განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100117001909146
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ-----------------ე

სტაჟიორ-პროკურორი - გ------- ნ--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- გ------ის ძე ლ------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–-----------------------–------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2--- წლის 11 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ლ------–---–მა ქ.თბილისში, მ----–---–------------ში მდებარე მ----- მ--–-–--ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელს, კერძოდ, თმებით ათრია იატაკზე და დაბლა დაცემულს ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რამაც ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 11 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ლ------–---–მა ქ.თბილისში, მ----–---–------------ში მდებარე მ----- მ--–-–--ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელს, კერძოდ, თმებით ათრია იატაკზე და დაბლა დაცემულს ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. დ----- ლ------–---–ის ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

დაზარალებულ მ----- მ--–-–--ის ჩვენებით, დ----- ლ------–---–ი გაიცნო 2--- წლის 10 მაისს, სოციალური ქსელის მეშვეობით. პირველი შეხვედრა გაიმართა იმავე დღეს, დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისში, მ----–---–ის ქუჩაზე. შეხვედრისას ისაუბრეს, ყავა მიირთვეს და ერთმანეთს დაშორდნენ. დღის განმავლობაში დ-----მა რამდენჯერმე დაურეკა და სხვადასხვა ადგილზე დაპატიჟა, რაზეც უარი მიიღო. მიუხედავად აღნიშნულისა, დ----- ლ------–---–მა დაზარალებულს გვიან ღამით სახლში მიაკითხა და მიუტანა ერთი ბოთლი კონიაკი, ნატურალური წვენი და შოკოლადი. მისაღებ ოთახში, მცირე ზომის მაგიდასთან სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და საუბრობდნენ, ბრალდებული ძლიერ ნასვამი და აგრესიული იყო, რამდენიმე ჭიქა კიდევ დალია. დაზარალებულის განმარტებით, დ----- ლ------–---–მა მას მოფერება დაუწყო, რაც არ ესიამოვნა და სახლიდან წასვლა სთხოვა, მეორე დღეს შეხვედრის პირობით. აღნიშნულზე ბრალდებულს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, კაზინოდან გამომაგდეს და ახლა შენც მაგდებო. დაზარალებულმა სცადა გასცლოდა და ბინის კარი გაეღო, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან ბრალდებულმა მას თმებში ჩაავლო ხელი, ძირს დააგდო და შესასვლელიდან მისაღებ ოთახში შეათრია, თან ეუბნებოდა, რომ სექსის გარეშე არ წავიდოდა. იატაკზე დაცემულ მ----- მ--–-–--ეს ბრალდებული მუცელზე დააჯდა, ხელები დაუკავა რომ ვერ განძრეულიყო, უთხრა „ახლა ნახავ, შენნაირებს რას ვუშვებიო“ და დაუწყო გამეტებით ცემა, მოითხოვდა მისგან პირის გაღებას და ორალურ სექსს. სასტიკი ცემის დროს დაზარალებულმა ტკივილისაგან რამდენჯერმე დაკარგა გონება, ბოლოს დ-----მა ხის შანდალი ჩაარტყა თავში, ოთახის კარის მინა გატეხა და მინის ნატეხით რამდენიმე დაზიანება მიაყენა სხეულზე, გულ-მკერდის არეში. სახის არეში ცემის შედეგად, ბრალდებულმა დაზარალებულს ჩაუმტვრია ფაიფურის კბილები. დაზარალებულის განმარტებით, დ-----მა მას ყელში ხელები წაუჭირა დახრჩობის მიზნით, რის გამოც ხრიალი დაიწყო, წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდა და ალბათ დაახრჩობდა კიდეც, საპატრულო პოლიცია რომ არ მისულიყო (რომელიც როგორც შემდეგ გაიგო, მეზობელს გამოუძახია). საპატრულო პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაზარალებული გადაიყვანეს კლინიკა „ლ--–---–ი“, სადაც დაუდგინდა ტვინის შერყევა და მრავლობითი დაზიანებები თავისა და სხეულის არეში (სხეულზე უფრო მიცერე დაზიანებები ჰქონდა, ვინაიდან ძირითადად სახეში ურტყამდა ბრალდებული). მომხდარის თაობაზე დაზარალებულმა შეატყობინა შვილსაც და ბინაში მისვლა სთხოვა. დაზარალებულის განმარტებით, მკურნალობა სახლში გააგრძელა, თუმცა 2--- წლის 15 მაისს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ოჯახის ექიმის გამოძახება დასჭირდა. ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა და შესაბამისი მედიკამენტებიც გამოუწერა. დაზარალებულის განმარტებით, ინციდენტის შემდეგ დ----- ლ------–---–ი ეცადა მასთან შეხვედრას, თუმცა უარი განუცხადა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობით მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით, პრეტენზია გააჩნია დ----- ლ------–---–თან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა: ვ-----–ი ხ-----–---–მა და ვ---- შ----–-–---–მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2--- წლის 11 მაისს, დილის 7-8 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 112-ის მეშვეობით ვ-----–ი ხ-----–---–მა და ვ---- შ----–-–---–მა მიიღეს შეტყობინება, რომ ქ.თბილისში, მ----–---–------------ში მდებარე ბინაში იყო ხმაური. ადგილზე მისულებს დახურული კარის მიღმა ოთახიდან ესმოდათ მამაკაცის გინებისა და დარტყმის ხმები, აგრეთვე ქალბატონის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა. რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ, მამაკაცმა კარი გაუღო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განუმარტა, რომ იყო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი - დ----- ლ------–---–ი. ბინაში შესულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ შემდეგი ვითარება: ბინაში იყო არეულობა, ნაცემი ქალბატონი იწვა იატაკზე, სახის არეში, ორივე თვალთან ეტყობოდა დაზიანებები და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ბრალდებული და დაზარალებული განაცალკევეს სამზარეულოსა და მისაღებ ოთახებში და გამოკითხეს მომხდართან დაკავშირებით, რა დროსაც მ----- მ--–-–--ემ დაადასტურა, რომ დ----- ლ------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულმა კი კონფლიქტის მიზეზად დაასახელა დაზარალებულის მიერ მისი ფულადი თანხის - 200 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. მოწმეთა განმარტებით, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაზარალებული გადაყვანილი იქნა კლინიკაში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს საგამოძიებო სამსახურსაც, ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები. ბრალდებულს გამომძიებელმა შესთავაზა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადების დაწერა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მოწმეთა განმარტებით, ბრალდებულიცა და დაზარალებულიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში.

 

მოწმე ლ------ გ--------–ის განმარტებით, არის დაზარალებულ მ----- მ--–-–--ის შვილი. 2--- წლის 11 მაისს, დილის 8 საათზე, ტირილით დაურეკა დედამ და დასახმარებლად მის სახლში მისვლა სთხოვა. მეგობართან ნ----–--ა ბ---–----–---–თან ერთად სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, მ----- მ--–-–--ეს დაზიანებები აღენიშნებოდა სახისა და სხეულის არეში, თვალები დალურჯებული ჰქონდა, სხეული კი დასერილი და სისხლი მოსდიოდა, ოთახის კარის მინა ჩამტვრეული იყო და ნამსხვრევები იატაკზე ეყარა. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული შოკში იყო და ექიმები ვერ აწყნარებდნენ, სამედიცინო ბრიგადამ იგი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დაუნიშნეს მკურნალობის კურსი. მოწმემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. მოწმის ჩვენებით, მ----- მ--–-–--ის დაზიანებებს გადაუღო ფოტოსურათები, ჩაწერა დისკზე და გადასცა პოლიციას. მოწმის ჩვენებით, მომხდარ ინციდენტამდე სატელეფონო საუბრისას დედამ უამბო, რომ გაიცნო პიროვნება სახელად „დ-----“, საავადმყოფოში კი შეიტყო, რომ დაზიანებები სწორედ იმ „დ-----მ“ მიაყენა.

 

სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ნ----–--ა ბ---–----–---–ის ჩვენების თანახმად (02.06.2---წ), 2--- წლის 11 მაისს, მეგობარმა ლ------ გ--------–მა სთხოვა გაჰყოლოდა დედამისთან, მ----- მ--–-–--ესთან სახლში, რადგან მას პრობლემების გამო დახმარება ჭირდებოდა. მივიდნენ ქ.თბილისში, მ----–---–-----------, ბ-------ში, სადაც დახვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მოწმის ჩვენებით, მ----- მ--–-–--ეს აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი - სახე მთლიანად გაწითლებული და დასივებული ჰქონდა, მარცხენა თვალიდან სისხლი სდიოდა, კისრის ქვევით, ლავიწის ძვალზე ნაკაწრი ემჩნეოდა, კბილები ჩამტვრეული ჰქონდა, დაზარალებული იყო შოკურ მდგომარეობაში და უჭირდა საუბარი, თავბრუ ეხვეოდა. მოწმის შეკითხვაზე ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა განმარტა, რომ ერთი ჭიქა კონიაკი ჰქონდა დალეული. დაზარალებულმა განუმარტა, რომ სასტიკად სცემა მამაკაცმა, მაგრამ თუ ვინ იყო აღნიშნული მამაკაცი, მოწმეს არ უკითხავს და არც მ----- მ--–-–--ეს დაუკონკრეტებია ცემის მიზეზი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაზარალებული გადაყვანილი იქნა კლინიკა „ლ--–---–ი“, სადაც ასევე გაყვნენ ლ------ გ--------–ი და ნ----–--ა ბ---–----–---–იც. კლინიკაში მ----- მ--–-–--ეს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და იმავე დღეს გამოუშვეს სახლში (მოწმეც გაყვა მას ბინაში), თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ ჰქონდა ტვინის შერყევა და ჭირდებოდა წოლითი რეჟიმი. მოწმის ჩვენებით, მ----- მ--–-–--ის საუბრიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მამაკაცი, რომელმაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა, იყო მისი ნაცნობი.

 

მოწმე თ----- ლ-----ის ჩვენებით, დაზარალებული მ----- მ--–-–--ე მისი მეგობრის ლ------ გ--------–ის დედაა. 2--- წლის 11 მაისს, ლ------ს თხოვნით, მივიდა ქ.თბილისში, მ----–---–-----------, ბ-------ში მდებარე მ----- მ--–-–--ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ასევე დახვდნენ ლ------ და მისი მეგობარი ნ----–--ა ბ---–----–---–ი. დაზარალებული ახალი მოსული იყო საავადმყოფოდან, აღენიშნებოდა წამების კვალი - მკლავებზე დაზიანებები, ჩაშავებული თვალები და ყელზე დახრჩობის კვალი. მომხდარის თაობაზე მ-----სთვის არაფერი უკითხავს იმ მომენტში, ვინაიდან ამ უკანასკნელს კბილები არ ჰქონდა და ვერ საუბრობდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მ-----სთან სტუმრად მყოფმა ნაცნობმა მამაკაცმა, რომელთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი, იატაკზე დააგდო და ცემა, მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

 

სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ი----- ნ---------ს ჩვენების თანახმად (21.09.2---წ), ცხოვრობს ქ.თბილისში, მ----–---–-----------, ბ-------ში. 2--- წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), გამთენიისას, გააღვიძა ზედა, მესამე სართულის ბინაში იატაკზე მძიმედ დავარდნის ხმამ, პერიოდულად ისმოდა ოდნავ მოგუდული, შემდეგ ხმამაღალი საუბარი, იგრძნობოდა, რომ ოთახში იყო მოძრაობა. მეზობლისათვის საყვედურის სათქმელად დააპირა ბინიდან გასვლა, რა დროსაც მოესმა ქალის განწირული ყვირილი - „მიშველეთ“, რის შემდეგაც ყვირილი შეწყდა. ი----- ნ--------- მიხვდა, რომ მეზობელს დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც 112-ში დარეკა და გამოძახა საპატრულო პოლიცია. მოწმის ჩვენებით, პოლიციის მისვლამდეც ხმაური გაგრძელდა, შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იატაკზე ვიღაცას ათრევდნენ და ისმოდა დავარდნის ხმები სხვადასხვა ადგილას. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მისი მეზობელი ქალბატონი კლინიკაში გადაიყვანა. მოწმის განმარტებით, შემთხვევამდე არ იცნობდა მეზობელ ქალბატონს და არც ფიზიკურად ჰყავდა ნანახი, ინციდენტიდან 3-4 დღეში კი დაზარალებული დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, გაეცნო მ-----ს სახელით და მადლობა გადაუხადა, „შენ რომ არა, დამახრჩობდა და გადამარჩინეო.“

 

ბრალდებულ დ----- ლ------–---–ის ჩვენებით, მ----- მ--–-–--ე გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით. 2--- წლის 10 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და 150 ლარის სანაცვლოდ მისგან მიიღო სექსუალური მომსახურება. 11 მაისს, ღამის 3-4 საათზე, კაზინოში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაცკვლავ დაურეკა მ-----მ და მასთან სახლში მისვლა სთხოვა. ბრალდებულის ვარაუდით, დაზარალებულმა იცოდა რა რომ იგი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, წინასწარ დაგეგმა მისი ფულადი თანხის დაუფლება და სწორედ ამ მიზნით მიიპატიჟა სახლში. ბრალდებულის განმარტებით, შეიძინა კონიაკი, სიგარეტი და შოკოლადი და მივიდა მ-----ს სახლში, მ----–---–ის ქუჩაზე. თავად 1 ჭიქა კონიაკი დალია, დაზარალებული კი საკმაოდ ნასვამი იყო. საპირფარეშოდან დაბრუნებულმა დაინახა, რომ მისი საფულე მ-----ს ეჭირა ხელში და ფული ამოიღო. ბრალდებული კატეგორიულად ითხოვდა დაზარალებულისაგან თანხის დაბრუნებას, რის გამოც მ-----მ ატეხა ყვირილი და დაუწყო ჩხუბი. ბრალდებულის განმარტებით, მას ხელი არ დაურტყამს დაზარალებულისათვის და რაიმე დაზიანება არ მიუყენებია, უბრალოდ ხელის კვრით იგერიებდა მ-----ს თავდასხმებს, ეს უკანასკნელი კი იატაკზე ეცემოდა, „რამდენჯერ წაიქცა არ დაუთვლია.“ ბრალდებულის ჩვენებით, შესაძლოა დაზარალებულს მასთან შეხვედრამდე ჰქონდა დაზიანებები მიღებული და თავად ვერ დაინახა, ვინაიდან ბინაში ბნელოდა, თუმცა პოლიციის მისვლის შემდეგ, განათებულ ბინაშიც ვერ შეამჩნია. ბრალდებულის ჩვენებით, კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო მივიდა გასაღებად, მაგრამ ვერ გააღო და მ-----ს სთხოვა დახმარება. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუსახელა ვინაობა და სამუშაო ადგილი.

 

ალკოტექსტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2--- წლის 11 მაისს, #-------- ალკოტესტით შემოწმებისას დ----- ლ------–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე (1.999 %).

 

ალკოტექსტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2--- წლის 11 მაისს, #-------- ალკოტესტით შემოწმებისას მ----- მ--–-–--ეს დაუდგინდა სიმთვრალე (0.740 %).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში და ორივე ზედა კიდურზე, შუბლის არეში, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში. ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა.

 

შპს „ლ--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2--- წლის 11 მაისს, 09:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2--- წლის 11 მაისს, 10:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ამავე სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ექსკორიაციები სახეზე, მკერდზე.

 

შპს ა------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია - მეტაბოლოგია - დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----------------ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული კლინიკისთვის ამბულატორიულად მიუმართავს 2--- წლის 15 მაისს. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ჰემატომა მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ჰემატომები და ექსკორიაციები სახესა და სხეულზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ოფთალმოლოგიის კონსულტაციით დაუდგინდა მიოპიიის დიაგნოზი.

 

შპს „ს. ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------- (ცნობის გაცემის თარიღი - 2--- წლის 28 მაისი) ამავე კლინიკაში ჩატარებული ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოლოგიური გამოკვლევის დასკვნის მონაცემების თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული კლინიკისთვის ამბულატორიულად მიუმართავს 2--- წლის 28 მაისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გაწოვის მდგომარეობაში მყოფი ჰემატომების კვალი ორივე ქვედა ქუთუთოს არეში მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა (ჰემოსინუსი?) ცხვირის ძგიდის გამრუდება.

 

სამედიცინო დოკუმენტებში (შპს ა------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია - მეტაბოლოგია - დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----------------) არსებული 2--- წლის 15 მაისის ჩატარებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერებში მითითებული „კბილების მრავლობითი მოტეხილობა“ არ არის დადასტურებული შპს „ს. ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 2--- წლის 28 მაისს ჩატარებული ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერებში, ამდენად აღნიშნულის გაზიარებისთვის ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია.

 

მიოპია (ახლომხედველობა) არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- მ--–-–--ის სხეულზე, თავის მიდამოში არსებული დაზიანებები - ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში, ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში, თავის ტვინის შერყევა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

დაზიანებები - სისხლნაჟღენთები ორივე ზედა კიდურზე, ექსკორიაციები სხეულზე - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთების, ჰემატომების, ექსკორიაციების, ნახეთქი ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, მათ ხანდაზმულობაზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2--- წლის 7 ივნისის წერილის თანახმად, შსს სსიპ „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შეტყობინება დაფიქსირდა 2--- წლის 11 მაისს 7:10 საათზე, მოქ. ი----- ნ---------ს (სატელეფონო ნომრიდან 5---------) მიერ, რომელსაც სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება ქ.თბილისში, ი------–---–-------ში. მისი გადმოცემით, მეზობლის ბინიდან ისმის ჩხუბისა და ყვირილის ხმა. აღნიშნული სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერი CD დისკზე ერთვის სს საქმეს და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებად.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 2 ივნისს,დათვალიერდა მოწმე ლ------ გ--------–ის მიერ წარმოდგენილი, ერთი ცალ CD-R დისკზე არსებული 17 ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია მ----- მ--–-–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ფოტომასალის ჩაწერის თარიღად დისკზე მითითებულია 27.05.2---წ). დათვალიერების შემდეგ CD დისკი დაერთო სს საქმეს და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ----------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული (შპს „რ---–---------ის“ 2--- წლის 17 აგვისტოს #R---------- მედ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მ----- მ--–-–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის, სახისა და გულმკერდის, მარჯვენა მხრის მიდამოს სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, სახის რბილ ქსოვილებში მასიური სისხლჩაქცევებით, სისხლჩაქცევებით ჰაიმორის ღრუში, მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (ან საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით და ერთიანობაში დაზიანებათა რეალური ზიანი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი).

 

მ----- მ--–-–--ის გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწის მიდამოში არსებული დაზიანება წარმოადგენს რაიმე ბასრი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანების შეხორცების პროცესში მყოფ ნაწიბურს და შეხორცების პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც დაზიანება, რომელიც იწვევს სხეულის ნაწილის (ქალის დეკოლტეს მიდამოს) მნიშვნელოვან დამახინჯებას და რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია კოსმეტიკური ჩარევის გარეშე.

 

მ----- მ--–-–--ეს ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე შესაძლებელია მიეღო იმ გარემოებაში, როგორც ამას პირადი გასინჯვისას მიუთითებს. დაზიანებების წარმოქმნა ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ და სამედიცინო დოკუმენტებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ს-------- ბ--–-----მ, ზ---------------–-–---–მა და ნ---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს დახმარება გაეწია 2--- წლის 11 მაისს. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში და ორივე ზედა კიდურზე, შუბლის არეში, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში. ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა.

 

შპს „ლ--–---ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2--- წლის 11 მაისს, 09:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2--- წლის 11 მაისს, 10:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ამავე სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ექსკორიაციები სახეზე, მკერდზე;

 

შპს ა------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია - მეტაბოლოგია - დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----------------ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2--- წლის 15 მაისიდან 2--- წლის 01 ივნისამდე პერიოდში დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ხოლო 2--- წლის 27 ივლისიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე პერიოდში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას აღნიშნულ კლინიკაში დიაგნოზით: თავის ქალის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია II, თავის ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა. გულყრა (კრუნჩხვითი), რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული; პოსტრავმული ეპილეფსია“. ამავე სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებით მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ჰემატომა მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ჰემატომები და ექსკორიაციები სახესა და სხეულზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა, ოფთალმოლოგის კონსულტაციით დაუდგინდა მიოპიის დიაგნოზი.

 

სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #4---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2--- წლის 19 ივლისს 23:06 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: სინკოპე და კოლაფსი.

 

შპს „ს. ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------- (ცნობის გაცემის თარიღი - 2--- წლის 28 მაისი) და ამავე კლინიკის ამბულატორიული სამედიცინო ბარათის #------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული კლინიკისთვის ამბოლატორიულად მიუმართავს 2--- წლის 28 მაისს და 2--- წლის 10 სექტემბერს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გაწოვის მდგომარეობაში მყოფი ჰემატომების კვალი ორივე ქვედა ქუთუთოს არეში, მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა (ჰემოსინუსი?). ცხვირის ძგიდის გამრუდება. ამავე კლინიკაში ჩატარდა ყბა სახის ქირურგის კონსულტაცია, სადაც მითითებულია „ზედა საკბილე მორჩზე მარცხნივ ვიზუალირდება მრავლობითი განგრენოზული ფესვები, ორ ფესვში ჩანართით (პაციენტის გადმოცემით მიღებული ტრავმის დროს ადგილი ჰქონდა ამ არეში ხიდისებური პროტეზის ჩამოტეხვას.

 

„ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ სამედიცინო საბუთების ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული დაწესებულებისათის ამბულატორიულად მიუმართავს 2--- წლის 14 სექტემბერს, სადაც ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და დაუდგინდა დიაგნოზი: ამ ეტაპზე ეპილეფსია არ დასტურდება, სავარაუდოდ პოსტსტრესული აშლილობა.

 

შპს „რ-----“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2--- წლის 12 ოქტომბრიდან 2--- წლის 14 ოქტომბრამდე და დაუდგინდა დიაგნოზი: ლოკალური სიმპტომური ეპილეფსია რთული პარციალური გულყრებით.

 

სამედიცინო დოკუმენტებში (შპს ა-------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის #----------------) არსებული 2--- წლის 15 მაისს ჩატარებული ნევროპათოლოგიის კონსულტაციის ჩანაწერებში მითითებული „კბილების მრავლობითი მოტეხილობა“ არ არის დადასტურებული შპს „ს. ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ 2--- წლის 28 მაისს ჩატარებული ყბა სახის ქირურგის კონსულტაციიოს ჩანაწერებში. კბილის მოტეხილობის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთების არ არსებობის გამო - აღნიშნულის გაზიარებისთის ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია.

 

მიოპია (ახლომხედველობა) არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.

 

სამედიცინო დოკუმენტებში აღწერილი ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან გამომდინარე 2--- წლის 11 მაისს შპს „ლ--–---იდან“ გაწერის შემდეგ თავის ტვინის შერყევის გამო ამბულატორიული მკურნალობისთცის საკმარისი იქნებოდა 8-10 დღე.

 

ეპილეფსიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით საჭიროა პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარული კვლევა სპეციალიზირებულ (ეპილეფტილოგიურ) კლინიკაში ეეგ მონაცემების და თავად პაციენტის უწყვეტი ვიდეომონიტორირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- მ--–-–--ის სხეულზე, თავის მიდამოში არსებული დაზიანებები - ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში. ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა. სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში. თავის ტვინის შერყევა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

დაზიანებები - სისხლნაჟღენთები ორივე ზედა კიდურზე, ექსკორიაციები სხეულზე - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთების, ჰემატომების, ექსკორიაციების, ნახეთქი ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, მათ ხანდაზმულობაზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს-------- ბ--–-----მ, ნ----- ჯ------ემ და ნ---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

წარმოდგენილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის (ნომერი არ იკითხება) ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2--- წლის 11 მაისს. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, მ----- მ--–-–--ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში, შუბლზე და ორივე ზედა კიდურზე, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში და ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა.

 

შპს „ლ--–---ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2--- წლის 11 მაისს, 09:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2--- წლის 11 მაისს, 10:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ამავე სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით, მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ექსკორიაციები სახესა და მკერდზე.

შპს ა------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია - მეტაბოლოგია - დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----------------ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა 2--- წლის 15 მაისიდან 2--- წლის 1 ივნისამდე პერიოდში დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, უძილობა (ინსომნია), ნევროზული მდგომარეობა, ხოლო 2--- წლის 27 ივლისიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე პერიოდში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას დიაგნოზებით: თავის ქალას ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია II, თავის ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა. გულყრა (კრუნჩხვითი), რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული; პოსტრავმული ეპილეფსია“. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით (15.05.2---წ. ნევროპათოლოგის კონსულტაცია) მ. მ--–-–--ეს აღენიშნება ჰემატომა მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ჰემატომები და ექსკორიაციები სახესა და სხეულზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა. 01.06.2---წ ჩატარებული ოფთალმოლოგის კონსულტაციით დაესვა მიოპიის დიაგნოზი.

 

წარმოდგენილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #4---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ----- მ--–-–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2--- წლის 19 ივლისს 23:06 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: სინკოპე და კოლაფსი.

 

წარმოდგენილი შპს „ს. ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------- (ცნობის გაცემის თარიღი - 2--- წლის 28 მაისი) და ამავე კლინიკის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის #------ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული კლინიკისთვის ამბოლატორიულად მიუმართავს 2--- წლის 28 მაისს და 2--- წლის 10 სექტემბერს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გაწოვის მდგომარეობაში მყოფი ჰემატომების კვალი ორივე ქვედა ქუთუთოს არეში, მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა (ჰემოსინუსი?). ცხვირის ძგიდის გამრუდება. ამავე კლინიკაში ჩატარდა ყბა სახის ქირურგის კონსულტაცია, სადაც მითითებულია „ზედა საკბილე მორჩზე მარცხნივ ვიზუალიზდება მრავლობითი განგრენოზული ფესვები, ორ ფესვში ჩანართით (პაციენტის გადმოცემით მიღებული ტრავმის დროს ადგილი ჰქონდა ამ არეში ხიდისებური პროტეზის ჩამოტეხვას).

 

წარმოდგენილი „ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ სამედიცინო საბუთების ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ეს აღნიშნული დაწესებულებისათის ამბულატორიულად მიუმართავს 2--- წლის 4 სექტემბერს, სადაც ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და დაუდგინდა დიაგნოზი: ამ ეტაპზე ეპილეფსია არ დასტურდება, სავარაუდოდ პოსტსტრესული აშლილობა (pnes).

 

წარმოდგენილი შპს „რ-----“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის ჩანაწერების თანახმად, მ----- მ--–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2--- წლის 12 ოქტომბრიდან 2--- წლის 14 ოქტომბრამდე და დაუდგინდა დიაგნოზი: ლოკალური სიმპტომური ეპილეფსია რთული პარციალური გულყრებით, ეპილეფსიური სტატუსი.

 

პირადი გასინჯვით, 2016 წლის 18 ივლისს, მ----- მ--–-–--ეს აღენიშნება სადა, ატროფიული ნაწიბურები მარცხენა ზედა ქუთუთოს გარეთა ნახევარში (ქუთუთოს თავისუფალი კიდის პარალელურად), მარცხენა თვალბუდისქვედა მიდამოში (ქვედა ქუთუთოსთან საზღვარზე), შუბლის მიდამოში მარჯვნივ ზედა მესამედში, შუბლის მიდამოში მარცხნივ შუა მესამედში, ქვედა ტუჩის და ნიკაპის მიდამოების საზღვარზე მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში (ლავიწის ძვლის სხეულის პარალელურად), მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე. ასევე კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში (მ. მ--–-–--ის გადმოცემით და სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ჩანაწერების თანახმად, 2007 წელს გაკეთებული აქვს ოპერაციული ჩარევა კისრის მე-5 მალის თიაქრის გამო) და მარჯვენა მხრის თავის საპროექციოდ ზედა ზედაპირზე.

 

აღნიშნული ნაწიბურები წარმოადგენენ ამავე მიდამოებში არსებული ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვალს, მარცხენა თვალბუდისქვედა მიდამოში (ქვედა ქუთუთოსთან საზღვარზე) არსებული ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ნახეთქი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში არსებული ნაწიბური თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე უნდა წარმოადგენდეს ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. დანარჩენი ნაწიბურების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

ნაწიბურების ზუსტი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მათი განვითარებიდან გასულია 1-1.5 წელზე მეტი დრო.

 

სამედიცინო დოკუმენტებში (შპს ა-------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის #----------------) არსებული 2--- წლის 15 მაისს ჩატარებული ნევროპათოლოგიის კონსულტაციის ჩანაწერებში მითითებული „კბილების მრავლობითი მოტეხილობა“ არ არის დადასტურებული შპს „ს.ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ 2--- წლის 28 მაისს, შესაბამისი დარგის სპეციალისტის - ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერებში (ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერის თანახმად და 2016 წლის 18 ივლისის პირადი შემოწმებისას მ. მ--–-–--ის გადმოცემით, მას აღენიშნებოდა ზედა ყბაზე მარცხნივ ხელოვნური კბილების - ხიდისებური პროთეზის ჩამოტეხვა). ბუნებრივი კბილების მოტეხილობის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთების არ არსებობის გამო - აღნიშნულის გაზიარებისათვის ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია, ხოლო ხელოვნური კბილების (პროთეზის) ჩამოტეხვა სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.

 

მიოპია (ახლომხედველობა) არ წარმოადგენს ტრავმულ პათოლოგიას და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.

 

სამედიცინო საბუთებში არსებული მონაცემები ცალსახად ვერც ადასტურებენ და ვერც გამორიცხავენ ეპილეფსიის დიაგნოზს. ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შეფასებისას აღნიშნულ დიაგნოზს ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს.

 

ეპილეფსიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით საჭიროა პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარული კვლევა სპეციალიზირებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში ეეგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი ვოდეომონიტორირებით.

 

სამედიცინო დოკუმენტებში აღწერილი ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან გამომდინარე, 2--- წლის 11 მაისს შპს „ლ--–---იდან“ გაწერის შემდეგ თავის ტვინის შერყევის გამო ამბულატორიული მკურნალობისთვის საკმარისი იქნებოდა 8-10 დღე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- მ--–-–--ის სხეულზე თავის მიდამოში არსებული დაზიანებები - ჰემატომები ორივე თვალბუდის არეში, ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში და თავის ტვინის შერყევა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

დაზიანებები ორივე ზედა კიდურზე არსებული სისხლნაჟღენთების და სხეულზე არსებული ექსკორიაციების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთების, ჰემატომების, ექსკორიაციების, ნახეთქი ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, მათ ხანდაზმულობაზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

ექსპერტმა ნ---------------ემ დამატებით განმარტა, რომ მ----- მ--–-–--ეს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა და ენცეფალოგრაფია, თუმცა კატეგორიულად დადასტურება ან უარყოფა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ეპილეფსია და იგი გამოიწვია ტრავმამ შეუძლებელია, ვინაიდან ამ დასკვნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის მოთავსებით ხანგრძლივი სტაციონარული კვლევისათვის სპეციალიზებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში, ეგგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი ვიდეომონიტორინგის პირობებში, რასაც მ----- მ--–-–--ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ეპილეფსიის განვითარების წინაპირობა მხოლოდ ტრავმა არაა და შეიძლება ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც გამოვლინდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „რ---–---------ის“ დირექტორმა, ექსპერტმა მ----------–--–---–მა დაადასტურა ზ/აღნიშნულ სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნასთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული განსხვავებული მოსაზრების სისწორე, კერძოდ:

 

· მ----- მ--–-–--ეს 2--- წლის 11 მაისს ტრავმის შედეგად აღენიშნებოდა თავის ტვინის შერყევა, თავის ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა, გულყრებით, რომელიც მკურნალი ნევროპათოლოგის მიერ შეფასდა როგორც პოსტტრავმული ეპილეფსია, დაენიშნა მკურნალობა ანტიკონვულსური პრეპარატებით და გაიგზავნა სპეციალისტ-ეპილეფტოლოგებთან დიაგნოზის დასადასტურებლად ან დასაზუსტებლად. 2--- წლის 11 მაისს მიღებული ტრავმის შემდეგ თავის ტვინის შერყევის გამო მ----- მ--–-–--ის ავადმყოფური მდგომარეობა გაგრძელდა 21 დღეზე მეტი დროით, რასაც ადასტურებს ობიექტური ნევროლოგიური სომპტომატიკის დაფიქსირება მკურნალ ექიმთა მიერ, მ----- მ--–-–--ისათვის დანიშნული მკურნალობა და დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობები.

· მ----- მ--–-–--ის თავის ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობისა და თავის ტვინის შერყევის ნარჩენი მოვლენების ჩამოყალიბება ეპილეფსიური ან სხვა გენეზის გულყრების სახით, როდესაც ტრავმის მიღებიდან მ----- მ--–-–--ე პრაქტიკულად უწყვეტად იმყოფებოდა სპეციალისტ-ნევროლოგების მეთვალყურეობის ქვეშ, დანიშნული ჰქონდა თავის ტვინის შერყევის, შემდეგ კი გულყრებით გართულების გამო ხანგრძლივი დროით ანტიკონვულსიური მკურნალობა, უნდა შეფასდეს როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი).

· მ-------–--–---–ი არ დაეთანხმა სამედიცინო ექსპერტიზას იმ ნაწილში, რომ სპეციალისტმა არასარწმუნოდ მიიჩნია ტრავმის შემდგომ პერიოდში განვითარებუილი პაროქსიზმების ტრავმასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურება და მიიჩნია, რომ ეპილეფსიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით საჭიროა პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარული კვლევა სპეციალიზებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში, ეეგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი მონიტორინგით. მ-------–--–---–ის მოსაზრებით, ექსპერტიზის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს მ----- მ--–-–--ის გულყრების დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება; დადგენა იმისა, მ----- მ--–-–--ეს თავის ტვინის შერყევის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულყრები ატარებს პოსტტრავმულ ეპილეფსიურ ხასიათს თუ სხვა გენეზისაა (პოსტტრავმული ფსიქოგენური), ან ტრავმისშემდგომი პოსტკომოციური ხასიათისაა (გულყრების პაროქსიზმი). სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა განსაზღვროს 11.05.2---წ ქალა თვინის ტრავმის შედეგად მიღებული თავის ტვინის შერყევის და თავის ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდის გართულებებით (გულყრები, ვეგეტატიური დისფუნქცია) გამოწვეული ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ხანგრძლივობა, მკურნალობის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის მოშლის ხარისხი, რომელიც მის მიერ განისაზღვრა როგორც ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით (21 დღეზე მეტი). მ----- მ--–-–--ის გულყრების ბუნების დადგენა მნიშვნელოვანია მისთვის ჩატარებული ანტიკონვულსიური მკურნალობის ადეკვატურობისა და მიზანშეწონილობის დადგენისათვის, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე ექსპერტიზის მიზანს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: კ----------------–--მ და რ------ კ----------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით, დ----- ლ------–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები თანმიმდევრულად და სარწმუნოდ ასახავენ 2--- წლის 11 მაისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ:

· დ----- ლ------–---–ი იმყოფებოდა მ----- მ--–-–--ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისში, მ----–---–------------ში, რასაც გარდა დაზარალებულისა და პატრულ-ინსპექტორებისა, ადასტურებს თავად ბრალდებულიც;

· დ----- ლ------–---–ი მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს, კერძოდ, თმით ათრია, იატაკზე დააგდო, გამეტებით ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში;

· დ----- ლ------–---–ის მიერ მ----- მ--–-–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობით გამოწვეული ხმაური (ცემა, იატაკზე დაგდების ხმა) და დაზარალებულის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ მეზობელმა ი----- ნ---------მ სატელეფონო შეტყობინება განახორციელა 112-ში საპატრულო პოლიციის გამოძახების თხოვნით, რაც დადასტურებულია საქართველოს შს სამინისტროს წერილითა და სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერით;

· შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ბინიდან გაიგეს როგორც დარტყმების განხორციელების, ისე დაზარალებულის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, დ----- ლ------–---–ის მიერ კარის გაღების მომენტში კი საკუთარი თვალით ნახეს იატაკზე დაგდებული მ----- მ--–-–--ე, რომელსაც თვალნათლივ ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. მოწმეთა განმარტებით, დაზარალებულმა მიუთითა დ----- ლ------–---–ზე, როგორც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განმახორციელებელ პირზე. კონფლიქტის ფაქტი დაადასტურა ბრალდებულმაც, თუმცა მიზეზთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია მიაწოდა პოლიციის თანამშრომლებს.

· მ----- მ--–-–--ის მძიმე ჯანმრთელობისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ნათლად აღწერა ყველა იმ მოწმემ, რომელსაც შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, კერძოდ: პატრულ-ინსპექტორებმა, ლ------ გ--------–მა, თ----- ლ-----ემ და ნ----–--ა ბ---–----–---–მა დაადასტურეს, რომ მ----- მ--–-–--ე მომხდარის გამო იყო შოკურ მდგომარეობაში, საუბარი უჭირდა და აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება სახისა და სხეულის არეში, რის გამოც იგი გადაყვანილი იქნა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. დაზარალებულისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებების ხასიათსა და ლოკალიზაციას მთელი სიცხადით ასახავს სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიერ შემუშავებული სრულიად ალოგიკური ვერსია, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, კერძოდ: ალოგიკურია დარტყმის გარეშე როგორ ეცემოდა დაზარალებული იატაკზე, თან არაერთგზის; როგორ გაუღო კარი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა მ----- მ--–-–--ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელები (რომელებიც წარმოადგენენ ნეიტრალურ მოწმეებს და მათ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის მიზნით თავად ბრალდებულსაც რაიმე არგუმენტი არ დაუსახელებია) კატეგორიულად ადასტურებენ, რომ ბინის კარი გააღო ბრალდებულმა და ამ დროს ნაცემი და დასისხლიანებული დაზარალებული იატაკზე იწვა; როგორ შეიძლებოდა ვერ შეენიშნა ბრალდებულს იმ რაოდენობისა და ლოკალიზაციის დაზიანებები, ჩალურჯებები და სისხლი (განსაკუთრებით, დაზარალებულის სახეზე), რაც აღწერილია სამედიცინო დოკუმენტაციასა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში და რასაც დეტალურად აღწერს თითოეული მოწმე, რომელსაც შეხება ჰქონდა მ----- მ--–-–--ესთან; ასევე გაუგებარია, პოლიციის თანამშრომლის მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რატომ არ გააკეთა განცხადება ბრალდებულმა მ----- მ--–-–--ის მიერ მისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- მ--–-–--ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ლ------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა და არა შპს „რ---–---------ის“ დირექტორის, ექსპერტ მ----------–--–---–ის დასკვნა და მისი განსხვავებული მოსაზრება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2--- წლის 11 მაისს შპს „ლ--–---იდან“ გაწერის შემდეგ, თავის ტვინის შერყევის გამო მ----- მ--–-–--ის ამბულატორიული მკურნალობისათვის საკმარისი იყო 8-10 დღე. აღნიშნულის შემდეგ, მ----- მ--–-–--ის მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებისადმი სხვადასხვა დროს მიმართვისა და გახანგრძლივებული მკურნალობის გამომწვევი მიზეზი კატეგორიულად არ არის დადგენილი (15.05.2---წ დიაგნოზი - გულყრა (კრუნჩხვითი), რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული; პოსტტრავმული ეპილეფსია); 14.09.2---წ დიაგნოზი - ეპილეფსია არ დასტურდება, სავარაუდოდ პოსტსტრესული აშლილობა; 14.10.2---წ დიაგნოზი - ლოკალური სიმპტომური ეპილეფსია რთული პარციალური გულყრებით, ეპილეფსიური სტატუსი). სამედიცინო დოკუმენტებში არსებული მონაცემები უტყუარად და ცალსახად ვერ ადასტურებენ პოსტტრავმული ეპილეფსიის დიაგნოზს, ამასთან აღნიშნული დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურებისათვის აუცილებელი, პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარული კვლევა სპეციალიზირებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში ეგგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი ვიდეომონიტორირებით, ჩატარებული არ არის, ექსპერტ ნ--------ის განმარტებით კი, ეპილეფსიის წინაპირობა მხოლოდ ტრავმა არაა და მისი გამოვლენა ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშეა შესაძლებელი. შესაბამისად, უტყუარად ვერ დგინდება შპს „ლ--–---იდან“ გაწერიდან გარკვეული დროის შემდეგ, მ----- მ--–-–--ის ავადმყოფური მდგომარეობის მიზეზობრივი კავშირი უშუალოდ 2--- წლის 11 მაისს მიღებულ ტრავმასთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტ მ-------–--–---–ის განსხვავებული მოსაზრება, რომ მ----- მ--–-–--ის შემთხვევაში სახეზეა 2--- წლის 11 მაისს მიღებული ტრავმის შემდეგ თავის ტვინის შერყევის გამო ჩამოყალიბებული ეპილეფსიური ან სხვა გენეზის გულყრები (შესაბამისი ხანგრძლივი სტაციონარული კვლევის გარეშე) წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ლ------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ----- მ--–-–--ისათვის თავის მიდამოში მიყენებული დაზიანებები - ჰემატომები ორივე თვალბუდის არეში, ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში და თავის ტვინის შერყევა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (თანახმად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნისა), შესაბამისად, დ----- ლ------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასება უნდა მოხდეს არა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ 120-ე მუხლით (2--- წლის 11 მაისს მოქმედი რედაქცია).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ლ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2--- წლის 11 მაისს მოქმედი რედაქცია).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. დ----- ლ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2. დ----- ლ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2--- წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, დ----- ლ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:

- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- M-- გამოკვლევის დასკვნა, 2 (ორი) ცალი ფირი და 5 (ხუთი) ცალი დისკი (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მ---------------------–ოს საგამოძიებო სამმართველოში) შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ლ------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2--- წლის 11 მაისს მოქმედი რედაქცია).

 

დ----- ლ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ლ------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- M-- გამოკვლევის დასკვნა, 2 (ორი) ცალი ფირი და 5 (ხუთი) ცალი დისკი (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მ---------------------–ოს საგამოძიებო სამმართველოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.ნაჭყებია