[მუხლი 21
50
. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

(ძალადაკარგულია მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე)

(ძალადაკარგულია მე-2 პუნქტის სიტყვების: „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები)
-   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

3. მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ იგი შეიცავს ამ კოდექსის 2149 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;

[
დ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, ფაქტორინგული კომპანია, ფაქტორინგული პლატფორმა, რომელმაც საგადასახადო ორგანოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

ე) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

5. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.

6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

[
6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, ფაქტორინგულ კომპანიას, ფაქტორინგულ პლატფორმას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

7. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში.
მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

(ძალადაკარგულია მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე)
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2947 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება №1/3/638 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1809 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2623 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1455 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

თავი VII13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015