განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი:ნ---- მ-----
ადვოკატი: გ-- გ---------ა
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: კ------------ე გ-------
მამის სახელი: კ----–--
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 3---------წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 22.09.2018წ.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------ე გ-------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: კ------------ე გ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კ------------ე გ------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით. 2018 წლის 11 მაისს ქ. თბილისში, ც------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისის ძ---–-------–-----------------–-----------–------------–---- თანამშრომლების მიერ კ------------ე გ-------ს ადმინისტრაციული წესით ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც ამოღებული იქნა დანა, რომელიც ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები სასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ კ------------ე გ-------ს გამოკითხვის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განაჩენით, ნივთმტკიცებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ კ------------ე გ-------მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 06 თვის ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, კ------------ე გ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ------------ე გ------- (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ------------ე გ-------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 22 სექტემბრის 16 საათი და 14 წუთიდან.
კ------------ე გ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.
კ------------ე გ-------ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი, რომელიც ინახება შ---------–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე