გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
340210118002768615
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210118002768615

საქმე #2/1041-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - და--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნო-----------–---–ი

მოპასუხე - სს ,,ს----------–-------კი“, ლე-------------–-–---–ი

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - სა--------------ძე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 05 ივლისის №152534 აქტით დაყადაღებული ნივთები -“HISENSE”-ის ფირმის ტელევიზორი, „FUJITSU“-ს ფირმის პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი), „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, “SAMSUNG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა;“. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ლე-------------–-–---–ს სს ,,ს----------–-------კის“ მიმართ აქვს დავალიანება 24 520 ლარის ოდენობით. მის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის სახლში 2018 წლის 05 ივლისს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა. ყადაღის აქტში მითითებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს და მოპასუხე ლე-------------–-–---–ის ვალდებულების გამო მათი რეალიზაცია არ უნდა მოხდეს. მოსარჩელემ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე სს ,,ს----------–-------კმა“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო. მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. 2.2. მოპასუხე ლე-------------–-–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. 2.3. მესამე პირმა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოება კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნივთების დაყადაღება. განსახილველ შემთხვევაში კრედიტორმა სს ,,ს----------–-------კმა“ სარჩელი ცნო. შესაბამისად მესამე პირს რაიმე შედავება ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია და იზიარებს ამ მოპასუხის პოზიციას. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A18030505 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს სს ,,ს----------–-------კი“, ხოლო მოვალეს ლე-------------–-–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 05 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: HISENSE”-ის ფირმის ტელევიზორი, „FUJITSU“-ს ფირმის პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი), „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, “SAMSUNG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა. 3.2.2. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 05.07.2018 წელს შედგენილ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე და--------------–-–---–ის საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - სარჩელი (ს.ფ. 1-14); - - სს ,,ს----------–-------კის“ შესაგებელი (ს.ფ. 43-52); - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 15-16). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ნივთები მისი საკუთრებაა. მოპასუხე ლე-------------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე სს ,,ს----------–-------კმა“, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორია, წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო. შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ ყადაღის აქტში მითითებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არის მოვალ და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი ლე-------------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. 6.3. სასამართლო დამატებით მიუთითებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სს ,,ს----------–-------კი“ წარმოადგენს კრედიტორს, რომლის სასარგებლოდ მიღებული გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნითაც განხორციელდა ნივთების დაყადაღება. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო. ფაქტობრივად მან განაცხადა თანხმობა ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებაზე. ამდენად, არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. წარმოდგენილი სარჩელით სადავო ნივთების ღირებულება 1 700 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება და ამდენად, მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სს ,,ს----------–-------კმა“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო. მოპასუხე ლე-------------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებაზე უარი განაცხადა. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე და--------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების სს ,,ს----------–-------კის“ და ლე-------------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 05 ივლისის №152534 აქტით დაყადაღებული ნივთები -“HISENSE”-ის ფირმის ტელევიზორი, „FUJITSU“-ს ფირმის პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი), „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, “SAMSUNG“-ის ფირმის სარეცხი მანქანა; 3. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შეჩერდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების, კერძოდ,“HISENSE”-ის ფირმის ტელევიზორის, „FUJITSU“-ს ფირმის პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის, „HISENSE“-ის ფირმის მაცივრის და “SAMSUNG“-ის ფირმის სარეცხი მანქანის რეალიზაცია გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე რომან კუპატაძე