განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
330100117002200255
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი-------–--------ა

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ან-----------–---–ი,ბრალდებული - ელ--------–-----ე, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, კ--–-----------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თა------------–-–---–ი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ელ--------–-----ესთან, რომელიც სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ძალადობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა მის მიმართ, რის შედეგადაც თა------------–-–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2017 წლის 06 ნოემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ელ--------–-----ე მივიდა თა------------–-–---–თან სახლში, რა დროსაც ძალადობა განახორციელა მისივე ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - თა------------–-–---–ის მიმართ. კერძოდ, ელ--------–-----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შემდეგაც თა------------–-–---–მა განიცადა ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ კი ელ--------–-----ემ თა------------–-–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად გაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შემდეგაც თა------------–-–---–მა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ასევე ელ--------–-----ე თა------------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თა------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თა------------–-–---–მა განმარტა, რომ 2010 წელს ელ--------–-----ესთან დაიწერა ჯვარი და მასთან ცხოვრობდა. მათ ჰყავთ შვილი მა----მ ლ------. ელ--------–-----ეს გააჩნდა მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელის მიმართ და ხშირად იყო მთვრალი, რა დროსაც იგი მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რა დროსაც ის თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად და განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 6 ნოემბერს, ელ--------–-----ე მივიდა მასთან სახლში შვილის მა----მ ლო---ის სანახავად. იგი კვლავ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მას ელ--------–-----ემ დაუწყო ჩხუბი, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, დაარტყა ხელი სახის არეში, წარბში და ასევე მკლავის არეში. იგი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, რაზედაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მას მოკვლის მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, თა------------–-–---–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმე თა------------–---მ განაცხადა, რომ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ერთად. ღამის საათებში მიიღეს შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. იგი და მისი მეწყვილე ბე-----------ი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ თა------------–-–---–ი. თა------------–-–---–ი აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა მეუღლესთან უთანხმოება, რა დროსაც მეუღლემ - ელ--------–-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახის არეში. თა------------–-–---–ი იტკიებდა ხელს, მას ასევე სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. როდესაც ისინი შევიდნენ სახლში, ელ--------–-----ე გამოირჩეოდა თა------------–-–---–ის მიმართ აგრესიით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ელ--------–-----ე უკმაყოფილო იყო პოლიციის გამოძახებით და იწევდა მისი მეუღლის მიმართ, ისინი რამდენჯერმე ჩადგნენ შუაში და არ მისცეს მის მეუღლესთან მიახლოვების საშუალება. შემდეგ მათ მიერ დაკავებული იქნა ელ--------–-----ე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გი-------–--–----ემ.

 

მოწმე ბე-----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ საპატრულო ეკიპაჟი. როგორც შემდეგ გაიგო დაზარალებული იყო ქალბატონი თა------------–-–---–ი. იგი ტიროდა და იყო ძალიან აღელვებული. აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი გაესაუბრა დაკავებულს, რომელიც იყო იმ მომენტში აგრესიული. ის გამოხატავდა აგრესიას როგორც მისი მეუღლის, ასევე მათ მიმართაც. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული და ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა------------–---–მა განმარტა, რომ თა------------–-–---–თან აქვს კარგი ურთიერთობა. მას სახლი თა--------ან ახლოს ჰქონდა ნაქირავები და ხშირად ნახულობდა მას. 2017 წლის 6 ნოემბრის ფაქტს იგი არ შესწრებია, მან აღნიშნული ცოტა მოგვიანებით გაიგო, თუმცა იგი საკმაოდ ხშირად ყოფილა იმის შემსწრე, როდესაც მთვრალი ელ--------–-----ე აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თა------------–-–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ელ--------–-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ თა------------–-–---–თან თანაცხოვრების პერიოდში კამათის და კონფლიქტის ფაქტები იყო, მაგრამ მან კატეგორიულად უარყო, რომ მას თა------------–-–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს. 2017 წლის 6 ნოემბერს იგი ნასვამი მივიდა თა------------–-–---–ის სახლში, სადაც ეთამაშა ბავშვს, შემდეგ, როდესაც მისმა შვილმა დაიძინა, ისიც წამოწვა ლოგინზე, რა დროსაც მას თა------------–-–---–მა განუცხადა, რომ გამოძახებული ჰყავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციელებმა.

 

მოწმე ნი-------------მ განაცხადა, რომ ელ--------–-----ე მისი მეზობელია და 30 წელია იცნობს. ასევე რამდენიმე წელია იცნობს ელ--------–-----ის მეუღლეს - თა------------–-–---–ს. მან იცოდა ელ--------–-----ისა და თა------------–-–---–ის კონფლიქტის შესახებ, მაგრამ უშუალოდ კონფლიქტს ან ჩხუბის ფაქტს იგი არ შესწრებია. მას თა------------–-–---–ისთვის არ შეუმჩნევია რაიმე სახის დაზიანების კვალი, ასევე თავად თა------------–-–---–ს არ უთქვამს მისთვის დაზიანების თაობაზე. ჩხუბის და ყვირილის ხმა მას, როდესაც სახლში იყო არასდროს გაუგია. ყვირილის ხმას იგი აუცილებლად გაიგებდა ელ--------–-----ის სახლიდან.

 

მოწმე ლო-–---–------ს ჩვენების მიხედვით, ელ--------–-----ეს და თა------------–-–---–ს რამდენიმეჯერ შეემთხვათ კონფლიქტური სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი არ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში, კონფლიქტი მხოლოდ შემოიფარგლებოდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, იგი არ შესწრებია ისეთ ფაქტს, როდესაც ელ--------–-----ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებია თა------------–-–---–ისთვის. 2017 წლის 6 ნოემბრის ფაქტს არ შესწრებია, იგი ამ დროს სახლში იყო.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--------–-----ემ განახორციელა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მანვე განახორციელა ყოფილი მეუღლის - თა------------–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებებში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ, დაზარალებულ თა------------–-–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული და თანხვედრილი საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულ თა------------–-–---–ის ჩვენების სანდოობა როგორც ძალადობის, ასევე მის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციელების (თა------------–---, გი-------–--–----ე, ბე-----------ი) ჩვენებებით, რომელთა განმარტებითაც, ბრალდებული მათი შემთხვევის ადგილზე გამოცხადების შემდეგაც გამოხატავდა აგრესიას დაზარალებულის მიმართ, იწევდა მისი მისამართით და ემუქრებოდა ამ უკანასკნელს მოკვლით და განადგურებით. ხოლო თა------------–-–---–ის მიმართ ბრალდებულის მიერ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე - ნა------------–---–ი, რომელმაც მიუთითა, რომ საკმაოდ ხშირად ყოფილა იმის შემსწრე, როდესაც მთვრალი ელ--------–-----ე აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თა------------–-–---–ს. აგრეთვე მნიშვნელოვანია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა კი დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა და აღნიშნა, რომ არსებული დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ყოველივე აღნიშნული ასევე შესაბამისობაშია პოლიციელთა ჩვენებებთან, რომელთა განმარტებითაც, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ შეამჩნიეს, რომ თა------------–-–---–ი ხელს იტკიებდა. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ბრალდებულის ჩვენება მოკლებულია სარწმუნოობას, ვინაიდან თუკი ეს უკანასკნელი როგორც თავის ჩვენებაში უთითებს მხოლოდ ბავშვის სანახავად მივიდა და არანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას მისი ყოფილი მეუღლის მიმართ ადგილი არ ჰქონია, მაშინ საერთოდ რატომ უნდა გამოეძახებინა დაზარალებულს პოლიცია, კიდევ უფრო ბუნდოვანია ის გარემოება, თუ სად და რა ვითარებაში შეეძლო მიეღო დაზიანებები თა------------–-–---–ს ღამის 2 საათზე, მაშინ, როდესაც სახლში ამ დროს მხოლოდ ისინი (ელ--------–-----ე, თა------------–-–---–ი და მათი მცირეწლოვანი შვილი) იმყოფებოდნენ. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მოწმეებზე და აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი მომხდარ ფაქტს არ შესწრებია, ისინი არ ა----ნ თვითმხილველი მოწმეები. ლო-–---–----ძე თავის ჩვენებაში ზოგადად საუბრობს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებულ ურთიერთობებზე, რაც არ გამომდინარეობს ბრალდების შესახებ დადგენილების შინაარსიდან, ხოლო მოწმე ნი------------ის მითითება ჩვენებაში, რომ ყვირილისა და ჩხუბის ხმა არ გაუგია, ნამდვილად არ გამორიცხავს თა------------–-–---–ზე, როგორც ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ელ--------–-----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბრალდებულ - ელ--------–-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ელ--------–-----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი-თავისუფლების აღკვეთა, რაც დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ელ--------–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ელ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.

 

ელ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ელ--------–-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.

 

მსჯავრდებულ ელ--------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ელ--------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 06 ნოემბრის 01:20 საათიდან და ვინაიდან მას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტისთვის დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ელ--------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე