გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16844-18
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი
(ამონაწერი)
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - გი--------------
წარმომადგენელი - და---------------–ი
მოპასუხე - შპს ,,მ-------"
წარმომადგენელი - ლო--------------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
სასამართლო ბრუნდება სხდომის დარბაზში და აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2571 , 364-ე, 365-ე, 367-ე, 1991 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი--------------ს სარჩელი შპს „მ-------ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს და-----–--–-----ს მიერ 30.05.2018 წელს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, აღსასრულებელი თანხა, 1507,56 ლარი, შემცირდეს 887,650 ლარით და განისაზღვროს 619,9 ლარით;
3. შპს „მ-------“ გი--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 100 ლარის ანაზღაურება;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს და-----–--–-----ს მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA-------- სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571 მუხლის შესაბამისად, აცხადებს გადაწყვეტილების მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2016 წლის 27 ივლისს გი--------------სა და შპს ,,მ-------" შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 400 ლარს. სესხის ვადა - 360 დღე. ყოველთვიურად გადასახდელ თანხად განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 6%, ხოლო პირგასამტეხლო 1%-ით.
2. გი--------------მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2018 წლის 30 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი N1-------- და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი თანხა განისაზღვრა 1507.56 ლარით, საიდანაც ძირითადი თანხაა 216.94 ლარი, საპროცენტო სარგებელი 176.34 ლარი, პირგასამტეხლო 986.28 ლარი, სანოტარო მოქმედებების საფასური - 128.06 ლარი.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით. პირგასამტეხლო აღემატება არა მხოლოდ დარჩენილ ძირითად თანხას, არამედ თავიდან გაცემულ სესხის თანხასაც კი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 98,628 ლარამდე და აღსასრულებელი თანხა ჯამში განისაზღვროს 619,9 ლარით.
16:26:50 სხდომის დახურვა. მოსამართლე: ხათუნა ჯინორია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე