გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.08.2018
საქმის ნომერი
330310118002450787
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3023-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ----------------“

წარმომადგენელი - ნ-----–-------------

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

წარმომადგენლები - თ----------------ა, მ--–-----------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულება შპს ,,ჯ----------------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა - სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა (,,შემსყიდველი“) და შპს ,,ჯ---------------ს“ (,,მიმწოდებელი“) შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, დადებული იქნა №--- და №--- ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

№--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, ს--–------------ის რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 მ3 წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა (შემდგომში მომსახურება) ამ ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 162250 (ას სამოცდაორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, 5.2 პუნქტის თანახმად კი, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ს--–-----------------------------------------––----------------–---–-------------------–---------–-----------–------------------––-----------------------------).

 

№--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, ს--–------------ის რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 980 მ3 წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა (შემდგომში მომსახურება) ამ ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 63602 (სამოცდასამი ათას ექვსას ორი) ლარს, 5.2 პუნქტის თანახმად კი, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ს--–------------ის სატყეო სამსახურის ა---––----------------–---–-------------------ში, თ----–-----------–------------------––-----------------------------).

 

ხელშეკრულებების 10.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ (ხელშემშლელ გარემოებებში არ ითვლება წვიმა, ქარი, თოვლი და ა.შ) გარემოებებს, რომელთა გამო შეფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებ მხარეს კი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისთვის თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

ამასთან, ორივე ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება (ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ტექნიკური დავალება - დანართი №1 (ს.ფ. 25-28);

- 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ტექნიკური დავალება - დანართი №1 (ს.ფ. 36-39);

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და 2018 წლის 31 მარტის №------ საბოლოო დასკვნის თანახმად, 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულების შემთხვევაში, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 2500 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სააგენტოზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1788,37 მ3 მერქნული რესურსი, გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 711,63 მ3, დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე).

 

ამასთან, წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და 2018 წლის 31 მარტის №---/6 საბოლოო დასკვნის თანახმად, 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულების შემთხვევაში, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 980 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სააგენტოზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 892,33 მ3 მერქნული რესურსი, გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 87,67 მ3, დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 31 მარტის №------ საბოლოო დასკვნა (ს.ფ. 52);

- 2018 წლის 31 მარტის №---/6 საბოლოო დასკვნა (ს.ფ. 48);

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 195-205)

 

4.1.3. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №------- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,,ჯ----------------ს’’ მიერ S----------- და S----------- ელექტრონული ტენდერების საფუძველზე დადებული 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №------- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 20).

 

4.1.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №---- წერილით შპს ,,ჯ---------------ს“ ეცნობა, რომ სააგენტოში შესული იყო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №------- წერილობითი შეტყობინება შპს ,,ჯ----------------ს’’ მიერ 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიმწოდებელს განმარტება არ წარუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №---- წერილი (ს.ფ. 19).

 

4.1.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ----------------“ (ს/კ: 405210873) 2018 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულება შპს ,,ჯ----------------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (ს.ფ. 21-24).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ----------------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულება შპს ,,ჯ----------------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა (,,შემსყიდველი“) და შპს ,,ჯ---------------ს“ (,,მიმწოდებელი“) შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, დადებული იქნა №--- და №--- ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. №--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, ს--–------------ის რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 მ3 წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა; მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 162250 (ას სამოცდაორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ს--–-----------------------------------------––----------------–---–-------------------–---------–-----------–------------------––-----------------------------). №--- ხელშეკრულების თანახმად კი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, ს--–------------ის რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 980 მ3 წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა; მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 63602 (სამოცდასამი ათას ექვსას ორი) ლარს, ხოლო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ს--–------------ის სატყეო სამსახურის ა---––----------------–---–-------------------ში, თ----–-----------–------------------––-----------------------------). ხელშეკრულებებში ასევე მითითებულ იქნა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ (ხელშემშლელ გარემოებებში არ ითვლება წვიმა, ქარი, თოვლი და ა.შ) გარემოებებს, რომელთა გამო შეფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებ მხარეს კი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისთვის თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, ორივე ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება (ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტამდე.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ - შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები“, რომელიც შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ„ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №------- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,,ჯ----------------ს“ მიერ S----------- და S----------- ელექტრონული ტენდერების საფუძველზე დადებული 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

7.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ჯ----------------ს’’ მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლის მიერ არც სააგენტოში და არც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 07 სექტემბრის №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სანიტარული ჭრის ფარგლებში, ს--–------------ის რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 მ3, ხოლო №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 980 მ3 წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადებაზე, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და 2018 წლის 31 მარტის №------ და №---/6 საბოლოო დასკვნების თანახმად კი დგინდება, რომ 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულების შემთხვევაში, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 2500 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სააგენტოზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1788,37 მ3 მერქნული რესურსი, გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 711,63 მ3, დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე), ხოლო 2017 წლის 07 სექტემბრის №--- ხელშეკრულების შემთხვევაში, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 980 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სააგენტოზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 892,33 მ3 მერქნული რესურსი, გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 87,67 მ3, დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე).

 

რაც შეეხება მიმწოდებლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ უამინდობის გამო გარკვეული პერიოდი ვერ შეძლო ტყეში შესვლა და სამუშაოების ჩატარება, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. საყურადღებოა რომ მიმწოდებელმა მხოლოდ 2017 წლის 13 დეკემბერს (ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე) მიმართა შემსყიდველ კომპანიას ვადის გაგრძელების მოთხოვნით, სადაც მიუთითებდა რომ დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდებოდა ტყიდან გამოსაზიდი ხე-ტყის ლოკალიზება და გამოტანა, თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის წერილით, რომელიც მართალია არ არის გაცემული უშუალოდ აწყურის ტერიტორიასთან მიმართებით (მოსარჩელე მასზე დაყრდნობით აპელირებს დიდთოვლობაზე) ცალსახად არ დასტურდება იმხელა თოვლის საფარის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ვალდებულების დათქმულ დროში შესრულებას და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სატენდერო წინადადების წარდგენით დაეთანხმა სატენდერო პირობებს, აიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება კონკრეტულ დროში, აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლში კი ცალსახად მითითებული იქნა, რომ ხელშეკრულების შესრულების პროცესში ხელშემშლელ გარემოებებში არ ითვლება წვიმა, ქარი, თოვლი და ა.შ.

 

სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სატყეო უბანზე გაყვანილი არ იყო ტყეკაფვის მისასვლელი სატყეო სამეურნეო გზა, რომლის შესახებაც წერილობით აცნობა შემსყიდველს და მოსთხოვა გზის გაყვანა, ვინაიდან არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება საქმეში. რაც შეეხება შპს ,,ჯ----------------ს“ დირექტორის 2017 წლის 20 ნოემბრის წერილს სატყეო სამეურნეო გზის არარსებობის შესახებ (ს.ფ. 46), სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილი არ ეხება 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს, ვინაიდან მოცემულ წერილში საუბარია №--- ხელშეკრულებაზე და თ----–-----------–---------------–ის ტერიტორიაზე.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №---- წერილით შპს ,,ჯ---------------ს“ ეცნობა, რომ სააგენტოში შესული იყო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №------- წერილობითი შეტყობინება შპს ,,ჯ----------------ს“ მიერ 2017 წლის 07 სექტემბრის №--- და №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა. აღნიშნული წერილი მიმწოდებელს გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიმწოდებელს განმარტება არ წარუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ დირექტორმა მეილი გვიან ნახა და ვერ მოასწრეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. სასამართლო ამ შემთხვევაშიც ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან მისგან განმათავისუფლებელ გარემოებას.

 

დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულება შპს ,,ჯ----------------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მაისის №---- განკარგულება შპს ,,ჯ----------------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ----------------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ჯ----------------ს“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,ჯ----------------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ჯ----------------ს“ სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ჯ----------------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი