განაჩენი

სისხლის სამართლის 29.09.2018
საქმის ნომერი
080100118002344172
დავის ტიპი
19 - 109 2 ბ
თარიღი
29.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1---18 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 აგვისტო 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლემ თეიმურაზ დგვარელმა

ნათია გავაშელაშვილის სხდომის მდივნობით,პროკურორ _ გი------ ხა----ს

ბრალდებულის _ მუ------- გე------ს

ადვოკატის - პა--–- კა------ს

თარჯიმან - ლ---- ნი–-------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სისხლის სამართლის საქმე _ ბრალდებულ მუ------- თუ-----ს ძე გე------ს (დაბადებულის 2--------- წელს, პირადი N1----------, ნასამართლობის არ მქონე, თურქეთის მოქალაქე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, ჟ-–--------- მე----- შესახვევი N--) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალის ფორმა:

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცელობა დამნაშვისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვანის

მუ------- გ------ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არარსრულწლოვან 2--- წლის 1------------ დაბადებულ მეუღლესთან ნ------ ო-----სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, კუ------ს ქუჩა N4--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მუ------- გ------მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული კონფლიქტის გამო, მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის სხულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში ჩარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა არასრუწლოვან მეუღლეს - ნ------ ო-----ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა მუ------- გ------მა თავი დამნაშავედ არ სცნო და სასამართლოს უჩვენა: რომ ის ნ------ ო-----სთან ერთად არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2016 წლიდან, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, თუმცა ნ------ს ოჯახს არ მოსწონდა მუ-------ს ოჯახი. ისინი ნებაყოფლობით შეუღლდნენ და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 09 თებერვალს მუ------- გე------ მამამისთან და ნ------ს მამასთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, ბათუმიდან დაურეკა დედას დ ჰკითხა თუ სად იყო ნ------, რაზეც დედამ უპასუხა, რომ ის დედამისმა წაიყვანა, მუ------- ჩამოვიდა თუ არა ბათუმიდან პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, სადაც სიდედრმა უთხრა რომ ნ------ სხვისთვის უნდა მიეთხოვებინა, მუ-------მ მოითხოვა მეუღლესთან დალაპარაკება, შევიდნენ ოთახში, სადაც ნ------მ უთხრა მუ-------ს რომ სხვა კაცს უნდა გაყვეს და სახლში ვერ დაბრუნდება, რადგან მისმა მშობლებმა უკვე 15 ათასი დოლარი აიღეს იმ კაცისგან ვისაც ის უნდა გაატანონ ცოლად. თუმცა ნ------ს არ უნდოდა სხვა კაცზე გათხოვება, რადგან მას მუ------- უყვარდა. მოწმის განმარტებით ის არასოდეს არ ატარებდა ცივ იარაღს და არასოდეს არ ჰქონია შეხება პოლიციასთან. მუ------- გე------ს განმარტებით როდესაც ის ოთახში ნ------სთან ერთად საუბრობდა განერვიულდა და გაარტყა ხელი სახეში მეუღლეს, მას ხელი მოხვდა ცხვირში, ცხვირზე ეკეთა საყურე და წამოუვიდა სისხლი, მან დასახმარებლად დაუძახა ოჯახის წევრებს, მუ-------ს შეეშინდა მისთვის რამე არ დაეშავებინათ, გამოვიდა სახლიდან და ტაქსით წავიდა. გზიდან დაურეკა მამამისს, და წავიდა კაზინოში განტვირთვისთვის, შემდგომში აიყვანა პოლიციამ და გადაიყვანეს განყოფილებაში, მას თარჯიმნის მოსვლამდე ჰკითხეს თუ სად ჰქონდა დანა, მოწმის განმარტებით მას ქართული ესმის ნაწილობრივ, შემდგომ თარჯიმანიც მოიყვანეს. მისი განმარტებით მას ნ------სთვის დანა არ დაურტყამს და ასე რომ მომხდარიყო ის კაზინოში არ დაჯდებოდა და დაუყოვნებლივ გადავიდოდა თურქეთში. მუ-------მ ნ------ს დაჭრის შესახებ გაიგო თარჯიმნისგან. მუ------- გე------ განმარტავს რომ მის მეუღლეს დედასთან ჰქონდა უთანხმოება და დედა ცემდა კიდეც ნ------ს, მოწმის განმარტებით მისი სიდედრო ს----- გიუ-–---ი დღეის მდგომარეობით იმყოფება ციხეში, ნარკოტიკული დანაშაულისათვის. მუ------- გ------ს სურს მის მეუღლესთან შერიგება ნ------საც უნდა მუ-------სთან მოსვლა მაგრამ დედის ეშინია. ნ------ ო----- 15 წლის იყო როდესაც მუ------- გე------ს მეუღლე გახდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მუ------- გე------ს ჩვენებას, რადგან მისი განმარტებები მომხდარი ფაქტის შესახებ არ არის დამაჯერებელი, მოკლებულია სიმართლეს და სწორად არ ასახავს მოვლენათა რეალურ სურათს და ვერ ადასტურებს იმ გარემოებათა რეალობას, რომელიც მას თავის ჩვენებაში არგუმენტებად მოჰყავს და იშველიებს.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის ნ------ს ო-----ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, დასტურდება, რომ მას მისი მეუღლე მუ------- გე------ ხშირად სცემდა და მიუხედავად იმისა, რომ იყო ავად არ აძლევდა წამლის ფულს, არ აძლევდა მკურნალობის საშუალებას და აგრძელებდა მის ცემას, ასევე ემუქრებოდა მოკვლით და ეუბნებოდა, რომ თუ იგი სახლში წავიდოდა მოკლავდა. ყოველივე ამის გამო 2018 წლის 07 თებერვალს იგი თავისთან წაიყვანა მისმა დედამ, რადგანაც თვითონ მარტო, დედის გარეშე ვერ ბედავდა მშობლების სახლში დაბრუნებას. სახლში დაბრუნების შემდეგ 2018 წლის 09 თებერვალს მას სახლში მიაკითხა მუ------- გ------მა, რომელმაც უთხრა, რომ გაყოლოდა მისი რძლის ოთახში სალაპარაკოდ, რომელიც უკანა გასასვლელს ესაზღვრება, მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ იგი გაჰყვა მუ-------ს, რომელმაც უთხრა, რომ წაყოლოდა სახლში, უარის შემთხვევაში ადგილზე მოკლავდა. დაზარალებული შეყოყმანდა, მაგრამ რადგანაც იცოდა, რომ თუ წაჰყვებოდა მუ-------ს ის მუდმივად ცემის ქვეშ ეყოლებოდა, ამიტომ უარი უთხრა. მისგან უარის შემდეგ მუ------- გ------მა, შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო ზომის დასაკეცი დანა, მოიქნია იგი და ჩაარტყა მარჯვენა მხარეს, იგი წაიქცა და დაეცა იატაკზე, მუ------- მას ზემოდან მოექცა, პირზე ძლიერად მიაბჯინა და დააფარა ხელი, ხოლო დანა რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მკერდში. იგი ფართხალებდა და ცდილობდა მოქნეული დანის აცილებას, მუ------- მას გამიზნულად ურტყამდა დანას მკერდის მიმართულებით და თუ დანა სხვა ადგილასაც მოხვდა, ეს გამოწვეული იყო მისი თავდაცვის გამო. ამის შემდეგ მუ------- სახლის უკანა კარიდან გაიქცა და დანაც თან წაიღო.

 

მოწმე ს---–---- ო-----ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, დასტურდება რომ ნ------ ო----- არის მისი შვილიშვილი, ისინი ცხოვრობენ ქ. ქუთაისში კუ------ს ქ. N4--ში, აღნიშნული შემთხვევის დროს ისინი, მისი ოჯახი, გარდა მისი შვილის ე----- ო-----სა იმყოფებოდნენ სახლში, როდესაც დაახლოებით 21:00 საათზე მათთან მივიდა მუ------- გე------, ოჯახის წევრები ამ დროს ვახშმობდნენ და მუ------- სუფრასთან მიიწვიეს, მაგრამ მუ------- იყო არეული, ანერვიულებული, რომელმაც ვახშმის დამთავრების შემდეგ ნ------ს მოთხოვა, რომ ცალკე გაჰყოლოდა სასაუბროდ, თავიდან ნ------ უარზე იყო და არ სურდა მუ-------სთან საუბარი, მით უმეტეს მასთან მარტო დარჩენა, მაგრამ მუ-------მ მას არაერთხელ, დაჟინებით გაუმეორა და ნ------ იძულებული გახდა დამორჩილებოდა მის მოთხოვნას. მუ------- და ნ------ გავიდნენ მისი შვილიშვილის ე----- მეუღლის ნ----- გე------ს ოთახში, სადაც დაახლოებით ხუთი წუთი დაჰყვეს. ხუთი წუთის შემდეგ ნ------ გასისხლიანებული გამოლასლასდა მათთან მისაღებ ოთახში, იგი მკერდზე და სხეულზე იჭერდა ხელს, თუმცა სისხლი ძლიერი ნაკადით ასხამდა. მისი დანახვისას შიშისგან ადგილზე გაშეშდა, ნ------მ მას სთხოვა, რომ მიშველებოდა რადგან მუ-------მ მას მკერდში დანა ჩაარტყა, იგი იქვე მის წინ ჩაიკეცა. თვითონ შეეცადა, რომ როგორმე სისხლდენა შეეჩრებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ნ------ მაშინვე მათსავე ავტომანქანით გადაიყვანეს იქვე მდებარე საავადმყოფოში. მისი აზრით მუ------- გ------ს თავიდანვე ჰქონდა განზრახული ნ------ს მოკვლა, ვინაიდან მას დანა დამალული ჰქონდა, ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ ნ------მ მას უთხრა, რომ მუ-------მ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო დანა და მისი საშუალებით მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მუ-------ს მიერ მათი სახლ----ნ ან მათ სახლში აღებული დანა ან სხვა სახის მსგავსი ცივი იარაღი მუ-------ს მიერ გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგანაც სამზარეულოში არსებული დანა არის ადგილზე, შესაბამისად მუ------- მათთან მივიდა დანით, რომელიც დამალული ჰქონდა. ნ------ შემთხვევიდან რამდენიმე დღის წინ სახლში დააბრუნა მისმა რძალმა ს----- გუ-–----ა, ვინაიდან თვითონ ნ------ დამოუკიდებლად მუ-------ს სახლიდან წამოსვლას ვერ ბედავდა შიშის გამო, რადგანაც მუ------- სახლიდან წამოსვლის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.

 

მოწმე ს----- გ---–----ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ იგი საქართველოში ბოლოს ათი თვის წინ ჩამოვიდა და იმყოფება ქ. ქუთაისში, სადაც ცხოვრობს ოთხ შვილთან ერთად. ნ------ ო----- მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ქალიშვილია, ხოლო მისი მეუღლეა ასევე არასრულწლოვანი მუ------- გე------, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ გაიპარნენ და დაქორწინდნენ, თუმცა იგი წინააღმდეგი იყო და ქალიშვილი სახლში დააბრუნა, მაგრამ მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა მისი ქალიშვილი ნ------ ო----- მაინც გაჰყვა მუ-------ს ცოლად რომლებიც ასევე გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად და ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში. როგორც მისთვის ცნობილია მის ქალიშვილს კონფლიქტი ჰქონდა ქმართან და დედამთილთან. დედამთილი ლანძღავდა მის ქალიშვილს, უყვებოდა მუ-------ს, რომელიც შემდგომ სცემდა მის ქალიშვილს ნ------ ო-----ს. სამი დღის წინ ის იმყოფებოდა თავის ქალიშვილთან, რომელიც დახვდა ავად, სიცხიანი. ის წამოიყვანა თავისთან სახლში, რა დროსაც შეამჩნია, რომ სახეზე და ხელებზე ჰქონდა სილურჯეები, რაზედაც ნ------ ო-----მ უთხრა, რომ იგი მუ-------მ ცემა. აღნიშნულის გამო ქალიშვილი თავისთან დაიტოვა და მუ-------ს ოჯახში აღარ გაუშვა. 2018 წლის 09 თებერვალს, იგი იმყოფებოდა სახლში დედამთილთან, რძალთან, ვაჟიშვილ ე-----თან, მცირეწლოვან მ-------თან, ე-----თან და ქალიშვილ ნ------სთან ერთად. დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მათთან სახლში მივიდა მათი სიძე მუ------- გე------, რომელმაც შემოსვლისთანავე როგორც წესი გაიძრო ფეხსაცმელები და ისე შევიდა მათთან. მას ეცვა მუქი ფერის მაისური და ეხურა კეპიანი ქუდი, ის ვახშამზე მიიწვიეს, მაგრამ იუარა და თქვა, რომ მას სალაპარაკო ჰქონდა ნ------სთან და ხუთი წუთით დაელაპარაკებოდა. ნ------მ განუცხადა რომ მასთან შერიგებას არ აპირებდა და მასთან სალაპარაკოც არაფერი ჰქონდა, მაგრამ მუ------- მაინც არ მოეშვა და მისი ქალიშვილიც გაჰყვა მისი რძლის ოთახში სასაუბროდ, ხოლო დანარჩენები დარჩნენ ჩვეულებრივად მისაღებ ოთახში, უყურებდნენ ტელევიზორს და ეთამაშებოდნენ ბავშვებს. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა ნ------ ო----- და მისუსტებული ხმით თქვა: „დედა მუ-------მ დამჭრა, მას ჩემი მოკვლა უნდოდაო“ ამის თქმა იყო და ნ------ წაიქცა და დაეცა იატაკზე, თვითონ შვილთანაც არ მისულა, პირდაპირ გაიქცა გარეთ ეზოსკენ, რადგან მიხვდა, რომ მუ------- სახლში აღარ გაჩერდებოდა, როდესაც ქუჩაში გავარდა მან დაინახა, რომ მისგან 15 მეტრში მუ------- გარბოდა, ჩაჯდა ტაქსში და წავიდა საავადმყოფოს მიმართულებით. მუ------- ისე გაიქცა მათი სახლიდან ფეხსაცმელებიც არ წაუღია, რომელიც კეპთან ერთად მათ სახლში დარჩა, მასთან ერთად მუ-------ს გამოეკიდა მისი შვილი ე----ც, რომელიც 16 წლისაა, მაგრამ ისიც ვერ დაეწია. როდესაც უკან დაბრუნდა მისი ქალიშვილი ისევ იატაკზე იწვა, როდესაც ხელზე მოკიდა ხელი უთხრა, რომ ხელშიც იყო დაჭრილი, მას სისხლი სდიოდა გულ-მკერდის და გვერდის არეში. უშუალოდ მუ-------ს ხელში დანა არ დაუნახავს და არც მისი შვილის დაჭრის ფაქტს შესწრებია, მუ-------მ იცოდა, რომ ნ------ არასრულწლოვანი იყო, სწორედ ამის გამო თხოვდა რომ არ წაეყვანა ცოლად არასრულწლოვანი. რაც შეეხება დანას, იგი მუ-------ს თან უნდა მოეტანა, რადგანაც მათი სახლის დანა წაღებული ან გადაადგილებული არ ყოფილა. მას თავიდანვე ჰქონდა ნ------ს მოკვლის განზრახვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მუ------- და ნ------ გავიდნენ ცალკე ოთახში სალაპარაკოდ, მას რაიმე კამათის ან ყვირილის ხმა არ გაუგონია.

 

არასრულწლოვანი მოწმის ნ----- გე------ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ იგი ამჟამად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, კუ------ს N4--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან ე---- ო-----სთან, მეუღლის დედა ს----- გუ-–---თან, მეუღლის მამა ე----- ო-----სთან, ასევე მეუღლის მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად. მისი მეუღლის და ნ------ ო----- დაქორწინებული იყო მის ნათესავზე, მუ------- გ------ზე, რომელიც ასევე თურქეთის მოქალაქეა და ისინი დაქორწინდნენ თურქეთში. მისთვის ცნობილი იყო რომ მუ------- გ------სა და ნ------ ო-----ს შორის იყო გარკვეული უსიამოვნებები, თუმცა ცდილობდა, რომ მათ ურთიერთობებში არ ჩარეულიყო. სამი დღის წინ მისი მეუღლის დედა ს----- გ---–---- იმყოფებოდა მუ-------სთან და ნ------სთან სახლში, სადაც ნახა, რომ ნ------ იყო ავად, სიცხიანი, რის გამოც ის წამოიყვანა სახლში, მისი წამოყვანის მიზეზი იყო ის, რომ მას მუ------- ეპყრობოდა უხეშად, სახლში მოყვანისას ნ------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სილურჯეების სახით, რაზედაც ნ------მ თქვა, რომ მას მუ------- სცემდა. 2018 წლის 09 თებერვალს მთელი ოჯახი იმყოფებოდა სახლში, როდესაც საღამოს 21:00 საათზე მათთან სტუმრად მივიდა მუ------- გე------, მან მოსვლისას თურქული ტრადიციის მიხედვით ფეხზე გაიძრო და დატოვა ფეხსაცმელები. ისინი ამ დროს ვახშმობდნენ, მაგრამ მუ------- სუფრასთან არ დაჯდა და ნ------ს უთხრა, რომ გასულიყვნენ ცალკე სასაუბროდ, რაზედაც ნ------მ უარი განუცხადა, მაგრამ შემდეგ მუ-------მ შეძლო მისი დაყოლიება და ისინი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, თურქული ტრადიციების მიხედვით ისინი მეუღლეების საუბარში არ ჩაერივნენ რადგანაც მათი თანდასწრებით რაიმე უხეშობას ადგილი არ ჰქონია, ისინი სასაუბროდ გავიდნენ მის ოთახში, საიდანაც დაახლოებით ხუთ წუთში ნ------ გამოვიდა მისაღებ ოთახში, მას ხელი ჰქონდა მკერდზე მიჭერილი და მისუსტებული ხმით თქვა, რომ მუ-------მ დაჭრა, როგორც კი ეს თქვა იქვე ჩაიკეცა და დაეცა იატაკზე, მაშინვე მუ-------ს დაედევნა მისი მეუღლე, მაგრამ დაწევა ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მუ-------სათვის ხელში დანა არ შეუმჩნევია, სავარაუდოდ მას ის ტანსაცმელში ქონდა დამალული. რა თქმა უნდა მუ-------სათვის ცნობილია, რომ ნ------ არის არასრულწლოვანი, ვინაიდან ისინი დაქორწინებულნი არიან და მისთვის მისი ასაკი ცნობილია. ნ------ ამბობდა, რომ მას მუ------- სისტემატურად სცემდა და იმიტომ ეშინოდა სახლში წამოსვლა, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდა.

 

მოწმე ბ--------– გ------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ბრალდებული მუ------- გე------ არის მისი შვილი, ის არის და იყო ძალიან ზრდილობიანი და დამჯერე. საქართველოში ისინი ჩამოსულნი არიან ოჯახით და აქვთ საკუთარი მცირე ბიზნესი. ბ--------– გ------ს ჰყავს 6 შვილი, მათგან ყველაზე უფროსია მუ------- გე------. რაც შეეხება ნ------ ო-----ს, მოწმის განმარტებით ის არის მისი რძალი, მუ------- გე------ს მეუღლე, ისინი დაქორწინებული არიან დაახლოებით წელიწად ნახევარია, მუ-------ს და ნ------ს ძალიან უყვართ ერთმანეთი და აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, მუ-------ს არასდროს უძალადია მის მეუღლეზე. 2018 წლის 09 თებერვალს ის იმყოფებოდა სახლში, ხოლო მუ------- ნ------ს მამასთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, ნ------ დედამისის სახლში იმყოფებოდა, ნ------ს არ უნდოდა დედამისთან წასვლა, მაგრამ დედამ ძალით წაიყვანა. მოწმის განმარტებით ნ------ს დედას მისი გაყიდვა უნდოდა 15 ათას დოლარად და სწორედ ამიტომ ჰქონდათ მათ უთანხმოება, ნ------ს დედას უნდოდა დაეშორებინა ნ------ და მუ-------, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ. მუ------- როდესაც ჩამოვიდა ბათუმიდან, იკითხა ნ------ს ადგილსამყოფელი და დაუყოვნებლივ წავიდა მის წამოსაყვანად. მოწმის განმარტებით მუ------- გე------ არასოდეს არ ატარებდა თან დანას. მუ-------მ მას განუმარტა რომ როდესაც ნ------ს წამოსაყვანად მივიდა იქ იჩხუბა, რადგან ნ------მ უთხრა, რომ მას დედამისი ფულის სანაცვლოდ სხვა კაცზე ათხოვებდა. მოწმე გამორიცხავს იმას, რომ მუ-------ს შეეძლო ნ------ დაეჭრა, რადგან მას ის ძალიან უყვარს. ნ------ დღემდე რეკავს და კითხულობს მუ-------ს ამბებს, ჩამოსვლაც უნდა, მაგრამ დედამისის ეშინია.

 

მოწმე თუ----- გ------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი დაახლოებით 10 წელია ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად, მოწმის განმარტებით ბრალდებული მუ------- გე------ არის მისი შვილი და ის დაქორწინებულია ნ------ ო-----ზე, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, გადაუხადეს ქორწილი და ჩამოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად, ისინი ცხოვრობდნენ ერთად. თუ----- გე------ს განმარტებით მის შვილს მუ-------ს სიდედრი ყოველთვის ამცირებდა და ეუბნებოდა რომ ნ------ს წაართმევდა და სხვაზე გაათხოვებდა 15 ათასის სანაცვლოდ, ნ------ც იგივეს ეუბნებოდა მუ-------ს, ისიც მუდვმივად ამცირებდა, ამის გამო მუ------- ძალიან ნერვიულობდა და ერთი თვე საჭმელსაც არ ჭამდა. 2018 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა საქმეზე ბათუმში, ნ------ დედამისმა წაიყვანა სახლ----ნ, რომელსაც მუ-------მ მიაკითხა, რა დროსაც სიდედრმა მუ------- ისევ დაამცირა. როცა ბათუმიდან დაბრუნდა მას მუ-------მ დაურეკა, იგი ნასვამი იყო და ვერ გაიგო რა უთხრა, შემდეგ ტელეფონი გაუთიშა, სამი სხვადასხვა ნომრიდან დაურეკა, უთხრა რომ მამა ნასვამი ვარ, ვიჩხუბე და არ ვიცი რა გავაკეთეო.

სასამართლო სხდომაზე, მოწმემ დააზუსტა თავისი ჩვენება და განმარტა, რომ 9 თებერვალს მას მობილურზე დაუკავშირდა მისი შვილი მუ------- გე------ და უთხრა, რომ მას უთანხმოება მოუვიდა მისი მეუღლის დედასთან, რადგანაც ნ------ ო-----ს დედას მუ-------სთვის უთქვამს, რომ ნ------ უკვე გაყიდული ჰყავდა 15 ათას დოლარად და სხვას უნდა წაეყვანა, რის გამოც მუ-------ს ნ------სთან მოსვლია კონფლიქტი და შელაპარაკება, რა დროსაც მუ-------ს დანა დაურტყამს მისი ყოფილი მეუღლისათვის და დაუჭრია იგი. მოწმემ დააზუსტა აღნიშნული ჩვენება და განმარტა, რომ მას ეს ყველაფერი შეატყობინა ნ------ს დედამ, ხოლო მუ-------მ მხოლოდ ის უთხრა, რომ იყო ტაქსში ნასვამი და იჩხუბა, მას სხვა არაფერი უთქვამს.

 

მოწმე ე----- ო-----ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, დასტურდება, რომ იგი ნ------ ო-----ს მამაა, მისი შვილი 14 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 17 წლის მუ------- გ------ს, რომლის წინააღმდეგნიც იყვნენ, მაგრამ რადგანაც მათ ქალიშვილს მუ------- ძლიერ უყვარდა ისინი ამ ქორწინებას დათანხმდნენ. მისი ქალიშვილი, რომელიც ქ. ქუთაისში სხვა მისამართზე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ავადმყოფობის გამო იგი სახლში წამოიყვანა მისმა მეუღლემ ანუ ნ------ს დედამ, რადგანაც ავადმყოფ ნ------ს მისი სიძე და სიძის ოჯახის წევრები არ უვლიდნენ და არ მკურნალობდნენ. 2018 წლის 09 თებერვალს ის იმყოფებოდა ქ. ბათუმში, როდესაც დაახლოებით 23:00 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლე ს----- გ---–---- და უთხრა, რომ მასთან სახლში მისულმა სიძემ მუ------- გ------მა დანით დაჭრა მათი ქალიშვილი ნ------ ო-----, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, როდესაც ქუთაისში ჩამოვიდა ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ საღამოს საათებში მათთან სტუმრად მისულა მუ------- გე------, ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ დანარჩენი ოჯახის წევრები: მისი მეუღლე, ქალიშვილი ნ------ ო-----, დედა ს---–---- ო-----, მისი ვაჟი ე---- ო----- და მისი მეუღლე ნ----- გე------, ასევე მისი მცირეწლოვანი შვიდი წლის შვილი, გოგონა ემინე ო----- და ექვსი წლის ვაჟი მ------- ო-----. როგორც შეიტყო მის სიძეს მუ-------ს ოჯახის წევრებთან მშვიდად უსაუბრია, შემდეგ უთხოვია ნ------ ო-----სთვის ცალკე გასულიყვნენ სასაუბროდ, როდესაც ისინი ცალკე ოთახში გავიდნენ, მისი ქალიშვილი ნ------ მალევე შემობრუნებულა და უთქვამს, რომ იგი დანით დაჭრა მუ------- გ------მა, თვითონ მუ------- კი სხვა გასასვლელით გასულა და იქაურობა დაუტოვებია.

 

მოწმე კო----------- ბა---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2005 წლიდან. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილი მის მიერ დათვალიერდა ღამის საათებში, ექსპერტებთან და თარჯიმან ეკატერინე აბულაძესთან ერთად. სახლი მდებარეობდა კუ------ს N4--ში, სახლის შესასვლელი კარი იყო მოსვრილი სისხლით, მისაღებ ოთახში მაგიდასთან იყო ბოტასები და კეპიანი ქუდი, რომელზეც დაზარალებულის მამამ მიუთითა რომ ეს ნივთები იყო მისი სიძის, მუ------- გე------ს. აღნიშნული ნივთები ამოღებულ და დალუქულ იქნა. აგრეთვე ამოღებულ იქნა ანაწმენდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2018 წლის 10 თებერვალს. მოწმე კო----------- ბა---------ს განმარტებით დაზარალებულის მამას მისთვის არ უთქვამს დაინახა თუ არა დანა რომ დაარტყა მუ------- გ------მა მის შვილს, არც ის უთქვამს დანა ეჭირა თუ არა გ------ს.

 

მოწმე ბერდია კუჭუხიძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2014 წლიდან. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დაკითხულ იქნა ბრალდებულის მამა თუ----- გე------, აგრეთვე დაკითხულ იქნა დაზარალებულის მამა ე--- ო----- და თუ----- გე------სგან ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად. მისთვის საქმესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო არასრულწლოვან ნ------ ო-----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც ჩაიდინა მისმა ყოფილმა მეუღლემ მუ------- გ------მა.

 

მოწმე დ----- კუ-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს 112-დან შევიდა შეტყობინება რომ თურქეთის მოქალაქე მუ------- გ------მა დანის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მის არასრულწლოვან მეუღლეს ნ------ ო-----ს. გამოძიება დაიწყო 111-109-ე მუხლით. გამომძიებელ დ----- კუ------ის მიერ ჩატარებულ იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მის მიერ გამოიკითხა დაზარალებულ ნ------ ო-----ს რძალი ნ----- გე------, ასევე დაზარებულის ძმა, მამა, თავად დაზარალებული ნ------ ო----- და ასევე ტაქსის მძღოლები, აგრეთვე მის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა. დაკავებულიდან აღებული იქნა ნიმუშები, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს და იძულებას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა ნ------ ო-----მ გამოძიებას განუმარტა რომ მუ------- გ------მა დაარტყა მას დანა, დღეის მდგომარეობით ნ------ ო----- იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, სამკურნალოდ.

 

მოწმე დ----- ნი–-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2016 წლის იანვრის თვიდან. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია ის, რომ 2018 წლის 9 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ქალბატონი იმყოფებოდა დაჭრილ მდგომარეობაში, რომელიც მიყვანილ იქნა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. უშუალოდ მას დაევალა დაჭრილი ქალბატონის ტანსაცმლის ამოღება საავადმყოფოდან, მის მიერ გამოკითხულ იქნა „ემერჯენსის“ მედდა, რომლიდანაც შემდგომ ამოიღო დაზარალებული ქალბატონის ტანსაცმელი. ტანსაცმელზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ისინი დაილუქა და გადატანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. ასევე დ----- ნი–-----ის მიერ დაკითხულ იქნა დაზარალებულის დედა.

 

მოწმე კო----------- ნი–------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ ის არის ტაქსის მძღოლი, დღეის მდგომარეობით ჰყავს „ოპელის“ მარკის ავტომობილი, ხოლო 2018 წლის თებერვალში ჰყავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. მოწმემ აჩვენა რომ 2018 წლის 9 თებერვალს ის იმყოფებოდა სამტრედიის ხიდთან, სავაჭრო ცენტრ „სავარძელთან“ ეგრეთწოდებულ „ბირჟაზე“ იქნებოდა დაახლოებით ღამის 11 საათი მას ავტომობილში ჩაუჯდა თურქი ეროვნების მგზავრი და სთხოვა მობილური ტელეფონი, საიდანაც დარეკა, მაგრამ კო----------- ნი–-------სთვის უცნობია თუ რაზე ისაუბრა მისმა მგზავრმა, რადგან საუბრობდა თურქულ ენაზე, მისამართიც ხელის კარნახით მიასწავლა, მიიყვანა „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწმის განმარტებით მგზავრი ცოტა ხანს იქ იდგა, შემდგომ მოვიდა უცნობი მამაკაცი და ისაუბრეს ერთმანეთში და შემდეგ სთხოვა ავტოსადგურზე გაყვანა. მგზავრი ჩამოვიდა ჭა-------ზე, გადაუხადა მძღოლს 20 ლარი და წავიდა. კო----------- ნი–------ე 2018 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით: 592190805. მოწმე კო----------- ნი–------ემ სხდომის დარბაზში მყოფ ბრალდებულზე მიუთითა, რომ ის სწორედ ის პირია, რომელიც 2018 წლის 9 თებერვალს მას ჩაუჯდა ავტომობილში.

 

მოწმე ე---------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, „ემერჯენსის“ განყოფილებაში მედდის თანამდებობაზე, მოწმის განმარტებით 2018 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში შემოიყვანეს პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობები რომელიც მიყენებული იყო ბასრი იარაღით. პაციენტი იყო თურქი ეროვნების. მას გაეწია პირველადი დახმარება, პაციენტი ამბობდა, რომ ის დაჭრა მისმა მეუღლემ.

 

მოწმე გი------ ჯ--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სახანძრო კვლევის მიმართულების მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე 7 წელია. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 09 თებერვალს შეტყობინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა საცხოვრებელი სახლის დასურათება, ობიექტების დამუშავება, კერძოდ მოახდინა მოწითალო ფერის ლაქების და ანაწმენდების ამოღება, აგრეთვე ამოიღო სპორტული სტილის ფეხსაცმელი და კეპი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ერთ-ერთ ძირითად და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების - ექსპერტების მიერ, სათანადო მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული კვლევები, რაც შემდეგ შესაბამის დასკვნაში აისახება.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N0-------- ბიოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარების გარე ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N1) და პაკეტში, წარწერით: „სახლის დერეფნის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.

 

პაკეტში, წარწერით: „სახლის საძინებელ ოთახში შესასვლელი კარების შიგა სახელურის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი და მუ------- გე------ს (ობ. N24, პაკეტი წარწერით: „მუ------- გე------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი ცალი ქუდი კეპით“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი მუ------- გე------ს (ობ. N24), ხოლო მეორე წილი (ობ. N1,2-ის) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის პროფილის ერთი წილი მუ------- გე------ს (ობ. N24) ხოლო მეორე წილი (ობ. N1,2-ის) პროფილების იდენტურია. ობ. N6-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და მუ------- გე------ს (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N6-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

 

პაკეტში, წარწერით: „მუ------- გე------სგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცრისფრო ლაქები (ობ. N7,8) სისხლს არ წარმოადგენს.

 

პაკეტში, წარწერით: „ფრჩხილის ნიმუშები.. მუ------- გე------“ მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N9,10) გენეტიკური პროფილი და მუ------- გე------ს (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

პაკეტში, წარწერით: „მუ------- გე------სგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. N11) სისხლს არ წარმოადგენს. პაკეტში მოთავსებულ მაისურზე (ობ. N18) საცვალზე (ობ. N19) აზღუდზე (ობ. N20) ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N21) მარჯვენა (ობ. N22) და მარცხენა (ობ. N23) ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ. N16,20,23)-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. (ობ. N16,20,23)-ის პროფილი და (ობ. N1,2,12,15)-ის პროფილი იდენტურია. ობ. N21,22-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

აღნიშნული სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა ექსპერტმა-ბიოლოგმა შ------- კვ-–------მ. მან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 7 წელია მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტის თანამდებობაზე. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც სეროლოგიურ და გენეტიკურ კვლევებს მოიცავდა და გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა ნომრით 002901218. აღნიშნული დასკვნით დადგინდა რომ ამოღებული ორი ცალი N1, N2 მოწითალო ფერის ლაქა არის ადამიანის სისხლი და იგი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პიროვნებას, ხოლო ამოღებული ანაწმენდი და მუ------- გე------ს ბიომასალა იდენტურია, ამოღებულ კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალა არის შერეული ტიპის ერთი წილი არის მუ------- გე------ს, ხოლო მეორე წილი ობიექტების N1, N2-ის იდენტურია. ნ------ ო-----ს შარვალზე, მაისურზე, საცვალზე, ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის N0-------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დგინდება, რომ ნ------ ო-----ს ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი და უსახელო- ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, შარვალი, აზღუდი ერთი სამხრით („ბრეტელით“), ქვედა საცვალი-ტრუსი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი-ქოში, ქსოვილის ფრაგმენტი, ერთი წყვილი სამედიცინო ხელთათმანი) მხოლოდ მაისურებზე და შარვალზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, როგორიც შესაძლებელია ყოფილიყო დანაც.

 

მუ------- გე------ს ტანსაცმელზე (ქურთუკი, სპორტული ქურთუკი, მაისური, სპორტული შარვალი, უთათებო წელწინდა, ერთი წყვილი წინდა) საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნების, მათზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ექსპერტმა თ----- შო–-----–---–მა, მან სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტ ტრასოლოგად, აქვს 20 წლის სტაჟი. მის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მის წინაშე წარდგენილ იქნა ტანსაცმელი და დასმულ იქნა შეკითხვები აღენიშნება თუ არა ტანსაცმელს რაიმე დაზიანება, რით არის ის მიყენებული და შესაძლოა თუ არა დაზიანებები მიყენებულ იქნეს დანით. მის მიერ გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ტანსაცმელი და დადგინდა რომ: ნ------ ო-----ს კუთვნილ ტანსაცმელზე, კერძოდ მოკლესახელოებიან მაისურზე, შარვალზე, აზღუდზე, საცვალზე, ერთ წყვილ ფეხსაცმელზე, ამათგან მხოლოდ მაისურზე და შარვალზე აღინიშნება დაზიანებები რომელიც მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, შესაძლოა ეს ყოფილიყო დანა. ხოლო მუ------- გე------ს ტანსაცმელზე- სპორტულ ქურთუკზე, მაისურზე, სპორტულ შარვალზე, ერთ წყვილ წინდაზე რაიმე მექანიკური სახის დაზიანება არ აღინიშნება.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აპრილის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N747/18-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N1124 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 12.02.2018)-მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------ ო-----მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.02.2018 წელს 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 10.02.2018 წლის 02:25 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობა/ფილტვის სხვა ტრავმა. ტრავმული ჰემოთორაქსი/ღვიძლის ტრავმა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2162/18-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N05/4328 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 11.02.2018)-მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------ ო-----მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.02.2018 წლის 02:50 საათზე საიდანაც გაეწერა 11.02.2018 წელს 20:25 საათზე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები, გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი მრავლობითი ჭრილობები. ორმხრივი პნევმოთორაქსი, კანქვეშა ემფიზემა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე არსებული ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

მოწმე შ----- თა------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სოსწორე და აჩვენა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. მის მიერ ჩატარებულ იქნა მოქალაქე ნ------ ო-----ს სამედიცინო ექსპერტიზა და გაცემულ იქნა დასკვნა ნომრით - 0--------, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაციები ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოდან და აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ: მოქალაქე ნ------ ო-----მ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2018 წლის 10 თებერვალს დაახლოებით 00:25 საათზე. მას ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაესვა დიაგნოზი გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე. ხოლო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მოქალაქე ნ------ ო-----მ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2018 წლის 10 თებერვალს 00:50 საათზე და გაეწერა 2018 წლის 11 თებერვალს 20:25 საათზე. მას დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ტრავმები გულმკერდისა და მუცლის მიდამოში, ასევე შემავალი მრავლობითი ჭრილობები, ჭრილობები აღინიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი იქნენ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, დაზიანების ხარისხს რაც შეეხება გულმკერდისა და მუცლის მიდამოში მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებისა მუ------- გე------ს ბრალეულობა დასტურდება აგრეთვე გამოძიების დაწების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ბრალდებას და მასში მუ------- გე------ს მონაწილეობის ფაქტს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო მომხდარ ქმედებას სათანადო შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი მკვლელობისათვის და იგი წარმოადგენს ამ სახის დანაშაულის ძირითად შემადგენლობას. განზრახი მკვლელობა გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ განზრახ, შეგნებულად მეორე ადამიანის სიცოცხლის არამართლზომიერ მოსპობას, რომლის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ პირს ნამდვილად ჰქონდა მეორე პირის მოკვლის განზრახვა. საქართველოს სსკ 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლი შეიცავს თოთხმეტ ქვეპუნქტს, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება საკმარისია მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის. სსკ 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტში განხილულია მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა. ამ მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებათა შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობის დამამძიმებელ გარემოებად შემოღება უნდა დასაბუთდეს არა იმ არგუმენტით, რომ არასრულწლოვნის სიცოცხლე მეტად ღირებული ობიექტია (ადამიანის სიცოცხლე თანაბარი ღირებულების ობიექტია) არამედ არასრულწლოვნის მიმართ მეტი შემწყნარებლობისა და მეტი მიმტევებლობის ვალდებულებების არგუმენტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, რომელიც ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, ხოლო ოჯახის წევრთა ჩამონათვალში შედის და ოჯახის წევრად ითვლება აგრეთვე მეუღლე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ხოლო რაც შეეხება დანაშაულის მცდელობას, სსკ 19-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, იმ მუხლზე მითითებით. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება მუ------- გ------ს ბრალს სდებს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. კერძოდ, მასში, რომ მან 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, კუ------ს ქუჩა N4--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული კონფლიქტის გამო, მოკვლის მიზნით ბასრი საგნის სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში ჩარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს ნ------ ო-----ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასამართლო სრულიად იზიარებს და აღნიშნავს დაზარალებულ ნ------ ო-----ს, როგორც უშუალოდ მთელი ამ კონფლიქტის მონაწილის ჩვენებას და მიაჩნია, რომ ის თანმიმდევრულად, ლოგიკურად და ზუსტად გადმოსცემს და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რაც აღნიშნული შემთხვევის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას ახლდა თან. კონკრეტულ ფაქტს დაზარალებული შემდეგნაირად აღწერს: „მუ------- გე------ მისი მეუღლეა, რომელიც მას ხშირად სცემდა და თუ კი ის სახლში წავიდოდა მოკვლითაც ემუქრებოდა. 2018 წლის 09 თებერვალს მუ-------მ მას სახლში მიაკითხა, გაიყვანა მისი რძლის ოთახში სალაპარაკოდ და მოსთხოვა სახლში წაყოლოდა, მისგან უარის შემდეგ მუ------- გ------მა შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო ზომის დასაკეცი დანა, მოიქნია და იგი ჩაარტყა გულმკერდის და მუცლის არეში მარჯვენა მხარეს, იგი წაიქცა და დაეცა იატაკზე, მუ------- მას ზემოდან მოექცა პირზე ძლიერად მიაბჯინა და დააფარა ხელი, ხოლო დანით რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მკერდში, იგი ფართხალებდა და ცდილობდა მოქნეული დანის აცილებას, მუ------- მას გამეტებით ურტყამდა დანას მკერდის მიმართულებით და თუ დანა სხვაგანაც მოხვდა ეს გამოწვეული იყო მისი თავდაცვის გამო, ამის შემდეგ მუ------- უკანა კარიდან გაიქცა და დანაც თან წაიღო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ------ ო-----მ იმდენად სრულყოფილად და დამაჯერებლად გადმოსცა და აღწერა მომხდარი ფაქტი თავის ჩვენებაში, რომ მის სისწორეში ყოველგვარი ეჭვის შეტანა სასამართლოსთვის სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია.

 

სასამართლოსთვის საინტერესო და ყურადსაღებია ასევე მოწმეების ე----- ო-----ს, ს---–---- ო-----ს, ს----- გ---–----ს და ნ----- გე------ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული. ისინი მართალია უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები არ არიან მაგრამ ზუსტად და უტყუარად გადმოსცემენ მომხდარი ფაქტის შემდგომ გაგრძელებას, ოთახიდან გამოსვლას, დაზარალებულის ფიზიკურ მდგომარეობას, მის სიტყვებს, რაც დაჭრილმა ნ------ ო-----მ ოჯახის წევრებს უთხრა. ისინი ერთნაირად, თანმიმდევრობით და ზუსტად აღწერენ როგორ შევიდნენ ცალკე ოთახში მუ------- გე------ და ნ------ ო----- სასაუბროდ, როგორ გამოვიდა ნ------ ოთახიდან ხუთი წუთის შემდეგ დაჭრილი, რომელსაც მკერდზე ჰქონდა ხელი მიფარებული და მისუსტებული ხმით ამბობდა, რომ მუ-------მ ის დანით დაჭრა, რომ მას მისი მოკვლა უნდოდა და როგორ გაიქცა იგი.

 

სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს შეაფასებს, როგორც მუ------- გე------ს ბრალეულობის დამადასტურებელ, მოვლენათა მთლიან, ლოგიკურ ჯაჭვში არსებულ ერთმანეთთან დაკავშირებულ ცალკეულ რგოლს, რომლებიც სრულყოფილად წარმოაჩენს მომხდარი კონფლიქტის ვითარებას და ბრალდებულ მუ------- გე------ს დანაშაულებრივი ქმედების ნათელ სურათს.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა.

 

განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება მუ------- გ------ს ბრალს სდებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ, რაც ბრალდებულმა არ აღიარა და განაცხადა რომ აღნიშნული დაზიანებები მას საკუთარი მეუღლისთვის არ მიუყენებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის აღნიშნულ ჩვენებას და მიაჩნია, რომ იგი მოგონილია პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, მისი განმარტებები მომხდარი ფაქტის ირგვლივ არ არის დამაჯერებელი და მოკლებულია რეალობას, რადგან არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში წარმოდგენილ მხარეთა უშუალოდ მონაწილეობაში გამოთქმულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ გარემოებებთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით „დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, იმ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად, ამასთან უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშე ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო შეეცადა დაედგინა ჰქონდა თუ არა ბრალდებულ მუ------- გ------ს ნ------ ო-----ს მოკვლის განზრახვა, რაც არა მხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით გაირკვა, არამედ სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ: შეფასდა ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდეგ.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მუ------- გ------ს ჰქონდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა, რაც ფაქტობრივად განახორციელა სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოებში გულმკერდისა და მუცლის ღრუში მრავლობითი სისხლმდენი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შემდეგ სასამართლო თვლის, რომ მუ------- გ------ს მკვლელობის განზრახვა წარმოეშვა დაზარალებულთან ურთიერთდამოკიდებულების კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითქმის ყოველდღე დაზარალებულის ცემით ან შეურაცხყოფით მთავრდებოდა, რასაც დაემატა და სიტუაცია გაამწვავა ნ------ ო-----ს სახლიდან წასვლამ და საცხოვრებლად მშობლების ოჯახში გადასვლამ.

 

ხოლო რაც შეეხება იცოდა თუ არა მუ------- გ------მა მეუღლის ნ------ ო-----ს არასრულწლოვნობის შესახებ, აღნიშნული დასტურდება როგორც თვით ბრალდებულის ასევე მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მუ------- გე------ს მიერ ჩადენილი ქმედების, როგორც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მუ------- გ------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-19-109 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით.

 

საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მესამე მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის დამნაშავეობაში.

 

ზემოხსენებული საპროცესო ნორმათა საფუძვლით სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა, წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი შემხებლობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ მუ------- გე------ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ და მისი საქართველოს სსკ 111-19-109 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით მსჯავრდებისათვის.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ მუ------- გე------ს მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის მიმართ, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულსა და ოჯახურ მდგომარეობას, პოსტდანაშაულებრივ მოქმედებებსა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხს დამდგარი შედეგისადმი.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მუ------- გ------ს 18 წელი სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს შეუსრულდა, ხოლო ჩადენილი დანაშაული მისი არასრულწლოვნების პერიოდს ეხება, შესაბამისად „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსის მიხედვით მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნების დროს დანაშულის ჩადენის ფაქტს და არა იმას, განაჩენის გამოტანის დროს ხომ არ შესრულებია მას 18 წელი. გამომდინარე აქედან მუ------- გ------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს როგორც არასრულწლოვანს, მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის შეღავათი და მისთვის სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქმეში არსებულ ინდივიდუალურ ანგარიშს.

 

ანგარიშის მიხედვით: „მიმდინარე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ბრალდებული მუ------- გე------სთვის არის პირველი. როგორც თავად აღნიშნავს, ის არის მშვიდობისმოყვარული, არ არის კონფლიქტური, ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობას გარშემომყოფებთან, უჭირს მომხდარი ქმედების მიზეზებზე საუბარი. სასამართლოს მომართვაში მითითებულია, რომ მუ------- გ------ს ბრალი ედება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ------ ო-----სთვის ბასრი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მიზნით, რვა ჭრილობის მიყენებისთვის. ბრალდებული აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებს, საუბრისას აღნიშნავს, რომ მან მეუღლეს სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა სახის არეში. გამოთქვამს სინანულს მომხდარზე. განიცდის მეუღლის მდგომარეობას. ფიქრობს, რომ ყოველგვარი მიზეზის გამო მოხდა მათი დაშორება. მიიჩნევს, რომ მომხდარში დაზარალდა თავად და მისი მეუღლე. რადგან ის უკვე ექვსი თვეა იმყოფება დაწესებულებაში, ხოლო მისმა მეუღლემ მიიღო სხეულის დაზიანება და არ იცის ვისგან. აქვს მოლოდინი, რომ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დაიბრუნებს მეუღლეს და იცხოვრებს მასთან ერთად“.

 

ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მის საუკეთესო ინტერესებს, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, მის ასაკს, ბრალეულობის ხარისხს, დანაშაულის შემდგომ ქცევას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მუ------- გ------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება მისთვის დამაფიქრებელი რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხარისხი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“, ინდივიდუალური ანგარიშით, სსსკ 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258,-260, 268,-269, 271,-274, 277-ე, 279,-280-ე, 292,-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუ------- გე------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

გაუქმდეს მუ------- გე------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.

 

მუ------- გ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 თებერვლიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები; ანაწმენდი - განადგურედეს.

 

რუხი ფერის, ვარდისფერზოლებიანი „ადიდასის ფირმის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, კეპიანი შავი ფერის ქუდი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

შავი ფერის ტყავის ელვაშესაკრავიანი კაპიშონიანი ქურთუკი, მაჯებზე და წელზე ე.წ მანჟეტებით გაწყობილი, მოთეთრო ფერის მოკლესახელოიანი უსაყელო მაისური ირგვლივ მუქი ფერის ვარსკვლავის ფორმის ფიგურებით გაწყობილი, მოშავო ფერის ნაჭრის სპორტული შარვალი და ასეთივე ფერის სპორტული ელვაშესაკრავიანი ზედაწელი გვერდებზე ჯიბეებით, ჯიბეებზე წითელი ჩანართებით, შარვლის გვერდებზე და ზედაწელის სახელოებზე სამი თეთრი ფერის ზოლებით. ზედაწელზე და შარვალზე არსებული წარწერით „adidas“, შავი ფერის წყვილი წინდა და შავი ფერის პიჟამო - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

მუ------- გე------ს ხელების ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; მუ------- გე------ს ფრჩხილების ნიმუში - განადგურდეს.

 

მოლურჯო ფერის თეთრი ჩანართებით გრძელი ნაჭრის შარვალი, ჭრელი ფერის მაისური რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის ნახევები, მოყავისფრო ფერის ქალის ზედაწელი, მოწითალო ფერის ბიუსტჰალდერი, ვარდისფერი საცვალი, შავი ფერის სახლის ფეხსაცმელი ე.წ „ჩუსტიკი“ მოთეთრო ფერის ზეწრის ნაჭერი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

თუ----- გე------ს „samsung“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და სიმბარათი, ინახება პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი