გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34255-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენელი- ნ-----–-----------------
მოპასუხე- შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“
წარმომადგენელი - გ-----------–--ე, დ-------------–---–ი
დავის საგანი-გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ჰ------–------–-----------------“-ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის 10 695.60 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის ერთანი ანგარიშის შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი:TRESGE22, სახაზინო კოდი:302003581.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს მიმდინარე საქმიანობის საგანს წარმოადგენს ცემენტისა და კლინკერის წარმოება. საქმიანობაში გათვლილია 761 100 ტონა ცემენტისა და 691 200 ტონა კლინკერის წარმოება წელიწადში. საწარმო საწვავად გამოიყენებს ნახშირს, რომლის რაოდენობა წელიწადში შეადგენს 197 500 ტონას. საწარმოს სამუშაო დღეების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 365-ს, ხოლო დღე-ღამეში სამუშაო საათების რაოდენობა 24 საათს. ამ მიზნებისათვის კომპანიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 11 სექტემბრის Nი-483 ბრძანებით გაცემულია გარემოზე ზემოქმედების N0---- ნებართვა (2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა), გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით, საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია აღნიშნული დასკვნით გათვალისწი-ნებული პირობებით.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 17 ნოემბრის ND------------- და 2015 წლის 25 ნოემბრის ND------------- ბრძანებების საფუძველზე, 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა ქ. კ---–--------------ს ქუჩა N2-ში მდებარე, შპს „ჰ------–-----–------------------“-ს საწარმოში ცემენტის წარმოებაზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების N0---- ნებართვით (2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიური შემოწმება. აღნიშნულ შემოწმებას მოპასუხის მხრიდან ესწრებოდა კომპანიის პროცესების მენეჯერი ზ-----------–---–ი და კომპანიის გარემოს დაცვის მენეჯერი ზ------------–---–ი. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის 2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირველი პირობის შესაბამისად, მოპასუხეს შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენილი არ აქვს მტვერდამჭერი მოწყობილობების და ვენსისტემების გამართვა-პასპორტიზაციის ტექნიკური ანგარიში, მტვერდამჭერი მოწყობილობების ფაქტიური ეფექტურობის მონაცემებით, ასევე ამავე დასკვნის მე-4 პირობის შესაბამისად, მოპასუხეს შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განსახილველად წარდგენილი არ აქვს საცხოვრებელი ზონის ზღვარზე, ატმოსფერული ჰაერის მიწისზედა ფენის მონიტორინგის შედეგები, საწარმოს სხვადასხვა დატვირთვის რეჟიმში ფუნქციონირების გათვალისწინებით.
შემოწმების შედეგად შედგა შემოწმების შესახებ ინსპექტირების N0----- აქტი, ხოლო გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0----- ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82(2) მუხლის პირველი ნაწილით, 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 79(2) მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. ზემოხსენებული მასალა განიხილა გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ კ----ს მუნიციპალიტეტში და 2016 წლის 14 მარტს მიღებული დადგენილებით დადასტურებულად ჩათვალა შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82(2) მუხლის პირველი ნაწილით, 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 79(2) მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა გადაცდომა და ექვემდებარება პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოპასუხეს არ აქვს შესრულებული საწარმოში ცემენტის წარმოებაზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების N0---- ნებართვით (2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) გათვალისწინებული პირობები და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. აღნიშნულს სასამართლო განხილვის დროს დაეთანხმა მოპასუხე მხარეც. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში“ მითითებული გაფრქვევის წყაროების რაოდენობა არ ემთხვევა ფაქტობრივ მდგომარეობას, კერძოდ, დადგინდა რომ მოცემულ უბანზე არსებული დამატებითი ოთხი გაფრქვევის წყარო მითითებული არ არის ზდგ-ს ნორმების პროექტში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გაფრქვევის წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა სახეობისა და რაოდენობის გაფრქვევა ხდება ზენორმულად. ზიანის გაანგარიშება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული გარმოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მე-2 მუხლის მიხედვით.
2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მე-7 პირობის შესაბამისად, მოპასუხე არ ატარებს სისტემატურ კონტროლს მავნე ნივთიერებათა ემისიებზე. 2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მე-8 პირობის შესაბამისად, მოპასუხე არ ახორციელებს შემოწმებას ძირითადი ტექნოლო-გიური ხაზის მტვერდამჭერი სისტემის მუშაობის ეფექტურობაზე, რომელიც განსაზღვ-რულია კანონმდებლობით დადგენილი ზდგ-ს ნორმატივების პროექტის მიხედვით. საწარმოში ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობაზე ფიქსირდება ჰერმეტულობის დარღვევა, ასევე დამონტაჟებულია ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევებისათვის ავარიული გაფრქვევის მილები და საწარმოს ტერიტორიაზე დალექილია დიდი რაოდენობის მტვრის მასა და ადგილი აქვს არაორგანიზებულ გაფრქვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ საწარმოო ნარჩენის - მტვრის მართვა არ ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.
ამდენად, შემოწმებისას გამოვლენილი და შემდგომში გორის რაიონული სასამართლოს კ----ს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის N4------ საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დადასტურებულია მოპასუხის საქმიანობის შედეგად „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში“ მოცემული გაფრქვევის წყაროების რაოდენობის შეუსაბამობა პროექტთან, ზენორმული გაფრქვევა და შესაბამისად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ფაქტის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშები) მეთოდიკა“-ს მე-2 მუხლის შესაბამისად, გამოანგარიშებულ იქნა მოპასუხის ეკოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი პირობების დარღვევით საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რამაც შეადგინა 10 695.60 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მოთხოვნის ძირითად საფუძვლად მიუთითებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბრის გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, რომლის მიხედვით შპს „ჰ------–-----–------ის“ კუთვნილი ცემენტის საწარმოს ფუნქციონირებისას ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგა-რიშებული ოდენობა შეადგენს 10 695.60 ლარს. აღნიშნულ გაანგარიშებაში მითითებულია, რომ შეუფუთავი მასის სახით პროდუქციის ცემენტმზიდებში ჩატვირთვისათვის გათვალისწინებულია ხუთი ერთეული ჩატვირთვის უბანი და ერთი ცალი გაფრქვევის წყარო, ასევე ცემენტის რკინიგზის ვაგონებში ჩატვირთვისათვის გათვალისწინებული ერთი ცალი გაფრქვევის წყარო, თუმცაღა მოსარჩელე მაინც თვლის, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მითითებული გაფრქვევის წყაროების რაოდენობა არ ემთხვევა ფაქტობრივ მდგომარეობას. გაუგებარია მოსარჩელის პოზიცია, ვინაიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის პროექტში გაფრქვევის ექვსივე უბანი მითითებულია. აღნიშნული პროექტის მეექვსე პუნქტში წარმოების, საამქროს უბნის დასახელების ჩამონათვალში მითითებულია ორი ჩატვირთვის უბანი ვინაიდან, ერთ უბანზე მიმდინარეობს ცემენტის რკინიგზის ვაგონებში ჩატვირთვა, ხოლო მეორე უბანზე ავტოცემენტმზიდებში. მეორე ჩატვირთვის უბნის გასწვრივ, რომელიც შეეხება ცემენტის ავტოცემენტმზიდებში ჩატვირთვას, მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს გრაფაში მითითებულია ხუთი წყარო, რომელიც მიაჩნია, რომ იგივეა რაც ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო. პროექტში მითითებული გაფრქვევის წყაროების რაოდენობა ემთხვევა ფაქტობრივ მდგომარეობას და მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
ამასთანავე, მხარე მნიშვნელოვნად თვლის შპს „გ--------ი“-ს მიერ 2018 წლის 13 დეკემბრის საექსპერტო დასკვნას, რომლის მიხედვით კა-----–---------------ის ცემენტის მტვრის ფაქტიური გაფრქვევა (გ-17) წერტილში (ცემენტის ჩატვირთვა ცემენტმზიდებში), წლიურ ჭრილში არ გადაჭარბებულა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან 2017 წელს შეთანხმებული „ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივები“-ს ანგარიშის თანახმად, ნაკლებია დასაშვებზე 4.463ტ-ით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მითითებულია, რომ გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა შეადგენს 13 375 ტონას წელიწადში, ხოლო ფაქტიურმა გაფრქვევამ შეადგინა 8 912 ტ, რაც როგორც ექსპერტის დასკვნაშია მითითებული 4 463 ტონით ნაკლებია დასაშვებ ნორმაზე.
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი ზიანის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით, რომელიც გახდა საფუძველი მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა შპს „გ--------მა“ მოპასუხის მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 13 დეკემბერს გასცა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით კა-----–---------------ის ცემენტის მტვრის ფაქტიური გაფრქვევა (გ-17) წერტილში (ცემენტის ჩატვირთვა ცემენტმზიდებში), წლიურ ჭრილში არ გადაჭარბებულა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან 2017 წელს შეთანხმებული „ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივები“-ს ანგარიშის თანახმად, ნაკლებია დასაშვებზე 4, 463 ტ-ით. (13 375-8 912)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 თებერვლის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0----- ოქმის თანახმად შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 792 მუხლის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი N0----- (ს.ფ. 137-138);
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0----- ოქმის დანართი (ს.ფ. 139-168)
3.1.2. გორის რაიონული სასამართლო მაგისტრატი სასამართლო კ----ს მუნიცი-პალიტეტის 2016 წლის 14 მარტის დადგენილებით, შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 792 მუხლით და ადმინისტრა-ციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გორის რაიონული სასამართლო მაგისტრატი სასამართლო კ----ს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 14 მარტის N4------ დადგენილება (ს.ფ. 231-235)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 695.60 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადახდილი აქვს 2016 წლის 14 მარტის დადგენილებით მისთვის დარიცხული 5000 ლარი. სისრულეშია მოყვანილი ადმინისტრა-ციული სახდელის მიზანი, რომელიც პრევენციულ და აღმზრდელობით ღონისძიების სახეს ატარებს. განსახილველ შემთხვევაში კი არ იკვეთება სახელმწიფოსათვის ან მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანი.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული სავალდებულო ღონისძიებები და ეკოლოგი-ური ექსპერტიზის N-- დასკვნით გათვალისწინებული 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პირობები. შესაბამისად, მოპასუხე თავის საქმიანობას არ ახორციელებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი ექსპლუატაციის ეტაპზე შემარბილებელი ღონისძიებების შესაბამისად.
ამავე დასკვნის მეორე პირობის შესაბამისად, მოპასუხე თავის საქმიანობას არ ახორციელებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით. კერძოდ, საწარმოში შეუფუთავი მასის სახით პროდუქციის ცემენტმზიდებში ჩატვირთვის ფუნქციონირებს 6 უბანი, შესაბამისად, თითოეულ უბანს გააჩნია თითო (სულ 6 ცალი) ინდივიდუალური გაფრქვევის წყარო. აქედან, ხუთი უბნიდან ასევე შესაძლებელია ცემენტის ვაგონმზიდებში ჩატვირთვა. ასევე ჩატვირთვის პროცესში ადგილი ქონდა ცემენტის მტვრის დიდი რაოდენობით არაორგანიზებულ გაფქვევას. დადგენილია, რომ მოცემულ უბანზე დამატებითი ოთხი გაფრქვევის წყარო მითითებული არ არის ზდგ-ს ნორმების პროექტში. შესაბამისად, აღნიშნული გაფრქვევის წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა სახეობისა და რაოდენობის გაფრქვევა ხდება ზენორმულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევი მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი პირობების დარღვევით საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენული ზემოქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 10 695.60 ლარი.
მოპასუხის კუთვნილ სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის საწარმოს მიერ ფუნქციონირების შედეგად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენე-ბული ზიანის განსაზღვრა-გამოანგარიშების აქტის თანახმად გამოვლინდა, რომ საწარმომ დაარღვია ნებართვით გათვალისწინებული პირობები და 2009 წლის 09 სექტემბრის N-- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მესამე პირობის შესაბამისად, მოპასუხე თავის საქმიანობას არ ახორციელებს „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში“ მოცემული დასაშვები გაფრქვევის ნორმების დაცვით და მავნე ანტროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებული ოდენობა შეადგენს 10 695.60 ლარს.
მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის შესაბამისადაც დასტურდება, რომ მისი ქმედებით გარემოს ზიანი არ მიადგა. დადგენილია, რომ მოპასუხე მიჩნეულია სამართალდამრღვევ პირად და მის ქმედებას მოჰყვა ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად ზიანის მიყენება.
მოპასუხის აპელირება იმის თაობაზე, რომ დადგენილებით გადახდილი აქვს მისთვის დარიცხული 5000 ლარი. სისრულეშია მოყვანილი ადმინისტრაციული სახდელის მიზანი, რომელიც პრევენციულ და აღმზრდელობით ღონისძიების სახეს ატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 792 თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, რეგლამენტის დანიშნულებაა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესის დადგენა, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა ან/და სამეურნეო საქმიანობის პროცესში გარემოსათვის მიყენებულ ზიანს და იმ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია სახელმწიფოს და რომელსაც იგი მიიღებდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების ჯეროვანი შესრულებისას. მოპასუხის მიერ 5 000 ლარი გადახდილია მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ხოლო ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 414-ე, 992-ე, მუხლები; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვე-ვისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეში დავის საგანია გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქ-ტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიე-კუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღა-უროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილე-ბელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა იყოს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკის-რებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება-ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალე-ულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარა-ლებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმი-ნისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს კ----ს მუნიციპალიტეტის 2016 წლის 14 მარტის დადგენილებით, შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 792 მუხლით გათვალისწინებული სამართალ-დარღვევისათვის.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ თავისთავად ამ ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა არ ადასტურებს გარემოსათვის ზიანის მიყენებას და ამის თაობაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სხვა მტკიცებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის საქმიანობა ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს და დაწესებულია ლიმიტი, თუ რა მოცულობის მავნე ნარჩენების გაფრქვევა დაიშვება. ამგვარი რეგულირების მიზეზი არის სწორედ ის, რომ ზენორმირებული მავნე ნივთიერებების ჰაერში მოხვედრა მას აბინძურებს და ზიანს აყენებს გარემოს.
რაც შეეხება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელის მხრიდან გამოყენებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“. ხოლო მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული სავალდებულო ღონისძიებები და ეკოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნით გათვა-ლისწინებული 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პირობები, კერძოდ, შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს შემუშავებული და გარემოს დაცვის სამსახურში წარდგენილი არ აქვს მტვერდამჭერი მოწყობილობების და ვენტსისტემების გამართვა-პასპორტიცაციის ტექნიკური ანგარიში, მტვერდამჭერი მოწყობილობების ფაქტობრივი ეფექტურობის მონაცემებით, არ აქვს ხმაურის ჩახშობის შემუშავებული ღონისძიებათა გეგმით შესრულებული ხმაურის მონიტორინგის ტექნიკური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, არ აქსვ ემისიების მონიტორინგის კონკრეტული პროგრამა და შესრულების მონიტორინგის შედეგები, არ აქვს საცხოვრებელი ზონის საზღვარზე, ატმოსფერული ჰაერის მიწისზედა ფენის მონიტორინგის შედეგები, საწარმოს სხვადასხვა დატვირთვის რეჟიმში ფუნქციონირების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესრუ-ლებული არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამასთან ანგარიშში საერთოდ არ არის გათვალისწინებული აირმტვერ-დამჭერ მოწყობილობებზე ფილტრის სახელოების შეცვლის პროცესში გამოცვლილი უვარგისი სახელოების, როგორც ნარჩენის მართვის საკითხი. არ აქვს ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა და ობიექტი სრულად არ არის აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, შესრულებული არ არის შესაძლო ავარიული სიტუაციების ალბათობა და მათი მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების ღონისძიებები; არ ატარებს სისტემატიურ კონტროლს მავნე ნივთიერებათა ემისიებზე; ნორმების პროექტში მითითებული გაფრქვევის წყაროების რაოდენობა და შესაბამისად, ატმოსფეროში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ოდენობები არ შეესაბამება ნორმების პროექტს; კომპანია არ ახორციელებს შემოწმებას ძირითადი ტექნოლოგიური ხაზის მტვერდამჭერი სისტემის მუშაობის ეფექტურობაზე, რომელიც განსაზღვრულია დადგენილი ზდგ-ს ნორმატივების პროექტის მიხედვით; საწარმოს პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი არ არის რესპირატორებითა და ხმაურისაგან დამცავი საშუალებებით; საწარმოს ტერიტორია ორ დონეზე შემოფარგლული არ არის მარადმწვანე მცენარეებით. აგრეთვე, დადგენილია, რომ მოპასუხე ტექნიკური რეგლამენტის პროექტის გარეშე ახორციელებდა წყალაღებას მდინარე მტკვრის კალაპოტიდან. ამასთან, მოპასუხის კუთვნილი ცემენტის საწარმოს ფუნქციონირებისას ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა-გამოანგარიშების აქტის თანახმად, გამოანგარიშებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 695.60 ლარს.
ამდენად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღა-ურების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 320.86 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2571, 30920-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 10 695.60 ლარის ანაზღაურება;
2. შპს „ჰ------–-----–------ ჯ--------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 320.86 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე