განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
330100118002523509
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/3046-18

(004150418005)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების თ---------------–--ის,ბრალდებულ ა-----–--------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–----–-----------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–--------------------------------------–-------------------------–---------------------------------–---------------–---------------------------–-------- - მიმართ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ა-----–--------ეს ბრალად ედება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:

2----–-–------------–--------–--–-----–-------–-----–--------------–------------–------------------–--–---------------–---------–---ში“ დაახლოებით 16:08 საათზე, ა-----–--------ე, მართსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 1 ცალ „ვრანგლერის“ ფირმის ჯინსის შარვალს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „5---ს“ მიადგა 199 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ-–---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-------–----–---–-----------------------------------–------------სა და ა-----–--------ის გამოკითხვის ოქმები; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი; ამოღების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ა-----–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარებულს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა და იგი თანახმაა ა-----–--------ის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდეს ა-----–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ა-----–--------ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

1. სამი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

2. ამოღებული „ვრანგლერის“ ფირმის შარვალი, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველმგანყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი