გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/18728-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ლ-----–----------"
წარმომადგენელი - ს------- ბ-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,მ---------"
წარმომადგენელი - შ----- კ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ---------ს“ მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1020 ლარის გადახდა, საიდანაც 520 ლარი წარმოადგენს მომსახურების საფასურს, 400 ლარი ადვოკატის ჰონორარს და 100 ლარი სახელმწიფო ბაჟის თანხას.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2--- წლის 15 მაისს მოპასუხემ უ----------- დაუკვეთა ტვირთის ჩამოტანა შპს ,,M--“ კომპანიისთვის გადასაცემად. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი შეკვეთის ფორმა #M------ _0--------- მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული მომსახურებისთვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ტვირთის ჩამოსვლის მომენტისთვის. მოპასუხემ შეკვეთილი ტვირთი მიიღო შეთანხმებულ ვადაში, შესაბამისად მოპასუხემ მიმღებს - შპს ,,M--“ კომპანიას ტვირთი გადასცა დათქმულ ვადაში, თუმცა დაკვეთს შპს ,,მ---------ს“ მომსახურების საფასური სრულად არ გადაუხდია, კერძოდ, მოსარჩელემ თანხის გადახდის დამატებით გრაფიკიც შესთავაზა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მან გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი 580 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 220 აშშ დოლარი დღემდე არ გადაუხდია. მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე დავალიანებას დღემდე არ იხდის, რის გამოც მხარემ მომართა სასამარტლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ---------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ ჩამოტანილი ტვირთი არ იყო შეთანხმებული ზომების, ამასთან, ტვირთს ჰქონდა დანაკლისი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება იყო ხარვეზიანი, რაც მოპასუხეს პრეტენზიის გაცხადების საფუძველს აძლევს. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან მოსარჩელე კომპანიას მიმართა პრეტენზიით ტვირთის ზომების გაზრდასა და მის ნაწილობრივ დაკარგვასთან დაკავშირებით, რაზეც არანაირი რეაგირება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, იგი უარს აცხადებს მოსარჩელისთვის თანხის ანაზღაურებაზე (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2--- წლის 15 მაისს მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიას დაუკვეთა უ----------- ტვირთის ჩამოტანა შპს ,,M--“ კომპანიისთვის გადასაცემად. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი შეკვეთის ფორმა #M------ _0--------- მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული მომსახურებისთვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ტვირთის ჩამოსვლის მომენტისთვის.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------მა“ მოპასუხე შპს ,,მ---------ს“ გაუწია შესაბამისი მომსახურება, კერძოდ, ტვირთის ტრანსპორტირება და მიტანა დანიშნულების ადგილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეკვეთის ფორმა #M------ _0-------- (ს.ფ. 17-19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2--- წლის 15 მაისის შეთანხმების ფარგლებში, მოპასუხე შპს ,,მ---------მ“ ვალდებულება ნაწილობრივ 1400.09 ლარის ოდენობით შეასრულა, ხოლო 520 ლარის ნაწილში კი ვალდებულება შესასრულებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება #-- (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ლ-----–----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 730-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------მა“ მოპასუხე შპს ,,მ---------ს“ გაუწია შესაბამისი მომსახურება, კერძოდ, ტვირთის ტრანსპორტირება და მიტანა დანიშნულების ადგილამდე.
მოპასუხე მხარის შედავება მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ტვირთის ზომები იყო შეთანხმებულ ზომებზე ნაკლები, ამასთან, ტვირთი იყო გახსნილი და ნაკლიანი, მან თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიხადოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე კომპანია აღმოფხვრის გაწეული მომსახურების ხარვეზებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, განსხვავდებოდა თუ არა გადაზიდული ტვირთის ზომები შეთანხმებული ზომებისგან და იყო თუ არა ტვირთი ნაკლიანი, მოპასუხე მხარეზე იყო გადატანილი, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ლ-----–----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ლ-----–----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,მ---------ს“ შპს ,,ლ-----–----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლ-----–----------"-ის (ს/კ N4--------) სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ---------"-ს (ს/კ 4--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,მ---------"-ს (ს/ნ N4--------) მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------"-ის (ს/კ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების საფასურის 520 (ხუთას ოცი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,მ---------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ნაწილის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს ,,მ---------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------"-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 1-----–--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N-).
5. მოსარჩელე შპს ,,ლ-----–----------"-ის მიერ 2--- წლის 1-----–--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N-).
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე მოცემულ დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე