განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/21-18
(გამოძიების # 0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
2 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გე-–------------–-----------–ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------------–ს, 2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრაციის ადგილი: თე-----–-------------------------–------------ი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: და--------–------–-------------------, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - არ---–-–-------ა
კვალიფიკაცია: 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თე-----–-----------------------------–--ში, მშ--------------------ში, ჩო---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2016 წლის 29 მარტს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გე-–--------–მა, მამასთან - ავ--------–-------–თან არსებულ კონფლიქტში ჩარევის გამო, მარჯვენა ხელის ყელში და მარცხენა ხელის მაჯაზე მოჭერის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი დის - თა-–-----------–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2016 წლის 29 მარტს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი გე-–--------–ის მიერ 2018 წლის 8 აპრილს, მამასთან - ავ--------–-------–თან არსებულ კონფლიქტში ჩარევის გამო, მარჯვენა ხელის ყელში და მარცხენა ხელის მაჯაზე მოჭერის გზით, თავისი დის - თა-–-----------–ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით მოწმეების ავ--------–-------–ის, არ---–-------–-–---–ის, თა-–-----------–ისა და მა------------–--ის ჩვენებების გარდა ყველა სხვა მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს (ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.). დაცვის მხარემ ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი ხსენებული მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ასევე არ დაკითხულან შესაბამისი პირები, თუმცა ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.).
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გე-–--------–ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.
3.4. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა გე-–--------–მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დაზარალებულმა თა-–-----------–მა (ბრალდებულის და) და მოწმე მა------------–--ემ (ბრალდებულის დედა) უარი განაცხადეს შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.5. მოწმე არ---–-------–-–---–მა (ბრალდებულის დის ქმარი) არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნასვამი იყო და, შესაძლოა, ამიტომ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ძალადობას, თუმცა აღნიშნული ტყუილია და არ ახსოვს, რომ რაიმე მსგავსს ჰქონოდა ადგილი. ყელსა და ხელში წაჭერა არ მომხდარა. მოწმე ავ--------–-------–მა, რომელიც ბრალდებულის მამაა, განაცხადა, რომ ადასტურებს მის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაცას, კერძოდ იმას, რომ გე-–--------–მა, რომელსაც აშველებდა მისი და - თა-–-----------–ი, მისგან გათავისუფლების მიზნით ხელი წაუჭირა ყელისა და მარჯვენა მაჯის არეებში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, თა-–-----------–ს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, აგრეთვე მას არ აქვს ჩივილები. ნიშანდობლივია, რომ საქმეზე არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიცავს რელევანტურ ინფორმაციას გე-–--------–ისადმი წარდგენილი ბრალდების შესახებ. შეტყობინება, რომელიც თარიღდება 2018 წლის 8 აპრილით, სადაც აღნიშნულია თა-–-----------–ი, როგორც განმცხადებელი, ხოლო გე-–--------–ი, როგორც სავარაუდო მოძალადე, არ შეიცავს რაიმე კონკრეტიკას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, არც ერთმა ზემოაღნიშნულმა პირმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს, რის გამოც თავისთავად აღნიშნული დოკუმენტი ვერ გახდება რაიმეს არსებობის მტკიცების ადეკვატური საშუალება.
3.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ გე-–--------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ვინაიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამაზე მიანიშნებს ავ--------–-------–ის ჩვენებაა, რაც არასაკმარისია სასამართლოსათვის, რომ უტყუარად დაადგინოს კონკრეტული ფაქტი, თანაც იმ პირობებში, რომ მისთვის უცნობია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი დაზარალებულმა, ასევე, ბუნდოვანია, რამდენ ხანს გრძელდებოდა იგი, როგორ განვითარდა მოვლენები, რა რეაქცია ჰქონდა თა-–-----------–ს და ა.შ. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემის დასაწყისში მოწმემ უარყო გე-–--------–ის მიერ ძალადობის ფაქტი და მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა მისი სისწორე, თუმცა მიუთითებდა მხოლოდ ხელზე მოჭერის ფაქტს, რასაც გე-–--------–მა დისგან (რომელიც, სხვათა შორის, იჭერდა მას) თავის დასაღწევად მიმართა, ასეთ ვითარებაში კი წარმოუდგენელია რეალურად განხორციელებული მოქმედებების იმ სიზუსტით აღდგენა და უტყუარად რაიმე ვერსიის მხარდაჭერა, რაც მოცემული დანაშაულის ელემეტების არსებობაში გონივრულ ეჭვს არ გააჩენდა. ასევე, სხვა არცერთი მტკიცებულება არ მიანიშნებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე. გარდა ამისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე არ---–-------–-–---–ის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, რადგან მოწმემ არ დაადასტურა აღნიშნულის სისწორე და კატეგორიულად გამორიცხა გე-–--------–ის მიერ რაიმე სახის ძალადობა თა-–-----------–ზე. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოწმემ სასამრთლოში განაცხადა, რომ გე-–--------–ს არ უძალადია დაზარალებულზე, სასამართლო კი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გაიზიაროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომელიც მოწმემ უარყო და არა ის ჩვენება, რომელიც მან ღია სასამართლო სხდომაზე მისცა.
3.7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.8. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ საქმეში კი მტკიცეულებათა გამოკვლევამ არაერთი გონივრული ეჭვი გააჩინა იმასთან დაკავშირებით საერთოდ ადგილი ჰქონდა თუ არა ძალადობას, რაში გამოიხატა იგი და ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულის შემადგენლობის სხვა აუცილებელი ელემენტების არსებობას.
3.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, მით უმეტეს, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა გე-–--------–ის მხრიდან თა-–-----------–ზე ძალადობისა და ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი კი მიუთითებს აღნიშნული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გე-–--------–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ გე-–--------–მა განახორციელა ძალადობა თა-–-----------–ზე და ამ ძალადობამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გე-–--------–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გე-–--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გე-–--------–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი