განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
010100118002624191
დავის ტიპი
126 (1) 1 , 353 1 , 187 1
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002624191

საქმე N1-816/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: თე------------------ძე

მამის სახელი: ჰა--–----

დაბადებული: 0--07.1992 წელი

პირადი ნომერი: 6---------3

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლე---------------------

 

ადვოკატი - რა--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171230818042

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელები - ავ--------–---------–--ლი და რო--------ძე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, მდებარე ქ.ბათუმი, ლე--------------------------, თე------------------ძე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია მათ; დაკავების დროს სახის არეში თავი ჩაარტყა უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - რო--------ძეს და დაუზიანა სამსახურეობრივი ფორმა, ასევე უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ავ--------–---------–--ლის ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა დამატებითი ჯგუფი თე------------------ძის ქმედებების აღსაკვეთად, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე დააკავეს თე------------------ძე, დაკავებისას ამ უკანასნკნელმა პოლიციის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ხელზე უკბინა უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ზაზა დიასამიძეს.

1.2 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.ბათუმში, ლე---------------------------ში ყოფნისას თე------------------ძემ იატაკზე დაგდებით დააზიანა ავ--------–---------–--ლის კუთვნილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც გამოიწვია 700 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.3. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ.ბათუმში, ლე---------------------------ში ყოფნისას, თე------------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, ასევე თმებში მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) - ნა----–-----------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა;

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2.1 წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით უდავოდ ცნო; საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო ბრალდებულის ჩვენება; ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმები)

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №ს----, 24.0--2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,--------------------------------------------------------------------------------------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 700 (შვიდას) ლარს. (ს.ფ 136-138).

 

2.4. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ს----, 25.0--2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ პერანგზე აღენიშნება დაზიანებები, წყვეტის, რღვევის და ხევის სახით, მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. (ს.ფ 144-148).

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (მოწმეების - ავ--------–---------–--ლის, ზაზა დიასამიძის, რო--------ძის, გურამ ყურაშვილის, რამინ ჩხაიძის, ნა----–-----------ის, ნინო ბერბიჭაშვილის და როინ ჩიტაძის გამოკითხვის ოქმები, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, დადგენილება - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, დადგენილება - საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N6---- დასკვნა, გუ-----------–---–--------------------------–--------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე------------------ძემ, ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

3. ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ თე------------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - პოლიციის თანამშრომლებზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, ავ--------–---------–--ლის კუთვნილი ტელეფონის დაზიანებით და მეუღლე - ნა----–-----------ეზე ძალადობით, ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; შესაბამისად თე------------------ძე მოცემული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თე------------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება; დაზარალებულზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4.2. თე------------------ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული პირველადაა პასუხისგებაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება; დაზარალებულს აუნაზღაურა ნივთის დაზიანებით მიყენებული ზიანი, ბრალდებულის განმარტებით მან პოლიციის თანამშრომლებს თავისი მოქმედების გამო თხოვა პატიება;

 

სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული სწავლობს საქართველოს ფარგლებს გარეთ საზღვაო აკადემიაში და მას უწევს სასწავლებელში გამგზავრება, ამავე დროს ის დასაქმებულია გემზე პერიოდულად; ბრალდებულს ყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას, ბრალდებულს მამა გარდაცვლილი ყავს; მეზობლების (50 ხელმომწერი) დახასიათებით თე------------------ძე უკონფლიქტო, დადებითი და შრომისმოყვარე პიროვნებაა;

 

გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზაშეწონილად მიიჩნევს თე------------------ძის მიმართ განსაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს მის ოჯახს, ხელს არ შეუშლის საქმიანობაში და ამავე დროს ის იქნება გამართლებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და თე------------------ძის რესოციალიზაციისათვის.

 

5.2. ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დანაშაულთა ერთობილიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თეუმურაზ დიასამიძის მიმართ უნდა განისაზღვროს ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობა;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქაო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო ზუ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 20 000 ლარის ღირებულების წილს;

საქართველოს სსსკ 158-ე მუხლის შესაბამისად აღკვეთის ღონისძებისთვის გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას ზუ--------------ის (პ/ნ 6---------4) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუ--------------------------------- სადარბაზო, მე-4----------–----------, საიდენტიფიკაციო კოდი 24.02.34.061.01.04.0--) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავ--------–---------–--ლისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რო--------ძისაგან ამოღებული პერანგი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თე------------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

ბრალდებული თე------------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული თე------------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თე------------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ს.ს.კ.-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს - 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ თე------------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ თე------------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ზუ--------------ის (პ/ნ 6---------4) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუ--------------------------------- სადარბაზო, მე-4----------–----------, საიდენტიფიკაციო კოდი 24.02.34.061.01.04.0--) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავ--------–---------–--ლისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - რო--------ძისაგან ამოღებული პერანგი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე