გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-3186-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე – ს-------------------------
წარმომადგენელი – გ--------------–---–-
მოპასუხე – შ--------------------------
წარმომადგენელი - ი-----–--------
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შ------------------------------------------- ს----------------------------------------- სასარგებლოდ სულ - 32 623 704.96 (ოცდათორმეტი მილიონ ექვსასოცდასამი ათას შვიდასოთხი და ოთხმოცდათექვსმეტი ) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, სხვადასხვა დროს დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, შ------------------------------------------- წარმოეშვა თანხის გადახდის სახით ვალდებულებები: შ---------------–-----------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------ მიმართ, რაც არ იყო ანაზღაურებული. აღნიშნული ხელშეკრულებებისა და შასაბამისი დამატებების ფარგლებში არსებული მოთხოვნები, შ---------------–-----------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------ დაუთმეს ს-----------------------------------------, რის შედეგადაც მოსარჩელეს სრული მოცულობით გადაეცა აღნიშნული კონტრაქტორების მოთხოვნები შ--------------------------- მიმართ.
საბოლოოდ, დაზუსტებული სარჩელით, ს--------------------------- მოთხოვნამ შ---------------------------- მიმართ შეადგინა სულ: 32 623 704.96 (ოცდათორმეტი მილიონ ექვსასოცდასამი ათას შვიდასოთხი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა. მიუხედავად მოსარჩელის შეტყობინებისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო წარმოდგენილი შესაგებლით და განმარტა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, ასევე უკანონოდ მოხდა მოთხოვნების დათმობა მოსარჩელისადმი და თანხმობის მიცემა ყოფილი გენერალური დირექტორის - კ--------------–--–-- მიერ, რაზეც აპირებს მხარე შესაბამის დავას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხის მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება მიჩნეულია სადავოდ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 9 თებერვალს, ერთის მხრის, ს------------------------სა და მეორე მხრივ, შ----------------–--------------------------------------------ს შორის დადებულ იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N---------, რომლის თანახმად შ---------------–------------------------------------------------–-----------------------------------------------, 18.12.2015 წ. დადებული N---.01.15წ. ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართ არსებული მოთხოვნა, რამაც ხელშეკრულების დადების მომენტში - 1 512 956.81 ლარის გადახდის ნაწილში დაუთმო ს-------------------------- რომელიც ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით (31.10.2017წ. ხელშეკრულების 3.2 მუხლი) დაზუსტდა და შეადგინა 1 579 669.34 ლარი.
მტკიცებულება:1. 09.02.2017წ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N---------; 2. 18.12.2----–-------------
3.2.2. 2017 წლის 16 თებერვალს, ერთის მხრივ, ს-------------------------- და მეორეს მხრივ, შ----------------------------------------- შორის დადებულ იქნა მოთოვნის დათმობის ხელშეკრუკლება N--------1 (ასევე 15.03.2017წ. დამატებითი შეთანხმება N- და 01.08.2----–- დამატებითი შეთანხმება N-), რომლის თანახმადაც, შ------------------------------------------–-------------------------თან 09.03.2----–. დადებული N------------ ხელშეკრულების, ასევე, 24.09.2----–. N- შეთანხმებისა და 28.09.2------ შეთანხმების საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართ არსებული მოთხოვნა 27 531 792.40 (ოცდაშვიდი მილიონ ხუთასოცდათერთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი და ორმოცი მესამედი)ლარის გადახდის ნაწილში დაუთმო ს-------------------------ს.
მტკიცებულება:
1. 16.02.2018 წ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N--------1;
2. 15.03.2----–- დამატებითი შეთანხმება N-;
3. 01.08.2----–- დამატებითი შეთანხმება N-;
4. 09.03.2----–. ხელშეკრულება N------------
5. 24.09.2----–. N- შეთანხმება;
6. 28.09.2----–. N- შეთანხმება;
7. საგადახდო დავალებები
3.2.3. 2017 წლის 31 იანვარს, ერთის მხრივ, ს--------------------------სა და მეორე მხრივ ს------------------------------ს შორის დადებულ იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკულება N-0-------, რომლის თანახმად ს------------------------------მ შ--------------------------თან 27.01.2016წ. დადებული N------- ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართ არსებული მოთხოვნა, ხელშეკრულების დადების მომენტისთვის 2 838 156.60 ლარის გადახდის ნაწილში, დაუთმო ს---------------------------, რომელიც ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით
(31.10.2----–- ხელშეკრულების 3.2 მუხლი) დაზუსტდა და შეადგინა 3 512 243.22 ლარი.
მტკიცებულები:
1. 31.01.2----–- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N-0-------;
2. 27.01.2----–. N------- ხელშეკრულება;
3.2.4. 27.01.2017წ. წერილით, შ--------------------------- დირექტორმა განაცხადა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ს-------------------------ს და ს---------------------- დაედოთ გარიგებები ნებისმიერ მესამე პირებთან , რომელი გარიგების საფუძველზეც ს-------------------------ს და ს---------------------- გადაეცემოდათ მესამე პირების ნებისმიერი ნებისმიერი მოთხოვნა შ-------------------------ს მიმართ, რაც თავის მხრივ გამომდინარეობდა შ---------------------------ა და მესამე პირებს შორის არსებული ან მომავალში დადებული გარიგებებიდან.
მტკიცებულებები: 27.01.2017წ. N0--- წერილი ს--------------------------- და ს-----------------------ს.
3.2.5. 2018 წლის 17 ოქტომბერს, ს------------------------მა წერილით მიმართა შ------------------------ს და მოთხოვა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ვალდებულებების შესრულება, რომელიც წინამდებარე სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა ვალდებულებების შესრულებასაც მოიცავდა.
მტკიცებულებები: 17.10.2018 წ. ს------------------------- წერილი შ------------------------- და მისი ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.2.6. შ-----------------–-------------------------------------------" 22.10.2018წ. N 1-------- წერილით, ამ უკანასკნელმა შ-------------------------თან 18.12.2015წ. გაფორმებული N---.01.15 ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება სრულად გადასცა ს------------------------. შ----------------------------ს მხრიდან არ მომხდარა შ----------------–-------------------------------------------- მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
მტკიცებულება: 22.10.2018 წ. N1-------- წერილი.
3.2.7. შ-------------------------------------“-ის 22.10.2018 წ. N-0/---- წერილით, შ--------------------------- მიერ 09.03.2----–. #--------12/16 ხელშეკრულების საფუძველზე შ-------------------------------------“-ის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა.
მტკიცებულება: 22.10.2018 წ. N-0/---- წერილი.
3.2.8. ს------------------------------ს 29.10.2018 წ. #------- წერილით, კომპანიამ შ--------------------------ის მიმართ არსებული მოთხოვნა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის #------- ხელშეკრულების ფარგლებში, დათმო ს------------------------ის მიმართ, ხოლო მომხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შ-------------------------ს არ აუნაზღაურებია.
მტკიცებულება: 29.10.2018 წ. N5------ წერილი.
3.2.7 სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხე შ---------------------------ს მიმართ შ---------------–-----------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------ მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები: საგადახდო დავალებები, მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შედარების აქტები, წერილები.
მტკიცებულება: სხდომის ოქმზე თანდართული მასალები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------------------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი,6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური, ანალოგიურად გაზის მიწოდების შესახებ ურთიერთობაშიც.
მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა ერთ შემთხვევაში 2017 წლის 09 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით (-----------------------------–----------------–--------------------------------------------, მეორე შემთხვევაში - 2017 წლის 16 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით (ს----------------------------–----------------------------------------), მესამე შემთხვევაში - 2017 წლის 31 იანვარს დადებული ხელშეკრულებით (ს-------------------------------------------------------------), რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლივი შეჯერებით დადასტურებულია, რომ შ----------------–--------------------------------------------, შ----------------------------------------" და ს------------------------------- მიერ ვალდებულებები შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო მოპასუხე შ--------------------------- მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - არ აანაზღაურა მიწოდებულის ღირებულება . ასევე დადასტურებულია, რომ მოთხოვნების დათმობა მოხდა მოპასუხის თანხმობით, სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, ს------------------------- გააჩნია მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთან, მოთხოვნილი თანხის ოდენობა გამომდინარეობს ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფასებიდან, რისი გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც სადაოდ გახდიდა სარჩელის საფუძვლიანობას და მოთხოვნის ოდენობას.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2571, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ს-------------------------ს (ს/ნ---------) საჩელი.
2. მოპასუხე შ--------------------------- (ს/ნ---------) მოსარჩელე ს-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 32 623 704.96 (ოცდათორმეტი მილიონ ექვსასოცდასამი ათას შვიდასოთხი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შ--------------------------- მოსარჩელე ს-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე