განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ემ---------------------–----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ----------------------–---ვა (დაბადებული - 19---–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ს-------- ბა-----------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------------------------7-ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - გია-----------------------------მაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
სხდომის სახე ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2--- წლის 2--------დან 2-09 წლის 1-----------–--დე პერიოდში ი------–-ის კ-------- კ-------–----ა მუშაობდა საქართველოს ი------–-ის სამინისტროს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #-------------–-- რ-–--ის გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. 2--- წლის 2------------რს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძ---–-------–--ის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ი, რომელსაც 2--- წლის 2------------რს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახელბეულ იქნა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- საპყრობილეში. ბრალდებულ დ----- რ-----–---–ის სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კ--------ზე შესახლების შემდგომ, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- რ-–--ის გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელმა და მ---------–---- კო-------- ო---–---მა კ-------–----ამ, გადაწყვიტა დ----- რ-----–---–ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით. 2--- წლის 2--------------დან 2-09 წლის 1----------დე პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ----- რ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ-------–----ა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- უსაფრთხოების გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელ ლ-–-------ესა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ გ-–----ის #-------------–-- სხვა თანამშრომლებთან ერთად, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კო-------- C- ფლიგელში მდებარე აბაზანაში შევიდა, სადაც დ----- რ-----–---–სა და მის თანასაკნელებს შხაპის მიღების შემდეგ გასახდელში დარჩენა უბრძანა. კ-------–----ამ აბაზანის გასახდელში მყოფ დ----- რ-----–---–ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისაგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. “---–--- ძლიერად ჩაარტყა ცხვირში. დარტყმის ძალის შედეგად დ----- რ-----–---–ი წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ-------–----ა უსაფრთხოების გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელ - ლ-–-------ესთან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აგინებდა, ამცირებდა და გამეტებით ურტყამდა მას ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ----- რ-----–---–ი განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს. დ----- რ-----–---–ის საკანში დაბრუნების შემდეგ კ-------–----ამ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ----- რ-----–---–ისათვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, კ-------–----ა და ლ-–-------ე, გ-–----ის #-------------–-- გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კო-------- #----ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ----- რ-----–---–ი. კ-------–----ამ დ----- რ-----–---–ს კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კ-------–----ამ და ლ-–-------ემ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი. კ-------–----ას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ----- რ-----–---–ის უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2--- წლის 2--------დან 2-09 წლის 1-----------–--დე პერიოდში ი------–-ის კ-------- კ-------–----ა მუშაობდა საქართველოს ი------–-ის სამინისტროს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #-------------–-- რ-–--ის გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. 2--- წლის 2------------რს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძ---–-------–--ის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ი, რომელსაც 2--- წლის 2------------რს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახელბეულ იქნა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- საპყრობილეში. ბრალდებულ დ----- რ-----–---–ის სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კ--------ზე შესახლების შემდგომ, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- რ-–--ის გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელმა და მ---------–---- კო-------- ო---–---მა კ-------–----ამ, გადაწყვიტა დ----- რ-----–---–ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით. 2--- წლის 2--------------დან 2-09 წლის 1----------დე პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ----- რ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ-------–----ა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- უსაფრთხოების გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელ ლ-–-------ესა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ გ-–----ის #-------------–-- სხვა თანამშრომლებთან ერთად, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კო-------- C- ფლიგელში მდებარე აბაზანაში შევიდა, სადაც დ----- რ-----–---–სა და მის თანასაკნელებს შხაპის მიღების შემდეგ გასახდელში დარჩენა უბრძანა. კ-------–----ამ აბაზანის გასახდელში მყოფ დ----- რ-----–---–ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისაგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. “---–--- ძლიერად ჩაარტყა ცხვირში. დარტყმის ძალის შედეგად დ----- რ-----–---–ი წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ-------–----ა უსაფრთხოების გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებელ - ლ-–-------ესთან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აგინებდა, ამცირებდა და გამეტებით ურტყამდა მას ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ----- რ-----–---–ი განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს. დ----- რ-----–---–ის საკანში დაბრუნების შემდეგ კ-------–----ამ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ----- რ-----–---–ისათვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, კ-------–----ა და ლ-–-------ე, გ-–----ის #-------------–-- გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ გ-–----ის #-------------–-- მ---------–---- კო-------- #----ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ----- რ-----–---–ი. კ-------–----ამ დ----- რ-----–---–ს კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კ-------–----ამ და ლ-–-------ემ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი. კ-------–----ას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ----- რ-----–---–ის უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - კ-------–----ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია კ-------–----ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა დ----- რ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 2------------რს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძ---–-------–--ის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით და გადაიყვანეს დ------------------------------–-------ში. 2--- წლის 2------------რს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- დაწესებულებაში. შესახლების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე იმყოფებოდა კარანტინში, რის შემდეგაც გაანაწილეს მ---------–---- კო-------- C- ფლიგელის 2---ე საკანში. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო აღიარების ზეწოლის შედეგად მიღება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ის და თავის თანასაკნელები ბადრაგის თანამშრომლებმა გაიყვანეს იმავე ფლიგელში მდებარე აბაზანაში შხაპის მისაღებად. შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში გასვლისას მათ დახვდათ კ-------–----ა, ზედმეტსახელად „ც---------ა“, #- დაწესებულების იმდროინდელი დირექტორის - თ---------–--ის ნათესავი ლ-–-------ე, ზედმეტსახელად „შ---ა“ და ბადრაგის სხვა თანამშრომლები, რომელთაგან კ-------–----ა მიუახლოვდა მას, შეაგინა და ჰკითხა: „რას შვრები, კიდე არ აღიარებო?“, უარის მიღების შემდეგ, ცხვირში ჩაარტყა ხელის რადიოგადამცემი, ე.წ „რ-–--“. შემდეგ ძირს დააგდეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კ-------–----ა და იქ მყოფი სხვა თანამშრომლები თავისა და ტანის არეში გამეტებით ურტყამდნენ ფეხებს და აგინებდნენ იმდენად შეურაცხმყოფელი ფრაზებით, რომ მოწმის განმარტებით „სულში ჩააფურთხეს“. დ----- რ-----–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ მისი თანასაკნელები - ვა-------–----–--ე, ზ-----------ე და კიდევ სამი პატიმარი, რომელთა სახელები და გვარები არ ახსოვს. სწორედ მათი დახმარებით შეძლო საკანში დაბრუნება, სადაც მოგვიანებით შეაწოდეს ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი, თუმცა, სხვა სამედიცინო დახმარება მისთვის არ გაუწევიათ. მოწმის განმარტებით, მომხდარი ფაქტის შესახებ იგი აპირებდა ოჯახის წევრებისა და ადვოკატისათვის თქმას, თუმცა, რამდენიმე დღეში კ-------–----ამ იგი გაიყვანა სამორიგეოში და დაემუქრა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმე გაიგებდა თვითონაც დაისჯებოდა და მის გამო, ყველა თანასაკნელიც. აღნიშნულის შემდეგ, აბაზანის გასახდელში მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ერთ თვეში, მასთან საკანში შევიდნენ კ-------–----ა, ლ-–-, ზედმეტსახელად „შ---ა“ და ბადრაგის სხვა თანამშრომლები. კ-------–----ამ ჰკითხა, თუ რა მოიფიქრა, აღიარებდა თუ არა დანაშაულს, ხოლო უარის მიღების შემდეგ კ-------–----ამ და ლ-–-მ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, მართალია, ცხვირზე ჰქონდა უმნიშვნელო ბავშვობის ტრავმა, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ტრავმა მიღებული აქვს კ-------–----ას მიერ რადიოსადგურის ე.წ. რაციის ჩარტყმის შედეგად.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვა-------–----–--ემ განმარტა, რომ 2--- წლის 2------სს ყაჩაღობის ბრალდებით შეასახლეს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- დაწესებულებაში, სადაც იმ დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, ჰყავდათ „ჯალათები“, მათ შორის ბრალდებული კ-------–----ა, რომლებიც ახორციელებდნენ პატიმრებზე ზეწოლას, ღირსების შელახვასა და ყველანაირი უფლების შეზღუდვას. ერთადერთი უფლება რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ არანაირი უფლება არ ჰქონდათ. იგი მოთავსებული იყო სხვადასხვა საკანში და ბოლოს იგი გადაიყვანეს C----------ის 2---ე საკანში, სადაც განთავსებული იყო 4-5 პატიმარი, რომელთაგან ახსოვს მხოლოდ ზ-----------ის სახელი და გვარი. 2--- წლის დაახლოებით ნ--------- თვეში მათ საკანში შეასახლეს დ----- რ-----–---–ი, რომელიც იყო მხოლოდ თანასაკნელი და მასთან სხვა ურთიერთობა არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შეესწრო კ-------–----ას მიერ დ----- რ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, კერძოდ: დ----- რ-----–---–ის მათ საკანში შესახლებიდან მცირე დროში, ერთ-ერთი შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში ყოფნისას, მათთან შევიდა კ-------–----ა, ზედმეტსახელად „ც---------ა“, რომელსაც მთელ ციხეში ყველა პატიმარი იცნობდა როგორც ნომერ პირველ ჯალათს და პატიმრების დამსჯელ თანამშრომელს, ასევე, #- დაწესებულების იმდროინდელი დირექტორის თ---------–--ის ნათესავი - ლ-–-, ზედმეტსახელად „შ---ა“ და რამდენიმე კონტროლიორი, რომელთა ვინაობები არ იცის. კ-------–----ამ დ----- რ-----–---–ს ჰკითხა: „შენ, ბიჭო, დანაშაულს კიდევ არ აღიარებო?“, რაზეც დ----- რ-----–---–მა უპასუხა, რომ მას დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და შესაბამისად, არჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. აღიარებაზე დ----- რ-----–---–ისგან უარის მიღების შემდეგ კ-------–----ამ მას დაუწყო ღირსების შემლახავი სიტყვებით გინება, ცხვირში ჩაარტყა მის ხელთარსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. რ-–-- და ეუბნებოდა, რომ ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. ამავდროულად, ე.წ. რაციის ცხვირში ჩარტყმის შედეგად დ----- რ-----–---–ს წამოუვიდა სისხლი და წაიქცა, რის შემდეგაც წაქცეულ დ----- რ-----–---–ს კ-------–----ა, ლ-–-, მეტსახელად „შ---ა“ და მათთან მყოფი კონტროლიორები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ ფეხებს თავისა და ტანის არეში და აგინებდნენ ღირსების შემლახველი სიტყვებით. აღნიშნულის შემდეგ ყველა მათგანი დააბრუნეს საკანში. იმის გამო, რომ დ----- რ-----–---–ს ჰქონდა ძლიერი ტკივილები, ითხოვდნენ ექიმის დახმარებას, რაზეც უარი უთხრეს, გაუგზავნეს მხოლოდ ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი და უთხრეს, რომ მათ მიეხედათ. მოწმის განმარტებით, დ----- რ-----–---–ს იმდენად ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ საწოლში ტიროდა. მოწმის განმარტებით, დ----- რ-----–---–ს სურდა აღნიშნული ინციდენტის შესახებ გენ. ინსპექციაში შეეტანა საჩივარი და ოჯახის წევრებისათვის შეეტყობინებინა, თუმცა, როგორც მისგან იცის, კ-------–----ა დაემუქრა, რომ თუ მომხდარი ფაქტის შესახებ ვინმესთვის გახდებოდა ცნობილი, ცოცხალი ვერ გავიდოდა გარეთ, ასევე, მის თანასაკნელებსაც იმავე დღეში ჩააგდებდა. საშხაპეში მომხდარი ფაქტიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მათ საკანში შევიდნენ კ-------–----ა, ლ-–-, მეტსახელად „შ---ა“ და რამდენიმე კონტორლიორი, რომელთაც აღიარებაზე უარის მიღების შემდეგ კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა დ----- რ-----–---–ს. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით მ-----დ დ----- რ-----–---–ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კვლავ აბაზანაში, თუმცა, მ----- შემთხვევაში, კ-------–----ას მონაწილეობა არ მიუღია, აღნიშნული განახორციელეს ლ-–-მ, მეტსახელად „შ---ამ“ და რამდენიმე კონტროლიორმა. მოწმის განმარტებით, დ----- რ-----–---–ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სამივე შემთხვევას შეესწრო უშუალოდ თვითონ და ყველა იმჟამინდელი თანასაკნელი, რომელთაგან ახსოვს მხოლოდ ზ-----------ე.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------ემ განმარტა, რომ იგი 2--- წლის ბოლოს და 2-09 წლის დასაწყისში ძარცვის ბრალდებით სასჯელს იხდიდა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- დაწესებულების #--- საკანში, რომელშიც მისი ჩათვლით მოთავსებული იყო 5-6 პატიმარი, მათ შორის, ვა-------–----–--ე და დ----- რ-----–---–ი, ხოლო დანარჩენი თანასაკნელების გვარები და სახელები არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, დ----- რ-----–---–ი 2---ე საკანში შეასახლეს 2--- წლის დაახლოებით ნ--------- თვეში. მისი შესახლებიდან მცირე დროში, საკანში მოთავსებული ყველა პატიმარი გაიყვანეს შხაპის მისაღებად, სადაც შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში მათთან შევიდა კ-------–----ა, თ---------–--ის ნათესავი, ვინმე ლ-–-, მეტსახელად „შ---ა“ და რამდენიმე კონტროლიორი, რომელთაგან კ-------–----ამ დ----- რ-----–---–ს ჰკითხა: „რას შვრები შენ, ბოლო-ბოლო, აღიარებ შენ საქმეს თუ არაო“. დ----- რ-----–---–ისგან უარის მიღების გამო, კ-------–----ა გაბრაზდა და დ----- რ-----–---–ს ცხვირში ჩაარტყა ე.წ. რ-–--, რის შედეგადაც დ----- რ-----–---–ს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და წაიქცა. წაქცეულ დ----- რ-----–---–ს კ-------–----ამ და იქ მყოფმა ციხის სხვა თანამშრომლებმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ფეხები ურტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილას და ღირსების შემლახველი სიტყვებით აგინეს, თუმცა, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა კ-------–----ა. შემდეგ ისინი - თანასაკნელები, მათ შორის დ----- რ-----–---–ი თანასაკნელების დახმარებით (ვინაიდან ძლიერად იყო ნაცემი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო) დააბრუნეს საკანში და მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა, შეაწოდეს მხოლოდ ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო სხვა სამედიცინო დახმარება მისთვის არ გაუწევიათ. მოწმის განმარტებით დ----- რ-----–---–ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით არც მას და არც სხვა თანასაკნელს არავისთვის მოუყოლიათ, ვინაიდან ჯერ ერთი, რ-–--იდან გამომდინარე, საშუალება არ ჰქონდათ, და მეორეც, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში დ----- რ-----–---–ი კ-------–----ამ გაიყვანა სამორიგეოში და დაემუქრა, რომ მომხდარი ფაქტის გაჟღერების შემთხვევაში, როგორც მას, ასევე მის თანასაკნელებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ, პირველი ინციდენტიდან დაახლოებით ორ კვირაში, მათთან საკანში შევიდნენ კ-------–----ა, ლ-–-, მეტსახელად „შ---ა“ და ციხის რამდენიმე სხვა თანამშრომელი. მოცემულ შემთხვევაშიც, კ-------–----ა დ----- რ-----–---–ისგან მოითხოვდა ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღაირებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ, კვლავ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დ----- რ-----–---–ს. მოწმის განმარტებით, გარდა აღნიშნული ორი ფაქტისა, იგი შეესწრო აგრეთვე დ----- რ-----–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების მ----- ფაქტს, რომელიც განხორციელდა თ---------–--ის ნათესავის ლ-–-ს, მეტსახელად „შ---ას“ და ციხის სხვა თანამშრომლების მხრიდან. მოწმის განმარტებით, მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, კ-------–----ას მხრიდან გარდა დ----- რ-----–---–ის ზემოაღნიშნული ძალადობის ორი ფაქტისა, იგი არაერთხელ შესწრებია კ-------–----ას მხრიდან სხვა პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს, მათ შორის კ-------–----ას მხრიდან მის მიმართაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს. მოწმის განმარტებით, წარმოდგენილი ბრალდებული არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნაზე უარის მიღების გამო, მისი და მისი თანასაკნელების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ბ---------------–---მ განმარტა, რომ 2----2--- წლებში მუშაობდა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #- დაწესებულებაში რ-–--ის განყოფილების კონტროლიორის თანამდებობაზე. მისი განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა მასობრივ ცემასა და წამებას, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს მიდგომით. მოწმის განმარტებით, 2--- წლის ბოლოს და 2-09 წლის დასაწყისში კ-------–----ა იყო სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #- დაწესებულების მ---------–---- კ--------ის რ-–--ის განყოფილების ი------------ და იმავდროულად კ--------ის ო---–---ი. იგი ზედამხედველობდა კო-------- ყველა ო---–---ს და კონტროლიორს, ასევე კავშირი ჰქონდა ადმინისტრ-–--სთან. მოწმის განმარტებით, მისი თანდასწრებით და მონაწილეობით კ-------–----ას არაერთხელ განუხორციელებია პატიმართა უკანონო დასჯა, რაც გამოიხატებოდა პატიმართა ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში. მოწმის განმარტებით, მას ხშირად უწევდა მორიგეობა დაწესებულების სამორიგეოში, სადაც თითქმის ყველა პატიმართან ჰქონდა შემხებლობა. პატიმრები მასთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული სადამსჯელო ქმედებებით გამოირჩეოდა მ---------–---- კ--------ი. ასევე აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული კო-------- ო---–---ი კ-------–----ა იყო აგრესიული და სასტიკი. მას ერჩია, რომ აღნიშნულ კ--------ში არ მოხვედრილიყო, ვინაიდან უწევდა არასასიამოვნო დავალებების შესრულება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი დაზიანებებს მიიღებდა დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, ექიმი აღნიშნულ დაზიანებებს ცნობაში არ ასახავდა, ვინაიდან იგი თანამშრომელთა მხრიდან იყო მიყენებული და იმას აწერინებდნენ, რაც თავად ადმინისტრ-–--ს აწყობდა. ასევე ყოფილა შემთხვევები, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ექიმამდეც კი არ მიდიოდა. ამასთან, პატიმრები მედიკამენტს იღებდნენ უშუალოდ ექიმის ან ექთნისგან.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა: რ-------------------------------------------–---------–---–-----------------–---–--------–---------------------------------------–----------------–-----–---–-- განმარტეს, რომ 2-0------ წლებში მუშაობდნენ სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- დაწესებულების სამართლებრივი რ-–--ის გ---------–----------------------------ის თანამდებობაზე და 2--- წლის ბოლოს და 2-09 წლის დასაწყისში განაწილებულნი იყვნენ მ----- ს----–---- კ--------ის C----–----–ში. ისინი მუშაობდნენ ყოველ მეორე დღეს 24 საათიანი გრაფიკით და მათ მოვალეობებში შედიოდა დაწესებულების შინაგანაწესის დაცვა, პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი გაყვანა ე.წ. პრაგულკებზე, პაემნებზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, პატიმრებისათვის ექიმის მომსახურებით უზრუნველყოფა და სხვა. მათი განმარტებით მ---------–---- კო-------- უ-------ი, ე.წ. „კ--------ნოი“ იყო კ-------–----ა, რომელთანაც კომუნიკაციას ამყარებდნენ რადიოსადგურის, ე.წ. რაციისა და შიდა ტელეფონის საშუალებით. მასთან ჰქონდათ ნორმალური, თანამშრომლური ურთიერთობა. ამასთან იმის გამო, რომ უამრავ პატიმართან უწევდათ შეხება, პატიმარ დ----- რ-----–---–ს ვერ იხსენებენ. მათი განმარტებით, ისინი უშუალოდ არ შესწრებიან კ-------–----ას მხრიდან რომელიმე პატიმრის მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა, პატიმრებისგან სმენიათ, რომ კ-------–----ა მათ მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობითა და სისასტიკით, რის გამოც პატიმრებს მისი ეშინოდათ და ერიდებოდათ.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ------------------------------–-------ის დაკავეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ოქმი შედგენილ იქნა 2--- წლის 2------------რს 22:2- საათზე, გ-----------ის, გ--------------–---–ის, ნ-----------ის და დ. რ-----–---–ის მონაწილეობით. აღნიშნული ოქმის მიხედვით, დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება.
4.7. აღნიშნული ოქმის მართებულობა საქმის არსებით სხდომაზე დაადასტურა მოწმე გი----------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ 2--- წლის ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის #- დ------------------------------–-------ში პასუხისმგებელ მორიგედ. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა დაკავებული პირების იზოლატორში შესახლებისას სარეგისტრაციო ჟურნალში გატარება, დაკავებულის გარეგნული დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა, დაკავებულის საკანში მოთავსება, ხოლო შემდეგ ასევე დაკავებულის ადვოკატთან და გამომძიებელთან შეხვედრის ორგანიზება. მოწმის განმარტებით, გარეგნული დათვალიერების ოქმს ადგენდა ექიმის და მორიგე პოლიციელის მონაწილეობით, ხოლო მათი ყოფნის შემთხვევაში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით. მოწმის განმარტებით, დაკავებულ დ----- რ-----–---–ის გარეგნული დათვალიერების ოქმი შედგენილია მის მიერ ექიმ ნა----–------------ის და ინსპექტორ გო---------------–---–ის მონაწილეობით. მოწმემ დაადასტურა აღნიშნული ოქმის ჩანაწერი, რომლის თანახმად, დ----- რ-----–---–ს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა და განმარტა, რომ გარეგნული დათვალიერების დროს ხდებოდა დაკავებულის სხეულის თითეული ნაწილის დეტალური შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში. მოწმის განმარტებით, მისი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაკავებულს ძველი დაზიანება ჰქონოდა და ოქმში არ აესახა, შესაბამისად, გამორიცხავს დ----- რ-----–---–ს დაკავებისას რაიმე ძველი დაზიანება ჰქონოდა და აღნიშნული ოქმში არ აესახა.
4.8. საქმის არსებით სხდომაზე გარეგნული დათვალიერების ოქმის მართებულობა დაადასტურეს აგრეთვე, დ----- რ-----–---–ის გარეგნულ დათვალიერებაში მონაწილე ექიმმა ნა----–------------ემ და მორიგე პოლიციელმა გო---------------–---–მა, რომელთაც აღნიშნეს, რომ დ------------------------------–-------ში შესახლებისას დ----- რ-----–---–ს რაიმე ხილული დაზიანება, მათ შორის, ძველი დაზიანება არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქმში აუცილებლად იქნებოდა მითითებული.
4.9. საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ იქნა აგრეთვე 2--- წლის 2--------------თ დათარიღებული სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად ს.ს.დ.-ის #- საპყრობილეში შესახლებულ დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ს გარეგანი დათვალიერებით: „ტრავმული დაზიანება არ ვლინდება“. აღნიშნულ სამედიცინო ცნობას ხელს აწერს მორიგე ექიმი ვ.ხარებაძე.
4.10. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-----------------ემ განმარტა, რომ 2--- წლის ბოლოს და 2-09 წლის დასაწყისში მუშაობდა სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #- მ--------------–-----------------------------–---- ნაწილის უ-------ის თანამდებობაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ამბულატორიულ პირობებში პატიმრებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, მათი შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო პერსონალზე კონტროლი და სხვა ორგანიზაციული საკითხები. მოწმეს წარედგინა 2--- წლის 2--------------თ დათარიღებული სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც, დ----- რ-----–---–ს გარეგანი დათვალიერებით სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #- დაწესებულებაში შესახლების დროს ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. მან დაადასტურა აღნიშნული ცნობის ნამდვილობა და განმარტა, რომ აღნიშნული გარეგანი დათვალიერების დოკუმენტით დასტურდება, რომ დ----- რ-----–---–ს #- დაწესებულებაში შესახლების დროს ხილული ტრავმული დაზიანებები - ნაწიბურები, სისხლნაჟღენთები და სხვა არ აღენიშნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ცნობაში აუცილებლად მიუთითებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მას არ ჰქონია შემთხვევა, დაწესებულების თანამშრომლის მოთხოვნით, ექიმის კონსულტაციის გარეშე, პატიმრისათვის მედიკამენტი, ბინტი ან ბამბა დაწესებულების თანამშრომლის მეშვეობით საკანში მიეწოდებინა, თუმცა, აღნიშნულს არც გამორიცხავს, ვინაიდან მედიკამენტები ინახებოდა ექთნების ოთახში და არ გამორიცხავს მედიკამენტის ექიმის კონსულტაციის გარეშე ექთნის ან თანამშრომლის მიერ საკანში პატიმრისათვის შეწოდების ფაქტს. მისი განმარტებით, 2-10 წლამდე დაწესებულებაში არ არსებობდა სამედიცინო ბარათები, აწარმოებდნენ მხოლოდ მედიკამენტების ანგარიშს, რომლის დანიშვნა და გაცემაც შემდეგ ხდებოდა სიმპტომურად, ანუ იყო მედიკამენტების მარაგი, ხდებოდა მისი სიმპტომურად დანიშვნა, თუმცა, არ ხდებოდა მისი აღრიცხვა ჟურნალში.
4.11. 2--- წლის 1-----------ის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქალაქე დ----- რ-----–---–ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის ჩანაწერებით/ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სა-----–---------–--ისა და პ------–-ის სამინისტროს #-- პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით, რომელიც მოიცავს 1--0-- 1- წ------------ წ. პერიოდს. 1-----1- წ. დადგენილი აქვს დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება, მიცემული აქვს ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია. საქართველოს სა-----–---------–--ის, პ------–-ისა და ი-----------–------------ის საკითხთა სამინისტროს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #-- მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #----ის/ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სა-----–---------–--ისა და პ------–-ის სამინისტროს #-- პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით/ მონაცემებით, დ----- რ-----–---–ი აღნიშნულ სტაციონარში მკურნალობდა 1--0--2-1- წ. ---.0--2-1- წ., სადაც გაუკეთდა ოპერ-–--: ჰემოროიდექტომია. მიეცა რეკომენდაცია: 14 დღის შემდეგ ცხვირის ძგიდის რეზექცია გეგმიური წესით. დიაგნოზი: ჰემოროიდული დაავადება მე-3ბ სტადია, ქრონიკული “C” ჰეპატიტი, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ცხვირის ძგიდის გამრუდება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემებით/ნომერი მითითებული არ არის, დათარიღებული 0-----2-1- წ. ქსეროასლი, დამოწმებული #-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით/, დ----- რ-----–---–ს ჩაუტარდა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია 3------- წ. და #-- სამკურნალო დაწესებულებაში 1--0--2-1- წ. ჩაუტარდა სიმპტომური მკურნალობა. მიეცა რეკომენდაცია: ცხვირის ძგიდის რეზექცია გეგმიური წესით. დასკვნა: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული ევსტაქიტი. დ----- რ-----–---–ს ჩაუტრადა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია 3--------- წ./ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სა-----–---------–--ისა და პ------–-ის სამინისტროს #-- პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით და დაესვა დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული ევსტაქიტი. გეგმიურად ესაჭიროება ოპერ-–--: ცხვირის ძგიდის რეზექცია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია დ----- რ-----–---–ის შპს „---------------–--- რადიოლოგიურ განყოფილებაში 1--0--2--- წ. ჩატარებული თავის ტვინის კტ. კვლევის დასკვნა: არსებული კტ. კვლევით თავის ტვინის ნივთიერებაში კეროვანი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. ვლინდება ორმხრივი ეთმოიდიტი, სფენოიდიტი, ჰაიმორიტი, მარცხენამხრივი მასტოიდიტი. ცხვირის ძგიდე შუა და ზედა მ-----დის დონეზე გამრუდებულია მარცხნივ. ცხვირის ნიჟარები ჰიპერტროფირებულია. როგორც ექსპერტიზაზე დამატებით, 1--1------ წ. წარმოდგენილი მომართვიდან ირკვევა, „დ----- რ-----–---–თან დაკავშირებით სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დადგენილებაში მითითებულ პერიოდში მისთვის ცხვირზე მიყენებულ დაზიანებებს, არ მოიპოვება“. 0--------- წ. 14:40 სთ. პირადი შემოწმების მონაცემებით, მოქალაქე დ----- რ-----–---–ს ცხვირის არეში აღენიშნებოდა ერთი შედარებით სწორნაპირებიანი, ერთი შედარებით უსწორონაპირებიანი და ერთი გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბური. შედარებით სწორნაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს რაიმე სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს, რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. შედარებით უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს რაიმე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბურის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წაშლილია ნაწიბურის მორფოლოგიური სურათი. ნაწიბურები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ატარებენ სხეულის დაზაინებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. ნაწიბურების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 1,5 წელზე მეტი დრო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქალაქე დ----- რ-----–---–ის თავის ტვინის კტ. კვლევის CD დისკის/დათარიღებული 1--0--2---./შესწავლით, არსებულ გამოსახულებებზე ძვლოვანი ტრავმული დაზიანების სარწმუნო კტ. ნიშნები არ ფიქსირდება. კომპიუტერულ ტომოგრამაზე არსებული ცხვირის ძგიდის გამრუდება არამარტო ტრავმული გენეზით შეიძლება აიხსნას. ტრავმული დაზიანების არსებობის შემთხვევაშიც კი, 2-0------ წლებთან შესაბამისობის დადგენა 2--- წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით შეუძლებელია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ცხვირის ძგიდის გამრუდების ტრავმულ წარმოშობაზე კატეგორიული მსჯელობა შეუძლებელია და შესაბამისად, მისი სასამართლო მედიკური კუთხით შეფასების საფუძველი ექსპერტიზას არ გააჩნია.
4.12. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.
4.1-- საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ--------------ვამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გ--------------------------ში გ--------------------–----–-------------- გ----------–ის თანამდებობაზე. “საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გ--------------------------ის“ დებულების თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტი აწარმოებს სამართალწარმოების მიმდინარეობისას სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიებას, მათ შორის, ცემის, წამების, არაადანიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და სხვა იძულების ფაქტებზე. აღნიშნულ დეპარტამენტში პენიტენციური დაწესებულებებიდან არაერთი განცხადება იყო შეტანილი 2--- წლამდე პატიმართა მიმართ განხორციელებული ცემის, წამების, არაადანიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და იძულების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო დ----- რ-----–---–ის განცხადება, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში გაესაუბრა პროკურორი და სწორედ აღნიშნული გასაუბრების ოქმის საფუძველზე, 2-1- წლის 3--------------ს დაიწყო გამოძიება სა-----–---------–--ის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ დ----- რ-----–---–ის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა არა წამების, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ჩადენის ფაქტს და პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შეიცვალა კვალიფიკაცია. მოცემულ საქმეზე უშუალოდ მის მიერ იქნა ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა ერთი მოწმის გამოკითხვისა, კერძოდ: გამოკითხა დ----- რ-----–---–ი, რომელიც შემდგომში დაზარალებულად იქნა ცნობილი, ასევე მისი თანასაკნელები და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ძირითადად პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე დ----- რ-----–---–ის თანასაკნელების შესახებ ინფორმაცია, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომლების - შ------------–-ას და ზ------------–-–--ლის მონაწილეობით მისსავე საცხოვრებელ მისამართზე დააკავა კ----------------------–---ვა და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.14. ბრალდებულმა კ-------–----ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
4.1-. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2-1- წლის 3-------–ს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, შპს „ვ--------ის“ მიერ გაცემული გ-----ის, სამედიცინო ექსპერტის დასკვნა #0-------, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით (ექსპერტის დასკვნა #0--------) დ----- რ-----–---–ს შპს „ნ--------------–ში“ 1--0---- წ. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა ცხვირის ძგიდის გამრუდება. აღნიშნული შესაძლოა განპირობებულიყო როგორც გადატანილი ტრავმით, ასევე პათოლოგიით. ამდენად, ძგიდის გამრუდების ეტიოპათოგენეზზე რაიმე ცალსახა დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. თუკი ცხვირის ძგიდის გამრუდება ტრავმული წარმოშობისაა, ასეთ შემთხვევაში დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა, ანუ შეესაბამება თუ არა აღნიშნული 2-0------ წწ დროის პერიოდს, არსებული მონაცემებით ექსპერტიზას არ შეუძლია. ცხვირის პროექციაზე გარეგნულად (კანზე) ექსპერტ ე-- ჩ---–--–---–ის მიერ შესამოწმებელი პირის უშუალო შემოწმებისას 0------- წ. დაფიქსირდა სამი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური (ცხვირის მარცხენა გვერდითი მიდამოს სწორნაპირებიანი ნაწიბური, ზომით 0,9X0,1 სმ., იქვე მიმდებარე ლოკაციით გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბური, ზომით 0,2X0,1 სმ. ცხვირის ზურგის მიდამო ცენტრალურად და მარცნივ ირიბად, მოთეთრო ფერის, შედარებით უსწორო ნაპირებიანი ნაწიბური, ზომით 1X0,1 სმ). აღნიშნული ნაწიბურების ხანდაზმულობის განსაზღვრა არსებული მონაცემებით ამჟამად შეუძლებელია. დ----- რ-----–---–ის ცხვირზე არსებული დაზიანება წარმოადგენს ჭრილობების შეხორცების შემდგომ ნაწიბურებს. ჭრილობა თავისი მორფოლოგიური მახასიათებლით წარმოადგენს დაზიანებას, რა დროსაც დარღვეულია კანის მთლიანობა და ამდენად დაზიანება ხილვადი-შესამჩნევი იქნებოდა გარშემო მყოფთათვის ტრავმის მიღებიდან დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ცხვირის ძგიდის ტრავმული გამრუდების შემთხვევაში ტრავმის კლინიკური გამოვლინების ნიშნები რბილი ქსოვილების შეშუპების და სხვა მოვლენების სახით ხილვადი-შესამჩნევი იქნებოდა გარშემო მყოფთათვის ტრავმის მიღებიდან ასევე დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ცხვირზე არსებული დაზიანება - ჭრილობა და თუ კი ძგიდის გამრუდება იყო ტრავმული გენეზის, ასეთ შემთხვევაში დ----- რ-----–---–ს დასჭირდებოდა სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ - ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია და ზოგადი (ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.) და ადგილობრივი (ჭრილობის დამუსავება და სხვა ) ხასიათის კონსერვატული თერაპია.
4.1-- სამედიცინო ექსპერტიზის #0------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ა-–---------- გ-----ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.
4.17. სა-----–---------–--ის დეპარტამენტის N- საპყრობილის დირექტორის N-----– ბრძანების ამონაწერის თანახმად, კ-------–----ა დაინიშნა საქართველოს ი------–-ის სამინისტროს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის N- საპყრობილის რ-–--ის გ---------–----------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 2--- წლის 2--------დან, ხოლო მისი გათავისუფლება მოხდა 2----–-–--------------ს N-----– ბრძანებით.
4.1-- საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2-05) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.2-. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2-16) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2-13; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2-16; Baka v. Hungary [GC], no. 2-261/12 §143, ECHR 23/06/2-16; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2-16).
4.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.22. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-10 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2-10, პუნქტი 32).
4.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური წყობილებისა და საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, შედეგში, რაც გამოიხატება ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევაში და მიზეზობრივ კავშირში მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის იმ ქმედებასა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია, იგი შეიძლება იყოს მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, ძალადობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას - ძალადობაში იგულისხმება დაზარალებულის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური იძულება, ხოლო დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფაში, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ისეთი მოქმედება, რომელიც ამცირებს პირის ღირსებას უწესო ფორმით, ანუ ისეთი ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ თანაცხოვრების წესს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
5.7. სასამართლო ბრალდებულ კ-------–----ას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ კ-------–----ა საქართველოს ი------–-ის სამინისტროს სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #-------------–-- ბრძანებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. მან გადაამეტა რა თავის უფლებამოსილებას, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის #- დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრისგან - დ----- რ-----–---–ისგან ძალადობით - ფიზიკური შეურაცხყოფით და პირადი ღირსების შეურაცხყოფით - მოითხოვდა მისგან ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღიარებას, რითაც შელახა კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და კანონით უზრუნველყოფილი ძირეული უფლებები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე კ-------–----ას მხრიდან გამოიხატა აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, ძალადობით და პირადი ღირსების შეურაცხყოფით დ----- რ-----–---–ისგან ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნაში, რამაც შედეგად გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - დ----- რ-----–---–ის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. კ-------–----ამ ფაქტობრივი ძალაუფლება და ავტორიტეტი გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად. კ-------–----ას მიერ ჩადენილი დანაშაული დაკავშირებულია მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. აქვე საგულისხმოა ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების სისტემური ხასიათი, კერძოდ, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული იყო სა-----–---------–--ის დეპარტამენტის არაერთი წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მავნე ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ინტერესებზე, ვინაიდან მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაკნინებულ იქნა კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს რეპუტაცია, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, კ-------–----ას ქმედებებს მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.
5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა 2--- წლის ბოლოს და 2-09 წლის დასაწყისში კ-------–----ას მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, კერძოდ, მისი განმარტებით დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, გ-–----ის #- დაწესებულების აბაზანის გასახდელში, ბრალად წარდგენილი დანაშაულის აღიარების მიზნით, ამავე დაწესებულების მ---------–---- კო-------- ო---–---მა კ-------–----ამ დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ცხვირში ჩაარტყა ე.წ. რ-–--, შემდეგ კი წაქცეულს თავისა და ტანის არეში ურტყეს ფეხები და ისეთი სიტყვებით აგინეს, რომ „სულში ჩააფურთხეს“. აბაზანის გასახდელში მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ერთ თვეში, მასთან საკანში შევიდა კ-------–----ა დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად და აღიარებაზე უარის მიღების შემდეგ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულის ჩვენება და ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურეს მოწმეებმა - ვა-------–----–--ემ და ზ-----------ემ, რომლებიც არიან დაზარალებულის თანასაკნელები და კ-------–----ას მხრიდან დ----- რ-----–---–ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების უშუალო თვითმხილველნი. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
5.9. ამასთან, მართალია, მოწმეები - ბ---------------–---, რ---------------, დ-----------ა, ზ------–---------–---–-, ხ------------–---–-, გ---–----------------ე, გ------------------–ი და ვ--------–-----–---–ი არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირები, თუმცა, პატიმრებისგან სმენიათ/გაუგიათ, რომ კ-------–----ა მათ მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობითა და სისასტიკით, რის გამოც პატიმრებს მისი ეშინოდათ და ერიდებოდნენ; მოწმე ბ---------------–---მ ასევე აღნიშნა, რომ იგი, მართალია, არ შესწრებია კ-------–----ას მიერ დ----- რ-----–---–ის ცემის ფაქტს, თუმცა, იგი შესწრებია კ-------–----ას მხრიდან სხვა პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. ასევე, მოწმე დ-----------ამ განმარტა, რომ გ-–----ის #- დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა მისი ნათესავი, რომლისგანაც იცის, რომ კ-------–----ა მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დ----- რ-----–---–ის მიერ აღწერილი და თვითმხილველ მოწმეთა - ვა-------–----–--ის და ზ-----------ის ჩვენებებით დადასტურებული ქმედებების ჩადენა, იმ პერიოდში, კ-------–----ას მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
5.10. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე დ----- რ-----–---–ს ცხვირის არეში აღენიშნებოდა ერთი შედარებით სწორნაპირებიანი, ერთი შედარებით უსწორონაპირებიანი და ერთი გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბური, რომელთაგან შედარებით უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს რაიმე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ექსპერტის განმარტებით შეიძლება ყოფილიყო ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. რ-–--. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნაწიბურების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.
5.11. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დ----- რ-----–---–ის ცხვირზე არსებული დაზიანებების მიყენების დროსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია დ------------------------------–-------ის პასუხისმგებელი მორიგეს მიერ ექიმისა და მორიგე ი------------ს მონაწილეობით შედგენილი დაკავეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, დათარიღებული 2--- წლის 2-------------ის 22:2- საათით, რომლის თანახმადაც, დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა. მნიშვნელოვანია, ასევე, 2--- წლის 2--------------თ დათარიღებული სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად, ს.ს.დ.-ის #- საპყრობილეში შესახლებისას დ----- დ--–-----ის ძე რ-----–---–ს გარეგანი დათვალიერებით: „ტრავმული დაზიანება არ ვლინდება“. ამდენად, სა-----–---------–--ის დეპარტამენტის გ-–----ის #- დაწესებულებაში შესახლებამდე დ----- რ-----–---–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები არ ჰქონია და იგი მიიღო სწორედ დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების მიერ აღწერილ ვითარებაში.
5.12. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.1-- სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, კ-------–----ას უდანაშაულობისა და მოწმეთა ჩვენებების არათანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მცირედი ცდომილება ჩვენებებში შესაძლოა, გამოწვეული იყოს დროის ფაქტორით, ან/და თავისუფლებაშეზღუდული პირების ფსიქიკის ზოგადი აღქმით. ამასთან, თავად დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც კი, სრულ თანხვედრაშია ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ დ----- რ-----–---–ს თავის დროზე არ ჩაუტარდა/გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოწვეული იყო სწორედ სა-----–---------–--ის დაწესებულებაში არსებული იმდროინდელი მდგომარეობით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დ----- რ-----–---–ის მიმართ ასეთი დახმარება საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული დადასტურებული იქნა მოწმე ბ---------------–---ს ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმ შემთხვევებში, თუ პატიმარი დაზიანებებს მიიღებდა დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, ექიმი სამედიცინო ცნობაში იმას არ ასახავდა, რაც ადმინისტრ-–--ს არ აწყობდა ანდა ასეთი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიდიოდა ექიმამდე, როგორც ეს მოხდა მოცემულ შემთხვევაში.
5.14. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ-------–----ამ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. კ-------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის კომპენსირება.
7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7.7. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომელთა ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სავალდებულო ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
7.8. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია დ----- რ-----–---–ის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7.9. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ კ-------–----ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში. კერძოდ, კ-------–----ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
7.10. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2--- წლის 2-----------ის #-0----- ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ვინაიდან, ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად კი, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2--- წლის 2------------ამდე ჩაიდინა. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად კი, ”ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-1- მუხლების მოქმედება”, ხოლო ამავე კანონის მე-1- მუხლის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება .... როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, რის გამოც კ-------–----ას მიმართ თავისუფლების აღკვეთისა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით, 2--- წლის 2-----------ის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-------–----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2--- წლის 2-----------ის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, კ-------–----ას მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. კ-------–----ას ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს 03 (სამი) წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, რაც 2--- წლის 2-----------ის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
3. მსჯავრდებულ კ-------–----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ კ-------–----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 2----------იდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე