გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/8853-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ს----------------------------------–-- ჯ------------------–ი“
წარმომადგენელი - თ------ ე---–--ე
მოპასუხეები - ბ--- ფ--–---–---, რ---–----ი ს------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ბ--- ფ--–---–---სა და რ---–----ი ს------ას, მოსარჩელე ს----------------------------------–-- ჯ------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 1796.53 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 103.47 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ს----------------------------------–-- ჯ------------------–სა“ და მოპასუხე ბ--- ფ--–---–---ს შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმებული #1--- ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, თვეში 4% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რ---–----ი ს------ასთან 2016 წლის 26 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #1---, რომლის საფუძველზე რ---–----ი ს------ამ იკისრა სოლიდარული თავდებობა ბ--- ფ--–---–---ს მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, რაც დასტურდება წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.
საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ იქნა სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილ-ნაწილ გადახდა გრაფიკის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ ბ--- ფ--–---–---ს მიერ რამდენჯერმე დაირღვა თანდართული გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადები, რის გამოც მოპასუხეებს 2016 წლის 02 დეკემბერს გაეგზავნათ გაფრთხილება და ეცნობათ, რომ შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადამდე და მოთხოვნილი იქნებოდა მთლიანი დავალიანება, რაც მოპასუხეების მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით მოპასუხე ბ--- ფ--–---–---ს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ 3327.66 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი თანხა შეადგენს 2791.12 აშშ დოლარს, დარიცხული და გადაუხდელი პროცენტები 435.99 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე 15.03.2017 წლამდე დარიცხული ჯარიმა 100.55 აშშ დოლარს(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ--- ფ--–---–---მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ, 1200 აშშ დოლარის ნაწილში ცნო. რაც შეეხება მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, მოპასუხემ განმარტა, რომ საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს თანხების დიდი ოდენობით დარიცხვამ განაპირობა ვალდებულების ამ ოდენობამდე გაზრდა, რაც არაგონივრულად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, სარჩელს მხოლოდ ნაწილობრივ, 1200 აშშ დოლარის ნაწილში ცნობს.
2.2. მოპასუხე რ---–----ი ს------ამ შესაგებელი არ წარმოადგინა, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია ს----------------------------------–-- ჯ------------------–ის“ სარჩელთან დაკავშირებით.
(იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 16 ივლისს, ს----------------------------------–-- ჯ------------------–ს“ და ბ--- ფ--–---–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბ--- ფ--–---–---ზე გასცა სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვით, 2019 წლის 26 ივლისამდე ვადით, წლიური 48% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 2.7 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაფარულიყო დარიცხული ჯარიმა, შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტი, ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა.
მსესხებელ ბ--- ფ--–---–---ს ს----------------------------------–-- ჯ------------------–ის“ მიმართ არსებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
8.1. პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნატის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 26 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება #1--- (ს.ფ. 14-19)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-21)
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 22)
- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2016 წლის 26 ივლისს ს----------------------------------–-- ჯ------------------–ს“ და რ---–----ი ს------ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ---–----ი ს------ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, ს----------------------------------–-- ჯ------------------–ს“ და ბ--- ფ--–---–---ს შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ.
თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ ,,------“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3750 აშშ დოლარით.
ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა სახელშეკრულებო პირგასამტეხლო ან/და მისოსთვის მიყენებული ზიანის მთლიანი თანხა, რომელიც ძირითადი ვალდებულებების ამსახველი ხელშეკრულების დამთავრების დროისთვისაა გათვალისწინებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 26 ივლისის #1--- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 15 მარტის ცნობის თანახმად, მსესხებელ ბ--- ფ--–---–---ს დავალიანება ს----------------------------------–-- ჯ------------------–ის“ მიმართ შეადგენს ვალდებულების ძირითად თანხას 2791.12 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 435.99 აშშ დოლარს, დარიცხულ პირგასამტეხლოს 100.55 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.03.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - ს----------------------------------–-- ჯ------------------–ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე,867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ბ--- ფ--–---–---მ სარჩელი ნაწილობრივ, 1200 აშშ დოლარის ოდენობით ცნო. შესაბამისად, მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ------------------–ს“ და მოპასუხე ბ--- ფ--–---–---ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 1796.53 აშშ დოლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხეებს ბ--- ფ--–---–---ს და რ---–----ი ს------ას პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 50 აშშ დოლარის გადახდა.
7.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებით, მოპასუხემ რ---–----ი ს------ამ, როგორც თავდებმა პირმა იკისრა მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაენაწილებინა პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავდები იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებდა კლიენტი (მსესხებელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 26 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის და დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 26 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების 8.1. პუნქტით განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება და მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსასრულებლად მიქცეული.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, შ-----------------------------------–----------------------“-ს წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 161.10 ლარი. ამასთან, ვინაიდან ბ--- ფ--–---–---მ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, 1200 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ბ--- ფ--–---–---ს და რ---–----ი ს------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 72.26 ლარის გადახდა, ხოლო რ---–----ი ს------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 67.34 ლარის ოდენობით (პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში). ამასთან, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულიარ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს---------------------------------–-- ჯ------------------–ის" სარჩელი მოპასუხეების ბ--- ფ--–---–---სა და რ---–----ი ს------ას მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეების ბ--- ფ--–---–---სა (პ/ნ N0----------) და რ---–----ი ს------ას (პ/ნ N6----------) მოსარჩელე ს---------------------------------–-- ჯ------------------–ის" (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 1796,53 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე შემცირებული პირგასამტეხლო - 50 აშშ დოლარის ოდენობით. თავდები პირის ბ--- ფ--–---–---ს პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვროს 3750 აშშ დოლარი.
2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 15 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 324,08 ლარიდან დაუბრუნდეს 161,10 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 162,98 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხეებს რ---–----ი ს------ასა და ბ--- ფ--–---–---ს მოსარჩელის ს---------------------------------–-- ჯ------------------–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 72,26 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე რ---–----ი ს------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 67,34 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხეებს რ---–----ი ს------ასა და ბ--- ფ--–---–---ს მოსარჩელის ს---------------------------------–-- ჯ------------------–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების თანხის ნაწილის 100 ლარის ანაზღაურება.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე მოსარჩელე ს---------------------------------–-- ჯ------------------–ისა" და მოპასუხე ბ--- ფ--–---–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
7. მოპასუხე რ---–---- ს------ას უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე შორენა წიქარიძე