გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2018
საქმის ნომერი
140310018002539858
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002539858, 140310018002540126

საქმე № 3/172-18, 3/173-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა--------------–ი

 

მოპასუხეები: თ----- მ--------–---–ი, ნ--- ა-–-----–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საარსებო შემწეობის სახით თ----- მ--------–---–ზე გაცემული თანხის - 30 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.2. საარსებო შემწეობის სახით ნ--- ა-–-----–---–ზე გაცემული თანხის - 100 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.1. სარჩელის თანახმად, თ----- მ--------–---–ის (პირ. № 5----------) ოჯახი შედგება 6 წევრისაგან, საარსებო შემწეობას იღებდა 3 არასრულწლოვან წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრის - კ---- ლ--–-–---–ის (პირ. N 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის ნოემბრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

1.2. სარჩელის თანახმად, ნ--- ა-–-----–---–ის (პირ. № 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას 2 წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრის - ქ------- კ------–---–ის (პირ. № 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის ნოემბრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ; შესაბამისად, მათი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ----- მ--------–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 10-10 ლარის ოდენობით სულ (30 ლარი) მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 86770-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე თ----- მ--------–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3. თ----- მ--------–---–ს ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.4. მოპასუხეს 2017 წლის ნოემბერში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 30 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.5. ნ--- ა-–-----–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით; მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 42410-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.6. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ნ--- ა-–-----–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.7. ნ--- ა-–-----–---–ის ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.8. მოპასუხეს 2017 წლის ნოემბერში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 100 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხეეებმა მიიღეს ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მათი ოჯახის წევრები უკვე იღებდნენ ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, ეცნობებინათ სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტების თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია საარსებო შემწეობა განისაზღვრება საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, თ----- მ--------–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 2 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 10-10 ლარის ოდენობით სულ 30 (ოცდათი) ლარი; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 86770.

 

იმავე ,,წესის” მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, საარსებო შემწეობა განისაზღვრება განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, ნ--- ა-–-----–---–ს დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე 50-50 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 42410-ს, და საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 100 ლარით.

 

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;

 

დადგენილია, რომ მოპასუხეთა ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი, და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მათ არაფერი უცნობებიათ.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და თ----- მ--------–---–მა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 30 ლარი, ხოლო ნ--- ა-–-----–---–მა - 100 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი თ----- მ--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

თ----- მ--------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის ნოემბერში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

1.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ--- ა-–-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

ნ--- ა-–-----–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის ნოემბერში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი