გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34531-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.09.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე თ----- კ----–---,წარმომადგენელი ნ---- გ---–---, ა------- კ----–---,მოსარჩელე ე-–--- ჩ------–----,წარმომადგენელი დ----- ხ-------,მოპასუხე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა მ---------- 3--,წარმომადგენელი მ--- ფ--–--–-–---–-,მოპასუხე მ------ გ---–--–-,წარმომადგენელი დ--–- ხ--–---,დავის საგანი: ქმედების განხორცილების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოთ მოპასუხეებს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–--ში, მ---------ის ქუჩა #-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.1-.0--.1--, საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე მისასვლელი პანდუსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
1.2. დაევალოთ მოპასუხეებს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–--ში, მ---------ის ქუჩა #-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.1-.0--.1--, საცხოვრებელი სახლის სარდაფზე მისასვლელი პანდუსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინეს შესაგებელი, რომელითაც სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 16.12.2015 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით თ----- კ----–---მ შეიძინა ფ--------- გ--------საგან ამხანაგობა მ---------- 3---ის კუთვნილი წილი, რომლითაც ამხანაგობის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა გადასცემოდა საკუთრებაში ბინა 90 მ2, მდებარე ქ. თ---–--ი, მ---------ის ქუჩა #3---ში მე-3 სართულზე, ასასვლელი კიბიდან მარჯვნივ, მ---------ის ქუჩის მხარეს ბინა #-, ასევე ავტოსადგომი, შავი კარკასის მდგომარეობაში.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს. ფ. 16-30.
იბა. ამხანაგობა რ---------ის კრების ოქმი.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. 25.09.2015 წელს ე-–--- ჩ------–---მა შეიძინა წილის უფლება ი---- ო------აგან ქ. თ---–--ში, მ---------ის ქუჩა #3 და #--ში მშენებარე კორპუსში, კუთვნილი წილი, რომლითაც ამხანაგობის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა გადასცემოდა საკუთრებაში მე-2 სართულზე, ამოსასვლელი კიბის პირდაპირ, ეზოს მხარეს, ბინა ფართით 60 მ2, სარდაფი და ავტოსადგომი.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს. ფ. 16-30.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. თ---–--ში, ქუჩ ი–---, #3, მ---------ის ქუჩა #- და #- ს/კ. 0-.1-.1-.0--.1-- და მასზედ აღმართილი მშენებარე შენობა - ნაგებობა #1 საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა მ---------- 3---ზე.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი ს. ფ. 16-30.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. მოსარჩელეები ფლობენ მათთვის გადასაცემ ბინებს.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. თ---–--ში, ქუჩ ი–---, #3, მ---------ის ქუჩა #- და #- ს/კ. 0-.1-.1-.0--.1-- აღმართილი შენობა - ნაგებობა #1-ის პროექტი კვლავ შეთნხმებული არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოსთან (უნებართვო მშენებლობა).
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მუნიციპალტიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილის ასლი ს. ფ. 35.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ამხანაგობა აწარმოებს ადმინისტრაციული დავა უნებართვოდ აშენებული კორპუსის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შენობა - ნაგებობის პროექტი ადმინისტრაციულ ორგანოსთან კვლავ შესათანხმებელია (სალეგალიზაციოა).
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მუნიციპალტიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილის ასლის. ფ. 35.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. ადმინისტრაციულ ორგანოში სალეგალიზაციოდ წარგენილ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული შენობა - ნაგებების 2005 წლის და 2015 წლის პროექტებით გათვალისწინებული არ არის ავტოსადგომი, პროექტით -3.50 ნიშნულზე გათვალისიწნებულია სარდაფები.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
პროექტის ასლი ს. ფ. 42-44, 163-178.
ფ--------- გ--------ს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ახსნა -განმარტება ს. ფ. 131-132.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა მ---------- 3-- დაფუძნებულია 2008 წელს რომლის ამჟამინდელ წევრებსაც წარმოადგენენ მოსარჩელეები.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
დაფუძნების კრების ოქმის ასლი და ხელშეკრულება ს. ფ. 45-48, 49-65.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა მ---------- 3-- -ის დაფუძნების და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 7.2 პუნქტით ამხანაგობის წევრებისათვის საოფისე ფართის ზუსტი მდებარეობა განისაზღვრება წერილობით შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილ იქნება მხარეთა მიერ რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შენობის ლეგალიზაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 49-65.
დაფუძნების კრების ოქმის ასლები ს. ფ. 45-48, 49-65.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.10. ამხანაგობის 29.03.2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით სალეგალიზაციოდ წარგენილ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ ორგანოში კორპუსის პროექტი და სათანადო დოკუმენტაცია.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
დაფუძნების კრების ოქმის ასლები ს. ფ. 45-48, 49-65.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.11. აღსრულების ეროფნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის მასალებით სადაო სალეგალიზაციო კორპუსს გააჩნია ჩასასვლელი სარდაფში.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ფაქტრების კონსტატაციის მასალები ს. ფ. 66-74.
3.1.12. სალეგალიზო სადოა კორპუსში მოწყობილი იყო პანდუსი სარდაფში ჩასასვლელად, რომელიც ნახევარზე მოშლილ იქნა მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ფაქტრების კონსტატაციის მასალები ს. ფ. 66-74.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.13. მოპასუხე მ------ გ---–--–- ასევე წარმოადგენს მოპასუხე ამხანაგობის წევრს, მოპასუხე ამხანაგობას ასევე ნაკისრი აქვს ვალდებულება მოპასუხის მიმართ მშენებლობის დასრულების შემდგომ გადასცეს 175 კვ.მ. საერთო ფარტი, აქედან 40 კვ.მ. საოფისე ფართი ნულოვან მიწიდან პირველ სართულზე, 135 კვმ. ბინა მეცხრე სართულზე, ეზოს მხარეს.
სასამართლო დასკნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი ს. ფ. 16-30.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლით კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლით თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39.1 მუხლით არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.
ამავე კოდექსის 39.2 მუხლით წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.
ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის/კეთილსინდისიერი მფლობელის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრას. დასახელებული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ნივთის მესაკუთრე/კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი შეეშლება თავისი საკუთრების/მფლობელობის გამოყენებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რა უფლების მატარებელია მოსარჩელეები ამხანაგობაში, რათა დავის გადაწყვეტისათვის სწორი სამართლებრივი კავლიფიკაცია მოხდეს. უდავოა, რომ როგორც მოსარჩელეები ასევე მოპასუხე ფიზიკური პირი მოპასუხე ბინათმენაშენეთა ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ, რომელიც შექმნილია ამხანაგობის საკუთრების ლეგალიზების შემდეგ მისი ქონების გასანაწილებალად, ასევე უდავოა, რომ უძრავი ქონება და მასზედ (უნებართვოდ) უკვე აღმართული შენობა - ნაგებობა საჯარო რეესტრის მიხედვით წარმოადგენს არა მოსარჩელისა და მოპასუხე ფიზიკური პირის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ ამხანაგობის საკუთრებას და იგი ასეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. შესაბამისად დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი და არა 172-ე მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეები და მოპასუხე ფიზიკური პირები ამ ეტაპზე არ წარმოადგენენ უძრავ ქონებაზე აღმართული სალეგალიზებო კონკრეტული ბინების მესაკუთრეებს, არამედ წარმოადგენენ ამხანაგობის წილის მესაკუთრეებს, ხოლო ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მათზე ლეგალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ უნდა მოხდეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ბინების და ფართების გადაცემა, ამასთნ სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსი შესაბამისი ნებართვის და პროექტის გარეშე უკვე იყო აშენებული ბინათმენაშენეთა ამხანაგობის დაფუძნების დროისათვის მოსარჩელეები მიჩნეულ უნდა იქნენ არარეგისტრირებული ამხანაგობის (კავშირის) წევრებად და არა ნარდობის შელშეკრულების მხარეებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეები მიჩნეულ უნდა იქნენ კეთილსინდისიერ მფლობელებად მათ მიერ დაკავებული ფართების, ვინაიდან წარმოადგენენ ბინათმენაშენეთა ამხანაგობის წევრებს და ამხანაგობის სხვა წევრების მიერ ამ ეტაპზე სადაოდ არ არის გამხდარი მათი მფლობელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ამხანაგობის მიერ 2011 წელს კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნებართვის გარეშე აშენებული კორპუსის ამხანაგობის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ლეგალიზაციის დაწყების შესახებ, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის და 2015 წელის პროექტებით რომელიც წარდგენილ იქნა სალეგალიზაციოდ გათვალისწინებული არ არის კორპუსის მინუს დონეზე ავტოფარეხები, პროექტით გათვალისწინებულია კორპუსის -3.50 ნიშნულზე სარდაფები. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით კორპუსის სარდაფებს ფაქტობრივად გაჩნიათ ჩასასვლელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია, რომ კორპუსის სარდაფებში ჩასასვლელად მოწყობილი იყო ე.წ. პანდუსი რითაც შესაძლებელი იყო მინუს ნიშნულზე ავტომობილით ჩასვლა, რაც მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ ნაწილობრივ მოშლილ იქნა კომერციული ფართის მოწყობის მიზნით, რაც მოსარჩელებს ანუ კეთილსინდისიერ მფლობელებს მათი უფლების შეზღუდვად მიაჩნიათ, რადგან შესაძლებლობა მოესპოთ ავტომობილით ჩავიდნენ კორპუსის სარდაფებში და ავტოფარეხში. მოპასუხეები თავის დროზე ე.წ. პანდუსის მოწყობის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის კრებაზე შეთანხმებული სალეგალიზაციო წარსადგენი პროექტში პანდუსი გათვალისწინებული არ არის მისი მოწყობა საჭირო გახდა მინუს სართულზე არსებული სამშენებლო ნაგვის ამოსაზიდად, რისი ამოზიდვის შემდეგ პანდუსის საჭიროება აღარ არსებობდა და იგი მოპასუხის მიერ ნაწილობრივ მოშლილ იქნა კომერციული ფართის მოწყობის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულად ამხანაგობის წევრთა შეთანხმებით თუ მოსარჩელეებს კორპუსის ლეგანიზაციის შემდეგ ინდივიდუალურ საკუთრებაში რა ოდენობის და სად მდებარე ფართები უნდა გადაეცეთ არ წარმოადგენს განსახილველ დავის საგნიით გადასაწყვეტ საკითხს და მათ დავის ფარგლებში უნდა გადაწყდეს კეთილსინდისიერ მფლობელებს ხელი ეშლებათ თუ არა ე.წ. პანდუსის ნაწილობრივი მოშლით ამხანაგობის საკუთრებით სარგებლობაში. სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია, რომ კორპუსს ფაქტობრივად და შესათანხმებებლი პროექტის მიხედვითაც გააჩნია სარდაფებში ჩასასვლელი, ამავე პროექტით გათვალისწინებული არ არის ავტოფარეხები და ასევე სარდაფებში ავტომობილით ჩასასვლელი ე.წ. პანდუსი, რის გამოც მოსარჩელეთა უფლება ისარგებლონ ამხანაგობის სარდაფებით პანდუსის არასებობის პირობებში არ იზღუდება. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი ასევე წარმოადგენს ამხანაგობის წევრს, რის გამოც ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობასთან (მართვასთნ) დაკავშირებული საკითხები უნდა გადაწყდეს ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შესაბამისი პროექტის გარეშე აშენებული კორპუსი ჯერ ლეგალიზებულ - მისი პროექტი ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული არ არის, რის გამოც უცნობია რა სახით იქნება იგი ლეგალიზებული ან ლეგალიზებულ იქნება თუ არა საერთოდ მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ სახით გადახდილია 240 ლარი 120-120 ლარი თითოეული მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 14.11.2016 წლის #2ბ/4839-16 განჩინებით საქმეზე გამოტანილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე თ----- კ----–---ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. მოსარჩელე ე-–--- ჩ------–---ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 14.11.2016 წლის #2ბ/4839-16 განჩინებით საქმეზე გამოტანილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლო და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი