გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
020350019002854395
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020350019002854395 (3/34-19)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების

რეალიზაციის თაობაზე

 

28.03.2019 ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

 

შუამდგომლობის ავტორი - სს---–--------–---------------ი

წარმომადგენელი თა---------------ე

 

მოვალე შპს ,,ფა----ი"

 

მოთხოვნა: კომერციული ბანკისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება

 

განიხილა შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სს---–--------–---------------ის აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2--- წ №36--- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ფა----ის" (ს/ნ 42------5) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშწორების კუთხით.

 

შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 04.09.2--- წ-დან 01.12.2--- წ ჩათვლით.

 

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა.

 

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მონაცემებით გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,თი-----------ში’’ და სს ,,სა---------–--------ში".

 

იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება გადამხდელთან დაკავშირება და შემოწმებისთვის არ არის ხელმისაწვდომი გადამხდელის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან ინფორმაცია, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ნებართვის გაცემას.

 

შუამდგომლობს სს ,,თი-----------იდან" და სს ,,სა---------–--------იდან" გამოთხოვილ იქნეს გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო) თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 04.09.2--- წ-დან 01.12.2--- წ ჩათვლით პერიოდში.

 

სასამართლო სხდომაზე შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

არ გამოცხადდა გადასახადის გადამხდელი, რომელსაც სასამართლო გზავნილი და უწყება გაეგზავნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2147-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალის შესწავლის შედეგად სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2145-ე მუხლის თანახმად, კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2146 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო; ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

 

ამავე კოდექსის 2146 მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება), ხოლო 2147-ე მუხლის მე-4 ნაწილით საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.

 

მითითებული ნორმებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შპს ,,ფა----ის" საგადასახადო შემოწმების მიზნით მოითხოვოს კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 2147-ე, მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. დაკმაყოფილდეს სს---–--------–---------------ის შუამდგომლობა.

 

2. სს ,,თი-----------იდან" და სს ,,სა---------–--------იდან" გამოთხოვილ იქნეს შპს ,,ფა----ის" (ს/ნ 42------5) საბანკო ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო) თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 04.09.2--- წ-დან 01.12.2--- წ ჩათვლით პერიოდში.

 

3. სს ,,თი-----------სა’’ და სს ,,სა---------–--------ს" დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების წარდგენისათვის განესაზღვროს 5 დღის ვადა, რომელიც აითვლება კანონიერ ძალაში შესული ბრძანების მისთვის გადაცემის დღიდან.

 

4. ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ;

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32.) მხარეთათვის ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა