გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.09.2018
საქმის ნომერი
110210018002571905
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
29.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1102100-8002571905

N 2/746-20-8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.09.20-8 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე ი--- ქ----ე,წარმომადგენელი თ---------- ფ-----ე,მოპასუხე ზ------ პ-------ე,მ-----ა კ------ე,წარმომადგენელი მ----ა ბ---------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ------ პ-------ესა და მ-----ა კ------ისათვის სოლიდარულად ბ-------- პ-------ის რჩენა აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის პოზიცია

20-3 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ზ------ პ-------ესთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ბ-------- პ-------ე დაბადებული 2--- წლის 0- დ---------. ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე დატოვა ზ------ პ-------ის ოჯახი და შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში.

მისი მეუღლის ოჯახს აქვს საოჯახო ბიზნესი, ეწევიან სამრეწველო საქონლით ვაჭრობას ზესტაფონის ბაზარში. აღნიშნული საოჯახო ბიზნესის წარმოებაში ჩადებულია ასევე მისი მშობლების კუთვნილი თანხა 3000 ლარი. ბიზნესიდან მიღებულ მთელ შემოსავალს, რაც თვეში შეადგენს 4500-5000 ლარს, მოიხმარს მისი ქმრის ოჯახი და შვილს არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევენ. მოითხოვს მამას ზ------ პ-------ეს და ბებიას მ-----ა კ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ალიმენტი თვეში 250 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე ზ------ პ-------ემ, შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ასევე სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა მ----ა ბ---------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის ოჯახს რაიმე ბიზნესი არ გააჩნია, მოპასუხე ზ------ პ-------ე არ მუშაობს, არა აქვს რაიმე მატერიალური შემოსავალი, ალიმენტს იხდის ასევე ორი შვილის სასარგებლოდ პირველი ქორწინებიდან. თანახმაა ბ-------- პ-------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარის ოდენობით.

 

2.2. მოპასუხე მ-----ა კ------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა მ----ა ბ---------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის მცირეწლოვანი ბ-------- პ-------ის ბებია და მას არ ეკუთვნის შვილიშვილისათვის ალიმენტის გადახდა, ვინაიდან შვილი უნდა არჩინოს მშობელმა და ალიმენტიც მან უნდა გადაიხადოს. ამასთან მოპასუხის ოჯახს რაიმე საოჯახო ბიზნესი არ გააჩნია. ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი წარმოადგენს არა მოპასუხის ოჯახის საკუთრებას, არამედ მისი გათხოვილი ქალიშვილის საკუთრებას, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს. მოპასუხე საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ეხმარება მას, როგორც მშობელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი--- ქ----ე და მოპასუხე ზ------ პ-------ე 20-3 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ბ-------- პ-------ე დაბადებული 2--- წლის 0- დ---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

--ბ-------- პ-------ის დაბადების მოწმობა;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მოსარჩელე და მოპასუხე დაშორდნენ ერთმანეთს და მოსარჩელე ი--- ქ----ე შვილთან ბ-------- პ-------ესთან ერთად დროებით ცხოვრობს თავისი მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ზ------ პ-------ე შვილს ბ-------- პ-------ეს მატერიალურად არ ეხმარება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მ-----ა კ------ეს და ზ------ პ-------ეს აქვთ საოჯახო ბიზნესი - ეწევიან სამრეწველო საქონლით ვაჭრობას ბაზრის ტერიტორიაზე. ამ საოჯახო ბიზნესში არის ჩადებული მოსარჩელის მიერ თავისი მშობლებისათვის გამორთმეული თანხა 3000 ლარი, რომლის მიტანაც მას აიძულეს მოპასუხეებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე ზ------ პ-------ე სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, არა აქვს ავტომანქანა და პირველი ქორწინებიდან ორი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს 100 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე ი--- ქ----ე არის შპს ,,ლ.გ.“-ს 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან 23.08.20-8;

- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20-2 წლის 16 მარტის განჩინება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არასრულწლოვანი ბ-------- პ-------ის სასარგებლოდ ზ------ პ-------ეს უნდა დაეკისროს გადასახდელად ალიმენტი 120(ასოცი) ლარი. ხოლო სარჩელი მ-----ე კ------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1225-ე, 1234-ე მუხლები.

გაერთიანებული ერების ორგანი---ციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან);

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გაერთიანებული ერების ორგანი---ციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

.

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

6.2. აღნიშნულ პრინციპებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულებები თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. თავისი შინაარსით, ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ, ასევე, თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში, სარჩო, ბავშვის სასარგებლოდ, მშობლებს ეკისრებათ - სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

დადგენილია და სადაო არ არის, რომ ი--- ქ----ე და ზ------ პ-------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0- დ--------- შეეძინათ შვილი ბ-------- პ-------ე. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახად. არასრულწლოვანი ბ-------- პ-------ე ცხოვრობს დედასთან ი--- ქ----ესთან ერთად. მოსარჩელე ი--- ქ----ეს და ზ------ პ-------ეს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა შვილების არასრულწლოვანი შვილის მიმართ და ვალდებულნი არიან არჩინონ იგი.

 

6.3. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლებები მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე მათი რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

 

6.4. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს საარსებო მინიმუმის შესახებ.

 

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 20-8 წლის მონაცემებით საარსებო მინიმუმი საშუალოდ 174 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ნახევარი არის ის მინიმუმი რაც უნდა გაიღოს თუნდაც უმუშევარმა მშობელმა შვილის რჩენისათვის.

 

6.5. სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ არასრულწლოვანი ბ-------- პ-------ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან ი--- ქ----ესთან, რომელიც დასაქმებულია, არის შპს ,,ლ.გ.“-ს 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი. მოპასუხე ზ------ პ-------ეს რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდება, იხდის ალიმენტს ორი შვილის სასარგებლოდ პირველი ქორწინებიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მან უარი თქვას შვილის რჩენაზე და სასამართლომ არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი შესაბამისი ოდენობით. მართალია მოპასუხეს არ გააჩნია ოფიციალური სამსახური, მაგრამ გარემოებები იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ იგი შესაძლებელია დასაქმებული იყოს სხვა საქმიანობით, ან ჰქონდეს შემოსავლის სხვა წყარო. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებით დაედასტურებინა, რომ ზ------ პ-------ეს აქვს საოჯახო ბიზნესი ან რა შემოსავალი აქვს მისგან. ამდენად სასამართლოს არ მიაჩნია მი---ნშეწონილად მისთვის ალიმენტის სახით 250 ლარის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე ზ------ პ-------ის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 120 ლარით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბებიას ალიმენტი იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს თუკი უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისაგან არ შეუძლია და ბებიას გააჩნია საკმაო სახსრები. არ შეიძლება ბებიას ალიმენტი დაეკისროს თუ მშობლები, ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია, ან თუნდაც შრომისუუნარონი არიან, მაგრამ გააჩნიათ საკმაო სახსრები შვილის სარჩენად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მ-----ე კ------ე არის არასრულწლოვან ბ-------- პ-------ის ბებია. ბ-------- პ-------ის მშობლები ი--- ქ----ე და ზ------ პ-------ე შრომისუნარიანები არიან და ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოპასუხე მ-----ე კ------ეს აქვს ოჯახური ბიზნესი და აქვს შემოსავალი. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს მოპასუხე მ-----ე კ------ის საალიმენტო ვალდებულებას შვილიშვილის ბ-------- პ-------ის მიმართ და ამ ნაწილში სარჩელში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ზ------ პ-------ის მიერ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან 20-8 წლის 0- აგვისტოდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე ი--- ქ----ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ'" ქვეპუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე ზ------ პ-------ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ანუ 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე-41-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე,-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ი--- ქ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე ზ------ პ-------ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს ი--- ქ----ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის – 2--- წლის 0- დ--------- დაბადებული ბ-------- პ-------ის (პ/ნ 1----------) რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად 120(ას ოცი) ლარის, ოდენობით მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

1.2. ალიმენტის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 20-8 წლის 0- აგვისტოდან.

2. სარჩელი მოპასუხე მ-----ე კ------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ზ------ პ-------ეს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200-22900, სახაზინო კოდი - 300-93150;

2.1 მოსარჩელე ი--- ქ----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე