მუხლი 2571. გადაწყვეტილების გამოტანა იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1197-1198 -ე და 1204-ე მუხლები, ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის მე-9 და მე-19 მუხლები, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსს) მე-8, 53-ე, 55-ე, 243- 244-ე, 249-ე, 2571, 364-ე და 369-ე მუხლები. 9.3. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: 9.3.1. ევროპული კონვენციის მე-8…
…მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ. სსსკ 2571 მუხლი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის სწორ განმარტებას ემყარება და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების…
…(ს/კ 2--------) მიმართ დავალიანების სახით 948.30 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს. 2. ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება. მოსამართლე შორენა წიქარიძე