განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
330100118002554427
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე #---------

(№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- კ------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებულ - თ---------- მ--------ს ძე თ---–--ის (დაბადებული - 1----–-–----- მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ღ------–------ს ქუჩა N--ში).

 

ადვოკატი - ს---–--- კ------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის თებერვლის თვეში, თ---------- თ---–--ემ განიზრახა ს----------------ის მოქალაქის ა-–-----------------–-------------------ს (პასპორტის ნომერი:P------. დაბ: 0---------) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მ-----------ს ქუჩაზე მდებარე 0--------------- (9-- კვ.მ), 0--------------- (4-- კვ.მ) და 0------------ (1--- კვ.მ) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2----–-–--------------ალს, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების წინარე სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ასლები, რათა უშუალოდ გაცნობოდა მესაკუთრის პირად მონაცემებს.

 

2018 წლის 26 მარტს თ---------- თ---–--ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, 2----–-–-----------------ით დათარიღებული N--- ყალბი უ---------–ენოვანი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოს ს----------------ის მოქალაქე ა-–-----------------–------------------- მას უფლებას აძლევდა განეკარგა, მათ შორის თავის თავზე გადაეფორმებინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, გადასათარგმნად მიიტანა თარჯიმანთა ბიუროში და ნათარგმნი მინდობილობა დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.

 

2----–-–------------–ს, თ---------- თ---–--ე მივიდა ქ.თბილისში, ს--------------------ში მდებარე იუსტიციის სახლში, შეავსო სამივე ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთაც ცალ-ცალკე დაურთო უ---------–ენოვანი და ქართულ ენაზე გადათარგმნილი ყალბი მინდობილობა და საკუთარ თავთან გაფორმებული ფიქტიური ინფორმაციის შემცველი ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, საერთო ჯამში 215 000 ლარად, დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა საკუთრებაში 0---------------; 0--------------- და 0------------ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 469168 ლარს და რიტაც ს----------------ის მოქალაქე ა-–-----------------–-------------------ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულის - თ---------- თ---–--ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და თ---------- თ---–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია თ---------- თ---–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ბრალდებულმა თ---------- თ---–--ემ წინასასამართლო სხომაზე სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (გარდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმისა). საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შარშან ზაფხულს ე-------ში ყოფნისას გაიცნო უ------ის მოქალაქე ვინმე ს----------------, რომელსაც მიაწოდა მიწის ნაკვეთების უცხოელი მესაკუთრის პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი და მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები, რის შემდეგაც აღნიშნულმა პიროვნებამ მას ე-------ში გადასცა ყალბი მინდობილობა, რომლის გამოყენებითაც თ---------- თ---–--ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა ს----------------ის მოქალაქე ა-–-----------------–-------------------ს კუთვნილი, ქ. თბილისში, მ-----------ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთები.

3.2. თ---------- თ---–--ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ა-–-----------------–-------------------ს და მოწმეების: ი-----–- კ------–-–---–ის, მ------- მ-----–--ის, ს-------- ჟ----–---–--ის, ი------------–ის, ე-–--- ჩ------ის, ლ--–- ლ---------–---–ის, თ--–---- ქ--–----ის, ი---------ს, ე-------------–ის, ი--------------–---–ის, ქ--------------ას, დ----- ჩ--–----–---–ის, მ------ ბ-------ის, ა------–------ის, ა---------– შ--–--–---–ის და ზ------ მ-------ის გამოკითხვის ოქმებს; 2----–-–----------------ის და 2----–-–------------ის ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან; 2----–-–---------------ის ხელშეკრულებებს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2----–-–------------ის ხელშეკრულებებს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2----–-–----------ის სანოტარო აქტს; 2018 წლის 23 აპრილის დათვალიერების ოქმს; 2----–-–------------–ის გასაუბრების ოქმს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 30 აპრილის ოქმს; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნას; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის გრაფიკული ექსპერტიზის N------- და N------- დასკვნებს; საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების 2----–-–----------ის ოქმს; საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო განაცხადებზე წარდგენილი დოკუმენტაციების ამოღების 2----–-–---------ის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 21 მაისის და 23 მაისის ოქმებს; სატელეფონო საუბრების დეტალური ინფორმაციის, ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის, შს სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო ბაზა info.mia.ge-ს კომპიუტერული ექსპერტიზით აღდგენილი ინფორმაციის დათვალიერების 2----–-–----------ის ოქმს; info.mia.ge-ს,taxinfos-ს, სამეწარმეო რეესტრის ვებ-გვერდის დათვალიერების 2018 წლის 4 ივნისის ოქმს; 2----–-–-----------ის N--------- წერილის თანდართულ დოკუმენტაციას; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 18 ივნისის ოქმს; უ---------–ი მინდობილობის, ქართული და ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების დათვალიერების 2018 წლის 6 ივლისის ოქმს; info.mia.ge-ს დათვალიერების 2018 წლის 16 ივლისის ოქმს; ს-------------------------------–----------ოდან და მ----------დან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების 2018 წლის 17 ივლისის ოქმს; დათვალიერების 2018 წლის 19 ივლისის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ თ---------- თ---–--ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან, რაც თითქოსდა კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. ამ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს და დამატებით კვალიფიკაციას სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით არ საჭიროებს.

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.6. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ 0---------------; 0--------------- და 0------------ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 469168 ლარს, რაც აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.

 

4.7. თ---------- თ---–--ემ, 2----–-–-----------------ით დათარიღებული N--- ყალბი უ---------–ენოვანი, ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობით 2----–-–------------–ს, ქ.თბილისში, ს--------------------ში მდებარე იუსტიციის სახლში, შეავსო სამი ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთაც ცალ-ცალკე დაურთო უ---------–ენოვანი და ქართულ ენაზე გადათარგმნილი ყალბი მინდობილობა და საკუთარ თავთან გაფორმებული ფიქტიური ინფორმაციის შემცველი ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა საკუთრებაში 0---------------; 0--------------- და 0------------ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 469168 ლარს და ს----------------ის მოქალაქე ა-–-----------------–-------------------ს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4.8. აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ დაზარალებულ ა-–-----------------–-------------------ს და მოწმეების: ი-----–- კ------–-–---–ის, მ------- მ-----–--ის, ს-------- ჟ----–---–--ის, ი------------–ის, ე-–--- ჩ------ის, ლ--–- ლ---------–---–ის, თ--–---- ქ--–----ის, ი---------ს, ე-------------–ის, ი--------------–---–ის, ქ--------------ას, დ----- ჩ--–----–---–ის, მ------ ბ-------ის, ა------–------ის, ა---------– შ--–--–---–ის და ზ------ მ-------ის გამოკითხვის ოქმებით; 2----–-–----------------ის და 2----–-–------------ის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან; 2----–-–---------------ის ხელშეკრულებებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2----–-–------------ის ხელშეკრულებებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2----–-–----------ის სანოტარო აქტით; 2018 წლის 23 აპრილის დათვალიერების ოქმით; 2----–-–------------–ის გასაუბრების ოქმით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 30 აპრილის ოქმით; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის გრაფიკული ექსპერტიზის N------- და N------- დასკვნებით; საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების 2----–-–----------ის ოქმით; საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო განაცხადებზე წარდგენილი დოკუმენტაციების ამოღების 2----–-–---------ის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 21 მაისის და 23 მაისის ოქმებით; სატელეფონო საუბრების დეტალური ინფორმაციის, ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის, შს სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო ბაზა info.mia.ge-ს კომპიუტერული ექსპერტიზით აღდგენილი ინფორმაციის დათვალიერების 2----–-–----------ის ოქმით; info.mia.ge-ს,taxinfos-ს, სამეწარმეო რეესტრის ვებ-გვერდის დათვალიერების 2018 წლის 4 ივნისის ოქმით; 2----–-–-----------ის N--------- წერილი თანდართულ დოკუმენტაციით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 18 ივნისის ოქმით; უ---------–ი მინდობილობის, ქართული და ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების დათვალიერების 2018 წლის 6 ივლისის ოქმი; info.mia.ge-ს დათვალიერების 2018 წლის 16 ივლისის ოქმით; ს-------------------------------–----------ოდან და მ----------დან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების 2018 წლის 17 ივლისის ოქმით; დათვალიერების 2018 წლის 19 ივლისის ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დადასტურებულია, რომ თ---------- თ---–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.

4.9. ბრალდებულმა თ---------- თ---–--ემ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (გარდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმისა) და საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, უდავოდ ცნობილი მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

4.11. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

4.12. საქმის მასალებით, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ---------- თ---–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ---------- თ---–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. თ---------- თ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. თ---------- თ---–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს.

6.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

6.5. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედებისათვის, დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, სასჯელის ზომის განსაზღვრისას გამოყენებული იქნეს სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი ) წლის ვადით.

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1.თ---------- თ---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

7.2. უ---------–ენოვანი მინდობილობის დედანი, რომელიც ინახება საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–-------------–ოში, ხოლო ასლი ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.3. ს-------------------------------–----------ოდან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,ჯ------–-“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,მ----------“-დან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; კომპიუტერული ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,ჯ------–-“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------- თ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

2. თ---------- თ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილის 11:15 საათიდან.

3. მსჯავრდებულ თ---------- თ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განჩინებით ქ. თბილისში, მ------------ს ქუჩაზე მდებარე 0---------------; 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა;

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- თ---------- თ---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- უ---------–ენოვანი მინდობილობის დედანი, რომელიც ინახება საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–-------------–ოში, ხოლო ასლი ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ს-------------------------------–----------ოდან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,ჯ------–-“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,მ----------“-დან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; კომპიუტერული ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,ჯ------–-“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე