გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.08.2018
საქმის ნომერი
330210018002444295
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13918-18

სა---------–-------------------–----------------ი

(ამონაწერი)

24 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - შს---------------–-------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - მა-------------–--ე

მოპასუხე - შპს ,,ს-----"

წარმომადგენელი - ედ-–---------–--ე, ბი---------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

10:18:53: სასამართლო სათათბირო ოთახში გაუსვლელად აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე: ხათუნა ჯინორია

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 2171-ე, 249-ე, 243-244-ე, 2571-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შსს ს----------–-------–-–--------------------ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს-----ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

 

სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571 მუხლის შესაბამისად, აცხადებს გადაწყვეტილების მოტივებს:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტბრივი გარემოებები:

 

1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 7 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.

 

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ს-----ს“ ხელშეკრულების დადებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა მოსარჩელისათვის კონკრეტული პროდუქცია.

 

3. ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 10 აპრილს, ხოლო პროდუქციის მოწოდება და მონტაჟი განხორციელდა 2013 წლის 24 აპრილს, ანუ 14 დღის დაგვიანებით.

 

4. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობისთის, მათ შორის, ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ს და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 579,25 ლარი პირგასამტეხლოს სახით, რომელიც გაანგარიშებულია 14 კალენდარულ დღეზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2013 წლის 24 აპრილს, კერძოდ, როდესაც მოხდა პროდუქციის მიწოდება და ვადის დარღვევა დასრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სწორედ 2013 წლის 24 აპრილიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სარჩელი შემოტანილია 2018 წლის 14 მაისს, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი არის ხანდაზმული და მისი დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

 

10:22:00: სხდომის დახურვა მოსამართლე: ხათუნა ჯინორია

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

 

სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე