1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება/დადგენილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივრონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისმა ადგილობრივმა ერთეულმა, აგრეთვე პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.
2. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების/დადგენილების გამომცემ/გამომტან სასამართლოში მხარისთვის ბრძანების/დადგენილების ასლის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.
3. მოსამართლის ბრძანების/დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ ბრძანების/დადგენილების მოქმედებას.
4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს არსებითად, საჩივრის შეტანიდან 1 კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა. თუ ეს ექსპერტიზა დანიშნულია სასამართლოს ინიციატივით, იგი ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. მხარის მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზა ტარდება ამ მხარის ხარჯზე.
5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ მოსამართლის დადგენილებას – დადგენილებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება/დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2015 წლის
11
დეკემბრის კანონი
№4630
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს
2018
წლის
7
მარტის
კანონი
№
2036
-
ვებგვერდი
,29.03.2018
წ
.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5013
- ვებგვერდი, 13.05.2016