გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.08.2018
საქმის ნომერი
020350018002560646
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020350018002560646 (3/135-18)

ბრძანება

საქართველოს სახელით

კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე

10.08.2--- ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ანა კვირტია

შუამდგომლობის წარმომდგენი სსიპ შე-------–----------------

წარმომადგენელი მა---------–--ე

გადასახადის გადამხდელი შპს ,,K------------"

განიხილა შე-------–----------------ს შუამდგომლობა კომერციული ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

25.07.2--- წ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სს ,,სა---------–------------ნ" შპს ,,K------------"-ს შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვა.

 

შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ სსიპ შე-------–----------------ს აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2--- წ №35-- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,K------------"-ს (ს/ნ 4--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 01.01.2--- წ-დან 19.02.2--- წ-მდე საანგარიშო პერიოდში.

 

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არსებული საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები) წარმოდგენა, თუმცა მოთხოვნა არ შესრულდა, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #16----.

 

შე-------–----------------ს ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მონაცემებით შპს ,,K------------"-ს (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს სს ,,საქ--------–--------ში".

 

იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებისთვის არ არის ხელმისაწვდომი გადამხდელის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებიდან ინფორმაცია, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ნებართვის გაცემას.

 

შუამდგომლობს სს ,,სქ--------–-----------ან’’ გამოთხოვილ იქნეს შპს ,,K------------"-ს (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებზე 01.01.2--- წ-დან 19.02.2--- წ-მდე პერიოდში თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

არ გამოცხადდა შპს ,,K------------" (ს/ნ 4--------)ა რომელსაც სასამართლო გზავნილი და უწყება გაეგზავნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2147-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალის შესწავლის შედეგად სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2145-ე მუხლის თანახმად, კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2146 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

 

ამავე კოდექსის 2146 მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება), ხოლო 2147-ე მუხლის მე-4 ნაწილით საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.

 

მითითებული ნორმებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შე-------–---------------- უფლებამოსილია, შპს ,,K------------"-ს (ს/ნ 4--------) საგადასახადო შემოწმების მიზნით მოითხოვოს კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 2147-ე, მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. დაკმაყოფილდეს სსიპ შე-------–----------------ს შუამდგომლობა.

 

2. სს ,,სქ--------–-----------ან’’ გამოთხოვილ იქნეს შპს ,,K------------"-ს (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებზე 01.01.2--- წ-დან 19.02.2--- წ-მდე პერიოდში თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.

 

3. სს ,,სქ--------–--------ს’’ დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების წარდგენისათვის განესაზღვროს 15 დღის ვადა, რომელიც აითვლება ბრძანების კანონიერ ზალაში სესვლის მე-2 დღიდან.

 

4. ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ;

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32.) მხარეთათვის ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა