გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე N2/31139-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ყა-------------------–---’’
წარმომადგენელი - გი----------–---–ი
მოპასუხე - შპს „ჯო--------------------------------“
წარმომადგენელი - მზ-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------“-ს შპს „ყა-------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება სულ 302.83 (ერთი ათას სამას ორი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისში, 3-----------–----------ს მიმდებარედ შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რის შედეგადაც დაზიანდა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა პოლიეთილენის მილი. აღნიშნულზე მოსარჩელე კომპანიის საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 277.81 ლარი.
მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 01 მარტს ქ. თბილისში, ს-------------------------ს მიმდებარედ შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც ასევე დაზიანდა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა პოლიეთილენის მილი. აღნიშნულზე მოსარჩელე კომპანიის საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 296.73 ლარი.
მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ 2016 წლის 19 თებერვალს ქ.თბილისში, ა----–-----–---------ზე შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა პოლიეთილენის მილი. აღნიშნულზე მოსარჩელე კომპანიის საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 728,29 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე დამატებით განმარტა, რომ სარჩელში ჯამურად მითითებული თანხა შეადგენდა სარჩელზე დართული 3 ცალი ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ხარჯების ერთობლიობას, რაც მოიცავდა როგორც კონკრეტული მექნიზმების ღირებულებას, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებსაც (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
შპს „ჯო-------------------------------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისში, 3-----------–----------ს მიმდებარედ მოსარჩელის კუთვნილი მილის დაზიანება არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგენილია დაინტერესებული პირის მიერ და არ ირკვევა რის საფუძველზე დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობა. მოპასუხე არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაზის დანახარჯის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით გაანგარიშებას.
მოპასუხე 2016 წლის 01 მარტის დაზიანებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა შპს ყა-------------------–---“-ს წარმომადგენელი, რომელმაც ვერ მიუთითა მილების მდებარეობა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ დაზიანებული მილი გაყვანილი იყო 30 სმ-ის სიღრმეზე, ირგვლივ არ ჰქონდა ქვიშის ფენა და მიმანიშნებელი ლენტი. მილის დაზიანებისთანავე გაზი გადაიკეტა ურდული, შესაბამისად, ბუნებრივი აირის დანაკარგი იყო მინიმალური. მოპასუხე მიუთითებს, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგენილია დაინტერესებული პირის მიერ და გაურკვეველია დანახარჯების საფუძვლიანობაც.
2016 წლის 19 თებერვლის დაზიანებასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მილის დაზიანება არ მომხდარა მოპასუხის ბრალეული ქმედებით. ამასთანავე, შპს „ყა-------------------–---“-ს წარმომადგენელი გამოძახების მიუხედავად არ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა,რ ომ სარჩელს ნაწილობრივ სცნობდა, კერძოდ, ეთანხმებიდა მხარის მოთხოვნას ყველა ხარჯის ნაწილში, გარდა გაზის გაშვება-გამართვითი სამუსაოების ღირებულების ნაწილში, რომდესაც არ ეთანხმებოდა და მას არ უნდა დაკისრებოდა გადასახდელად. ნაწილობრივ სცნო სატრანსპორტო მომსახურების ხარჯი და განმარტა, რომ აღნიშნული ხარჯი დამოკიდებული იყო მთლიან ხარჯთან, რომლის არანაკლებ 4%-ის უნდა ყოფილიყო სატრანსპორტო ხარჯი, შესაბამსიად, მხოლოდ 12 ლარს სცნობდა თითოეულ შემთხვევასთან მიმართებაში. ხოლო რაც შეეხება ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის საფასურს, რომლის ტარიფიც დაანგარიშებულია კომერციული ტარიფით ეს მაშინ, როდესაც დაზიანების ადგილას იყო საცხოვრებელი პუნქტი და გაზის მიწოდებისთვის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ტარიფით ახდენდა ანგარიშსწორებას კომპანიასთან. შესაბამისად, მხარემ მიუთითა, რომ მას არა კომერციული, არამედ საყოფაცხოვრებო ტარიფით უნდა დაკისრებოდა გაბნეული გაზის ღირებულება, კერძოდ, 2016 წლის 23 თებერვლის ფაქტთან დაკავშირებით მოთხოვნა აღარა 109,46 ლარის ნაწილში, 2016 წლის 01 მარტის ფაქტთან ადაკავშირებით - 123,15 ლარი, ხოლო 2016 წლის 19 თებერვლის ფაქტზე კი 199,50 ლარი სცნო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 23 თებერვალს, ქალაქ თბილისში, 3-----------–----------ს მიმდებარედ შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყა-------------------–---’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 63 მმ-იანი პოლიეთილენის მილი, რომელიც აღადგინა შპს ,,ყ--------------------–--მა“. მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მილის აღდგენითი სამუშაოებისათვის დაიხარჯა 277.81 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირის რეესტრიდან;
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (N16-------);
- გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა;
- ანგარიშ-ფაქტურა;
- 2016 წლის 16 მარტის წერილი
4.2. 2016 წლის 01 მარტს, ქალაქ თბილისში, ს------------------------ს მიმდებარედ შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყა-------------------–---’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა პოლიეთილენის მილი, რომელიც აღადგინა შპს ,,ყ--------------------–--მა“. მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მილის აღდგენითი სამუშაოებისათვის დაიხარჯა 296.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირის რეესტრიდან;
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (N16-------);
- გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა;
- ანგარიშ-ფაქტურა;
- 2016 წლის 16 მარტის წერილი
4.3. 2016 წლის 19 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ა----–-----–---------ზე შპს „ჯო--------------------------------“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყა-------------------–---’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა პოლიეთილენის მილი, რომელიც აღადგინა შპს ,,ყ--------------------–--მა“. მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მილის აღდგენითი სამუშაოებისათვის დაიხარჯა 728.29 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელე შპს ,,ყა-------------------–---’’-ს სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- და 208-ე მუხლი
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 19 თებერვალს, 2016 წლის 23 თებერვალსა და 2016 წლის 01 მარტს შპს „ჯო--------------------------------“ სხვადასხვა მისამართებზე ახორციელებდა სამუშაოების, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყა-------------------–---’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა მილები, რომლებიც ამ უკანასკნელმა თავადვე აღადგინა. საგულისხმოა, რომ მოპასუხის წარმომადგენლები სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით მიწის გათხრით სამუშაოებს ახორციელებდნენ ხელით, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მათთვის მილების ადგილმდებარეობა დაზუსტებით არ იყო ცნობილი, რამაც გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თავად მოახდინა დაზაიანებული მილების აღდგენა, ამჟამად ითხოვს მის მიერ გაღებული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2016 წლის 23 თებერვლის ხარჯთაღრიცხვებიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, 3-----------–----------ს მიმდებარედ დაზიანებული მილის შეკეთებისათვის დაიხარჯა სულ 277.81 ლარი. აღნიშნული ხარჯი მოიცავდა პოლიათელინის ქუროსა და პოლიათელინის მილის, ასევე შრომის ხარჯს, ტარნსპორტირების ხარჯს, გაზის გაშვება-გამართვითი სამუშაოებისა და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ხარჯს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა პოლიეთილენის ქუროსა და მილის ხარჯი, ასევე შრომის დანახარჯი, რაც ჯამურად შეადგენს 3-,94 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სცნო აღნიშნულ ნაწილში სარჩელი, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 3-,94 ლართან მიმართებაში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სადავო გამხდარ გაზის გაშვება-გამართვითი სამუშაოების ხარჯს, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, ამასთან, მოსარჩელემ არ წარმოადგინა აღნიშნული ხარჯის როგორც აუცილობელი ხარჯის, ასევე მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა. ასეთ მტკიცებულებად მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან თავდაპირველი დოკუმენტი ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით მხარის მიერ არ წარმოდგენილა. განსახილველ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არის მხოლოდ ერთობლიობაში დაჯამებული სხვადასხვა სახის ხარჯი და არა ის პირველადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დგება უკვე ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებულ ნაწილში - 12 ლართან მიმართებაში დააკმაყოფილებს სასამართლო მოთხოვნას სატრანსპორტო ხარჯთან დაკავშირებით.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ტარიფთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სადავო არ გახადა გაბნეული გაზის მოცულობა და მხოლოდ ტარიფი გახადა სადავო, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ აღნიშნულზე იმსჯელებს. სასამართლო სხდომაზე თავად მხარეთა ახსნა-განარტებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის მიერ გაბნეული გაზი დაანგარიშებული იქნა კომერციული ტარიფით ანუ მაქსიმუმი ტარიფით. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გაზის მილის დაზიანება მოხდა საცხოვრებელ რაიონში, სადაც მოსახლეობას და არა კომერციულ სუბიექტს (სუბიექტებს) მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, დაზიანების შედეგად გაბნეული აირიც სწორედ იმ ტარიფით უნდა დაანგარიშდეს, რაც ღირს იმ სუბიექტებისთვის, ვისაც იგი მიეწოდებოდა. ამდენად, სასამართლო დააკმაყოფილებს მოპასუხე მხარის მიერ აღიარებული ტარიფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას 109,46 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება 2016 წლის 01 მარტს ქ. თბილისში, ს------------------------ის მიმდებარედ დაზიანებული მილის აღდგენისათვის გაწეული ხარჯებიდან მოპასუხე კვლავ არ დაეთანხმა გაზის გაშვება-გამართვითი სამუშაოებისთვის მოთხოვნილი 28 ლარის დაკისრებას, 40 ლარის ოდენობით მოთხოვნილი სატრანსპორტო ხარჯიდან სცნო მხოლოდ 12 ლარი, ხოლო ჰაერში გაბნეული ბუნებრივი აირის ღირებულებას სცნო საყოფაცხოვრებო ტარიფის შესაბამისად, რაც შეადგენს 123.15 ლარს. მოპასუხემ სცნო აღნიშნული მილის აღდგენასთან დაკავშირებით ყველა სხვა მოთხოვნა.
2016 წლის 19 თებერვალს, ქ. თბილისში, ა----–-----–---------ზე დაზიანებული მილის აღდგენისათვის გაწეული ხარჯებიდან მოპასუხე არ დაეთანხმა გაზის გაშვება-გამართვითი სამუშაოებისთვის თანხის დაკისრებას, 40 ლარის ოდენობით მოთხოვნილი სატრანსპორტო ხარჯიდან სცნო მხოლოდ 12 ლარი, ხოლო ჰაერში გაბნეული ბუნებრივი აირის ღირებულებას სცნობს საყოფაცხოვრებო ტარიფის შესაბამისად, რაც ჯამში შეადგენს 189.53 ლარს. მოპასუხემ სცნო აღნიშნული მილის აღდგენასთან დაკავშირებით ყველა სხვა მოთხოვნა.
აღნიშნულ ორ შემთხვევასთან დაკავშირებითაც სასამართლოს პოზიცია იგივეა, რაზეც უკვე იმსჯელა 2016 წლის 23 თებერვლის ფაქტის ანალიზის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყა-------------------–---’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რაც მოპასუხე მხარემ სცნო - 634,65 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ყა-------------------–---’’-ს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელემ არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა 668,18 ლარის ნაწილში (სამივე ფაქტიდან გამომდინარე) და სცნო დარჩენილი თანხის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნახევარი - 25 ლარი, ხოლო დარჩენილი 25 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ყა-------------------–---“-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ჯო--------------------------------“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------“-ს მოსარჩელე შპს „ყა-------------------–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სულ 634,65 ლარის გადახდა.
2. შპს ,,ყა-------------------–---“-ს მიერ 2018 წლის 1--------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარიდან დაუბრუნდეს ნახევარი - 25 ლარი, ხოლო დარჩენილი 25 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე