განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-154-18
(038090718001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-------- კ------–---ი, დაბადებული 1989 წლის 27 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხაშურისა და ქარელის გაერთიანებული სერვისცენტრის თანამშრომელი, რეგისტრირებული ხ-–----–-------––-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხაშუ--–------------------------ №2-ში
ადვოკატი - ნინო იასაღაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა-------- კ------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ხაშუ--–------------------------ №2-ში, მეუღლის დედის, სონია ბეკოშვილის საცხოვრებელ სახლში ა-------- კ------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ორსულ მეუღლეს ს--–----------–---–ს გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა დედას უხმო საშველად, მან (ბრალდებულმა) სახეში ხელის გარტყმით განაგრძო მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც დაზარალებულმა კვლავ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ა-------- კ------–---მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ამბულატორიული ბარათი - დოკუმენტაცია დაზარალებულის ორსულობასთან და, ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-------- კ------–---მა ორსული მეუღლის, ს--–----------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-------- კ------–---ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; ბრალდებული დასაქმებულია - სამსახურის ადგილის მიხედვით მასზე გაცემულია დადებითი დახასიათება, იგი დადებითად არის დახასიათებული მეზობლების მიერაც. საქმეს ერთვის დაზარალებულის წერილობითი პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ მას მეუღლის (ბრალდებულის) მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბრალდებული, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეფარდებული პატიმრობიდან (01.08.2018), გასულია გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც მისი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ა-------- კ------–---ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უნდა ჩაითვალოს პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------- კ------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 9 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ა-------- კ------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გიორგი ბუდანოვის (პ/ნ 57001058617) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში (ს.კ. 81.04.12.381.), რაც დაყადაღებულია ა-------- კ------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი