გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.08.2018
საქმის ნომერი
330310018002364042
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/1813-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ბმა „ვ-–-–-------------“

წარმომადგენელი - ი-------------ე, დ-----------ე, გ---------–---–ი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ც------------ე

 

მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის N8------------09 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8------------16 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების, ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან სახელმწიფოს ამოღებისა და ქ. თბილისი ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე 9949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ბმა "ვ-–-–-------------’’-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

3.1. მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ქ. თბილისის ს----------–------------ს გამგეობის 1999 წლის 24 დეკემბრის N4-- განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის ,,ა----–-------------–ის’’ ინსპექციის მიერ წარდგენილი 1999 წლის 22 დეკემბრის ტრესტ ,,ს---------------------ის’’ ლაბორატორიული კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, საერთო ფართით - 4100 კვ.მ, დაშენების ფართით - 2965 კვ.მ, სამუშაო ფართით - 2786 კვ.მ. ეთხოვა ,,ა----–-------------–ის’’ ინსპექციას ექსპლუატაციაში მიღების აქტი და ტექდოკუმენტაცია გადაგზავნილიყო ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღნიშნული შენობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის ს----------–------------ს გამგეობის 1999 წლის 24 დეკემბრის N4-- განკარგულება - ს/ფ 117

 

4.1.2. ქალაქ თბილისის პრემიერის 2002 წლის 24 სექტემბრის №5-- განკარგულების თანახმად, დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია „ს----------ის“ თხოვნა და ვ-–-–----------------–---–--------–---–--------–--------------ში მდებარე შპს „ს---------------------ის“ ბალანსზე რიცხული 4100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის ლაბორატორიული კორპუსის შენობა ჩაირიცხა საბინაო ფონდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის პრემიერის 2002 წლის 24 სექტემბრის №5-- განკარგულება - ს/ფ 124-125.

 

4.1.3. 2003 წლის 15 აპრილს მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, „ქ.თბილისი, გ-----–---–------–------------“-ში დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 9949 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წლის 30 ოქტომბერს გაცემული, ხოლო 2003 წლის 11 მარტს კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 12 ნოემბრის წერილი N6----. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წლის 29 ნოემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტი. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 4100 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- 2003 წლის 15 აპრილის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი - ს/ფ 101-102

 

4.1.4. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 20 მაისის N2----- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვ---------------–-----------ში, ვ-–-–-----------------–---–---------–---–--------–--------------ში შპს ,,ნ------------------ის’’ ბალანსზე რიცხული 2 სართულიანი (სარდაფით და ტექნიკური სართულით) ლაბორატორიული კორპუსის საბინაო ფონდში გადასატანი ფართის პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 20 მაისის N2----- ბრძანება - ს/ფ 127

 

4.1.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 აგვისტოს N0-------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისი, ვ---------------–-----------ში, ვ-–-–-----------------–---–---------–---–--------–-----------7-ში, შპს „ნ------------------ის’’ ბალანსზე რიცხული 2 სართულიანი ლაბორატორიული კორპუსის საბინაო ფონდში გადასატანი ფართის პროექტის, სარდაფის სართულის საერთო ფართი შეადგენს 690,36 კვ.მ., მათ შორის სათავსოების ფართები შეადგენს 457,45 კვ.მ., ხოლო კორიდორის ფართია 232,90 კვ.მ.

 

პირველი სართულის საერთო ფართი, ოთახებზე დატანილი ფართების დაჯამების შედეგად შეადგენს 1473,66 კვ.მ. მათ შორის, საცხოვრებელი ბინების საერთო ფართია 1245,50 კვ.მ. ხოლო კორიდორის ფართია 228,16 კვ.მ. ბინების ტექნიკური დახასიათების ცხრილში არსებული მონაცემების შესაბამისად, პირველი სართულის საერთო ფართი შეადგენს 1474,79 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ბინების საერთო ფართია 1246,63 კვ.მ. ხოლო კორიდორის ფართია 228,16 კვ.მ.

 

მეორე სართულის საერთო ფართი, ოთახებზე დატანილი ფართების დაჯამების შედეგად შეადგენს 1675,68 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ბინების საერთო ფართია 1525,68 კვ.მ. კორიდორის 150 კვ.მ. ბინების ტექნიკური დახასიათების ცხრილში არსებული მონაცემების შესაბამისად, მეორე სართულის საერთო ფართი შეადგენს 1662,66 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ბინების საერთო ფართია 1512,66 კვ.მ., ხოლო კორიდორის ფართია 150 კვ.მ.

 

შპს ,,ხ---–-ს’’ მიერ 2003 წელს შესრულებული, ქალაქ თბილისში, ვ---------------–-----------ში, ვ-–-–----------------–---–---------–---–--------–-------------ში, შპს ,,ნ------------------ის’’ ბალანსზე რიცხული 2 სართულიანი ლაბორატორიული კორპუსის საბინაო ფონდში გადასატანი ფართის პროექტზე არსებული: სარდაფის, პირველი და მეორე სართული სართულების საერთო ფართი, ოთახებზე დაფიქსირებული ფართების ჯამის შესაბამისად შეადგენს 3838,69 კვ.მ., ხოლო ბინების ტექნიკური დახასიათების ცხრილში არსებული მონაცემები შეადგენს 3827,80 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 აგვისტოს N0-------- დასკვნა - ს/ფ 159-169.

 

4.1.6. 2017 წლის 27 სექტემბერს დ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე ქ. თბილისი, ვ-–-–----------------------–---–---–----------------ში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საერთო ფართის ოდენობაში, ნაცვლად 4100 კვ.მ ფართისა 3839.69 კვ.მ ფართის მითითება, ასევე სარდაფის სართულზე კორიდორის ფართის 234.90 კვ.მ.-ს, პირველ სართულზე კორიდორის ფართის - 228.16 კვ.მ-ს და მეორე სართულზე კორიდორის ფართის - 150 კვ.მ-ს რეგისტრაცია მოითხოვა.

 

განცხადებას თან ერთვოდა: წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ქალაქი თბილისის ს----------–------------ს გამგეობის განკარგულება; ქალაქის მთავრი არქიტექტორის ბრძანება N192, 14.07.1980 წელი; ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურული - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის წერილი N3--; გენ. გეგმა; სართულებრივი გეგმა; ქალაქ თბილისის პრემიერის განკარგულება N5--; ტექნიკური დახასიათების, მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციის ფურცელი; ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანება 2-----; საექსპერტო დასკვნა 16.05.2002 წელი; საკადასტრო რუკის ასლი; ბრძანება N2----- ასლი; სს ნავთობის ეროვნული კომპანია "ს----------ის" შპს "ნ------------------ის" ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილება N1---, გადაწყვეტილება N1---, გადაწყვეტილება N2--- და გადაწყვეტილება N2---; ვ-–-–----------------–-----------–---–------–-----------7 პლანშეტი; წერილი N1-- საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე; 01.09.2004 წლის აქტის ასლი; ბმა-ს საერთო კრების ოქმი N1; მინდობილობა N1-------- (ასლი); ექსპერტიზის დასკვნა;

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილებით დ-----------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–-----------–---–------–-----------7-ში სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დ-------------–----------------------------------------–------------------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------------–-----------–---------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------- (კორიდორი 150,00 კვ.მ.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- დ-----------ის 2017 წლის 27 სექტემბრის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 106-170

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილება - ს/ფ 173

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 174-183

 

4.1.7. 2017 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-–-–-------------“-ის თავმჯდომარემ დ-----------ემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---ში, გ-----–---–-------------–-------–------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი 0---------------). განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი; განცხადება; საკადასტრო რუკა; გადაწყვეტილება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ასევე მითითებული იქნა საქმე N8-----------.

 

ზემოთ აღნიშნული განცხადებით ბმა ,,ვ-–-–-------------’’ მიერ მოთხოვნილი იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---–---------–---–-------------–-------------ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 184-207

 

4.1.8. 2017 წლის 01 ნოემბრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 2017 წლის პირველ ნოემბერს გაიგზავნა №4----- წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო №4----- წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება - ს/ფ 210-211

 

4.1.9. 2017 წლის პირველ ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა №4----- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და განუმარტა, რომ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სახელმწიფო, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ვ-–-–-------------“-ის მიერ მოთხოვნილი იყო მიწაზე მესაკუთრედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაცია იმ დასაბუთებით, რომ სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის დაფიქსირება.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესების გამოხატვისა და უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხს, ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ წარმოშობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №8------------10 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ქალაქ თბილისში, დასახლება ვ-–-–----------------–---–-------------–-------–------ში მდებარე, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 9949.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო და კერძო პირთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ სურდათ რომ მიწის ნაკვეთის თანასამესაკუთრედ სახელმწიფოსთან ერთად დარეგისტრირებულიყო ბ.მ.ა. ,,--–-–-------ი", დაინტერესებული პირის მიერ უნდა დაზუსტებულიყო მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის N4----- წერილი - ს/ფ 212.

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილი - ს/ფ 224

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №8------------10 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ - ს/ფ 226-227

 

4.1.10. 2017 წლის 20 დეკემბრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის კრების ოქმით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------5. თარიღი: 21.12.2017, ნოტარიუსი: მ-----–---------ე) ამხანაგობამ დაადგინა, რომ ქ. თ---–--–----–-–-------–--------–---–-----------–-------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ამოღებული უნდა იქნეს სახელმწიფო და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული უნდა იქნეს ბმა „ვ-–-–-------------“-ის საკუთრების უფლება. ამხანაგობის კრების ოქმის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრის მიერ ერთხმად, ხმათა 100%-ით.

 

ზემოთ აღნიშნული კრების ოქმი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის თავმჯდომარის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 21 დეკემბერს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №8------------16 გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის კრების ოქმი - ს/ფ 238-240

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №8------------16 გადაწყვეტილება - ს/ფ 243

 

4.1.11. 2018 წლის 22 იანვარს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის თავმჯდომარემ - დ-----------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №8------------16 გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან სახელმწიფოს ამოღებისა და ქ. თბილისი ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე 9949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 244-249

 

4.1.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის N9---- გადაწყვეტილებით ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის 2018 წლის 22 იანვრის N4------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის N9---- გადაწყვეტილება - ს/ფ 261-265

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–-----------–---–------–-----------7-ში სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დ-------------–----------------------------------------–------------------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------------–-----------–---------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------- (კორიდორი 150,00 კვ.მ.).

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-–-–-------------“-ის თავმჯდომარემ დ-----------ემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---ში, გ-----–---–-------------–-------–------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი 0---------------). განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი; განცხადება; საკადასტრო რუკა; გადაწყვეტილება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ასევე მითითებული იქნა საქმე N8-----------. ზემოთ აღნიშნული განცხადებით ბმა ,,ვ-–-–-------------’’ მიერ მოთხოვნილი იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---–---------–---–-------------–-------------ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალიწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო ამავე მუხლის 32 პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ნოემბრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 2017 წლის პირველ ნოემბერს გაიგზავნა №4----- წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო №4----- წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

2017 წლის პირველ ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა №4----- წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და განუმარტა, რომ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სახელმწიფო, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ვ-–-–-------------“-ის მიერ მოთხოვნილი იყო მიწაზე მესაკუთრედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაცია იმ დასაბუთებით, რომ სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის დაფიქსირება.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესების გამოხატვისა და უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის საკითხს, ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ წარმოშობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №8------------10 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ქალაქ თბილისში, დასახლება ვ-–-–----------------–---–-------------–-------------ში მდებარე, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 9949.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო და კერძო პირთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ სურდათ რომ მიწის ნაკვეთის თანასამესაკუთრედ სახელმწიფოსთან ერთად დარეგისტრირებულიყო ბ.მ.ა. ,,--–-–-------ი", დაინტერესებული პირის მიერ უნდა დაზუსტებულიყო მოთხოვნა.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

2017 წლის 20 დეკემბრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის კრების ოქმით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------5. თარიღი: 21.12.2017, ნოტარიუსი: მ-----–---------ე) ამხანაგობამ დაადგინა, რომ ქ-------–--–----–-–----------------–---–-----------–-------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ამოღებული უნდა იქნეს სახელმწიფო და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული უნდა იქნეს ბმა „ვ-–-–-------------“-ის საკუთრების უფლება. ამხანაგობის კრების ოქმის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრის მიერ ერთხმად, ხმათა 100%-ით.

 

2017 წლის 25 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------16 გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის /ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 22 იანვარს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის თავმჯდომარემ - დ-----------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №8------------16 გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-–-–-------------“-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან სახელმწიფოს ამოღებისა და ქ. თბილისი ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე 9949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის N9---- გადაწყვეტილებით ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის 2018 წლის 22 იანვრის N4------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მის ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო თვლის, რომ არ არის გამოკვლეული სადავო ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ფარგლები, კონკრეტულად რა ნაწილზე და სად მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---ში, გ-----–---–-------------–-------–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მხოლოდ მოსარჩელეთა საკუთრების უფლება. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, არ უმსჯელია სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რასაც მოსარჩელე მოითხოვდა მის მიერ წარდგენილი განცხადებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა გულისხმობს არა მხოლოდ საქმეზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, არამედ ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მოძიებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში თავად უნდა გამოეკვლია წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, სადავო უძრავ ქონებაზე სად მდებარეობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, სახელმწიფოს საკუთრების უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მიწაზე თუ შენობა-ნაგებობაზეც და ემსჯელა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებაზე, ვინაიდან საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ეკისრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, მოპასუხე ვალდებულია შეაფასოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი.

 

7.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისი, ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. 0---------------) საჯარო რეესტრის ამონაწერიდან სახელმწიფოს ამოღებისა და ქ. თბილისი ვ-–-–----------------–---–-----------–--------------ში მდებარე უძრავ ნივთზე 9949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ბმა ,,ვ-–-–-------------’’-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისმხობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბმა „ვ-–-–-------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი