გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002569946
N2-818-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე ნ------------შვილი
მოპასუხე ვ----------------ა
დავის საგანი ალიმენტის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ----------------ას გადახდეს ალიმენტი 2007 წლის 1 მარტს დაბადებული თ---------------ს და და 2016 წლის 25 დეკემბერს დაბადებული გ-----------------ს სარჩოდ, თვეში თითოეულ ბავშვისათვის 150 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო თითოეული ბავშვისათვის 50 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მხარეები 2007 წლის 1 მარტს დაბადებული თ---------------ს და 2016 წლის 25 დეკემბერს დაბადებული გ-----------------ს მშობლები არიან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---------------ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.15);
- გ-----------------ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და შვილები მოსარჩელესთან იმყოფებიან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხეს აქვს შემოსავალი 340 ლარი თვეში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ვ----------------ას ხელფასის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 85 ლარი თითოეული ბავშვისათვის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი შვილები მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ, ნ------------შვილის მშობლების სახლში, მათ ასაკს, მოსარჩელეს არასტაბილური შემოსავალი აქვს;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 85 ლარი თითოეული ბავშვისათვის;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ, სარჩელი ცნო ალიმენტის, 100 ლარის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში და სახელმწიფო ბაჟიც შესაბამისი ოდენობით უნდა გადახდეს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ------------შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ვ----------------ას გადახდეს ალიმენტი ნ------------შვილის სასარგებლოდ, - 2007 წლის 01 მარტს დაბადებული თ---------------ს და 2016 წლის 28 დეკემბერს დაბადებული გ-----------------ს სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით - 2018 წლის 31 ივლისიდან;
2. ვ----------------ას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 12 (თორმეტი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი