განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
330100118002248960
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-------

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- გ-----ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ი-----–- ხ----–--ე - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-----------, ლ-----------ის ქ--------

 

ადვოკატი - გ------- გ-------

 

კვალიფიკაცია:

ი-----–- ხ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შპს ,--------”-ის (ს/ნ 4--------) დირექტორმა ი-----–- ხ----–--ემ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2015 წლის 2-----------დან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს ,--------”-ის კუთვნილი 29 177 ლარის ღირებულების საქონელი და საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა - 76 992 ლარი, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა ჯამში 106 169 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა

მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ---- გ------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობს შპს ,--------“-ში ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ზოოვეტერინალური პრეპარატების იმპორტი საქართველოში და მათი რეალიზაცია. კომპანიის დირექტორი იყო ი-----–- ხ----–--ე. მის ფუნქციებში შედიოდა სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ ფაქტურების შედგენა და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვა. მას უკავშირდებოდა ი-----–- ხ----–--ე, რომელიც ატყობინებდა საქონლის შეკვეთის ინფორმაციას, რის შემდეგაც ზ---- გ------–---–ი ადგენდა შესაბამის დოკუმენტებს. კომპანიას საწყობი ჰქონდა თბილისში, თ---–-----–--------------ში, სადაც ხდებოდა საქონლის განთავსება და შეკვეთის შემთხვევაში საქონლის გატანა. ზ---- გ------–---–ის განცხადებით, საქონლის მიღებასაც და მის რეალიზაციასაც ახდენდა ი-----–- ხ----–--ე. საქონლის რეალიზაციის შედეგად ფულადი თანხა უმეტეს წილად უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდებოდა; ,,ჯი დი პასი“ ჰქონდა მხოლოდ ი-----–- ხ----–--ეს, ასევე მას ჰქონდა სალარო აპარატიც, მხოლოდ ი-----–- ხ----–--ე განკარგავდა თანხების გადარიცხვას, სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანას. ზ---- გ------–---–ის განმარტებით, საწყობში განთავსებული საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისის მიხედვით, ასევე სალაროდან ი-----–- ხ----–--ის მიერ გატანილი თანხით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხით ჯამში ი-----–- ხ----–--ემ კომპანიას მიაყენა 106 169 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------- ა-–------მა განაცხადა, რომ მის მიერ 2012 წელს დაფუძნებული იქნა შპს ,--------”, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა ზოოვეტერინალური პრეპარატების იმპორტი საქართველოში და მათი რეალიზაცია. ა-------- ა-–------მა შპს ,--------” გენერალურ დირექტორად 2015 წლის აგვისტოს თვეში დანიშნა ი-----–- ხ----–--ე, რა დროიდანაც კომპანიამ დაიწყო პრეპარატების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში. ა-------- ა-–------ის განმარტებით, კომპანიას პრობლემები შეექმნა 2016 წლის მეორე ნახევრიდან, პრობლემების თაობაზე ი-----–- ხ----–--ე მას უცხადებდა, რომ თითქოს ბანკმა საბანკო ანგარიში გაყინა, ვინაიდან ანგარიშზე და სალაროში იყო შესული ყალბი ფულადი თანხა. ა-------- ა-–------ის განცხადებით, ი-----–- ხ----–--ემ დანაშაულებრივი ქმედებით კომპანიას ჯამში მიაყენა 106 169 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ბ------ემ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,--------“-ში. იგი არის პროფესიით ვეტერინარი ექიმი და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ იმპორტირებულ პრეპარატებს უკეთებდა რეკლამას ფერმერებთან და მეწარმეებთან. მოწმე თ----- ბ------ემ დაადასტურა, რომ კომპანიის საქონელზე და თანხებზე პასუხისმგებელი პირი იყო კომპანიის დირექტორი ი-----–- ხ----–--ე.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- გ------------მა განაცხადა, რომ მუშაობდა იმ საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, სადაც განთავსებული იყო შპს ,--------“-ის საქონელი, იგი ორგანიზებას უწევდა შპს ,--------“-ის საქონლის მიღებას და შემდეგ სარეალიზაციოდ გამზადებას. გ--- გ------------ს უკავშირდებოდა შპს ,--------“-ას დირექტორი ი-----–- ხ----–--ე, რომელიც ატყობინებდა თუ რა ოდენობის საქონელი უნდა გამზადებული, რათა რეალიზაციისთვის საწყობიდან გაეტანა. შპს ,--------“-ის ტვირთი საწყობში ბარდებოდა და დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო საწყობიდან საქონელის გატანის შემთხვევაში დგებოდა გაცემა-ჩაბარების აქტი. შპს ,--------“-ის მხრიდან აქტზე ხელს აწერდა ი-----–- ხ----–--ე.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- ხ----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2015 წლის აგვისტოდან იყო შპს ,--------“-ის დირექტორი, ამ დროიდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში სხვადასხვა მიზეზების გამო ი-----–- ხ----–--ის მიერ მითვისებულ იქნა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს ,--------”-ის კუთვნილი საქონელი და საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა ჯამში 106 169 ლარის მატერიალური ზიანი. იგი ინანიებს ჩადენილს.

 

2.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 2-----------ს ამონაწერის თანახმად, შპს,--------“ რეგისტრირებულია 1---------, ს/კ 4--------, იურდიული მისამართი: თბილისი ი------------------------, ს-----------------. დირექტორი-ი-----–- ხ----–--ე 6----------. მესაკუთრე: 2----------------------’’, 100% წილის მმართველი.

 

2.7. საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის 2----–-–--------–--ის შპს ,--------“-ი (ს/ნ 4--------) მიმართ ცნობის თანახმად, შპს ,--------“-ი რეგისტრირებულია 2012 წლის 1------ს და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------. საწარმოს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ს-------ში რეგისტრირებული საწარმო ,,A-------”. საწარმოს დირექტორად, 2015 წლის 24 აგვისტოდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, გვევლინება ი-----–- ხ----–--ე (პ/ნ 6----------), ხოლო შემდგომ პერიოდში ა-------- ა-–------ი. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ი--------------------------------------------. საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ვეტერინარული პრეპარატებით ვაჭრობა. გამოძიების მიერ წარმოდგენილი, შპს ,--------“-ის ბუღალტრული დოკუმენტების (ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიშის ბარათი) თანახმად, საწარმოს სალაროში ნაშთად ირიცხებოდა - 164 ლარი, 2015 წლის 2-----------დან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებისა და საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკების გამოწერის გზით, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებულია ნაღდი თანხა და ასახულია სალაროს შემოსავალში - 43 741 ლარი. ამავე საანგარიშო პერიოდში გაცემულადაა ნაჩვენები: მომწოდებელზე - 872 ლარი, ხელფასი - 2 156 ლარი, ანგარიშვალდებულ პირზე ი-----–- ხ----–--ეზე - 2 264 ლარი, შეტანილია შპს ,--------“-ის საბანკო ანგარიშზე 10 774 ლარი, კონვერტირებულია - 4 776 ლარი. აღნიშნული ოპერაციების გათვალისწინებით, 2016 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა - 23 063 ლარი. წარმოდგენილი შპს ,--------“-ის სს ,,თ----------ში“ გახსნილმა ლარის ანგარიშის ამონაწერისა და ანგარიშვალდებული პირის (ი-----–- ხ----–--ე) ანგარიშის ბარათის თანახმად, 2015 წლის 24 აგვისტოდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, შპს ,--------“-ის სს ,,თ----------ში“ გახსნილი ლარის ანგარიშიდან, საწარმოს დირექტორის ი-----–- ხ----–--ის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია: სამეურნეო ხარჯების თანხა - 59 859 ლარი, ხოლო სესხი - 13 350 ლარი. სულ, ანგარიშვალდებული პირის მიერ, სამეურნეო ხარჯებისათვის მიღებულია - 62 123 ლარი, აქედან საწარმოს სალაროდან - 2 264 ლარი, საბანკო გადარიცხვების მეშვეობით - 55 119 ლარი. აღნიშნული თანხიდან, საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილია და გადახდილია სხვადასხვა მომსახურეობების თანხები სულ - 15 260 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ანგარიშვალდებულ პირზე (ი-----–- ხ----–--ე) რიცხულმა დავალიანებამ, 2016 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგინა 46 899 ლარი. აღნიშნული დავალიანება ანგარიშვალდებულ პირს ასევე ერიცხება 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით. საწარმოს დირექტორის ი-----–- ხ----–--ის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის თანხიდან (13 350 ლარი) დაბრუნებულია საწარმოს საბანკო ანგარიშზე - 8 000 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებით, სესხის სახით რიცხული დავალიანება, 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შეადგენს - 5 350 ლარს. გარდა ამისა, შპს ,--------“-ის სს ,,თ----------ში“ გახსნილი სავალუტო (USD) ანგარიშიდან, საწარმოს დირექტორის ი-----–- ხ----–--ის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის სახით - 2 035 აშშ დოლარი, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 5 289 ლარი, საიდანაც დაბრუნებულია და შეტანილია საწარამოს ანგარიშზე - 1 400 აშშ დოლარი, შეტანის დღისათვის არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით 3 608 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სესხის სახით (აშშ დოლარი) რიცხული დავალიანება, 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შეადგენს 635 აშშ დოლარს, ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 1 680 ლარს. გამოძიების მიერ წარმოდგენილი, შპს ,--------“-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, 2017 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით, ნაშთების აღწერის აქტისა და ფაქტიურად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულად რიცხულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან შედარების უწყისის თანახმად, გამოვლენილია დანაკლისი - 29 177 ლარის ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა წარმოდგენილია A---------იდან, 2015 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული, ი-----–- ხ----–--ის პირად ანგარიშზე - 1750 აშშ დოლარის (ჩარიცხვის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4 106 ლარი) ჩარიცხვის დოკუმენტი. გამოძიებით დადგენილია, რომ ი-----–- ხ----–--ეს აღნიშნული თანხა უნდა შეეტანა საწარმოს ანგარიშზე. წარმოდგენილი დოკუმენტებით, აღნიშნული თანხის შპს ,--------“-ის საბანკო ანგარიშებზე შეტანა არ ფიქსირდება. ამდენად, ფ/ზ ი-----–- ხ----–--ის მიერ შპს ,--------“-ის სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილმა-დაუბრუნებელმა თანხამ, 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შეადგინა 46 899 ლარი, სესხის სახით მიღებულმა-დაბრუნებულმა თანხამ 5 350 ლარი და 635 აშშ დოლარი (ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1 680 ლარი), სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა - 29 177 ლარი, 2016 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა - 23 063 ლარი. გარდა ამისა A---------იდან, 2015 წლის 31 აგვისტოს, ი-----–- ხ----–--ის პირად ანგარიშზე ჩარიცხული - 1750 აშშ დოლარის (ჩარიცხვის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 4 106 ლარი) შეტანა შპს ,--------“-ის საბანკო ანგარიშებზე არ ფიქსირდება.

2.7.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა ბ------------–---–მა და ქ------–--- ა--–----მ.

 

2.8. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ა-------- ა-–------ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტა E-----------------. დათვალიერებით გაირკვა, რომ 2016 წლის 3 მაისს 17:21 საათზე ა-------- ა-–------ის ელექტრონულ პოსტაზე -----------------. შპს ,--------”-ის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ------------------- გადმოგზავნილი იქნა წერილი და სკანირებული ფაილი წარწერით ,,პ--------------ა“. აღნიშნული შეტყობინების გახსნისას აღმოჩნდა წერილი რუსულ ენაზე, სადაც ი-----–- ხ----–--ე ა-------- ა-–------ს წერს, რომ პროკურატურიდან ბრძანების მიღების შემდეგ განახორციელებს გადარიცხვებს, პატივისცემით ი-----–-, ხოლო აღნიშნულ წერილზე მიმაგრებულია დასკანერებული ფაილი, კერძოდ, სს ,,თ-------------ს“ 2016 წლის 3 მაისის N--------- წერილი შპს ,--------”-ის საბაკო ანგარიშის დაბლოკვის შესახებ. 2016 წლის 5 მაისს 13:50 საათზე ა-------- ა-–------ის ელექტრონულ ფოსტაზე -----------------. შპს ,--------”-ის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ------------------- გადმოგზავნილი იქნა სკანირებული ფაილი წარწერით ,,პლატეიკა“. აღნიშნული შეტყობინების გახსნისას აღმოჩნდა მიმაგრებული დასკანერებული ფაილი, კერძოდ, 2016 წლის 0-------- საგადასახადო დავალება შპს ,--------”-ის მიერ N----------------------------ისთვის 13 000 ევროს გადახდის თაობაზე. დათვალიერებაში მონაწილე პირის ა-------- ა-–------ის განმარტებით, ზემოხსენებული დოკუმენტები ელექტრონული ფოსტიდან ------------------- თავის ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნა შპს ,--------”-ის დირექტორმა ი-----–- ხ----–--ემ.

 

2.9. სს ,,თ-------------ს“ მომართვის თანახმად, N--------- წერილი გაცემულია სს ,,თ-------------ს“ მიერ, მაგრამ მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ბანკის მიერ გაცემულ მონაცემებს, კერძოდ, შეცვლილია წერილის გაცემის თარიღი და ანგარიშებზე არსებული ნაშთები. ასევე დაკორექტირებულია წერილის შინაარსი. დამატებით გაცნობებთ, რომ შპს ,--------”-ის ანგარიშიდან 2016 წლის 05 მაისს 13 000 ევროს გადარიცხვა არ ფიქსირდება.

 

2.10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ი-----–- ხ----–--ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- ხ----–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- ხ----–--ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, კერძოდ:

2.10.1. დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ---- გ------–---–ის ჩვენებით, რომელიც ასევე იყო შპს ,--------“-ის ბუღალტერი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–- ხ----–--ე, როგორც კომპანიის დირექტორი, თავად ახდენდა საქონლის მიღებას და რეალიზაციას, განკარგავდა კომპანიის თანხებს და უწევდა კონტროლს თანხის მიმოქცევას; საწყობში განთავსებული საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისის მიხედვით, ასევე სალაროდან ი-----–- ხ----–--ის მიერ გატანილი თანხით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხით ჯამში ი-----–- ხ----–--ემ კომპანია შპს ,--------“-ს მიაყენა 106 169 ლარის მატერიალური ზიანი; კომპანიაზე ი-----–- ხ----–--ის მიერ მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებს კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი ა-------- ა-–------ი, ასევე კომპანიის თანამშრომლები თ----- ბ------ე, გ--- გ------------ი; თავად ბრალდებული ი-----–- ხ----–--ე წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ და სადაოდ არ ხდის არც ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას და ფაქტობრივ გარემოებებს.

2.10.2. საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის 2----–-–--------–--ის შპს ,--------“-ი (ს/ნ 4--------) მიმართ ცნობით დასტურდება, რომ ფ/ზ ი-----–- ხ----–--ის მიერ შპს ,--------“-ის სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილმა-დაუბრუნებელმა თანხამ, 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შეადგინა 46 899 ლარი, სესხის სახით მიღებულმა-დაბრუნებულმა თანხამ 5 350 ლარი და 635 აშშ დოლარი (ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1 680 ლარი), სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა - 29 177 ლარი, 2016 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა - 23 063 ლარი. გარდა ამისა A---------იდან, 2015 წლის 31 აგვისტოს, ი-----–- ხ----–--ის პირად ანგარიშზე ჩარიცხული - 1750 აშშ დოლარის (ჩარიცხვის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 4 106 ლარი) შეტანა შპს ,--------“-ის საბანკო ანგარიშებზე არ ფიქსირდება.

2.10.3. ა-------- ა-–------ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტა E-----------------. დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ი-----–- ხ----–--ემ მას გადაუგზავნა სს ,,თ-------------ს“ 2016 წლის 3 მაისის N--------- წერილი შპს ,--------”-ის საბანკო ანგარიშის დაბლოკვის შესახებ და მასზე მიმაგრებული დასკანერებული ფაილი, 2016 წლის 0-------- საგადასახადო დავალება შპს ,--------”-ის მიერ N----------------------------ისთვის 13 000 ევროს გადახდის თაობაზე; სს ,,თ-------------ს“ მომართვის თანახმად, ირკვევა, რომ N--------- წერილი გაცემულია სს ,,თ-------------ს“ მიერ, მაგრამ მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ბანკის მიერ გაცემულ მონაცემებს, კერძოდ, შეცვლილია წერილის გაცემის თარიღი და ანგარიშებზე არსებული ნაშთები, ასევე დაკორექტირებულია წერილის შინაარსი. ბანკის ინფორმაციით შპს ,--------”-ის ანგარიშიდან 2016 წლის 05 მაისს 13 000 ევროს გადარიცხვა არ ფიქსირდება.

2.10.4. ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ი-----–- ხ----–--ის ბრალდებას მასში, რომ შპს ,--------”-ის (ს/ნ 4--------) დირექტორმა ი-----–- ხ----–--ემ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2015 წლის 2-----------დან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს ,--------”-ის კუთვნილი თანხა.

 

2.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ი-----–- ხ----–--ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს ,--------”-ის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.

 

მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.12. დაზარალებულის წარმომადგენლის ზ---- გ------–---–ის ჩვენებით, ბრალდებულ ი-----–- ხ----–--ის აღიარებითი ჩვენებით და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–- ხ----–--ის მიერ მითვისებული იქნა 106 169 ლარი.

 

2.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ხ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა ი-----–- ხ----–--ემ ჩაიდინა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.

 

მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

2.15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,--------“ რეგისტრირებულია 1---------, დირექტორია - ი-----–- ხ----–--ე; საქართველოს ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის 2----–-–--------–--ის შპს ,--------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ ცნობის თანახმად, შპს ,--------“ რეგისტრირებულია 2012 წლის 1------ს და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------. საწარმოს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ს-------ში რეგისტრირებული საწარმო ,,A-------”. საწარმოს დირექტორად, 2015 წლის 2-----------დან 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, არის ი-----–- ხ----–--ე (პ/ნ 6----------); შპს ,,,--------”-ის დირექტორად ი-----–- ხ----–--ის მუშაობის ფაქტს ადასტურებს ამავე კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ი-----–- ხ----–--ეს ევალებოდა შპს ,--------”-ას კუთვნილი საქონლის საწყობში ჩაბარება, რეალიზაციისთვის საწყობიდან საქონლის გამოტანა, ასევე ევალებოდა რეალიზებული პროდუქციის თანხების აღება და სალაროში მისი შეტანა. ი-----–- ხ----–--ის ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში კომპანიამ მიიღო 106 169 ლარის მატერიალური ზიანი, რაც მითვისებულ იქნა ი-----–- ხ----–--ის მიერ; აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს თავად ბრალდებული ი-----–- ხ----–--ე. ზ/აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ი-----–- ხ----–--ემ დანაშაულებრივი საქმიანობა განახორციელა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

2.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ხ----–--ემ ჩაიდინა მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ხ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- ხ----–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–- ხ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.

4.2. ი-----–- ხ----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ი-----–- ხ----–--ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, წარსულში არ არის ნასამართლევი, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; ასევე სასამართლო ითვალისწინებს საქმის განხილვის პროცესში ბრალდებულის კონსტრუქციულ დამოკიდებულებაზე პროცესისადმი და სასამართლოსადმი გამოხატულ ნდობას.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ი-----–- ხ----–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციით გათვალისწინებული ფარგლების მინიმალური ოდენობით; მასვე, სანქციიდან გამომდინარე, გარკვეული ვადით უნდა ჩამოერთვას მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ი-----–- ხ----–--ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ხ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ი-----–- ხ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

3. ი-----–- ხ----–--ეს ჩამოერთვას მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით

 

4. ი-----–- ხ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ი-----–- ხ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 იანვრიდან - 2018 წლის 12 აპრილამდე საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/