გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1485-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- შპს "ა-–--ო"
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ--------------ე
მოპასუხე- ჯ------–------------------–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ჯ------–------------------–ს შპს "ა-–--ოს" სასარგებლოდ დაეკისროს 13502,50 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის- 50 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 191 ლარის და 51 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის ასაღებად გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით;
1.3. მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 414 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 05 აპრილს შპს "ა-–--ოსა" და ჯ------–------------------–ს შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება N1912/19002, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 10920 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5.0 %-ით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო - 3.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 5 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N 1912/19002, რომლის თანახმად, ჯ------–------------------–მა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა- S------------- გადასცა მოგირავნეს- შპს ,,ა-–--ოს'', გირავნობის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურმა თანხამ შეადგინა 19350 ლარი.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 05 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 13502,50 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10920 ლარი, სარგებელი - 546 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1490,50 ლარი.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯები გირავნობით დატვირთული ავტომანქანის მოსაძებნად. აღნიშნულმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 292 ლარი, საიდანაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილია 191 ლარი, გირავნობის მოწმობაში - 51 ლარი, ხოლო ექსპერტის შეფასებაში 50 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ მოპასუხე ჯ------–------------------–ს შპს "ა-–--ოს" სასარგებლოდ დაეკისროს 13502,50 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის - 50 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 191 ლარის და 51 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის ასაღებად გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით;
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს "ა-–--ოს" წარმომადგენელმა თ--------------ემ წარმოადგინა ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯ------–------------------–ის ავტომანქანა გაიყიდა 5000 ლარად, რის გამოც, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა 8502 ლარამდე შეამცირა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჯ------–------------------–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული ავტომანქანა შპს ,,ა-–--ოს'' მიერ რეალიზებული იქნა ვალდებულების უზრუნველსაყოფად, თუმცა იგი გასხვისებული იქნა რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რის გამოც ვერ მოხდა დავალიანების დაფარვა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 05 აპრილს შპს "ა-–--ოსა" და ჯ------–------------------–ს შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება N1912/19002, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 10920 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5.0 %-ით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო - 3.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, სესხის ხელშეკრულება #1912/19002 (ს.ფ. 16-19)
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 5 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N 1912/19002, რომლის თანახმად, ჯ------–------------------–მა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა- S------------- გადასცა მოგირავნეს- შპს ,,ა-–--ოს'', გირავნობის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურმა თანხამ შეადგინა 19350 ლარი.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, გირავნობის ხელშეკრულება #1912/19002 (ს. ფ. 20-23)
3.1.3 მოპასუხე ჯ------–-----------------–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის 05 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 13502,50 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10920 ლარი, სარგებელი - 546 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1490,50 ლარი.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 05 აპრილს შპს "ა-–--ოს" და ჯ------–------------------–ს შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება N1912/19002, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 10920 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5.0 %-ით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო - 3.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს "ა-–--ოს" და ჯამბული ურითმყოფელს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს "ა-–--ოს" წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება.
უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ არ დაფარა სესხი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს "ა-–--ოს" მოთხოვნა ჯ------–------------------–ის მიმართ სესხის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან შპს ,,ა-–--ოს'' წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 414 ლარიდან ნაწილი 158.94 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის- 50 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 191 ლარის და 51 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის ასაღებად გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ა-–--ოს'' სარჩელი მოპასუხე ჯ------–------------------–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 8502 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 255.06 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
4. შპს ,,ა-–--ოს'' უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 4 ივლისს საგადახდო დავალება №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 414 ლარიდან ნაწილი- 158.94 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300063150; ბანკის/ხაზინის კოდი: TRESGE22;
5. მოპასუხე ჯ------–------------------–ს მოსარჩელე შპს ,,ა-–--ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის- 50 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 191 ლარის და 51 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის ასაღებად გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი