გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002465351
საქმე №2-545-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.09.2018წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - შპს ,,პი--------------.’’;
წარმომადგენელი: - და--თ ბა--------ე;
მოპასუხე: ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტი;
წარმომადგენელი: მი---ლ ში-–----ე; ლა–--------ე; და--თ გო------–--ე;
და--ს საგანი: დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება და შეთანხმების ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2016 წლის 19 თებერვალს ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,პი--------------.’’ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს 157 854.44 ლარის გაუქმება.
1.2. 2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა. პირგასამტეხლოს 157 854.44 ლარის გაუქმების გარდა, ასევე მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 24 თებერვლის №4 შეთანხმების ის ჩანაწერი, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 19 თებერვალს ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის და შპს ,,პირამიდა ფრ-ს ფილიალს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების №2- ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ,,შემსყიდველის’’ მიერ ,,მიმწოდებლისგან’’ ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2508400 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 19 თებერვალის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 30-36);
3.2.2. აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებულია ,,ანგარიშსწორებას ,,შემსყიდველი’’ განახორციელებს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №2-ის, შესაბამისად, სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში’’.
3.1. პუნქტში მითითებულია ,,მიმწოდებელმა’’ უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა №2) წარმოდგენა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად’’.
4.1. პუნქტში მითითებულია ,,შესასრულებელი სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტის (ფორმა №2) წარმოდგენის შემდეგ’’.
4.2. პუნქტში მითითებულია ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №2) წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად’’.
11.2. პუნქტში მითითებულია ,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის ,,მიმწოდებელს’’ ეკისრება პირგასამტეხლო, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ,,შემსყიდველის’’ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 19 თებერვალის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 30.31.34);
3.2.3. 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ. ოზ---------ს მერს მიმდინარე პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო სანაპირო ზოლის მიმდებარე გამწვანების ზოლის შენარჩუნების მიზნით. მოითხოვა სამუშაოების მიმდინარეობის გეგმა-გრაფიკის გადავადება, მათ მიერ წარდგენილი დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2016 წლის 16 ივნისის წერილი (იხ. ს/ფ 37);
3.2.4. 2016 წლის 16 ივნისის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, გათვალისწინებული იქნა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის ცვლილება შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ მიერ წარმოდგენილი წერილის დანართში მითითებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 16 ივნისის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ს/ფ 38);
3.2.5. 2016 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №1 ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 17 ივნისის №1 შეთანხმება (იხ. ს/ფ 40);
3.2.6. 2016 წლის 28 ივნისს შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ წარმომადგენელმა მიმართა ქ. ოზ---------ს მერს სამუშაოების შესრულების ვადის 2017 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების მოთხოვნით.
2016 წლის 29 ივნისის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 იანვრამდე და სამუშაოები წარიმართა შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ წერილის დანართით წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2016 წლის 28 ივნისის წერილი (იხ. ს/ფ 42);
- 2016 წლის 29 ივნისის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ს/ფ 43);
3.2.7. 2016 წლის 29 ივნისს მხარეთა შორის დაიდო №2 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 29 ივნისისს №2 შეთანხმება (იხ. ს/ფ 46);
3.2.8. 2016 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ.ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიას მიმდებარე პროექტის ცვლილებების განხორციელების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო სექტემბერ- ოქტომბრის თვეში ჭარბი ნალექის გამო და მოითხოვა პროექტის კორექტირება მის მიერ წარდგენილი ახალი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
2016 წლის 18 ნოემბრის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია განხორციელდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, სამუშაოები დასრულდეს კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად და სამუშაოები წარიმართოს შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ 2016 წლის 25 ოქტომბრის დანართით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილი (იხ. ს/ფ 47);
- 2016 წლის 18 იანვრის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ს/ფ 48);
3.2.9. 2016 წლის 21 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №3 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 18 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 18 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 21 ნოემბრის №3 შეთანხმება (იხ. ს/ფ 50);
3.2.10. 2017 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო №4 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, წარიმართა შემდეგი ვადების დაცვით - 2017 წლის 10 მარტიდან 2017 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამჯური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით. შუალედური ანაზღაურება განხორციელდა არა უმეტეს ნაზარდი ჯამით სახელშეკრულებო ღირებულების 80 %-ისა. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 24 თებერვლის №4 შეთანხმება (იხ. ს/ფ 51-52);
3.2.11. 2017 წლის 15 მარტს შპს ,,პი--------------. ფილიალის’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიას მიმდებარე პროექტში ცვლილებებისა განხორციელების მოთხოვნით, რაც გამოწვეული იყო კომპანიის ფინანსური პრობლემებიდან გამომდნარე და ხელს უშლიდა მას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.
2017 წლის 15 მარტის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 10 აგვისტომდე და სამუშაოები წარიმართა შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2017 წლის 15 მარტის წერილი (იხ. ს/ფ 53);
- 2017 წლის 15 მარტის ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ს/ფ 54);
3.2.12. 2017 წლის 17 მარტს მხარეთა შორის დაიდო №5 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 15 მარტის დასკვნის საფუძველზე, წარიმართა შემდეგი ვადების დაცვით - 2017 წლის 10 მარტიდან 2017 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 15 მარტის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით. შუალედური ანაზღაურება განხორციელდა არა უმეტეს ნაზარდი ჯამით სახელშეკრულებო ღირებულების 80 %-ისა. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 17 მარტის №5 შეთანხმება (იხ. ს/ფ 56-57);
3.2.13. 2017 წლის 10 აგვისტოს შპს ,,პი--------------. ფილიალმა’’ წერილობითი მოთხოვნით მიმართა ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოების 54 დღით გადადების მოთხოვნით ამინდის გაუარესების გამო და წარადგინა შესაბამისი ცნობები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან.
2017 წლის 10 აგვისტო ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 02 ნოემბრამდე, თუ შემსრულებლის მიერ წარდგენილი იქნებოდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნვლეყოფა (საბანკო გარანტია) 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. ასევე შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნა შესაბამისი შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2017 წლის 10 აგვისტოს წერილი (იხ. ს/ფ 58);
- 2017 წლის 10 აგვისტოს ქ. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ს/ფ 64);
3.2.14. 2017 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო №7 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 21 აგვისტოს №7 შეთანხმება (იხ. ს/ფ 65);
3.2.15. 2017 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო №8 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 11 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 22 ოქტომბრით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 11 ოქტომბრის №8 შეთანხმება (იხ. ს/ფ 70);
3.2.16. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს ,,პი--------------. ფილიალმა’’ წერილობით მოთხოვნით მიმართა ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოების შესრულების ვადის გადადების მოთხოვნით 2017 წლის 22 დეკემბრამდე ფუნდამენტისათვის დამატებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
2017 წლის 15 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო №9 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 28 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 22 დეკამბრამდე. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პი-------------- ფილიალის’’ 2017 წლის 22 ნოემბრის წერილი (იხ. ს/ფ 77);
- 2017 წლის 15 დეკემბრის №9 შეთანხმება (იხ. ს/ფ 78-77);
3.2.17. 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,პი--------------. ფილიალისა’’ და შპს ,,გარანტი ჯგუფს’’ შორის დაიდო GC/IB-02/01 ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ოზ---------ს სანაპიროს ქუჩაზე მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცა-- ჯებირის 2 508 400 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შერულების ინსპექტირება. ინსპექტირების ფასი შეადგენს გამოსაკვლევი სამუშაოების 1.2% - 29743 ლარის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 14 თებერვლის GC/IB-02/01 ხელშეკრულება. (იხ. ს/ფ 77);
3.2.18. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თა--ს არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 316-ე, 319-ე, 629-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თა--სუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თა--სი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თა--სუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თა--სუფლად განკარგონ თა--ანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ და--ს საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თა--სუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 19 თებერვალს ქალაქ ოზ---------ს მუნიციპალიტეტის და შპს ,,პი-------------- ფილიალს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების №2- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ,,შემსყიდველის’’ მიერ ,,მიმწოდებლისგან’’ ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მხარეთა შორის თა--ს არსით არის ნარდობის ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - სამუშაოების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
6.5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 19 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის ,,მიმწოდებელს’’ ეკისრება პირგასამტეხლო, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ,,შემსყიდველის’’ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში’’.
6.7. სასამართლო არ იზიარებს მიმწოდებლის არგუმენტაციას პირგასამტეხლოსაგან გათა--სუფლების შესახებ, ვინაიდან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.2. პუნქტი ითვალისწინებს გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).
6.8. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს. 2016 წლის 19 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებებით რამდენჯერმე გადაიწია, მაგრამ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გადაწევა არ მომხდარა, რასაც მხარეებიც ეთანხმებიან.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო მიღებულად ჩაითვლებოდა, მხოლოდ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტის შემდეგ. ,,მიმწოდებელი’’ ვალდებული იყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად. მიმწოდებელს 2016 წლის 26 დეკემბრიდან არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ წარუდგენია და არც შემოწმების აქტი არ შედგენილა. სამუშაოები არ შესრულებულა იანვარი თებერვლის თვეში. პირგასამტეხლოს დაკისრება ვერ მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რის გამოც მხარეთა შორის 2017 წლის 24 თებერვალს შედგა №4 შეთანხმება, სადაც ჩაიწერა დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა.
6.9. მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თა--სი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თა--სუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით თა--დანვე იყო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სასამართლოს შეფასებით გონივრული ოდენობაა მოცემული და--სათვის. ამასთან, პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ კრედიტორის ეკონომური ინტერესის გათვალისიწინებით არ არსებობს დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთან, მხარე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, თუ რატომ არ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულებით (19.02.2016წ. ხელშეკრულება) და მხარეთა შეთანხმებით (24.02.2017წ. შეთანხმება) არის გათვალისწინებული.
6.10. სასამართლო არ იზიარებს მიმწოდებლის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 24 თებერვლის №4 შეთანხმება ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ამდენად, გარიგება არის ნების თა--სუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ემუხლი ადგენს ზოგად სტანდარტს უცილოდ ბათილი გარიგებებისა და ამოსავალ დებულებად მიიჩნევს მის კანონთან, საზოგადოებრივ წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობრიობას. კანონსაწინააღმდეგო გარიგების შემთხვევაში, დამფუძნებელ ნორმად გვევლინება კანონის ის იმპერატიული დათქმები, რომლებიც კრძალავენ ამა თუ იმ შინაარსის შეთანხმებას, ხოლო საჯარო წესრიგისა და/ან ზნეობის საწინააღმდეგოდ გარიგების მიჩნევა შეფასების საგანს წარმოადგენს და სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, იგი სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უნდა იყოს, რაც შეეხება ამორალურ გარიგებას, ამგვარად მიიჩნევა ყველა ის გარიგება, რომელიც არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნვლეყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში კერძო ავტონომიისა და თა--სუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს’’ ეწინაარმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თა--დან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თა--სი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ №ას-15-15-2016, 01 მარტი 2016წელი).
მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი იმგვარი დასკვნის გაკეთება, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, მართლზომიერების, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის მტკიცება, რომ 2017 წლის 24 თებერვლის შეთანხმება საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგოა. მხოლოდ ზოგადი შედავებით სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები წარმოშობილად ვერ მიიჩნევია. ამასთან, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოვა აგრეთვე გარიგების მონაწილე მეორე მხარის - ინტერესის განხორციელებასთანაც. ვინაიდან ვიცავთ რა გარიგების ერთი მხარის უფლებას, არ უნდა დავუშვათ მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შელახვა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,პი--------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზ---------ს რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზ---------, სიორიძის ქ.№14) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზ---------ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე