განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ნატო ზერეკიძის, ნათია რობაქიძის, თეონა ბასილაშვილის და შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ა------–------ის, ა----–----–---–ის და თ---------------უას,ადვოკატ ი-----–-------ას მონაწილეობით, ბრალდებულ ნ-----------------ის მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------------------------------ის (პ/№3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საგარეჯოში, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ს-----------------------------–---------------–ო, - მიმართ, საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ნ----------------ს ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით ნ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 06 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2----–-–----- აპრილს, ნ----------------ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდით.
2----–-–---------------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, კ----------------–--–-------------–--ის ქუჩების კვეთაზე, განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ----------------ი ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ----------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულ ნ----------------ის დასწრების გარეშე განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ნ----------------მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ:
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---------------------------–------------------------–---------------–--------------------------–------------–----–ის პატრულ-ინსპექტორმა ი---------–-----–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2----–-–---------------ს, ქ-------–--–---------------------ში, თავის მეწყვილე თ----------------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურით მიიღო შეტყობინება, რომ კ----------------–--–-- და ი----–---- ქუჩების კვეთაზე ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტს. ადგილზე მისვლისას მოწმეს და მის თანამეწყვილეს დახვდათ ნ----------------ი და ნ-----------------ი, რომლებმაც სამართალდამცავებს განუმარტეს, რომ ისინი იყვნენ ძმები და მათ ერთმანეთში მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. ისინი ამ დროს იყვნენ ნასვამები, რაც დადასტურდა ალკოტესტზე შემოწმების შედეგად. ნ-----------------ს ხელის არეში ეტყობოდა დაზიანება, რაზეც მან პოლიციელებს აუხსნა, რომ დაზიანება გ---------ის დანასთან კონტაქტის შედეგად მიიღო, რომელიც გ---------ს შარვალზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ხოლო ფ---------ს შემთხვევით მოუხვდა მასზე ხელი. მოწმემ და მისმა მეწყვილემ შენიშნეს, რომ გ---------ს შარვალთან ჩამოკიდებული ჰქონდა ცივი იარაღის მაგვარი ნივთი - დანა, მათი მოთხოვნით გ---------მა პოლიციელებს გადასცა აღნიშნული დანა, რომლებმაც ის მოათავსეს სამსახურებრივი მანქანის გადაცემათა კოლოფთან არსებულ სათავსოში, რომელიც მდებარეობდა წინა სკამებს შორის. შემდეგ გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური და სასწრაფო დახმარება. მოწმემ და მისმა თანამეწყვილემ საგამოძიებო სამსახურს მიუთითეს ავტომანქანაზე, სადაც შენახული იყო დანა. ავტომანქანა დათვალიერებული იქნა, რის შედეგადაც სათანადო წესით ამოიღეს და დალუქეს გ---------ის კუთვნილი დანა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო მესაქონლეობის, თევზჭერისა და ნადირობის ადგილები. ასევე მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევისას ნ----------------ი იყო სამოქალაქო და არა ეროვნული ტანსაცმლით.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა თ----------------------ემ.
მოწმე ვ-----– გ---------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ნ----------------ი არის მისი მამა, ხოლო ნ-----------------ი - ბიძა. ნ-----------------ი და ნ----------------ი არიან ძმები. მოწმემ განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ნ----------------სა და ნ-----------------ს ქეიფის დროს ერთმანეთთან მოუვიდათ ჩხუბი. ამჟამად ნ-----------------ი არის მწყემსი და ცხოვრობს მთაში.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ-----------------ის 2015 წლის 07 ნოემბრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს, მასთან სტუმრად ვაზიანში, სადაც იგი მწყემსავს ცხვარს, მივიდა მისი ძმა ნ----------------ი. ნ----------------ი არის მისი დედმამიშვილი. მათ დალიეს და კარგად მოილხინეს ერთად, შემდეგ 7 ნოემბერს გვიან ღამით ტაქსით წამოვიდნენ ქ. თბილისში, გასართობად. თბილისში შემოსვლისას შევიდნენ კ----------------–--–-------------–--ის ქუჩების კვეთასთან არსებულ ერთ-ერთ თურქულ ბარში, სადაც კიდევ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ცოტა ხნის შემდეგ მოწმემ გადაწყვიტა სახლში წასვლა, რაც ასევე შესთავაზა თავის ძმას, თუმცა ნ-----მა მას უხეში ტონით უპასუხა და ერთმანეთთან შეკამათდნენ. ისინი გამოვიდნენ ბარიდან. მათი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბისას მოწმეს შემთხვევით ხელი მოუხვდა თავისი ძმის შარვლის მარცხენა ჯიბესთან დაკიდებულ დანაზე, რის შედეგადაც უმნიშვნელოდ გაეკაწრა ხელის მტევანი. მოწმე გამოსცილდა გ---------ს და სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ დაძაბულიყო, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ხოლო მას შემდეგ რაც მოწმემ სამართალდამცავებს უთხრა, რომ ხელი შემთხვევით გაეჭრა გ---------ის დანაზე, გ---------მა სამართალდამცავებს, მათი მოთხოვნის შედეგად ნებაყოფლობით გადასცა თავისი კუთვნილი დანა. მოწმის განმარტებით, ნ-----ი აღნიშნული დანით ქათმის ბარკლებს ჭრიდა, ხოლო შემდეგ გახსნილ მდგომარეობაში დარჩა შარვალთან ჩამოკიდებული, რის გამოც მოწმეს გაეჭრა ხელი (ს.ფ. 6-8).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები ბ-------------------------------–------------------–---–ი, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2015 წლის 07 ნოემბრის საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ხსენებული ავტომანქანა ,-–-----------------, რომლის ბორტის ნომერია ,,----- პატრულ-ინსპექტორ ი---------–-----–-–---–ის მითითებით ავტომანქანის შიდა სალონიდან, კერძოდ გადაცემათა კოლოფის სახელურთან არსებული ღია ტიპის სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის დანა, რომელიც არის დასაკეცი და რომელსაც აქვს სპეციალური ქამარზე მაფიქსირებელი მოწყობილობა. ამოღებული დანა მოთავსებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე ე.წ. ,,ფაილში“ და დაილუქა ლუქით, რომელზეც გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები და დაესვა თარიღი (ს.ფ. 14-18).
2015 წლის 09 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-----–- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქ. ნ----------------ის დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ს.ფ. 25-27).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ-----–-----–ია, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
აღნიშნული დანა გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით დასტურდება, რომ ნ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 წლით თავისუფლების აღკვეთა (ს.ფ. 32-34).
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით დასტურდება, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ნ----------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 06 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (ს.ფ. 35-36).
სად-ის #14 დაწესებულების #------- ცნობით დასტურდება, რომ 2----–-–----- აპრილს, ნ----------------ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდით (ს.ფ. 37).
გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნ----------------ის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ, ი---------–-----–-–---–ისა და თ----------------------ის ჩვენებებით და ასევე ნ-----------------ის გამოქვეყნებული ჩვენებით დასტურდება, რომ ნ----------------მა ნებაყოფლობით გადასცა მისი კუთვნილი დანა, რომელიც შარვალზე, ჯიბესთან ჰქონდა ჩამოკიდებული; ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, გამომძიებლების ჩვენებებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ნ----------------ის კუთვნილი დანა, რომელიც ავტომანქანაში შეინახეს პატრულ-ინსპექტორებმა, ამოღებული დანა დაილუქა შესაბამისი წესით და გაიგზავნა ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნ----------------ის დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აგრეთვე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით ნ----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 06 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2----–-–----- აპრილს, ნ----------------ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდით.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის არგუმენტაცია ემსახურება ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, გამოკვლეული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნ----------------ის მსჯავრდებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ----------------მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში ნ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ იგი ნასამართლევია მეუღლის განზრახი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაშიც დადგენილია, რომ მას ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბი მოუვიდა საკუთარ ძმასთან - ნ-----------------თან, რომელსაც ბრალდებულის კუთვნილ დანაზე დაუზიანდა ხელი, აღსანიშნავია, რომ პოლიციას შეატყობინა თავად ნ-----------------მა, საკუთარი ძმისგან თავდაცვისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით. სასამართლო ასევე ბრალდებულის პასუხისმგელობის დამამძიმებელი გარემოების კონტექსტში ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ----------------ი წინა სასჯელისაგან განთავისუფლდა ამნისტიის საშუალებით სასჯელის შემცირების შედეგად.
შესაბამისად, სასამართლოს ნ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ნ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: საპატრულო პოლიციის მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ნ-----------------ის კუთვნილი ცივი იარაღი (დანა, F---------) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი დასწრების გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი