრალები, 1 ლიტრი არაყი და 5 ლიტრი ლუდი დალიეს. და----მა ბოთლი გაიტანა გარეთ და ისინიც გამოვიდნენ გარეთ. რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ მომხდარა. მანვე განმარტა, რომ გამოკითხვისას იყო უზომოდ მთვრალი და არ იცოდა რა ჩვენებას აძლევდა, არც წაუკითხავს, უთხრეს და მოაწერა ხელი, გაბრაზებული იყო. პროკურორის მიერ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ ულაპარაკია, არ არის მისი ნაკარნახევი და ახლა იძახის სიმართლეს. დაზარალებული ადასტურებს, რომ მეორედაც გამოიკითხა და იგივე თქვა, რასაც სასამართლოში ამბობს.
3.7. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა დაზარალებულების ზა--------–------ისა და ბა-------------–-----ის გამოკითხვის ოქმები, რომლებსაც სასამართლო ვერ გაიზიარებს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დაზარალებულებმა გამორიცხეს და--------–------ის მიერ მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან მუქარა და გამოძიებისას მიცემული ინფორმაცია ახსნეს იმ ფაქტით, რომ გამოკითხვისას იყვნენ ძლიერ მთვრალები და არ იცოდნენ რას ამბობდნენ. ის ფაქტი, რომ დაზარალებულებს წინა საღამოს ალკოჰოლური სასმელი ჰქონდათ მიღებული ჯერ კიდევ მათი პირველივე გამოკითხვისას დაფიქსირდა 2018 წლის 15 აპრილს 12:10 საათზე. ზა--------–------მა ასევე სასამართლო სხდომაზე ახსენა მათი ალკოტესტით შემოწმების ფაქტი გამოკითხვის შემდეგ, რაც საქმეში მტკიცებულებად არ წარმოდგენილა. ასეთის არსებობის შესახებ სასამართლოს ეჭვს უჩენს ის გარემოებაც, რომ გამომძიებელმა იცოდა მათ მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტი და ბრალდების მხარეს ასევე არ წარუდგენია მტკიცებულებად დაზარალებულების ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 16 აპრილს დარეგისტრირდა და სადაც ისინი აცხადებდნენ იმავეს, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი ჰქონდათ მიღებული და არანაირ ძალადობას და--------–------ის მხრიდან არდგილი არ ჰქონია. ბრალდების მხარეს ასევე არ წარუდგენია მტკიცებულებად აღნიშნული განცხადებების წარდგენის შემდეგ დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმები, რომელთა არსებობაც გამომძიებელმა შო---------–---–მაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნოს გარკვეული გარემოებები, რომლებიც საეჭვოა მოცემულ საქმეში. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრალდებულ და--------–------ს ძალიან უჭირს აზრის გამოხატვა და საუბარი, აგრეთვე მან სრულყოფილად არ იცის ქართული ენა, რაც აშკარა ხდება დაკავების ოქმზე „მისი მინაწერით“ – „დაკაავებეს ოქმეის და გადმომეცა ოქმის ასლი.“, რაც ბუნებრივია ამ მომენტიდანვე იმის ნიშნანი უნდა ყოფილიყო, რომ ბრალდებული დამოუკიდებლად თავს ვერ დაიცავდა შესაბამისი ნაკლის (ერთი ან რამდენიმე) გამო, რაც რაიმე სამედიცინო დასკვნის გარეშეც ნათელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ადვოკატი არ დანიშვნია და ისე მოხდა მისი გამოკითხვა. ასევე ეჭვს აჩენს ბრალდებულის ძმის გი----------–------ის გამოკითხვა, რომელსაც უფლებების განმარტების ჩათვლით, ნახევარი საათი დასჭირდა მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის მცდელობის მიუხედავად თითქმის წარმოუდგენელი გახდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება, მათ შორის, „დიახ“ და „არაც“ კი, რაზეც გამომძიებელმა განაცხადა, რომ მასთან არ ნერვიულობდა, ცოტა კი უჭირდა საუბარი, მაგრამ ნახევარ საათში გამოკითხვა დაასრულა. ის, რომ ბრალდებულსა და მის ძმას მართლაც აქვთ გარკვეული ნაკლი, რაც მათგან ინფორმაციის მიღების საშუალებას ართულებს და ეს აშკარაა, ადასტურებს ასევე მათი დედის მა---------------ის დაკითხვის პროცესიც, რომელთანაც სასამართლო იგივე პრობლემას გადააწყდა და თუკი მოვუსმენთ და---- და გი----------–------ებისა და მა---------------ის დაკითხვის ოქმებს ეს უფრო აშკარა გახდება. ბუნებრივია, სასამართლო სრულად გამორიცხავს ამ პირების მიერ მიზანმიმართულ ქცევას, რათა სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში.
3.8. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. აღნიშნული ჩანაწერი ისე არ უნდა იქნეს აღქმული, რომ მხოლოდ გამოძიების წარმოებით შეიზღუდოს, რასაც იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილიც უსვამს ხაზს, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
3.9. გი----------–------მა (ბრალდებულის ძმა) და თა--------–------მა (ბრალდებულის ბიძა) განმარტეს, რომ რაიმე სახის ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან. არც გამომძიებლების -შო---------–---–ის, მე--------------–---–ისა და ჯი-–-------–------ის ჩვენებებია რელევანტური და--------–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.
3.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის განცხადებას, რომ და--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვინაიდან შეტყობინებაში ზოგადად არის მითითებული ძალადობაზე, ხოლო განმცხადებელია ზა--------–------ი, სხვა არა----არი ინფორმაცია მასში მითითებული არ არის და ბუნებრივია იმ პირობებში, როცა ზა--------–------მა აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, მას როგორც მტკიცებულებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა და--------–------ის ბრალეულობის დასადგენად. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა 2018 წლის 19 და 22 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით ზა--------–------სა და ბა-------------–-----ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებათ, არც ფიზიკური ტკივილის შესახებაა მითითებული, მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ამ უკანასკნელთა გადმოცემით და--------–------მა ზა--------–------ს ტანსაცმელში მოქაჩა და შეაჯანჯღარა, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ამასთან, და--------–------მა ბა-------------–-----ს ყელში წაუჭირა. ბა-------------–-----ის 2018 წლის 19 აპრილს გაკეთებული ეს უკანასკნელი განცხადება ექსპერტთან გასაკვირია, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ჯერ კიდევ 16 აპრილს წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ და--------–------ის მხრიდან მის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ბა-------------–-----მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ და---- აფ–-----ის მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ვერ განიხილება როგორც და--------–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.11. ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ და--------–------ის მიერ მუქარის განხორციელებაზე საერთოდ არცერთი მტკიცებულება ირიბადაც კი არ მიუთითებს, ასევე, არც სხვა მტკიცებულებები მიუთითებს და--------–------ის ბრალეულობაზე მისთვის წარდგენილ სხვა ბრალდებებში. გარდა ამისა, დაცვის მხარის მოწმეებმა - ბა----------–------მა და შო--------------–მა აღნიშნეს, რომ არ სმენიათ რაიმე ძალადობის შესახებ და მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ და--------–------ი მთელი სოფლის დამხმარეა.
3.12. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, აგრეთვე მუქარა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.13. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, მით უმეტეს, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა და--------–------ის მხრიდან ზა--------–------ზე ძალადობისა (ორი ეპიზოდი) და მუქარის ფაქტები, აგრეთვე ბა-------------–-----ზე ძალადობის ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ასევე, სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: [...] მამა, [...]. რაც შეეხება სსკ-ის 151-ე მუხლს, აუცილებელია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა და--------–------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.) . მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ და--------–------მა განახორციელა ძალადობა ზა--------–------სა და ბა-------------–-----ზე, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზა--------–------ს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77; ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და--------–------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და--------–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი, ზა--------–------ი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. და--------–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აპრილის ზა--------–------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. და--------–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბა-------------–-----ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4. და--------–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. და--------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა - გაუქმდეს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, და--------–------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი