გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
010210015001143019
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210015001143019

№2/3780-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.09.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - ნ---ი ა----–----ე

წარმომადგენელი - შ-----------–--ე

მოპასუხე - ა----ზ თ----ე

წარმომადგენელი - დ--–-------ე

მესამე პირები - ჯ---ლ ა----–----ე, ც----ა ც--–---–--ე

წარმომადგენლები - თ---------ე, მ------–--------ე

დ---ს საგანი - იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა----ზ თ----ესა და მ-----ა ა----–----ეს შორის ვალის აღიარების შესახებ 2014 წლის 27 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მოსარჩელე ნ---ი ა----–----ის შვილმა, 2014 წლის 1------------ გარდაცვლილმა მ-----ა ა----–----ემ, 27.03.2014 წელს, გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით მან აღიარა არარსებული ვალი ა----ზ თ----ის მიმართ, 40 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2014 წლის 27 აპრილამდე დავალიანების დაფარვის შესახებ. ამავე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მესამე პირების ჯ---ლ ა----–----ისა და ც----ა ც--–---–--ის უძრავი ქონება, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო, დღეის მდგომარეობით ირიცხება ა----ზ თ----ის სახელზე და მისი მოთხოვნით მიმდინარეობს უძრავი ქონებიდან ჯ---ლ ა----–----ისა და ც----ა ც--–---–--ის ოჯახების გამოსახლების პროცესი.

 

ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება მ-----ა ა----–----ის მიერ, არარსებულ ვალდებულებაზე, გაფორმდა ა----ზ თ----ის მხრიდან განხორციელებული ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების შედეგად, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ ზეწოლაში (ცემაში), ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში. ცემისა და მუქარის შედეგად მ-----ა ა----–----ე დაავადდა, რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ვალის აღიარებიდან რამდენიმე თვეში კი მ-----ა ა----–----ე გარდაიცვალა.

 

მოსარჩელე ნ---ი ა----–----ე წარმოადგენს მ-----ა ა----–----ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტება, სადავო გარიგების იძულებით დადების შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

2.1.2. მესამე პირების პოზიცია

 

2.2. მესამე პირებმა მოსარჩელის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ---ი ა----–----ე არის 2014 წლის 1------------ გარდაცვლილი მ-----ა ა----–----ის დედა და მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- დაბადების მოწმობა - ს. ფ. 86;

- გარდაცვალების მოწმობა - ს. ფ. 83;

- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 85;

 

3.2.2. 2014 წლის 27 მარტს მ-----ა ა----–----ესა და ა----ზ თ----ეს შორის გაფორმდა გარიგება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით მ-----ა ა----–----ემ ა----ზ თ----ის მიმართ აღიარა 40 000 აშშ დოლ----- ოდენობით ვალი და იკისრა ვალდებულება 2014 წლის 27 აპრილამდე ვალის სრულად დაფრვის შესახებ. 2014 წლის 27 აპრილის მდგომარეობით ვალის დაუბრუნებლობის შემთვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ვალის დაბრუნების ვადის ავტომატურად ორი თვის ვადით გაგრძელების შესახებ, რა დროსაც ვალს დაერიცხებოდა ყოველთვიური სარგებელი 2.5 %-ის ოდენობით და პირგასამტეხლო 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მ-----ა ა----–----ემ იკისრა ვალდებულება აღიარებული ვალი უზრუნველეყო იპოთეკით. კერძოდ, იპოთეკით დაეტვირთა ჯ---ლ ა----–----ისა და ც----ა ც--–---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. მ-----ა ა----–----ისა და ა----ზ თ----ის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ დამოწმდა სანოტარო ფორმით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ - ს. ფ. 87;

 

3.2.3. 2014 წლის 27 მარტის სანოტარო აქტით იპოთეკის დადგენის შესახებ, მ-----ა აბესლაიძის მიერ ა----ზ თ----ის მიმართ აღიარებული ვალის უზრუნველყოფის მიზნით ჯ---ლ ა----–----ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა, საკადასტრო კოდით - 2-----------.

 

იმავე დღეს გაფორმებული სანოტარო აქტით იპოთეკის დადგენის შესახებ, მ-----ა აბესლაიძის მიერ ა----ზ თ----ის მიმართ აღიარებული ვალის უზრუნველყოფის მიზნით ც----ა ც--–---–--ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ხელვაჩაური, სოფელი წ-----–ა, საკადასტრო კოდით - 2-----------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სანოტარო აქტი იპოთეკის დადგენის შესახებ (ს/კ 2-----------) - ს. ფ. 89-93;

- სანოტარო აქტი იპოთეკის დადგენის შესახებ (ს/კ 2-----------) - ს. ფ. 94-96;

 

3.2.4. 2014 წლის 27 აგვისტოს კრედიტორ (იპოთეკარ) ა----ზ თ----ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დავალ---ების ამოღება დადგინდა იპოთეკის საგნების (ს/კ 2----------- და ს/კ 2-----------) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორი ა----ზ თ----ე აღირიცხა ც----ა ც--–---–--ისა და ჯ---ლ ა----–----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებათა მესაკუთრედ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით - ს. ფ. 88;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 97;

- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება - ს. ფ. 98;

 

3.2.5. 2014 წლის 1------------ მ-----ა ა----–----ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. 2015 წლის 4 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე მ-----ა ა----–----ის კანონისმიერ მემკვიდრედ გამოცხადდა დედა ნ---ი ა----–----ე. ნ---ი ა----–----ემ 03.11.2015 წელს სარჩელით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ვალის აღიარების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მ-----ა ა----–----ის მიერ გარიგება ვალის აღიარების შესახებ გაფორმდა ა----ზ თ----ის მხრიდან განხორციელებული იძულების, კერძოდ, ა----ზ თ----ისა და მასთან დაახლოებული პირების მხრიდან მ-----ა ა----–----ის მიმართ გამოყენებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გარდაცვალების მოწმობა - ს. ფ. 83;

- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 85;

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი - ს. ფ. 1-16; 67-82;

 

3.2.6. მ-----ა ა----–----ეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება საცილოდ არ გაუხდია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულების ა----ზ თ----ის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგად დადების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა რა ვალის აღიარების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, მიუთითა, რომ მოპასუხე ა----ზ თ----ემ ფიზიკური ძალადობით (ცემით) და ახლო ნათესავების მიმართ სიცოცხლის ხელყოფის შესახებ მუქარით აიძულა მ-----ა ა----–----ე დაედო გარიგება ვალზე, რომელიც რეალურად მას არ გააჩნდა.

 

ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეები - ა-–---------ე ა----–----ე, ნ---ი ა----–----ის სიძე, (მ-----ა ა----–----ის დის მეუღლე); მ----ა ა----–----ე - ნ---ი ა----–----ის შვილი; ლ-----ა ხ--–--–ი ნ---ი ა----–----ის რძალი (მ-----ა ა----–----ის მეუღლე); ლ---ა ა----–----ე (ნ---ი ა----–----ის რძალი), ი-–---------------ძე (ნ---ი ა----–----ის ძმა) და დ---თ ა----–----ე.

 

ა-–---------ე ა----–----ემ, მ----ა ა----–----ემ და ლ-----ა ხ--–--–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ მ-----ა ა----–----ე დასაქმებული იყო ა-–---------ე ა----–----ის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა უცხოური ვალუტით ვაჭრობა, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე. ამ საქმიანობით დაინტერესდა მ-----ა ა----–----ის ნაცნობი ა----ზ თ----ე და ითხოვა საქმიანობაში ჩართვა, შესაბამისი თანხის ჩადების სანაცვლოდ. მხარეთა შეთანხმებით საქმიანობის შედეგად ამოღებული თანხით ა----ზ თ----ე დაიბრუნებდა ერთობლივი საქმიანობისათვის გაღებულ თანხას (დაახლოებით 29 000 - 30 000 აშშ დოლარს) და ამასთან, გაინაწილებდნენ მოგების თანხასაც. 2013 წელს, უცხოური ვალუტის მკვეთრი ინფლაციის გამო კომპანიას დაედო ვალი და იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა. მიუხედავად ამისა, ა-–---------ე ა----–----ემ და მ-----ა ა----–----ემ უზრუნველყვეს ა----ზ თ----ისათვის იმ თანხის (არა მხოლოდ ამ თანხის) სრულად დაბრუნება, რაც ამ უკანასკნელმა გაიღო საქმიანობის დასაწყებად. შესაბამისად, მ-----ა ა----–----ეს არავითარი ვალი ა----ზ თ----ის მიმართ არ გააჩნდა და რომ არა იძულება მ-----ა ა----–----ეს არარსებული ვალის აღიარების რაიმე საფუძველი არ გააჩნდა. მოწმეთა ჩვენების მიხედვით ერთ დღეს ა----ზ თ----ე დაბრუნდა ტანსაცმელშემოხეული და თქვა, რომ ის ცემეს მ-----ა ა----–----ემ და მისმა თანმხლებმა პირებმა. ამ ფაქტის შემდეგ მ-----ა შეიცვალა, შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰქონდა არაერთი მცდელობა თვითმკვლელობისა, ამბობდა, რომ ა----ზ თ----ე ემუქრებოდა დის ქვრივად დატოვებით. ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ მ-----ამ მათ უთხრა, რომ სამი თვით მაინც დაანებებს თავს ა----ზი და დაასვენებს. ლ-----ა ხ--–--–ის ჩვენებით, მ-----ა მას ურეკავდა და აფრთხილებდა, რომ არ გასულიყო გარეთ და არ გაეყვანა შვილები, რომ აუცილებელი ნივთების მიტანა ეთხოვა ბიძაშვილებისათვის, რომ არ გასულიყვნენ აივანზეც. მისივე ჩვენებით „მ-----ას იმდენად უყვარდა პირობის შესრულება, რომ რადგანაც მას (ა----ზ თ----ეს) დაპირდა მოგების მიცემას ვალდებულება შეასრულა მიცემული სიტყვისა და მუქარის გამო“.

 

მოწმეების დ---თ ა----–----ისა და ლ---ა ა----–----ის ჩვენების მიხედვით მ-----ა მათ ეუბნებოდა, რომ ა----ზ თ----ე სთხოვდა თანხის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვალი გადახდილი ქონდა. მ-----ასაგან მათ ასევე შეიტყვეს, რომ ის ერთერთი შეხვედრისას სცემა ა----ზ თ----ემ.

 

მოწმე ი-–---------------ძის ჩვენების მიხედვით, ის ესწრებოდა მ-----ა ა----–----ისა და ა----ზ თ----ის შეხვედრას, რა დროსაც ა----ზ თ----ემ ისინი ჩაკეტა ბინაში. ა----ზი ფულს სთხოვდა მ-----ა ა----–----ეს და ეუბნებოდა, რომ მისთვის დაბრუნებული თანხა იყო „სემიჩკის“ ფული. ის ასევე ესწრებოდა საუბარს, როცა ა----ზ თ----ის თანმხლებმა პირმა შესთავაზა მ-----ა ა----–----ეს ბანკიდან აეღო სესხი და თანხა გადაეცა ა----ზისათვის, ვინაიდან ის თავს არ დაანებებდა და რომ დათვრებოდა ვინ იცის რას იზამდა. მოწმის ჩვენებით ვალის აღიარება განპირობებული იყო შიშითა და წნეხით და იმით, რომ გადაფარებული იყო ოჯახზე, სიძეზე და თავზე მეტ პასუხისმგებლობას იღებდა.

 

მოწმეთა ჩვენებებით მ-----ა ა----–----ის ცემის ფაქტს, ასევე მუქარის განხორციელების ფაქტებს ადგილი ქონდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე. მათივე ჩვენებით მ-----ა ა----–----ე წინააღმდეგი იყო მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ვინაიდან ამბობდა, რომ ვინმეს მიმართ საჩივარს ვერ დაწერდა.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით მ-----ა ა----–----ეს ნამდვილად გააჩნდა მის მიმართ დავალიანება იმ თანხის სახით, რაც ამ უკანასკნელმა გაიღო კომპანიის საქმიანობისათვის, მ-----ა ა----–----ის შეთავაზებისა და დაპირებების საფუძველზე. მოპასუხე მხარემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ითხოვდა თავისი თანხის უკან დაბრუნებას, ვინაიდან ამ თანხის მიღების მიზნით მან იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც დაეკარგა ვალის გადაუხდელობის გამო და იძულებულია იცხოვროს ქირით. მოპასუხემ კატეგორიულად უარყო ვალის აღიარების შესახებ გარიგების გაფორმების ფაქტი მუქარის, ზეწოლის, შანტაჟისა და სხვა გარემოებების ზეგავლენით და მიუთითა, რომ სადავო გარიგება ვალის აღიარების შესახებ, დაიდო ნოტარიუსის თანდასწრებით, მ-----ა ა----–----ის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე.

 

სასამართლო მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა განმარტებების ურთერთშეჯერებით შეფასების შედეგად უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა----ზ თ----ე მ-----ა ა----–----ეს სთხოვდა გარკვეულ თანხას, ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობიდან გამომდინარე, თუმცა თანხის მოთხოვნა მისი ინტენსიური და სისტემატური ხასიათის მიუხედავად არ ადასტურებს ვალის აღიარების შესახებ გარიგების იძულებით დადების ფაქტს. სასამართლო ამ გარემოების შეფასებისას ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არცერთი მოწმე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის უშუალო თვითმხილველი პირი და შესაბამისად პირდაპირი მოწმე არ არის, ამასთან, ისინი არიან მოსარჩელე ნ---ი ა----–----ისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეების ჯ---ლ ა----–----ისა და ც----ა ც--–---–--ის ახლო ნათესავები და შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით მ-----ა ა----–----ე იყო ძლიერი პიროვნება, ომის მონაწილე, ა----ზ თ----ე კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და არა კრიმინალური წარსული მქონე პიროვნება. ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ა----ზ თ----ის მხრიდან მ-----ა ა----–----ის მიმართ ადგილი ქონდა იძულებას, რომელსაც თავისი ხასიათით შეეძლო გავლენა მოახდინა მ-----ა ა----–----ის ნების ფორმირებაზე.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უფლებამოსილ პირს მ-----ა ა----–----ეს გარიგების გაფორმების შემდეგ მისი ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. გარიგება დამოწმებულია სანოტარო ფორმით, რა დროსაც მხარეებმა ნოტარიუსის წინაშე დაადასტურეს, რომ გაცნობილი არიან მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტის შინაარსს და მათთვის ცნობილია მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ---ი ა----–----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოსკონსტიტუციის 42-ემუხლი; საქართველოსსამოქალაქოკოდექსის 50-ე, 85-ე - 87-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელს სასამართლო იხილავს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში და უფლებამოსილი არ არის შეცვალოს ან გააფართოოს ის. სასამართლო, ასევე, შეზღუდულია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო გარიგება - ვალის აღიარების შესახებ გაფორმდა მოსარჩელე ნ---ი ა----–----ის შვილს მ-----ა ა----–----ესა და ა----ზ თ----ეს შორის. ხელშეკრულების მიხედვით მ-----ა ა----–----ემ ა----ზ თ----ის მიმართ აღიარა დავალიანების 40 000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება გარკვეულ ვადაში მისი დაფარვის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს გარიგების (ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების) ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ გარიგება დაიდო მოპასუხე ა----ზ თ----ის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 85-89-ე მუხლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. (1-ლი ნაწ.) იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.(მე-2 ნაწ.). ამავე კოდექსის 87-ე მუხლის მიხედვით კი იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ იძულებით დადებული გარიგება წარმოადგენს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებას, რა დროსაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. მაიძულებელი პირი არამართლზომიერი მოქმედებით უზრუნველყოფს მეორე მხარის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას. ამასთან, იძულებით დადებული გარიგება წარმოადგენს საცილო და არა ავტომატურად ბათილ გარიგებას. ხოლო შეცილების უფლება სკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას გარიგების დადებაში და რომელიც უშუალოდ აიძულეს, დაედო გარიგება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარიგების უშუალო მონაწილე პირს - მ-----ა ა----–----ეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება საცილოდ არ გაუხდია. სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის ის გარემოებაც, რომ მ-----ა ა----–----ის მხრიდან გარიგება დაიდო იძულების იმგვარი ფორმით, რომ მას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა მ-----ა ა----–----ის ნებაზე, შეექმნა განცდა, რომ მის პიროვნებას, ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს რეალური საფრთხე ემუქრებოდათ. (იხ. გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტი). მითითებული გარემოებები კი გამორიცხავს მოსარჩელე ნ---ი ა----–----ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და სოციალური შემწეობის მიმღები პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველიც.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ემუხლებითდა

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ---ი ა----–----ის სარჩელი, მოპასუხე ა----ზ თ----ის მიმართ, იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი