გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/4769-17 25 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სს ,,მ-–--“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ-----------------ია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - კ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში, პირველ სართულზე მდებარე 15,85 კვ.მ ფართზე სს ,,მ-–--ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. კავშირგაბმულობის სამინისტროს სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ ბაზაზე სააქციო საზოგადოება ,,მ-–--“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის N03.---43 დადგენილებით დაფუძნდა. დასახელებული დადგენილებით სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ პრივატიზების გეგმა, ქონების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება დამტკიცდა (დადგენილება - ტომი 1, ს.ფ. 63-64, 199-200). სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნამდე კავშირგაბმულობის სამინისტროს საფოსტო კავშირისა და პრესის გავრცელების სამსახურის სრულყოფისა და განვითარების შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 14 ივლისის N1-- განკარგულებით რესპუბლიკის ქალაქების მერიებსა და ქალაქებისა და რაიონების გამგეობებს დაევალათ, გადაეწყვიტათ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს საწარმოებისათვის სამეურნეო გამგებლობაში ყველა იმ შენობა-ნაგებობის და სხვა დამხმარე სათავსოების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, რომლებიც მათ ბალანსზე ირიცხებოდა და მათში განთავსებული იყო კავშირგაბმულობის განყოფილებები და პრესის გავრცელების სააგენტოები (განკარგულება - ტომი 1, ს.ფ. 21). აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილებით ,,მ-–--ს“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა კავშირგაბმულობის საფოსტო განყოფილებებისა და პრესის გავრცელების სამსახურის იჯარით აღებული სათავსოები, მითითებული ამ დადგენილების N1 და N2 დანართებით. დადგენილების N2 დანართში სხვა ობიექტებთან ერთად მითითებულია ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე ქონება (ტომი 1, ს.ფ. 16-17, 220-224). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილების მიხედვით, 1995 წლის 31 მარტს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტსა და სს ,,მ-–--ს“ შორის პრესის გავრცელების სამსახურის მიერ იჯარის უფლებით დაკავებული არასაცხოვრებელი ფართობების ბალანსიდან ბალანსის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლითაც სს ,,მ-–--მ“ ჩაიბარა პრესის გავრცელების სამსახურების მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართობები განთავსებული 23 ობიექტზე მთლიანად საერთო ფართობით 2050 კვ.მ, მათ შორის - ქალაქ თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე ჯიხური (ტომი 1, ს.ფ. 22-23, 24-25). 1995 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 16,97 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სს „მ-–--“ მოსარგებლედ აღირიცხა (ცნობა-დახასიათება - ტომი 1, ს.ფ. 157-158). 1994 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების ატით ბალანსზე გადაცემული ქონების სს „მ-–--ს“ საწედებო კაპიტალში შეტანისა და შესაბამისად საწესდებო კაპიტალის გაზრდის საკითხზე სს „მ-–--ს“ მიმართვის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიამ 1995 წლის 11 მაისს იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო (კოლეგიის დადგენილება - ტომი 1, ს.ფ. 26-29, 253-258), თუმცა 1995 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნულ საკითხი, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრთან წარდგენილი მიმართვის მიხედვით, დადებითად გადაწყვეტილი არ იყო (მიმართვა - ტომი 1, ს.ფ. 34). ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 16,97 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სს „მ-–--ს“ უფლებრივ მდგომარეობად მოსარგებლე დარჩა 1995 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ასევე, 1999 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით ქონების მართვის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე (ცნობა-დახასიათება - ტომი 1, ს.ფ. 58). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 11 მაისის დადგენილება სს „მ-–--ს“ საწესდებო კაპიტალში 1994 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების ატით ბალანსზე გადაცემული ქონების ღირებულებით გაზრდის თაობაზე აღსრულდა.
მტკიცებულება:
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის N03.---43 დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 63-64, 199-200);
- საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 14 ივლისის N1-- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 21);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილება, დანართი N1, დანართი N2 (ტომი 1, ს.ფ. 16-17, 18-19, 20, 220-224);
- 1995 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი, ობიექტების ნუსხა (ტომი 1, ს.ფ. 22-23, 24-25);
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 11 მაისის N21.------ დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 26-29, 253-258);
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 აგვისტოს N06-649/7-9 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 66);
- სს ,,მ-–--ს“ შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაცია (ტომი 1, ს.ფ. 199-440);
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს 1995 წლის 24 სექტემბრის N-------- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 34);
- ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 58).
4.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 ოქტომბრის N5/1320 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ი. ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N5 (საერთო ფართით - 15,91 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა.
მტკიცებულება:
- შემოვლის ფურცელი, განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 449, 450);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 ოქტომბრის N5/1320 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 451).
- შიდა აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 452-453);
- რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 455);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 456-457);
- აქტიური სააღრიცხვო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 458-459).
4.3. 2014 წლის 24 სექტემბერს სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენელმა დ--–---------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში, პირველ სართულზე მდებარე 15,85 კვ.მ ფართზე სს ,,მ-–--ს“ საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილების ასლი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის N03.---43 დადგენილების ასლი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 11 მაისის N21.------ დადგენილების ასლი და შიდა აზომვითი ნახაზი წარედგინა.
მტკიცებულება:
- შემოვლის ფურცელი, განცხადება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 141, 142, 143-144, 145, 146, 147-148, 149-152);
- შიდა აზომვითი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 154-155).
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 29 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით სს ,,მ-–--ს“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის წარდგენა დაევალა. შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობაზე მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N8------------04 გადაწყვეტილებით სს ,,მ-–--ს“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 ნოემბრის N------ გადაწყვეტილებით.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 29 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 157).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის N8------------04 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 158).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 167-171).
4.5. 2017 წლის 2 თებერვალს სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენელმა დ--–---------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში, პირველ სართულზე მდებარე 15,85 კვ.მ ფართზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სს ,,მ-–--ს“ საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის N6/6---- წერილი წარედგინა და მიეთითა, რომ დოკუმენტები ერთვოდა N8----------- საქმეს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის N6/6---- წერილის თანახმად, სააგენტოს საარქივო მასალებში ინახებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ ამავე საწარმოს აქციათა პრივატიზების განხორციელებამდე, გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე კავშირგაბმულობის საფოსტო განყოფილებისა და პრესის გავრცელების სამსახურის მიერ იჯარით აღებული სათავსოები, მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე ჯიხური.
მტკიცებულება:
- შემოვლის ფურცელი, განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 172, 173);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის N6/6---- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 174).
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილებით სს ,,მ-–--ს“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, N---------------- კოდზე მოთხოვნილი ნაგებობა N5 (ლიტ. ,,კ“) - საერთო ფართით 15,91 კვ.მ რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია კანონის შესაბამისად დაინტერესებული პირის საკუთრების უფლებას არ წარმოშობდა. მითითებული გადაწყვეტილებით, სს ,,მ-–--ს“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 177-178).
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილებით სს ,,მ-–--ს“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 179).
4.8. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილება სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენელმა დ--–---------–---–მა 2017 წლის 7 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის განმარტებით, 1995 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული 23 ობიექტიდან 22 ობიექტზე სს ,,მ-–--ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2008 წელს, ხოლო ქალაქი თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა 61-ში მდებარე ობიექტის საკუთრებაში გადაცემაზე უარი ეთქვა, რაც უსაფუძვლო იყო. საჩივრის ავტორის მითითებით, ყველა განცხადების სამართლებრივი საფუძველი ერთიდაიგივე იყო და გაურკვეველია რატომ არ მოხდა სადავო ობიექტის სს ,,მ-–--ს“ საკუთრებად აღრიცხვა.
მტკიცებულება:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 180-183).
4.9. ადმინისტრაციული წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აპრილის N1----- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენლის, დ--–---------–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა, დაეფიქსირებინა პოზიცია, ასევე, მიეწოდებინა ინფორმაცია, დ--–---------–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი იყო თუ არა იდენტური სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის N6/6---- წერილში მითითებული, ,,ჩუღურეთის რაიონში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე ჯიხურისა“, რომელიც სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ ამავე საწარმოს აქციათა პრივატიზების განხორციელებამდე გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე. პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის N6/1---- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1994 წლის 6 ოქტომბრის N23.02.--- დადგენილებით სახელმწიფო საწარმო ,,მ-–--ს“ ამავე საწარმოს აქციათა პრივატიზების განხორციელებამდე, გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე კავშირგაბმულობის საფოსტო განყოფილებისა და პრესის გავრცელების სამსახურის მიერ იჯარით აღებული სათავსოები, მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში მდებარე ჯიხური, თუმცა, ვინაიდან არსებულ დოკუმენტაციაში არ იყო უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (WGS 84 კოორდინატთა სისტემისა და UTM პროექციაში), სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა N1----- კორესპონდენციით დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
მტკიცებულება:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ტომი 1, ს.ფ. 191);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის N6/1---- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 197);
4.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N1----- გადაწყვეტილებით სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენლს დ--–---------–---–ს 2017 წლის 7 მარტის N-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
მტკიცებულება:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N1----- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 104-108).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილება, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N1----- გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმის გამორკვევით, გააჩნდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენელის დ--–---------–---–ის 2017 წლის 2 თებერვლის N8----------- განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.
დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი).
ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი).
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმადაც, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, სს ,,მ-–--ს“ წარმომადგენელმა დ--–---------–---–მა მოპასუხესთან წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ქალაქ თბილისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N61-ში, პირველ სართულზე მდებარე 15,85 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო წარდგენილი. სარეგისტრაციო სამსახურმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, თუმცა ასეთი დოკუმენტი ვერც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში იქნა მოძიებული. ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მართლზომიერად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება მასზე, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად იქნა შეფასებული უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე, იგივე დოკუმენტები სხვაგვარად იქნა შეფასებული სხვა უძრავ ქონებებზე სს „მ-–--ს“ უფლების 2008 წელს რეგისტრაციისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „მ-–--ს“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია შესაძლებელია, მიჩნეული ყოფილიყო მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებლად და არა საკუთრების უფლების დამდგენად, მართლზომიერი მფლობელობაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება კი სს „მ-–--ს“, როგორც იურიდიულ პირს 2012 წლამდე გააჩნდა, თანახმად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-41 და მე-74 მუხლისა, რომლის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან კი კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. 2012 წლამდე სადავო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს.
7.2. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ 2017 წლის 27 აპრილის N1----- გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის N8------------04 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს (პუნქტი 7.1).
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე სასამართლო ხარჯები გადახდება მოსარჩელე მხარეს.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სარჩელის წარდგენის ეტაპზე არის შესრულებული (ტომი 1, ს.ფ. 113).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,მ-–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია