[მუხლი 21
47
. კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) საგადასახადო ორგანო, რომელსაც უნდა გადაეცეს მოთხოვნილი ინფორმაცია;

ე) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;

[
ე) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ზ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

6. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.

7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.

[
7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

8. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

9. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

10. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

11. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1809 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2623 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1455 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

თავი VII12. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1809 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2623 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

[თავი VII
12
. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1455 – ვებგვერდი, 06.04.2026