განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/-------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი- ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნ------------------
დაცვის მხარე
ადვოკატი - ლ--------------
ბრალდებული ბ-----------------------------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი:0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: მქონე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ. თბილისი, ე-------------------------
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორის პირის მიმართ.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბ-----------------ი და ნ---------------- 2015 წლიდან დღემდე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი ლ--------------------
2017 წლის მაისის თვეში, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ე--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ-----------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ----------------- კუთვნილი ,,აიფონ- 5“-ის მოდელის მობილური ტელეფონი განზრახ დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც ტელეფონი განადგურდა. აღნიშნულის შედეგად, ნ----------------ს მიადგა 460 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2017 წლის მაისის თვეში, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ე--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-----------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ----------------- დედას ი---------------------, ურთიერთშელაპარაკების დროს, ხელი გაარტყა ერთხელ სახის არეში, ხოლო შემდგომ ხელი მოუჭირა ყელის არეში და შეეცადა დახრჩობას, აღნიშნულის შედეგად ი---------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-------------------------------- კორპუსში მდებარე ბ--------ში, ბ-----------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ბ-----------------მა ნ----------------ს ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ნ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ნ----------------- დედა იზ----–------------- შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ბ-----------------მა ი--------------------- საყელოს არეში მოჰკიდა ხელი და მიანარცხა კედელზე, აღნიშნულის შედეგად იზ----–-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, ვა--------–--------------------------------------------–- მდებარე ბ--------ში ბ-----------------მა რა----------------------ეს საკანცელარიო დანის საშუალებით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ლოყის მიდამოში გარდამავალი ქვედა ყბის ქვედა მიდამოს შუა მესამედში, რამაც რა---------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, მისი ხანმოკლე მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 01 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ-----------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2018 წლის 20 სექტემბერს საქმის არსებითი განხილვის დროს ბ-----------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ნ-----------------, რა-----------------------ის, იზ----–------------ის, ნა--------–---------ს, სე---------–----–---–ის, მა--------------–---–ის, გი----------–-–---–-ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ბ-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ბ-----------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია, ასევე ბ-----------------მა ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, გაანადგურა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით
ბ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ბ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ბ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ბ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ბ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 აპრილის 21:30 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ბ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქაღალდის საჭრელი დანა, ბ-----------------ის და რა---------------------ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
რა---------------------ისაგან ამოღებული მაისური მოწითალო ფერის ლაქებით,- დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე